ოთარ რურუა - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ოთარ რურუა
ოთარ რურუა
nukriaДата: სამ, 17.01.2017, 19:17 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სილაზე იწვა ქალი და კვალი,
ცოცხალი კვალი ქალიდან ზღვამდე.
ყველაფრის ნებას აძლევდნენ თვალებს
მეზღვაურები, რომლებიც სვამდნენ

მზე ჩადიოდა, მრგვალი და სრული
და ბინდში კრთოდა თეთრი ქალაქი
გაბრუებული ქაფურის სუნით
და თევზის სუნით და ლაპარაკით.

მეზღვაურები ისხდნენ და სვამდნენ
შეჩვეულები ყოველგვარ ავდარს,
და სველი კვალი ქალიდან ზღვამდე,
ოცნებებს, სიზმრებს და ზღაპრებს ჰგავდა,

რომლებიც ნელა იწევდნენ მაღლა
და საბოლოოდ ქრებოდნენ ცაში,
ქრებოდნენ სხვა დროს და არა ახლა,
ახლა არავის არ სურდა ცაში.

ის იწვა, როგორც სინათლის ზოლი,
და ერთდროულად ყველა ჩემობდა.
და მიმავალი გემების ბოლიც
უბრუნდებოდა ქალაქს ზემოდან.

მზე ჩადიოდა, მრგვალი და სრული,
და ბინდში კრთოდა თეთრი ქალაქი
გაბრუებული ქაფურის სუნით
და თევზის სუნით და ლაპარაკით.

ოთარ ჭილაძე
Фото საუნჯე Saunje.
 
nukriaДата: სამ, 17.01.2017, 19:17 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუკი უჩემოდ შენ კარგად იქნები,
თუ კვლავ ცისარტყელა იქნება შვიდფერი,
თუ მზეც გაგიღიმებს კვლავ ისევ ცხრა თვალით
და არ დამთავრდება ქატოთი ზღაპარი...
მე წავალ...–ლიკა
 
nukriaДата: სამ, 17.01.2017, 19:21 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღესაც ტკივილებში დაგიღამდა,
დღესაც ტკივილებში იღლები,
ზეცა ისე ძლიერ მოგენატრა-
გულში....უხმაუროდ წვიმდები....

დღესაც საქართველო მოგელანდა,
თითქოს მის გარეშე ცივდები,
ახლა ისე გინდა შეგახედა-
როგორ მწვანდებიან მინდვრები....

თითქოს არასოდეს არ მთავრდება,
ხმით გრძნობ-დაიზარდნენ შვილები,
მაინც ვეღარაფრით ვერ ბრუნდები,
მათი სარჩოსათვის ირჯები...
...................
თვალებ დახუჭული ყოველ წუთას,
იმ გზას მიუყვები ფიქრებით,
სადაც გულის ხმებით გეძახიან -
- დედიიი,დაგვიბრუნდი... გვჭირდებიიიი!!!

დიკა სალაყაია
 
nukriaДата: ხუთ, 19.01.2017, 10:09 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ვიცი ვის ან რას შევადარო,
ის თავად იყო მზისა... მთვარისა,
მთელი ცხოვრება მყარად ატარა
ლიამ მანდილი ქართველ ქალისა.

შენც ეგეთი ხარ ჩემო ცის თვალო,
შენით ხარობენ ლელიანები,
ამ ქვეყანაზე ღმერთმა გვიმრავლოს
ქართველებს ლია ელიავები.
 
nukriaДата: ხუთ, 19.01.2017, 10:10 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუჩას თმაგაშლილი მიუყვები,
ციდან ვარსკვლავები გიღიმიან,
გულში სიმღერის ხმა რომ ჩაგესმის, -
შენი საქართველოს ღიღინია.

ქუჩას მარტოდმარტო მიუყვები,
შენთან მთვარის შუქზე ცეკვა მინდა,
თუგინდ ხმადაბლა და მოკრძალებით
ლექსი წავუკითხოთ ჩვენს მთაწმინდას.

ერთად ვეზიაროთ უკვდავებას
ფოტოს გადაღებით გალას ძეგლთან,
ვაჟას საფლავიც არ დავივიწყოთ,
თუმცა სიტყვა ძლიერ გამიგრძელდა,

ჩვენგან გენიოსთა საფეთქლები
არ მიეცემიან დავიწყებას,
თბილისს შევუძახოთ მთაწმინდიდან,
ვიდრე ჩემი გულიც დაიწვება.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ხუთ, 19.01.2017, 11:31 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ელვარებს, დნება წმინდა ნათელი
მკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი.
ძლიერო სულო! შენკენ მოილტვის
ლოცვა-ვედრება და საკმეველი.
რა რიგ მწყურია შენს შორი-ახლოს
განახლებისა მოვიკლა ჟინი,
და ვუცქეროდე თუ როგორ ბრწყინავს
ღვთაებრიობის შენის გვირგვინი.
რამდენი ღამე გამითევია
მზის ამოსვლისთვის რომ შემეხედა,
მე ვერ ვამჩნევდი თუ როგორ რთავდა
მთვარე ვარსკვლავებს, როგორც შვილთ დედა.
ასე, არ მინდა ვუცქირო წმიდანთ,
გარს რომ გარტყიან, ყველა ბნელდება,
და თვალწინ მხოლოდ შენი აჩრდილი
უხილავ ძალით ხორციელდება.
ოჰ, ეს ნათელი, თვალთა ნათელი
გულის სიღრმემდე მწვდება, მედება!
რა არის შენთან კაცთა ბორკილი
ან ხორციელის შემოქმედება?
იყო დრო და შენ ქვეყნად იყავი
მაგ განუსაზღვრელ მშვენიერებით,
მაგრამ რით უნდა დაგეტკბო გული,
კაცთა ღალატით თუ ცბიერებით?
ეხლა აღარ ხარ და ჰქმნის ოცნება
უკვდავი სახით უბრალო ტილოს,
რომელსაც ძალუძს თუნდაც ველური
დაატყვევოს და დაიმორჩილოს.
მასში ყველაა, რასაც დაღლილი
ადამიანი ქვეყნად ეძიებს,
შვენება, სული და სილამაზე
ჩვენს ლოცვაშია, მუდამ რომ ჰგიებს.
ელვარებს, დნება წმინდა ნათელი
მკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი...
დედაო ღვთისავ! შენსკენ მოილტვის
ლოცვა-ვედრება და საკმეველი.
 
nukriaДата: ხუთ, 19.01.2017, 11:41 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საღამო, მახსოვს, სწუხდა ქარივით,
ამ ხმაში იყო ფარული დარდი.
დაფნა და ვარდი მოჰქონდათ ქალებს,
შემოდგომების დაფნა და ვარდი.
მე კიდევ წავალ, მე კიდევ ვივლი.
გათენებამდე უნდა ვიბრძოლო.
არა ერთი მსურს ვპოვო ყვავილი,
და დამჭკნარები გადავისროლო.
 
nukriaДата: ხუთ, 19.01.2017, 11:53 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულში იმავე გრძნობით ბრუნდება
და მოლოდინი დარეკავს ჩუმი,
რომ არაერთხელ აგუგუნდება
დედამიწაზე კიდევ სამუმი.
აჰ, ქიმიური ომების წყება
სოფელში, მინდვრად, ქალაქში, ტყეში.
ახალი ლპობა ჰოსპიტალების,
ახალი ცრემლის ღვარი და თქეში.
იქ, ტრანშეების ლაბირინთებში,
ნუ გაგიტაცებს ძველი წუხილი...
ხევიდან ხევზე იკივლებს მეხი,
ხევიდან ხევზე წავა ქუხილი,
და გიგანტური მუხლუხო-ტანკი,
შეუწყვეტელი ტყვიის ფანტელი,
პროჟექტორებმა ჰაერში იგრძნეს
აეროების კორიანტელი.
წამოვა მღვრიე ცეცხლის ნიაღვრად
ასსანტიმეტრის მკაცრი სახელი,
ხევიდან ხევზე გადიგრიალებს
ხევიდან ხევის გამოძახილი.
გააფთრებული ომის გენია,
ძველი ჟანგივით ყვითელი ფერის,
გადეფარება მეწამულ ზეცას,
რომ მოიტანოს დღე მწარე წერის.
იქნებ მოსწყინდეს ერთსახეობა
აღმოსავლეთის დღეების თბილის,
გადმოანგრიოს მტკვარის ხეობა
და ასაკლებად მოადგეს თბილისს.
ვართ პოეტები საქართველოსი,
რომელთაც გვახსოვს დღე უარესი.
ჩვენ ახლავ ვიცით, სად დადგებიან
კლოდელი, ჟამმი, სიუარესი...
დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია
და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს
ჩვენ, პოეტები საქართველოსი!..
 
nukriaДата: ხუთ, 19.01.2017, 12:22 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს მაღალ გრძნობებს შენს ნაფიქრალს შევწირავ, ანა,
გრძნობა რა არის? გაგკენწლავს და წავა, გაირბენს,
თუნდაც ოცნებად შემოხვედი ჩემში რადგანაც,
მეფიქრება რომ წარმოვადგენ ალბათ რაიმეს.

გიძღვნი ამ სტრიქონს, წაიკითხე სულის ნაწყვეტი,
ფრაგმენტებიდან აღმადგინე სტროფებიანად,
მერე აგიხსნი სიყვარულსაც, გამინაწყენდი,
ან თუ გამიგებ, სტრიქონ-სტრიქონ მომყევი, ანა.

ვიცით ორივემ, უბრალოა ეს შებრალება,
შენ გადმომყურებ, მწამდეს ალბათ შენზე ვილოცებ,
ვნების სამოსით ვერც ვენერა შეგედარება,
და მახსენდება რომ არც ფრთები არ აქვს მილოსელს.

ჰო ვიცი, ასე უხეშია ჩემში მკრეხელი,
მაგრამ ძვირფასო, ძვირფასია ინტერვალები,
როცა სინაზეს ეკლიანი ხელით ვეხები,
ანდა შენსავით უბრალოებს შევებრალები.

მაგრამ არ მინდა... ოცნებაა მხსნელი ღირსების,
ნამდვილი ბევრად მოგონილზე მეტია განა?!
და თუ მეტია, რა იქნება რომ მეღირსები?!
წარმოვიდგენ და იმ ჟრუანტელს შეგწირავ, ანა.
 
nukriaДата: ხუთ, 19.01.2017, 12:35 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ,
ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა,
თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ,
მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდან
ვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხი
მიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერე კი სვამდნენ,
ჩვენც იმათ გვერდით გავიზარდეთ დიდები გავხდით
და წამოვდექით როცა ჩვენი მამები ადგნენ.
ბებიის კალთის ჯიბეებში სულ იყო ვაშლი,
ვერ დავივიწყეთ მისი გემო გვსურდა ყელამდე
ამოგვეტენა მუცლები და მეზობლის ბავშვი
ჩვენთან რჩებოდა, მისი დები მუდამ ღელავდნენ.
ვერ დავივიწყეთ ცრურწმენა, რომ ურნატის მოკვლა
გამოიწვევდა დედის სიკვდილს ანდა პირიქით
დასჭირდებოდა ვიდრე პაპას საწოლში მოვლა,
ჩვენც მასთან ერთად დავდიოდით, მასთან ვიდექით
როცა სტუმარი ეწვეოდა, როცა გამვლელი
შემოვიდოდა. ჩვენც ვისხედით ხშირად მთვრალებთან,
ნაჭრევი ჰქონდა პაპას ყელთან ერთი მტკაველი
სიკვდილის პირას ჩვენი შუბლი ძალას ჰმატებდა.
ვერ დავივიწყეთ ბებია რომ ითვლიდა დღეებს,
როდესაც მამა წავიდოდა ჩვენი სოფლიდან,
ძმები ცულებით მივდიოდით, მოვჭრიდით ხეებს,
მთელი ზამთარი სამი ხე და ფიჩხი გვყოფნიდა.
ვერ დავივიწყეთ ბებიები როცა ბოსლიდან
გამოდიოდნენ, სულ რაღაცას ელოდებოდნენ,
ერთ გაზაფხულზე ის “რაღაცა” მათთან მოვიდა,
ჩვენც გვეშინოდა, ვარსკვლავები როცა წყდებოდნენ
ჩვენს სოფლის ზეცას... და მამები ბოლოჯერ თხრიდნენ
სასაფლაოზე შავ საფლავებს, კრთებოდნენ წლები,
დედები ისევ ცრემლიანი თვალებით იდგნენ,
ბალახდებოდა ბილიკები და სოფლის გზები...
არაგვის გვერდით გავიზარდეთ, დიდები გავხდით,
ვერ გავამაგრეთ, ჩავანგრიეთ ბავშვობის ხიდი,
ვმარხავდით მკვდრებს და აკლდებოდა ჩვენს სოფელს ხალხი,
მერე კი ერთად ჩვენ მამების საფლავებს ვთხრიდით.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ოთარ რურუა
ძებნა:

მოგესალმები Гость