ოთარ რურუა - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 6 დან«12456781314»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ოთარ რურუა
ოთარ რურუა
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 08:16 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17168
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გურამიშვილს ხშირად ვლოცავ,
მისი ცრემლით, დარდით ვტირი.
ახლანდელთან ლხინად მიჩანს
მაშინდელი ქართლის ჭირი
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 08:17 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17168
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თოვლი შემოგჩვევია
შენ ზღვისფერო ქალაქო,
იქნება და...ფიფქებთან
სიყვარულზე ბაასობ?!
იქნება და ტალღების ქაფმა
თეთრად დაგთოვა?
იქნება და უბრალოდ
ზღვას მოუნდა გართობა?
თოვლი შემოგეჩვია
ცისთვალება ქალაქო,
პეშვზე ვიყრი ფიფქებს და...
შენი ხიბლით ვამაყობ!
ჩემო ულამაზესო,
ჩემო...ჩემო...ქალაქო...
თოვს...შენს ქუჩებს ჩემს გულს და
ჩემს სიყვარულს ვთავაზობ!
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 08:18 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17168
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი უსულო ქვა მომეწონა.
სხვა ქვებისგან გამოვარჩიე და
უცნაურად ავიჩემე.
ლამაზი სიტყვებით მოვხატე და
ფერადი რითმებით მოვრთე.
უფრო მეტად გალამაზდა და
უფრო მეტად მოვიწონე.
ქვეყნად ყველა ქვას ვამჯობინე.
ჩემი ქვა დავარქვი და უსაშველოდ შევიყვარე.
ის კი მაინც ქვა იყო.
არც არაფერს მპირდებოდა და
არც არაფერს მთხოვდა.
უფრო მეტად ვიზრუნე და
უფრო მეტად მოვუარე.
უფრო მეტად ჩემი გახდა და
თავზე მეტად შევიყვარე.
ჩემი სისხლი გადავუსხი და
ჩემი ცრემლით დავბანე,
სხეული ჩემი სულით გავუთბე და
მკერდზე ჩემი გული დავადე.
მეგონა, ქვას გახეთქავდა ჩემი სიყვარული.
ის კი ისევ ქვა იყო და
ისევ ისე ქვად დარჩა.
არც არაფერს იღებდა და
არც არაფერს მაძლევდა.
სულ ამაოდ დავიტანჯე და
სულ ამაოდ დავშვრი.
აღარც ლიტონი სიტყვა შემრჩა და
აღარც წყალწყალა სისხლი.
აღარც სასხვისო გული მქონდა და
აღარც საჩემო სული.
ის ქვა უკვე მე ვიყავი.
დავჯექი და ქვა კი არა,
ქვადქცეული საკუთარი თავი დავიტირე.
დავიტირე და დავმარხე.
ქვადქცეული საკუთარი თავი დავტოვე და წამოვედი.
არადა მიყვარდა!
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 08:57 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17168
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყვავილებს შევჩივლებ
ცისფერთვალებიანს
მე ვტირი ნამეტურ,
მე ვდარდობ,
რამეთუ
ძალუმ მყვარებია...
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 15:54 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17168
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცაა ნამეტაფორალი,
დეკემბერს ადგას
დილის მზე,
სამას წელს მალულ
ოლარებს,
მივსდევ
სიმთვრალის
ბილიკზე.

ქართული მიწა
დავხატე,
წარსულისფერი
გუაშით,
ვდგავარ
შოთას და თამარის,
ფარულ საფლავთა
შუაში.

მეფე ჰყავს
ყველა ეპოქას,
თითოეული
მათგანი -
ბრბომ დღეს
ქილიკით შეღობა,
ვინაიდან და
რადგანაც -

დროა ახალი,
ასე რომ -
გვაქვს სულ სხვაგვარი
<მოდის> მზე,
მინდა მაინც რომ
დავწერო,
მე პატრიოტულ
მოტივზე.

ლექსი ხომ
ვერაფერია?
კმაყოფილი ვარ
ამაზეც!
აქ გული უფრო
წერია,
ვიდრე სტროფები
და მაინც -

ქართული მიწა
დავხატე
სისხლგაზავებულ
გუაშით,
ვდგავარ
შოთას და თამარის,
ფარულ საფლავთა
შუაში.
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 16:03 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17168
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამინდი სველი,
შიგადაშიგ ქარების ჩქამი,
გაჩუმდა ღამე,
იკვეთება ნაკვთები დილის,
გამოღმა გელი,
პულსაციას გაებნა წამი,
ავკრიფე წყევლა,
შემოდგომა ოქტომბერს ყიდის.

ვაიმე ნენი,
დრო საოცარ ტკივილებს ბარდნის,
მოხუცდა ცხენი,
ბაბას ისევ ყანაში სძინავს,
ვაშლები თოვდა,
მეხათრება წარსულის ხათრი,
დუმს ჩვენი ოდა,
დეკემბერმა დაიდო ბინა.

წაიქცა წელი,
უხალისოდ გათოვდა თოვლი,
გამოღმა გელი,
გავიარე ბავშვობის - გაღმა,
ჩამქრალა ღელე,
დარჩენილა სამიოდ კომლი
დავყევი დაბლა
სოფლისაკენ მომავალ აღმართს...

წარსულის ექო,
მაბრუებს და მეკვრება სუნთქვა,
რამდენ ხანს მეყო,
ის ღამე და თვალები შენი,
ფიქრების გემო,
ოცნებებში დიეტობს უქმად,
მიყვარხარ ჩემო,
მიყვარხარ და
ვაიმე ნენი...
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 16:16 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17168
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიხდები როგორ!...
ფიქსირდება!
დღეს არა მარტო,
შენ კი ჩვეულად გამეზარდე,
ამ ბოლოს უფრო,
მსურხარ და მაინც
დაშორება მოგვიწევს ვატყობ,
თუ წლები,
თუ თვე,
თუ საათი,
თუ წამი,
თუ დრო -

დაგვაცლის,
მერე სულ გატარებ და სახის იერს,
არ დაეტყობა არაფერი სრულიად,
ვიცი -
მოვისმენთ ერთად პოეტისთვის
განკუთვნილ პიარს
და ქალაქები -
ბარსელონა,
პარიზი,
ნიცა,

იქნება ახლო,
ჩვენთან ახლო, მიზეზით მუზის,
ეპოქის კართან გავრისკოთ და ყაიმზე დავიც,
ვთქვათ,
რადგან ახლა შენს სიცოცხლეს სარკეში უზის -
მტერი,
მიყვარხარ,
მიხდები და
გიპარსავ მაინც...
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 16:42 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17168
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოთახი, კედელი, ფარდები საწოლი,
წესრიგი ნაკლები, სინესტე_გვირისტი,
წიგნებზე უმეტეს აბები საძილე
და ასე უშენო დღეების პირისპირ.

ფიქრები მაჯებით, კარნახი მაჯებთა,
შეგრძნება შიმშილის, ჩვეული სიცივე,
ერთი და იგივეს ვიძახი ასჯერ და
მტკივდება სახსრები, შედეგი - იწვიმებს

და ვითვლი ასამდე ძილისწინ როდესაც
არ მინდა მიყვარდე, არ მინდა გიცქირო,
ვიძინებ გახელილ თვალების პროტესტით,
გამომდის ნაკლებად და უფრო იცი რა?

ვენებში მაწვება სისხლი და სიშორე,
ოთახებს სიძველედ ობობა აუსხამთ,
ვითვლი და ვრწმუნდები ციფრსა და ციფრს შორის
შენზე ფიქრს ეთმობა ყოველი პაუზა -

იმდენად მახსოვხარ და მტკივა საწოლი
და მტკივა ოთახი, წესრიგი ძილისწინ,
დაგარქვი წარსული დღეების საცოლე
და ვდგავარ უშენო დღეების პირისპირ
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 16:44 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17168
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ციოდა ძვლამდე, იზრდებოდა ალი და არე,
არე და ალბომს შეენახა რამდენი წელი
და ფოტოების გაყვითლებულ უკანა მხარეს
ნეკერჩხლის ფოთოლს ჩამოჰგავდა კონტური ხელის,

თითები შენი ჩამოჰგავდნენ ნეკერჩხლის ფოთოლს,
დღე იყო კვირა, ბოლო კვირა, ასპექტით მარტის,
მარტია ახლაც და რა ვუყოთ თუ ისევ მოთოვს,
პოეტებისთვის მე შენ გეტყვი ივლისშიც ბარდნის

და მაინც როდის, ამოივსებს სეზონი სტომაქს,
მეზობლის ბიჭიც ლექსებს წერს და ჩემსავით წვალობს,
მოვდივააააარ, მოვდიიი... და ათასი სურვლი მომაქვს,
მაკლიხარ, მცივხარ, მიყვარხარ და რახრავყიმ ქალო
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 16:59 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17168
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და სადღაც ფიქრებში, სიზმრებში, სურვილი შვილების
და გარეთ ათასი და შიგნით წვეთების გავლენა,
მე და შენ გახდამდეც ცოტა ხნით თვალებით შიშვლები
და მერე იტყვიან პოეტზე და თვითონ აფრენენ.

აბსურდი, ფანჯარა, საოცრად სულელი ქარები,
ყვავილი - ხეების ძალიან ზედმეტი დიეტა,
შენ ზაფხულს ამთქნარებ, მე კიდევ ერთ-ერთი ტაეპი...
რომელსაც სარკმელთან გწერდი და რომელიც მიკეტე.

დრო იყო პოზაში ქაოსურ, დრო იყო მოლბერტი,
ქართულად ხატავდნენ პერიოდს მხატვრები უნიჭო,
მიმოზებს სიმორცხვე და მერე ჰაერი მოჰკვეთეს
და ასე ძალიან მარტივად ქალაქი გაფუჭდა.

დღემ ნისლი ჩაიცვა, შენ - ქალი, ხოლო მე სიმთვრალე,
სკდებოდა დაისი, ვისმენდი, ამიცრეს ბალზაკი
და შენთან მოსვლამდე დღეები იმდენ ხანს ვითვალე,
ქრონიკულ გრიპივით შემოგრჩა ბავშვობის ასაკი

და გიხსნი სიყვარულს, სიტყვებით, სიტყვებით იგივე
და ლექსებს გიკითხავ, პირველად, მეოცედ, მეასედ,
პაუზებს ეცვლება წვიმები, წვეთების რიგი და
ჩემს მხრებზე სრულდება მაგ შენი თვალების სეანსი.

ქარია, მაისში ქარების სეირი მაოცებს,
დაღლამდე გიგროვებ სიმორცხვე მოკვეთილ მიმოზებს
და თუ გსურს ჩვენს შორის სრულიად დაიმსხვრეს ქაოსი,
სანამ გულს მომანდობ... ბავშვობის ასაკი მიბოძე!...

დაბნევა, საღამო, უძილოდ შექმნილი პატივი,
და მაღლა ნაფიქრი განცდების ლექსებად გაფენა,
მიყვარხარ შენ ჩემი შვილების დედა და... მარტივი
პასუხი - პოეტზე ამბობენ და თვითონ აფრენენ.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ოთარ რურუა
გვერდი 6 დან«12456781314»
ძებნა:

მოგესალმები Гость