ოთარ რურუა - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ოთარ რურუა
ოთარ რურუა
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 18:34 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ ქალს თვალები აქვს კარგო შენი ფერის,
ჩემი თვალთვალთვალიც ასე შეიფერა,
ახლა სურვილები მშია,
თოთქოს გავრისკე და თითქოს ვერაფერი,
თითქოს გარისკა და თითქოს მოფერებით,
იმ ქალს თვალები აქვს ღია -

შავი გაცილებით შენზე ცოტაოდენ,
ღრმად კი ცრემლები და წლები მოძრაობენ,
ჰოდა დავთვერი და აეეეე,
მორჩა ფორიაქი რახან უთავბოლო,
ჩემი ღამეებიც რახან ლოთაობენ,
აწი ასე იყოს დაე -

დავწერ შიგადაშიგ,
წერაც მირაჟია,
მაინც ის პირველი
როგორ მომივიდა,
ახლა წარსული მაქვს კალმად,
ყველა უბინაო
დღეს ჩემს ბინაშია
და მეც იმნაირი
ერთი სტროფი მინდა -
ჩუმად გადიწეროს ქალმა.

მდა... და ავურიე, ისევ ვერაფერი,
რითმას მივახმარე ვიღაც დედაბერი,
მერე მოვიშველე წარღვნა...

ჩემი სტრიქონებიც ასე შეიფერა,
აუუუუ, თვალები აქვს კარგო შენი ფერის -
იმ ქალს,
მომკალი და რა ვქნა???
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 18:38 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ ქალს თვალები აქვს კარგო შენი ფერის,
ჩემი თვალთვალთვალიც ასე შეიფერა,
ახლა სურვილები მშია,
თოთქოს გავრისკე და თითქოს ვერაფერი,
თითქოს გარისკა და თითქოს მოფერებით,
იმ ქალს თვალები აქვს ღია -

შავი გაცილებით შენზე ცოტაოდენ,
ღრმად კი ცრემლები და წლები მოძრაობენ,
ჰოდა დავთვერი და აეეეე,
მორჩა ფორიაქი რახან უთავბოლო,
ჩემი ღამეებიც რახან ლოთაობენ,
აწი ასე იყოს დაე -

დავწერ შიგადაშიგ,
წერაც მირაჟია,
მაინც ის პირველი
როგორ მომივიდა,
ახლა წარსული მაქვს კალმად,
ყველა უბინაო
დღეს ჩემს ბინაშია
და მეც იმნაირი
ერთი სტროფი მინდა -
ჩუმად გადიწეროს ქალმა.

მდა... და ავურიე, ისევ ვერაფერი,
რითმას მივახმარე ვიღაც დედაბერი,
მერე მოვიშველე წარღვნა...

ჩემი სტრიქონებიც ასე შეიფერა,
აუუუუ, თვალები აქვს კარგო შენი ფერის -
იმ ქალს,
მომკალი და რა ვქნა???
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 18:43 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასე ვსაუბრობთ ქარაგმებით
ჩემო სოფიო,
დგას უარაფრო იანვარი
როგორც დევნილი,
ფანჯრის მინაზე კვდება
წვიმის ფილოსოფია
და გარეთ მოსჩანს ქუჩა
გაშლილ მაკრატელივით.

ძველმა რადიომ ხველა ხველით
ფლანგა შოპენი,
ღრუბლებს შესცივდათ და უნიჭო
ფიფქებს როშავენ,
სთვლემს მთვარე,
როგორც სრულყოფა და...
ტაქსის ,
ჩვენს საუბარს კი ენაცვლება
დროგამოშვება.

ვხედავ იანვარს ფანტელებმა
მხარი აუბეს,
საღამო დადგა ფანჯრის მიღმა
როგორც შპიონი
და ისმენს ახლა ორ სხვადასხვა
ჟანრის საუბარს -

ჩვენსას პირველად...

თოვისას კი მემილიონედ...
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 18:44 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილა იქედნური, ღამე და გრანელი,
კუბოსთან გაზრდილი პოეტის ქარაგმა,
უფალიც ვერ ხვდება მე აწი რა მელის,
სიცოცხლის სურვილი დრომ ისე ალაგმა.

ქალაქში გიჟები დადიან ეპოქად
და ამის შესახებ არ იცის ქალაქმა,
გვეყოფა, ჩვენ ჩვენი ცოდვებიც გვეყოფა...
მარტია და ტყემლის ხეები დანაღმა -

ამინდმა, მე კიდევ არ მიყვარს ამინდი,
ამაზე ქალებმა დაწერონ უბრალოდ)
სიცოცხლეს ლექსებში თუ გავცვლი ამითი
რა ცოდვას ჩავიდენ მითხარი უფალო.

ოთახში ჩრდილები კედლებზე დადიან,
და ასე უშენოდ არ ვიცი რა მელის,
ქუჩაში პოეტი ქალების მარტია,
სულში კი წვიმა და ტერენტი გრანელი...
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 18:48 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტის ვარაუდი მოაქვს კოინდარებს,
ცოცხალ საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,
მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,
თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან.

თორემ შევიშალე, თორემ პანაშვიდებს,
ვითვლი, გადავლახე თითქმის ასიოდე,
ნერვებს ვიზოგავ და რაღა დამამშვიდებს,
კუზის გარეშე რომ დადის ქვაზიმოდო...

ასე მიყოლებით სისხლიც დაავადდა,
ჩემი ურწმუნობაც ბრბოს თუ უხარია,
ვინც კი უღალატებს არის ბარაბა და
ვისაც ღალატობენ ყველა უფალია? -

აღარ დავიჯერებ, ვეღარ დამაჯერებთ!...
ვხედავ ურმიანი ბევრი ტრამალია,
სანამ გადაბრუნდა დროზე გააჩერეთ,
ჩემი ბილიკები ღამით სავალია

და შენც გამომყევი სანამ მატაოცებს,
დავსდევ, მივიჩვიე თრობა, ხეტება და
ჩემში არაფერი შენ არ გაგაოცებს,
გარდა პოეტური შემოფეთებათა –

ლექსის, რაღაცის თუ... მარტი კოინდარებს
მოაქვს, საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,
მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,
მხოლოდ ერთი პეშვი ღმერთი მომიტანე,
მარტო ერთი ცალი ღმერთი მომიტანე,
თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან...
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 19:27 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე მოიღრუბლა ალბათ გაათოვებს,
დღეა უფერო და არაპოეტური,
წყალი მივაკელი სარკმლის ამაპოლებს,
გარეთ სეზონური მიდის პროცედურა.

ცაში აიხედე თითქმის ზამთარია,
ფიფქებნაკლული და არადოგმატური,
თოვს და გათოვებაც ისე სხვაგვარია,
როგორც გაზაფხულზე ატმის უვერტიურა,

მტკივა მარტოობა ფიქრთან შეუჩვეველს
ოთახს უშენობის მკრთალი იერი აქვს,
სულ არ გავიკვირვებ ფრთაც რომ შეგამჩნიო.
ჩემი სიყვარული ისე ძლიერია,

ქარი იბადება სადღაც მორევიდან,
ხიდზე გადადიან ვიწრო ბილიკები,
რთული ამინდია კვალში მოგყვები და
ახლა მცივა შენზე - ორი ფიფქით მეტი.

წლებიც ძველებურად ვეღარ გვეწევიან,
მოდი ვისარგებლებ ერთი მომენტით და...
გეტყვი - გავიზარდეთ, ამის შედეგია -
შენ რომ დაქალდი და... მე რომ პოეტი ვარ...

მაგრამ სტრიქონებიც თითქოს მღალატობენ,
ფიქრი ოთახივით ამერ-დამერია,
მინდა სიგარეტის ნაფაზს დავაყოლო,
ახლა რაც ჩვენს შორის დრო და ჰაერია....

ნახე ამაპოლებს როგორ დაათოვა,
ქარმა პერიოდი ლამის გადარიოს,
ვგავარ შენი ბაგის უცვლელ დეგუსტატორს,
ტუჩზე გეხები და... ვგრძნობ რომ... ზამთარია...
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 19:28 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლუღლუღებს დაღლილი აღლუმი ღალღათა,
ტალღებში ზღვა თავის დახრჩობას აპირებს,
გოგონამ სილაში იესო დახატა
და მერე ამბორით დაათრო ნაპირი....

მიყვარდა, მე მაშინ სხვა გოგო მიყვარდა,
უმიზნო ვნებებიც ძვლებამდე ვაქეზე,
ხორციელ წყურვილს კი ვიკლავდი იმ ქალთან,
იმ ქალთან ცის სუნი რომ ჰქონდა ბაგეზე...
.
ვიხსენებ და სულში ღალღათა სისხლია,
შემინდე უფალო იმ ცოდვის ტარებით -
სუნთქვამდე გარყვნილს და მუხლამდე ქრისტიანს,
რამეთუ უღირსად ვარ ნაზიარები.
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 19:32 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი ცალი ხარ და ცოლი ხარ,
სუნთქავ, არ სუნთქავ და საუბრობ,
ორი შემოდგომა მოიხა
შენი წამწამიდან და უფრო -

მეტად ლამაზი და სხვა ცოლი
კაცი მქვია მაგრამ რა ვიცი,
არ მსურს, მირჩევნია საწოლი
მხოლოდ შენთან ერთად ჩავიცვა.

მეცვას და იმგვარად მათბობდეს,
როგორც მეტაფორის მიგნება,
თუმც ჯერ ჩემზე უნდა გათხოვდე,
მერე ყველაფერი იქნება...

ორი შემოდგომა მოიხა
შენი წამწამიდან და უფრო -
ერთი ცალი ხარ და ცოლი ხარ,
სუნთქავ, არ სუნთქავ და საუბრობ.
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 19:34 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაგ თვალებში ჩაეტია ცა,
ცაც არის და შიგადაშიგ ცრის,
ვარსკვლავების ჩამოვარდნას ვცავთ
აივნიდან მე და შენ და ის.

ხან ვსაუბრობთ, ვიღლებით და ხან
დუმილი და ამინდები გვღლის,
თუ იწვიმა მაშინ ვნებებს ვბანთ,
მაგრამ უკვე ისე აღარ წვიმს.

ვეგუებით რეალობას და
ზამთარ-ზამთარ მივაცილებთ დროს,
თუ გათოვდა ჩვენ ვოცნებობთ, მდა,
მაგრამ უკვე ისე აღარც თოვს.

ჰგავს და არ ჰგავს მთვარე ახლა ცელს,
საღამოა, ნახევარი ცხრის,
კვლავ ერთი წლით შემიყვარდი წელს
და ერთი წლით დამიბერდი მის.

დამიბერდი და რარიგად თან...
რახან მეტად ეტანები ძილს -
ან დავთვალოთ ვარსკვლავები ან
ვიჯდეთ ასე მე და შენ და ის.
 
nukriaДата: კვ, 15.01.2017, 14:50 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გალაკტიონს სიამაყე უხდებოდა,
მე კი ალბათ თავმდაბლობა მიხდება!
თუმცა ჩემთვის მთავარია გულწრფელობა,
ასეა და მუდამ ასე იქნება!

გალაკტიონს დიდებისკენ სწრაფვა სურდა,
მე კი მუდამ ჩრდილში ყოფნა მინდება!
თუმცა ზოგჯერ ხმამაღლა და რა თქმა უნდა
ლექსით ვამბობ პოეზიის დიდებას!

ოთარ რურუა
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ოთარ რურუა
ძებნა:

მოგესალმები Гость