პოეტი პოეტიშვილი - Page 13 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 22:57 | Сообщение # 121
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ივნისის თარსი დღე სტიქიით გამარტდა,
ჭრილობა გაიხსნა მდინარე ვერიდან.
რომ ქვეყნის თვალთაგან ცრემლები გამარდდა,
მე ამ დროს შორს ვიყავ მომაკვდავ ერიდან.

კალამის საგულეს დარდი არ მღალატობს,
მდინარე შედედდა მეწყერით თრომბივით,
მდინარის ნაკადი გარღვეულ კალაპოტს,
აფეთქებს ჩვენ თბილისს ცრემლნარევ ბომბივით.

მძინარე ქალაქი იხრჩობა, იძირვის
და მიაქვს სიცოცხლე სამოთხის კოშკებში.
ის ღამე წვიმების სტიქიით იკირვის,
ივსება დედების ცრემლები კოკებში

ო ღმერთო გვარიდე ასეთი ამბები,
წაშალე სატანის სტიქია საშლელით.
ვამრავლოთ მდინარის ნაპირთან დამბები,
სიკვდილი ყოფილა მაშველის- მაშველი.

ეს იყო ტკივილი თარსი დღე ივნისის,
რომელიც დარჩება ხსოვნაში თბილისის.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 23:17 | Сообщение # 122
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ფირს საუნდრეკი მორიკონეს,
ვიცი ბევრი ასე მომიგონებს.
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 23:18 | Сообщение # 123
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ივნისის თარსი დღე სტიქიით გამარტდა,
ჭრილობა გაიხსნა მდინარე ვერიდან.
რომ ქვეყნის თვალთაგან ცრემლები გამარდდა,
მე ამ დროს შორს ვიყავ მომაკვდავ ერიდან.

კალამის საგულეს დარდი არ მღალატობს,
მდინარე შედედდა მეწყერით თრომბივით,
მდინარის ნაკადი გარღვეულ კალაპოტს,
აფეთქებს ჩვენ თბილისს ცრემლნარევ ბომბივით.

მძინარე ქალაქი იხრჩობა, იძირვის
და მიაქვს სიცოცხლე სამოთხის კოშკებში.
ის ღამე წვიმების სტიქიით იკირვის,
ივსება დედების ცრემლები კოკებში

ო ღმერთო გვარიდე ასეთი ამბები,
წაშალე სატანის სტიქია საშლელით.
ვამრავლოთ მდინარის ნაპირთან დამბები,
სიკვდილი ყოფილა მაშველის- მაშველი.

ეს იყო ტკივილი თარსი დღე ივნისის,
რომელიც დარჩება ხსოვნაში თბილისის.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 23:23 | Сообщение # 124
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კირკე (კოლხთა მამიდა)

მე შემიძლია მთვარის ხელებით,
ციდან მზეების გადმოგორება.
/პოეტ პოეტიშვილი/
თვალი ვაჭარი,მაჯა ნოქარობს.
გეძებ ვიყენებ მთვარიან კირკებს,
თმამშვენიერო და ჯადოქარო
კოლხთა მამიდა აიას კირკე.
ამ ისტორიას თითიც არა კრათ,
რადგან არაა დასავიწყარი.
ვაქციოთ კირკეს მითი არაკად,
აიეტისთვის დასავით არის,
ჰერა კათოდი,ანოდი ზევსი.
ექოს მიბრუნებს ტანადი ნიმფა.
თანამგზავრები მან ოდისევსის,
ღვინის ნაჟურით გაანიფნიფა.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 23:53 | Сообщение # 125
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დგება სიზმარი მძინარე მთიდან,
ლექსი გაარღვევს ხვალიდან სინორს.
გუმბათს ვუყურებ მინარეთიდან,
შავ ზღვას ვალურჯებთ ალი და ნინო.
ზღვამ მიმასპინძლა სტუმართმოყვარემ,
ვფიქრობ მედეას რა ვუკურკურო.
ჩამოგიტანეთ უმამო მთვარე
და ცამ მომექეც რა უკულტუროდ
ვდგები ღუზაზე ღამის შუქურა.
მძარცვავს მეკობრე, აბრაგი, ლოთი...
ზღვამ მომავალი არ მიმუქურა,
არგო ჩამომყავს საბაგიროთი.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 23:53 | Сообщение # 126
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოღლით თურქეთმა საქართველოს გვარი მოღლიტა,
"რა ქართველი ხარ' შენი გვარი როცა ოღლითა?!
უნდა ვიცოდეთ ქართველობა გულის მოღლითა.
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 23:55 | Сообщение # 127
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარინა!
ბორგვა და შფოთვა მოაქვთ ქარებს,
მთებში არწივების ყივილია,
ცისფერი სიკვდილი მოამთქნარებს -
ცისფერი სიკვდილი სულში ტკივილია.
ჩემო წუხილო და სალოცავო,
ჭერი ვერ დაგხურე ვარსკვლავების,
მუხაზე მიამბობდი - ჩამოწვაო,
ჩემი საწამებლით გაწამებდი.
ვწუხვარ - ტკივილისთვის გაგიმეტე,
დიდი უსაშველო ტკივილისთვის,
იქნებ დავიხარჯე უფრო მეტად,
ობლად ამოზრდილი გვირილისთვის.
მარინა!
საწუთრო როგორ მეიოლა,
ახლა ნისლებს ვუფენ ამ იარებს,
ბევრჯერ დავმარცხდი და
დავთმე ბრძოლა,
ბევრჯერ ხანჯლის პირზე გავიარე...
დავთმე, რაც არ იყო დასათმობი,
ბევრჯერ სამშობლოსაც ვუღალატე.
ახლა ჯავრი მშლის და
ჯავრი მამტვრევს,
ვერ შევძელ დამხობა დასამხობის.
მარინა!
დაღლილი და დაშაშრული
ისევ შენს ჩეროს შემაფარე,
ისევ მომანატრე გაზაფხული -
სიცოცხლე ისევ შემაყვარე,
თორემ ძაანა ვარ დაბინდული,
მზე ჩემს ბნელ სხეულს
ვეღარ ანთებს,
მე ვარ მამულივით გაყიდული
და ჩამოღვენთილს ვგავარ სანთელს.
მარინა!
ბორგვა და შფოთვა მოაქვთ ქარებს,
მთებში არწივების ყივილია,
ცისფერი სიკვდილი მოამთქნარებს,
ცისფერი სიკვდილი -
სულში ტკივილია.

ტარიელ ხარხელაური
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 14:25 | Сообщение # 128
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დააგვიანე, ახლა უკვე ერთი ფასი აქვს,
წასვლას, არ მოსვლას, დაბრუნებას ან და პირიქით.
ზეცაც პირ-ბასრი ვარსკვლავებით ისე სავსეა,
რომ მათ მოწყვეტას, მგონი უკვე შვებად განიცდის.
დააგვიანე, ირგვლივ მთებზე მწუხრი გადაწვა.
არაგვში ახჩობს უსასრულოდ ორეულს მთვარე.
დააგვიანე, დაბრუნება მხოლოდ ისე მწამს,
როგორც ენგურით ბრუნდებოდა თარაშ ემხვარი.
დააგვიანე, სასიცოცხლო ვითვლი ყოველ წამს,
აჩნია ზეცას ვარსკვლავები როგორც სახადი.
შენ კი ცუნამის ტალღებივით ისე მოღელავ,
სიკვდილის შემდეგ მიწის საბანს, სადმე გადამხდი.


Сообщение отредактировал nukria - სამ, 19.09.2017, 14:25
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:09 | Сообщение # 129
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,შენ გეგონა რომ ვყვავილდებოდი
და გაზაფხულის ვიყავ ბულბული,
არა, იმ წლების მეფარა ლოდი,
ძლივს გაგაგონე ჩემი ჩურჩული.

ახლა კი ვიცი, სითბოს მომიტან,
როცა თოვლის ქვეშ ია ვიქნები,
სურათს ვუყურებ, უკრავ როიალს
და ხმიანდება შენი თითები.

ვტკბებოდი შენი მზიურ სიცოცხლით,
ახლა კი ჩემში შავი ფერია
და ნაყალბევი ერთი სტრიქონიც,
არა, არასდროს დამიწერია.

მსურდა რომ მეთქვა მთელი წყურვილით,
თუ როგორ მკლავდი, როგორ მიყვარდი
და დროის სურათს ფიქრის მუსიკით,
როგორ ხატავდა ყრმობას ვივალდი.

გჯერა ყველაფრის და მე მგონია,
შენს გულში იდგა ლექსის ტაძარი,
სადაც ის ნაკვთნი დამილოცნია
და ქართ ნარხევი თმათა ლაშქარი.

ვიცი, ჩვენ შორის დროა საზღვარი,
როგორც ღამესთან დღეა გაყრილი,
გაზაფხული ხარ, მე კი ზამთარი,
დარღვეულია ჟამთა მანძილი..."
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:10 | Сообщение # 130
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრსაც ჰქონია შიგნითა თუ გარე რხევები,
სულს რაღა უნდა, ლამის არის კივილი მორთოს,
ადამიანზე ახლობელი ჩანან ხეები.
შორიდან ვუმზერ შემოდგომის გაცრეცილ ფოთოლს,
სენტიმენტია უბირთათვის ეს თავიდანვე,
ნესტიან მიწას ხორბალი რომ ტანით გაენდო,
არას დავეძებ, ცეცხლზე მიდგას ხომ ჩაიდანი,
სამყაროსთანაც არაფერი მრჩება საერთო.
უმჯობესია ის დღიური ლუკმა ჩავხეთქო,
ყვავს ხომ არ ვბაძავ, რომ გავლიო წელი სამასი.
ვრჩები? არ ვიცი, რას მომიტანს ეს სასიკეთოს?
ბუნებრივია მე პასუხი არ მაქვს ამაზე,
არ მინდა ფიქრი, მსოფლიო დგას მაინც ყირაზე,
გადარეული,გალეშილი, ლოთის ემბლემით.
დაბრუნდა ყველა, ვინც წავიდა კვირის წირვაზე,
და უტრიალებთ ერთადერთი სიტყვა ბეთლემი.
ფიქრის გამები, ვარსკვლავები, ანდა მოგვები,.
ჩემს მერე ჩანან, ჩემამდელი, მოთვალთვალენი,
თუ ბედისაგან, ოდნავ მაინც დავიზოგები,
გავიფინები ვით ელიას წმინდა ხალენი.
მზის სხივი, ზეცა, გამოვჭერი ფიქრის წნელიდან,
და ხვლიკისფერი სამყარო მაქვს ახლა სმარაგდის.
ამოწეულა მუქი ფერი თვალთა ფსკერიდან,
და მდუმარებას წაგიკითხავ კვლავაც ქარაგმით.
რადგან ბედია ცერბერი და სურვილს სდარაჯობს,
გადავიკიდე ღამის ზეცა, როგორც თოფრაკი.
დასველებულა დედამიწის მწვანე ფარაჯა,
და ასეთია ყველაფერი, ყოფის- ყოფაც კი.
მე ჩემი თავი არ მეკუთვნის ზოგჯერ სრულიად,
და რაც მეკუთვნის, ისიც ცაში გაიბგერება.
ამ სიცოცხლეში რამდენიმე აღსასრულია,
ჰაერის ბუშტი, ჰაერითვე გაიბერება.
რომ აქ ქარია, და რაღაცამ მიმოარხია,
ამას მიჩვენებს მოქანავე ბალის კუნწული,
საიდუმლოზე გასასვლელი თითქოს არხია.
რომ გარდასახულს მელოდება სადღაც კუნძული,
ვფიქრობ,ვიფიქრებ, მერე ვრჩები ვით აქსიომა,
აზრი ქვევრია, მოქცეულხარ კვლავ პირვანდელი.
როცა გაჩენას ხელს შეუშლის მკაცრი მიომა,
ნატეხებიდან წამოდგება სხვა პირანდელო.
ჩემი რა მიდის, არაფერიც, ვფიქრობ იმგვარად,
ნაპოლეონი რომ ფიქრობდა ერთხელ ელბაზე,
აღარ ვეწევი. და მოვწიე მაინც სიგარა,
და ჩამოვედი რომელიღაც გაჩერებაზე."
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость