პოეტი პოეტიშვილი - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:21 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საიდან გაჩნდი, სიყვარულო?!.
შენგან ავად ვარ,
შენს მეტასტაზებს ვეღარ უძლებს ჩემი სხეული,
რისი მარტყოფი, ან დიდგორი, ანდა მარაბდა,
შენთან ვმარცხდები, ყველა ომში გამარჯვებული...

საიდან გაჩნდი, გულს საიდან შემოეკედლე,
შენი ნესტარით დასნეულდა ყველა ორგანო,
ლაღი ვიყავი, ვაძოვებდი მთებზე ერკემლებს,
შენმა ისარმა მაინც დამჭრა, იქაც მომაგნო...

არც ქარი ჩადგა, აღარც სხივი მზის ჩანს ცისკარზე,
ამ ყიამეთში ამერია გზა და სავალი,
ნეტავ სად გაქრი, სიყვარულო, სად დაიკარგე,
შენთან ყოფნაა ჩემი ყოფის გამოსავალი...

ჩემგან ვერ წახვალ, ვერ ამოგშლი ჩემი გულიდან,
არც ისეთი ვარ, ბილიკ-ბილიკ მომიცოტავო,
მიკვირს (არა ის, რომ სიკვდილი დასასრულია),
უსიყვარულოდ დედამიწა როგორ მოძრაობს?!."
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 19:36 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაისმა ათი გამოსცა რიცხვი,
წლები წასულან ტანტალოებით.
სკოლიდან ვიყავ გამოსარიცხი,
იმდენჯერ მქონდა შატალოები.
მე-კალმის გული ხელში მეჭირა,
როგორც ლოცვის დროს კრიალოსანი.
თითქოს ერთს ხელში ცელი ეჭირა,
მომთიბა ერთ დროს ფრიადოსანი.
და სიბეჯითე იქცა პირიქით,
ვიქეც ხელმწიფედ ონავარების.
გოგო მგზავნიდი იქ ცას ჭირს იქით,
წყევლით პირზე არ მონაკარებით.
ადამს ცხოვრება მელის აწ ევით,
მთვარეს მკარნახობს შიგნით მზე პირადს.
არ ვაქტიურობ ხელის აწევით,
არადა ვიცი წიგნი ზეპირად.
მე გიმატებდი ცარცით დაფაზე,
ასევე მერხზე და სველ მინაზე.
იმ დროს კალამით გავინაფაზებ,
შენს ჩრდილს დავსდევდი დასვენებაზე.
არ გავაცდინე გაკვეთილები,
სადაც ჩატარდა პარალელურად.
თვალებს შევწყვიტე აქვე ღილები
გიმზერ კუთხიდან არაველურად.
ნუთუ მიფრინავს მოდნა ეს წლები,
მახსოვს დუეტი სოლო ვერხვიდან.
შენ წინა მერხზე ცოდნას ესწრები,
ლენჩი ლექსს გესვრი ბოლო მერხიდან.
ლურჯი ბაფთები არ შეგატიე,
ლოყა არ დამრჩა უალიყურო.
კარს ვუკაკუნე ხან შევამტვრიე,
და რა ბიჭი ვარ თუ არ გიყურო.
ლადოს და ჩემო ასაკო ტოლო,
ხარ სიყვარულით გადაფერილი.
ეს დავალება და საკონტროლო,
ლურჯ რვეულიდან გადაწერილი.
ვკითხულობ წიგნებს სხაპასხუპებით,
ბიჭი ცელქი და თვალებპაჭუნა.
რომ დადიოდი წკაპაწკუპებით,
გული დამქონდა ალებკაკუნა.
შენს თვალებს ჩემი გულის დირექტორს,
თვალს ვერ ვუსწორებ ვიწვი სირცხვილით.
ჩემს გაკვეთილებს ვუცვლიდი ვექტორს,
ვინც ასე მიყვარს იმისი ცხრილით.
ხელზე ვინიშნავ მშობელთა კრებას,
ზარმაცს მიწოდებს დამრიგებელი.
ვუსმენ უყუროთ მგმობელთა ქებას,
გავხდი მორცხვი და დამრიდებელი.
გულის კედელზე მხოლოდ ბზარია,
გახდა მოყოლა საწვალებელი.
მორჩა გათავდა ბოლო ზარია,
და გზებს გვილოცავს მასწავლებელი.
ნიშნებს დამიწერს წლების დღიური,
კლასში ჩამტოვებ ანუ ჯურნალი?!
ჭაღი ვიქნები ვენეციური
და სიყვარული განუკურნალი.
იმ გულს რა ვუთხარ რომელიც გოგოს,
თუ ფიანდაზად არ დაეგები.
მინდა სიყვარულს მოვესიმბოლო,
არ დამასვენოს არდადეგებით.
დღეს ჭრილობებზე ომობს იოდი.
შენს გულს ლურჯ ცილას მივაცილებდი.
სულ ერთი ჩანთით,რომ მოვდიოდი,
სულ ორი ჩანთით მიგაცილებდი.
გულია ჩემთვის კაი სიმბოლო,
ეს გაიგონეთ გარშემო მდგომო.
ლექსებს გაბარებთ მაისის ბოლოს,
რომ არ გამომყვეს საშემოდგომო.
/პოეტ პოეტიშვილი
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 19:37 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მშვიდობას უმყარებთ კოსოვოს,
აყვარებთ ერთმანეთს ბალკანებს.
ღმერთმა ქნას მშვიდობა მოქსოვოთ,
ქათამი გარედან კაკანებს.
მშვიდობის მტრედს პირი დაბანეს,
არწივი ომების გერბია.
დუნაი ხმას ვეღარ აბანებს,
ხიდები ზედ ,რომ არ გერბიათ.
სხვა რჯულო,სხვა ენავ,სხვა ერო,
ალბანეთს ეხუტე სერბია.
არაფრად არ თვლიან გაეროს,
ნატოში ესკორტით შერბიან.
სიკვდილი სიცოცხლეს მერჩია,
ყვავი,რომ გგონიათ მწტერჩიტა.
შავ ზღვაში რუსული სმერჩია,
ქარს მიაქვს სოხუმი ქერჩიდან.
ჩვენ ერთად ვიცეკვოთ ხორუმი,
ქართველო-აფხაზო-ოსოვო-
თბილისი-ცხინვალი-სოხუმი.
მოსკოვს სურს სამივე კოსოვოდ.
/პოეტ პოეტიშვილი/


Сообщение отредактировал nukria - სამ, 19.09.2017, 19:41
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 19:41 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ყველა სიტყვას ცრემლებით ვხაზავ,
ეს ტრაგედია მოგვიწყო ვინო?!
შენ იქ გმირულად დაეცი აზა,
სადაც შეაკვდა მრბეველებს ნინო.
აქეთ მოგიწყეს ნიჩბით მიტინგი,
რა სისხლიანი დღეა თამუნა,
არ იკადრებდა ამას ვიკინგიც-
ვინც ეს სიცოცხლე შეახრამუნა.
ახლა სიმწრისგან ვუკბინე ნეკას,
ეს ცხრა აპრილი ცოდვა მათია-
ვინც მოუსწრაფა სიცოცხლე ეკას,
ვინც არ დაინდო ბავშვი ნათია.
მაშინ შენ უფლის გქონდა ასაკი,
რომ გაგისტუმრეს ღმერთან მანანა.
ხალხი არაა ,ბრბო და მასა კი,
ვინც გაპატიათ და არ განანათ-
ვინც გეფერებათ აპრილის ჩამდენს,
მე მათ ჩავაცმევ ლაჩრების შარვალს.
ვერ გაბედავდა იგორი ამდენს,
შიგნითაც ყავდა ეშმაკი მტარვალს.
მარად დარჩება თქვენი სახელი,
კავკასიონზე თვალები გალღვა.
ვენაში დუღდა სისხლი კახელის,
რომ ეზვარაკა სამშობლოს შალვა.
ნაავადმყოფარ ქვეყანას კურნავ,
შენი სიცოცხლით ოღონდ ვენერა.
ქვეყნიერების სანაგვე ურნავ,
ვაცად ვერ აქცევთ მარტო გენერალს.
ზოგი იმსხვერპლა მხუთავ აირმა
და ზოგს უშენდნენ სამხედრო ნიჩაბს.
ებრძოდა ტანკის გრუხუნს ზაირა,
გულზე მუხლუხის კვალები გვიჩანს.
სამოცდაათი წლის მოხუც თინას-
კლავენ- გვაწამეს ამდენი წელი.
მამაო ჩვენო ცათაო შინას,
რომ ლოცულობდით დაგესხათ მკლელი.
თავისუფლებას ითხოვდა ნანა,
რა დააშავა ასეთი ნატომ?
დღეს შერიგების პროცესი დგანა,
პასუხს არა თხოვს არავინ რატომ?!
რა შერიგება ვის ურიგდებით,
დათვი რომელიც ჩვენს სისხლში წვანა?!
მტერთან ლაქუცით და ყურისგდებით,
გვაპატიებენ გმირები განა?
რადგან მუცელში აპრილი ვიგრძენ,
იმ დღეს მუცელი ტკიოდა დედას.
აპრილის დღეებს მოაკლეს სიგრძე,
არ ვაპატიებთ ოცდაერთ ცხედარს.
გმირებო თამარ, ,მარინა, მზია,
მამუკა, გია, თამუნა, ნოდარ,
მანანა... გვჩუქნით ჩვენ დროშას მზიანს,
თავისუფლების დამკვიდრდა დრო და.
გადაშენება სურდათ ერისო,
რადგან ორსული მოკლეს ელისო.
ჰოდა პოეტი მქვია მე რისო,
არ შეგახსენოთ გესლი გველისო.
/პაატა სურმანიძე/
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 19:59 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაკიანი წელიწადის ტრადიცია
რადგან ჩემს ლექსებს დამოყვრებიხარ,
ვხდები პოეტის ხელი გწადია.
ხელი მთხოვე და გამოგყვები ქმრად,
თუ ნაკიანი წელიწადია.
რაც შენ გამოჩნდი დედამიწაზე,
გაჩნდა მის მერე მზის ლანდი ცაში.
ვხედავ ოცნებას ზედა მინაზე
და გემს მოვყავარ ის-ლან-დი-აში.
ზღვაში ანგელოზს ეშმაკი შტურმავს,
მაგრამ სულის გზას რომი გაიყვანს.
თვალებს უყვარხარ ჭეშმარიტ შტურმანს
და გულს უტყუარ გრძნობის კაპიტანს.
დაჭკნა ომებით ვარდი იორკის,
შენ დაიჭირე გრეის მზერები.
მე შემიყვარდა დარდი ბიორკის,
გულს ამოხეთქვა გეიზერების.
მე დავიბადე შოთლანდიაში
და პოეზია შექსპირ აქ არი.
კილტი მაჩუქეს შოტლანდიაში,
გზები მოვშაქროთ, შენს პირს შაქარი.
ვხდები პოეტის ხელი გწადია,
რადგან ჩემს ლექსებს დამოყვრებიხარ.
თუ ნაკიანი წელიწადია,
ხელი მთხოვე და გამოგყვები ქმრად.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 20:16 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვისთვის შეიქმნა ენა ქართული,
რომ ვიმეტყველოთ დედამიწაზე?!
ენა ნამდვილად ზენა სართულის,
არის ქართული ზედამიცაზე.
მიყვარს შაირი,ენა შოთასი,
ენა ვაჟასი, ენა გალასი.
რომ თოთხმეტ აპრილს, ვენაშთო თასში,
ვარ ნახევარი თქვენგან ხალასი.
მთვარე დაცურავს გოგებაშლილი
და თითს ვაყოლებ კვლავ დედა ენას.
შვილი ვიქნები გოგებაშვილის,
რომ სიყვარულის ვგავდე დადენას.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 20:18 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეცვა ცისფერი მთვარეს შორტები,
ხელში ეჭირა დორიან გრეი.
შენს თმებს ქარის დროს გავეშოლტები,
ემილ ახლოს და შორია გრევი.
გული შავ ზღვაში იგულ-ივერებს,
ვხედავ სხვა ნაპირს ლილიპუტებად.
აწმყოს წარსული მი-სულ-მ-იბერებს,
მტერიც ჩემს ხელით გაიპუტება.
ღია კარის ზღვას კარებს ვუხურავ,
პირს არ ვიბრუნებ ჩრდილოეთისკენ.
დავშლი ღამეში ბარემ ხუხულას
და მზე გაგრიყავს ჩრდილო ლეთისკენ.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 20:23 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბებოს ღიმილი საჩურჩხლე დარი,
ზის ზედადგარზე თათარაობა.
მხნედ გაიძახის აჩუს მხედარი,
უვსებს ჩურჩხელა მათ-არაობას.
მოჩანს წარსული ყველა შუშიდან,
გაგოლიათდა ჩ(ჟ)ამი ჩიანი.
დუღს მომავალი ფელამუშიდან,
ჩანს დედის ხელი ჩამიჩიანი.
სოფელში ზამთრის თადარიგია,
ნიგოზს ჰკიდებენ ბამბის ძაფებზე.
ვინ სთქვა რომ ბარზე ,მთა ღარიბია,
ვძღები ჯანჯუხით ამბის რაფებზე.
გული დარდებით ჯაგანასხმული,
სამჯერ არ ვლებით გოგომ მიჭრელა.
ჩემი კუნტელა ნაგანდაკრული,
დრომ არ მაღირსა გორგომიჭელაც.
კოცნა ლამაზზე არსი კისერში,
ავაჩამიჩე ენით ჩუს ჩხერა.
ყველამ გაიგეთ მარსის სნიკერსის,
წინაპარია ჩვენი ჩურჩხელა.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 20:36 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიბრუნებ ამ ლექსით აგრაფინას,
ბანქოში წაგებულ სილამაზეს?!
ფიქრებმა ოცნება დააფინა,
მომყავდი იჯექი კი ლამაზე.
ვხედავდი ამიტომ ორგან ნატურს,
დაგეძებ თვალმუზა პალიასტომს.
ჩემს დაბას ქალაქზე მორგანატულს,
მიტოვებ გრძნობების ქალი ატომს.
ვსეირნობ ჩემს ჩრდილთან მალთაყვაში,
პაემანს ვერ ვუსწრებ ნაბადაში.
არ ვძვრები უგულოდ ქალთა ტყავში,
არც სული მიბილწავს ლაბადაში.
ვესროლე ოლდენბურგს ხელთათმანი,
პასუხს ვთხოვ ამ დროის ტარიელი.
რა შემრჩა მეტოქის ხელთა თმანი,
და შენგან სიყვარულს ცარი ელის.
ვინ გცხებდა ლამაზო მითხარი ჩირქს,
შენ იქით დაჭრილი გაგრა ფრინავს.
მადლობა ულევი მიხაი ზიჩს,
ნესტანში,რომ გხედავ აგრაფინას.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 20:41 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სკოლის ბილიკებს მხნედ გამოვყვები,
თორმეტი ფიფქის მათოვს ხანები.
ლექსებს ჭიკჭიკით ვეღარ მოვყვები,
როგორც გალობენ ფრთ-ათ-ოსანები.
ეს ჩემი სკოლა ცოდნის სახლია,
უმაღლესამდე დაწყებითებით.
გალას გენია მოდის ახლიდან,
ახალი ლექსი ვაწყე რითმებით.
მზე დამანახა ივნისმა ვანში,
სხივი მომფინა ნიავმა მნათი.
შვილი გავზარდოთ წიგნის აკვანში
თან დედა ენის იავნანათი.
ახლა მახსენებს სკოლა ბავშვობას,
მერხებზე ზიან მოგონებები.
ჩანთებს ყოველთვის ცოდნა ავსობდა,
სწავლა ბიჭებს და გოგონებს ბევრი.
ჩემში რაც კარგი თვისებებია,
ცოდნა მეგზური და ამხანაგი,
ისევ თქვენს სწავლით იკვებებიან,
თუნდაც ეს ლექსი ნაამაგარი.
უნდა განათდეს დიდი,პატარა.
იქცნენ მთაწმინდის პრომეთეებად.
შოთამ თამარის ხიდით მატარა
ამ გზას ვადგავარ,რომ მეღმერთება.
სწავლის წვერამდე გავიხარებდი,
ძირს ლენა ვნახო ეგებ ბებია.
სკოლის და გვერდით ტაძრის ზარები,
ხელჩაკიდებით მეგებებიან.
პირველ სექტემბრის მოსვლის სეზონით,
ცოდნის ბუდისკენ ფრინავს,რომ მტრედი,
მახსოვს ლექსი ვთვი სკოლის ეზოში,
ჩემს პოეზიის წინამორბედი.
/პოეტ პოეტიშვილი/ ძველი უბის წიგნაკიდან/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость