პოეტი პოეტიშვილი - Page 15 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 20:46 | Сообщение # 141
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაკარგოს მშვენება უდედოდ ედემმა
ასი წლის მერეც არ იტირონ გედებმა,
უდედოთ სამყაროს ქაოსი ედება
იცოცხლონ ჩემი მტრის გამზრდელმა დედებმაც.
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 20:48 | Сообщение # 142
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა გავგორდებით ორ იაქის-
მსგავსად, ბედი მაშინ ალჩუზეა.
შენი ბაგეების ფორიაქით,
კოცნის ანაბეჭდი სარჩულზეა.

მიყვარს მარტივობის გართულება,
ვლახავ ოკეანეს აწ ნავებით.
წელზე ჩამოგშლია სართულებად,
ერთურთს ჩახლართული ნაწნავები.

მეფე მოგადგება ამალებით,
მთვარეც სათვალთვალოდ ჩამოვკიდე.
გიტევ სტრიქონებით გამალებით,
გირჩევ ლექსთან ერთად წამოხვიდე.

/პაატა სურმანიძე/
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 20:49 | Сообщение # 143
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთვარემ გამიდუღა ყავა,
მუზა ხელში მაწვდის ფინჯანს.
სული ვარსკვლავებთან ავა
ღამე უღამობით მსინჯავს.

იმ წუთს მოემატა ვადა,
უკვე ამ სტრიქონის უკან.
ძებნის მომემატა მადა,
მაშტაბს რომ ამცირებს რუკა.

ორ დიდ მერიდიანს შორის,
ვიღაც გრინვიჩობას ბედავს.
მინდა თოთხმეტი და ორი,
გვექცეს შეერთების გრძედად.

/პაატა სურმანიძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 20:51 | Сообщение # 144
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალვის ხეზე შემოგხვიე,
ეს ხელები გლიცინია.
ცას ღრუბლები შემოვხიე,
მზესთან ერთად მიცინია.

ამ თითებით გავიხლართე,
ქერა თმების ნაპირებზე.
წელში თუ ვერ გავიმართე,
ნეტა ღალატს აპირებს მზე? 18

მაგ თვალებში ასვენია,
გაზაფხულის მწვანე ხედი.
ნეტა შენს გულს მასმენია.
ღმერთო მომეც ამის ბედი.

შენი ბაგით ვერ გამძღარი,
ოცნებებში ვიპურები.
ვარ იუდა -ვერ გამხდარი,
მხოლოდ ცისკენ ვიყურები.

მახსოვს ნაზი მოფერებით
ღამით ჩუმი ტირილები.
ცხრა პლანეტას მოვედებით,
მე და შენ და გვირილები.

/პაატა სურმანიძე/


Сообщение отредактировал nukria - სამ, 19.09.2017, 20:55
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 17:42 | Сообщение # 145
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხატვრის თვალით გიყურებდი,
ვერ გხედავდა ამო ლინზა.
ჩემს მუზობას გისურვებდი,
პოეტების მონა ლიზა.
მეზმანები ვარდის ბლუზით,
იხდენ კაბას ტიტა-მინის.
გავიქარვე დარდი ბლუზით,
მინდა გულის ვიტამინი.
ციდან ტიტებს დაგიკრიფავ
და გექნება სატიტეთი.
გულის ტატუს გაგიშიფრავ,
მე-რით? ჯენი ტაბიძეთი.
გული ედგათ,დეგა,პო,ლისტს...
ცისფერ შუქს რთავს ცათ ბრა,ჯენი.
სილამაზის მეგაპოლისს,
შენ ამაღლებ ცათაბრჯენი.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 17:47 | Сообщение # 146
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მიწის მონას აღარ მიკარებ-
ახლოს ქალაქის ხოდაბუნები.
პირობას გაძლევ არ გიღალატებ,
სიტყვა მომეცი ,გთხოვ დაბრუნების.
ჩემს რითმებს ზრდიან ათაბაგები,
ლექსის მდინარეს- რუს,მთა,ველისას...
მოვალ გულამდე რათა ბაგებით,
გითხრა შაირი რუსთაველისა.
გქვია სახელი თამარდედოფლის,
მქვია სახელი ერთაწმინდელის.
ჩემთვის გათხარეს სამარე სოფლის,
შიგნით არ ვწვები -მე მთაწმინდელი.
რას შეგედრებით აბა მე რანგით,
ხმა ისმის მხოლოდ ჭრიჭინობელის.
ღმერთმა შეგარგოთ საბა,მერანი...
ჩემში არ მოკლათ ნიჭი ნობელის.
/პოეტ პოეტიშვილი/


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 20.09.2017, 18:11
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 18:12 | Сообщение # 147
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიშორებ შიშით შიშინს FM-ზე,
მოაქვს ტალღის ხმას ნიუ ვერსალი.
მთვარის ვერსალში ვიშვი მეფე მზე,
როგორც პოეტი უნივერსალი.
პარიზს აცვია კანად ვერსალი...
იპოვა ცრემლი პომ დაპურებით.
მკლავს დანა გულზე დანაკვერსალი,
დღევანდელ დროის პომპადურებით.
ვწერ და დაპყრობა მინდა მწვერვალის,
რომ აუმაღლდეს ატლასს ტიტული.
თვალში წამწამი მიდნა წვერსალი
და ცხვირი გახდა სტალაქტიტური.
ბოლოს განმკურნავს აბის ტრიალი,
ან რევერსალი , ან ავერსალი.
მამცნობს წარწერა აბრის ტიალი,
შორს ხართ ვერსებით ანა...ვერსალი.
ვიშორებ შიშით შიშინს FM-ზე,
მოაქვს ტალღის ხმას ნიუ ვერსალი.
მთვარის ვერსალში ვიშვი მეფე მზე,
როგორც პოეტი უნივერსალი.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 18:21 | Сообщение # 148
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვუყურებ ცაზე ა-რტციკლურმთვარეს,
ხვადმა ვერ იგრძნო ძუს მიკარება.
გახსნის სამყაროს ცხრაკლიტულკარებს,
ჩემი თვალები უძილკარება.
ღამით თავს ვისჯი პოეტი ნებით,
შემომესია ანამ გალებით.
ვინც, პოეტობას ეპოტინებით,
სულ მემუქრებით ანამგალებით.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 18:36 | Сообщение # 149
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემგან შორსა პო ,ზიტივით.
მტკვარი,მაჩო, ბოზი,ტივი.
სექსუალურ პოზიტივით,
ეკრანზეა ბოზიTV.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 18:41 | Сообщение # 150
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტაშს დამიკრავს ორი ხელით პარიზი და ტაშკენტი.
თბილისმა კი დაიზარა ჩემთვის სუსტი ტაშ-კენტი.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость