პოეტი პოეტიშვილი - Page 17 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 20:28 | Сообщение # 161
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ გააცისფრე მეფე-ელტონ ეს
გვაწვიმს სოდომის გეიზერია.
გავკარი კარის მეფელეტონეს,
რადგან მისთვისაც გეი სერია

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 20:33 | Сообщение # 162
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არიან მყვირალა პოეტები,
ყვირილი სჭირდებათ საპიაროდ.
დატბორე ასეთი პო ეტები,
აორტა რითმებით კაპილარობს.

არიან ერთ ლექსის პოეტები,
მეორეს თავიც ,რომ ვერ მოუბეს.
რომ მოგცენ იუდას პორტრეტები,
სისხამზე ეშმაკებს შემოურბენთ.

თარებზე კვდებიან აშუღები,
რომ სულში გვიძვრენენ ბაიათებს.
ხელები უხმო და ტაშუღები,
კაი ორს ვერ არჩევთ კაიათებს.

გაფასებთ ლოთიან ტრუბადურებს,
რომ ჰკიდებთ აივნებს სერენადებს.
ჩემს გრძნობებს დიდებს და კუბადურებს,
რატომღაც ვერავინ ვერ ენადეთ.

გაფასებთ არაფრად ვერლიბროსნებს,
გჭირდებათ რითმების ჰერკულესი.
თეთრ ლექსით ერთხელაც ვერ იმგოსნეთ,
ზანტობით არა გაქვთ ჯერ კუ ლექსიც.

ჯიბეშიც ჭყავილით კი არიან,
კარებთან ლაქუცით მოგვიმრავლდენ.
ბერდენით ნატყვიარიარიანს,
ცისფერ შუბლს ბერბიჭით მოგვიკლავდნენ.

ბაბუ მყავს უკვდავი მოშაირე
და მამად ტაბიძეს ვიგალასებ.
ღამეებს ვალურჯებ შროშანისებრს
და ლექსებს დღისით ვერ გიღალატებთ.

ირჩიეთ ჩემს ნაცვლად თქენ ეს ტრელი,
სიკვდილი მაწვიმდა აწ მინდაზე.
მოვკდები ქუჩაში მენესტრელი,
ჩემს ნაცვლად სხვას მარხავთ მთაწმინდაზე.

ნაღდ ლექსებს კავშირიც მოესია,
რომ ლექსის სითეთრე მოელტვიან.
ათასჯერ მოკლავენ პოეზიას,
დღეს ყველას პოეტებს, რომ გეტყვიან.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 20:34 | Сообщение # 163
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არიან მყვირალა პოეტები,
ყვირილი სჭირდებათ საპიაროდ.
დატბორე ასეთი პო ეტები,
აორტა რითმებით კაპილარობს.

არიან ერთ ლექსის პოეტები,
მეორეს თავიც ,რომ ვერ მოუბეს.
რომ მოგცენ იუდას პორტრეტები,
სისხამზე ეშმაკებს შემოურბენთ.

თარებზე კვდებიან აშუღები,
რომ სულში გვიძვრენენ ბაიათებს.
ხელები უხმო და ტაშუღები,
კაი ორს ვერ არჩევთ კაიათებს.

გაფასებთ ლოთიან ტრუბადურებს,
რომ ჰკიდებთ აივნებს სერენადებს.
ჩემს გრძნობებს დიდებს და კუბადურებს,
რატომღაც ვერავინ ვერ ენადეთ.

გაფასებთ არაფრად ვერლიბროსნებს,
გჭირდებათ რითმების ჰერკულესი.
თეთრ ლექსით ერთხელაც ვერ იმგოსნეთ,
ზანტობით არა გაქვთ ჯერ კუ ლექსიც.

ჯიბეშიც ჭყავილით კი არიან,
კარებთან ლაქუცით მოგვიმრავლდენ.
ბერდენით ნატყვიარიარიანს,
ცისფერ შუბლს ბერბიჭით მოგვიკლავდნენ.

ბაბუ მყავს უკვდავი მოშაირე
და მამად ტაბიძეს ვიგალასებ.
ღამეებს ვალურჯებ შროშანისებრს
და ლექსებს დღისით ვერ გიღალატებთ.

ირჩიეთ ჩემს ნაცვლად თქენ ეს ტრელი,
სიკვდილი მაწვიმდა აწ მინდაზე.
მოვკდები ქუჩაში მენესტრელი,
ჩემს ნაცვლად სხვას მარხავთ მთაწმინდაზე.

ნაღდ ლექსებს კავშირიც მოესია,
რომ ლექსის სითეთრე მოელტვიან.
ათასჯერ მოკლავენ პოეზიას,
დღეს ყველას პოეტებს, რომ გეტყვიან.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 20:41 | Сообщение # 164
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეტიშვილი ვინმეს ტოლია,
რომ რითმებს მითვლი ისევ "ტიციან"
გალაკტიონი ინვესტორია,
რომ ჩემში ჩადო ინვესტიცია.

/პოეტ გალაკტიონიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 20:42 | Сообщение # 165
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რადგან მაგდებდა არად ანი მე,
არჩევანი შენ , არადანი მე.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 20:44 | Сообщение # 166
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალაქ თბილისს გვის მეეზოვე, არგა,ჭორვილა.
ამ რითმზე მეტად, დღეს ბიძინაც არ გაჭორვილა.

/პოეტ პოეყიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 20:45 | Сообщение # 167
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლეგალიზებამ ეკრანები მოსა შარ-დავათ,
დგას ერთი ბიჭი პარლამენტთან მოსაშარდავათ.
უმუშევრობამ ასეთი გზა ამან აგუა,
ნიკარაგუამ ვენის ტბაში ამანაგუა.
ვხედავ მირაჟებს სამუმებით მონაქარავანს,
ქარვისფერ გზაზე მოუძღვება მონა ქარავანს.
პლანი,ჰაშიში...ახალ რითმამ მოათრია (ა)ქ(ა)!
პოეტი მხოლოდ ლურჯ კალამმა მოათრიაქა.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 20:49 | Сообщение # 168
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი გუნდი გამოვიდა სათამაშო ასპარეზზე,
მეფე იჯდა ტახტრევანში,ხელში წევდა მას სპა ზეზე.
გაქანდნენ და გამოქანდნენ რიგ-რიგობით მის ისინდით,
გრიგალი და ქარიშხალი ერთმანეთთან მისისინდით.
გამარჯვება!გამარჯვება!დამარცხებულ ისინდისა!
მეფის გუნდმა გამარჯვება,უსინდისოდ ისინდისა.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 20:57 | Сообщение # 169
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბახმაროს მთა,რომ ექოს აიშლის,
გომის მთა აძლევს ბანს ფირალებით.
ვინ შეედრება ერქომაიშვილს,
გურული ყელის გასპირალებით,-

რომ შემოსძახებს მრავალმჟამიერს,
მერე კრიმანჭულს გულში ჩაგიგდებს.
არა მგონია ,ამ ცას- ამ იერს,
სხვა კუთხის ქალი კრულში დაგიდგეს.

გურიის კერა გურიანთაში-
გაჩნდა პირველად შემოქმედიდან.
ლოცვებს ვატარებ გულისჩანთაში
და ლოცვას ვიწყებ შემოქმედიდან.

სული ბახმაროს მიდის ჰავამდე,
ხელით ვაშენო ანდა ოდა რით?!
ხიდის ბოლოდან-ხიდის თავამდე,
დადის ლექსები ანა,ნოდარით.

გოგოს ვყავარობდი სადაც მერიელს,
ცრემლით მოვწყვიტე ხიდი ლაითურს.
გურულ ძეგლივით გადამერიენ-
ჩემი გრძნობები - დიდი ვაი თუ .

.ო! მთებს ვუყურებ ტანლამაზიანს,
თავს ახურიათ ყაბალახები.
ჩემი ფიქრები ალას აზიან,
რომ თვალს წისკვილთან ვაბალახებდი.

რითმამ სიტყვები როდის დალანდა?-
ამ სტრიქონებზე ჩიჩილაგებით.
მეკვლე გზაშია მოდის კალანდა,
"თმაგაჩეჩილი ჩიჩილაკებით".

წერა ვერასდროს გამასავათებს,
დედის თვალებმაც ნამეს იები.
ჰოდა გურია ამას გავალებ,
კვლავ გამოზარდე დამენიები.

თუთა ვახაროთ ანასეული,
ხელმა მორწყო და თიხა ურია.
გამოვიარე ანასეული,
გურიის გული ლიხაურია.

თვითონ გურია ქვეყნის გულია,
რომ ცამ სამება მოხატა ძმური.
როცა ლანჩხუთი შენისლულია,
მას მზეს უგზავნის ჩოხატაური.

ბჟუჟზე მოჩანდა ხან დამა ტივით
და ხან სამყარო ოზურგეთია.
დედა იზიდავს ანდამატივით,
შვილი-თბილისის მოზურგეთია.

აქ ყველა კუთხის ძმანი სახლობენ
და არც სხვა ერებს იუცხოვებდი.
აქ სხარტი სიტყვა დავიახლობე,
რომ მეგობრებთან ვიუმორობდი.

მთა გინდა არის- ზღვა ურეკია
და უფრო ახლოს შეკვეთილია.
ზოგს გუდანაბდით გაურეკია
და უკან მოსვლა შეწყვეტილია.

ჩემს საქართველოს გააპრილებით,
ცხრაჯერ მატირეს ნატომ და ნინომ.
შესანდობარს ვსვავ და ამ გმირების-
სულით ადესამ მატორტმანინოს.

ჩემი სამშობლოს თაყვანით ღლილი,
წმინდა ღვთისკაცი თაყაიშვილი.
გული მექნება ყოველთვის ჩვილის,
სული პოეტი პოეტიშვილის.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 20:59 | Сообщение # 170
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბახმაროს მთა,რომ ექოს აიშლის,
გომის მთა აძლევს ბანს ფირალებით.
ვინ შეედრება ერქომაიშვილს,
გურული ყელის გასპირალებით,-

რომ შემოსძახებს მრავალმჟამიერს,
მერე კრიმანჭულს გულში ჩაგიგდებს.
არა მგონია ,ამ ცას- ამ იერს,
სხვა კუთხის ქალი კრულში დაგიდგეს.

გურიის კერა გურიანთაში-
გაჩნდა პირველად შემოქმედიდან.
ლოცვებს ვატარებ გულისჩანთაში
და ლოცვას ვიწყებ შემოქმედიდან.

სული ბახმაროს მიდის ჰავამდე,
ხელით ვაშენო ანდა ოდა რით?!
ხიდის ბოლოდან-ხიდის თავამდე,
დადის ლექსები ანა,ნოდარით.

გოგოს ვყავარობდი სადაც მერიელს,
ცრემლით მოვწყვიტე ხიდი ლაითურს.
გურულ ძეგლივით გადამერიენ-
ჩემი გრძნობები - დიდი ვაი თუ .

.ო! მთებს ვუყურებ ტანლამაზიანს,
თავს ახურიათ ყაბალახები.
ჩემი ფიქრები ალას აზიან,
რომ თვალს წისკვილთან ვაბალახებდი.

რითმამ სიტყვები როდის დალანდა?-
ამ სტრიქონებზე ჩიჩილაგებით.
მეკვლე გზაშია მოდის კალანდა,
"თმაგაჩეჩილი ჩიჩილაკებით".

წერა ვერასდროს გამასავათებს,
დედის თვალებმაც ნამეს იები.
ჰოდა გურია ამას გავალებ,
კვლავ გამოზარდე დამენიები.

თუთა ვახაროთ ანასეული,
ხელმა მორწყო და თიხა ურია.
გამოვიარე ანასეული,
გურიის გული ლიხაურია.

თვითონ გურია ქვეყნის გულია,
რომ ცამ სამება მოხატა ძმური.
როცა ლანჩხუთი შენისლულია,
მას მზეს უგზავნის ჩოხატაური.

ბჟუჟზე მოჩანდა ხან დამა ტივით
და ხან სამყარო ოზურგეთია.
დედა იზიდავს ანდამატივით,
შვილი-თბილისის მოზურგეთია.

აქ ყველა კუთხის ძმანი სახლობენ
და არც სხვა ერებს იუცხოვებდი.
აქ სხარტი სიტყვა დავიახლობე,
რომ მეგობრებთან ვიუმორობდი.

მთა გინდა არის- ზღვა ურეკია
და უფრო ახლოს შეკვეთილია.
ზოგს გუდანაბდით გაურეკია
და უკან მოსვლა შეწყვეტილია.

ჩემს საქართველოს გააპრილებით,
ცხრაჯერ მატირეს ნატომ და ნინომ.
შესანდობარს ვსვავ და ამ გმირების-
სულით ადესამ მატორტმანინოს.

ჩემი სამშობლოს თაყვანით ღლილი,
წმინდა ღვთისკაცი თაყაიშვილი.
გული მექნება ყოველთვის ჩვილის,
სული პოეტი პოეტიშვილის.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость