პოეტი პოეტიშვილი - Page 18 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 21:45 | Сообщение # 171
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვენეცია,შენ ფლორენცია,
შენს გამო შტატმაც რომ იფლორიდა.
მართავ ყვავილთა კონფერენციას,
რომ გითვალთვალებს რომი შორიდან.

თეთრი მთებიდან შორს ვიქ(ხ)ედები,
ლაჟვარდებს ვეტრფი სპეტაკ ფერიდან.
მთვარიდან მომაქვს ორქ(ხ)იდეები,
რადგან მედიჩობ ეკატერინა.

შენ თავს იფიცებს ჯვარი უფიცი,
ვარ სიყვარულის მფლობელციერი.
შენი ნატურა ჯავრი უფიცის,
მწვავ ვენეციელს- ფლორენციელი.

მიმიყვანს ტრფობის არსამდი არნო,
კილვატერში სდევს ეს კატერი ნავს.
მე ტიტანიკი არსამდინარნო,
შენ აისბერგი ეკატერინა.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 21:48 | Сообщение # 172
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ფირს საუნდრეკი მორიკონეს,
ვიცი ბევრი ასე მომიგონებს
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 21:54 | Сообщение # 173
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბრუნოს კუპიდონმა ეისაროს,
მე ,კი ცოცხლად დამწვავს რუ ბიკონით.
ვზივარ გალიაში ვკეისარობ,
ჩემს წინ თბილისია რუბიკონი.


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 20.09.2017, 22:50
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 22:30 | Сообщение # 174
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბრმა თვალების ახელადო
ლადო გქვია სახელადო,
გაქვს პოეტის სახე ლადო
და ლექსები სახელადო.

ანგელოსმა ბარდნა ლადო
და გაზარდა ბარდნალადო.
მე მაქვს მეტი საქმე ლადო
და ნაკლები სათქმელადო

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 22:32 | Сообщение # 175
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მედეას ხო და დარჩა ხო- ხობი,
ცერად დაყურებს აიას ონი.
მიჰყვება კოლხი არ ჩანს ხოხობი,
არგო, საწმისი და იასონი.
შეეხმიანა მითი ლეგენდას,
სამოთხის ფრინველს სდევდა მიმინო.
თბილისს ედემად მითითებენ და
ვერ გავიმეტებ შენდამი მინორს.
ღორმუცელობა მადას ერია,
თვალი სატირლად ჩამხობილია.
გული მეთუთქვის სადაც წერია,
რომ მენიუში ჩახოხბილია .
/პოეტ პოეტიშვილი/


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 20.09.2017, 22:55
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 22:34 | Сообщение # 176
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ გაიძრო ზედა შენ,
არ ჩაიძრო ქვედა შენ,
შიშველს გხედავს ზედა შრე
ნუ შეარცხვენ დედაშენს,
ჯერ დალიე ზედაშე.

/პოეტ პოეტიშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 22:49 | Сообщение # 177
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შემიძლია მთვარის ხელებით,
ციდან მზეების გადმოგორება.
/პოეტ პოეტიშვილი/
თვალი ვაჭარი,მაჯა ნოქარობს.
გეძებ ვიყენებ მთვარიან კირკებს,
თმამშვენიერო და ჯადოქარო
კოლხთა მამიდა აიას კირკე.
ამ ისტორიას თითიც არა კრათ,
რადგან არაა დასავიწყარი.
ვაქციოთ კირკეს მითი არაკად,
აიეტისთვის დასავით არის,
ჰერა კათოდი,ანოდი ზევსი.
ექოს მიბრუნებს ტანადი ნიმფა.
თანამგზავრები მან ოდისევსის,
ღვინის ნაჟურით გაანიფნიფა.
/პოეტ პოეტიშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 22:57 | Сообщение # 178
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დროს დააბერებს სფინქსის პრაიდი,
ხაფრა გახდება ტუტანჰამონი.
ჰკლავდა რადამესს ფიქრი აიდის,
სუეცის არხებს ნუღარ გამოთხრით.
ვერ შეედრება იუდა , ნოეს.
გაშალე სიბრძნის ბოა თეზისი.
ვინც თეთრ ქარავნებს იუდაბნოვებთ,
გზაა სტრიქონზე ოაზისებით.
სამუმს აყვედრის ბედს დიუნები.
მკვდრეთიდ ვერ აღდგეს მაქსიმ-მუმია.
ვარ წინამძღოლი ბედუინების,
ეს პირამიდის მაქსიმუმია.
ნემსიყლაპია ვერ ფრენს ტიტებში,
მემფისში იბისს პირადი ,მე ბის!
ანხი სიმბოლო ნეფერტიტების,
ქვიშის საათი პირამიდების.
სფინქის გარშემო მორიელები.
ვერცხლის ხელშია ნუბია სია.
ბაობაბია ლომის ხე-ბერი,
ლომის დუელში ანუბისია.
შენი ადგილი ნილო სელისა.
ეძებს ოაზისს პლაგიატორი.
ნიანგის ცრემლი ნილოსელისა,
დაესხა ცეცხლზე ალიგატორის.
სუეცის არხებს ნუღარ გამოთხრით.
ჰკლავდა რადამესს ფიქრი აიდის.
ხაფრა გახდება ტუტანჰამონი.
დროს დააბერებს სფინქსის პრაიდი.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 23:02 | Сообщение # 179
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დროს დააბერებს სფინქსის პრაიდი,
ხაფრა გახდება ტუტანჰამონი.
ჰკლავდა რადამესს ფიქრი აიდის,
სუეცის არხებს ნუღარ გამოთხრით.
ვერ შეედრება იუდა , ნოეს.
გაშალე სიბრძნის ბოა თეზისი.
ვინც თეთრ ქარავნებს იუდაბნოვებთ,
გზაა სტრიქონზე ოაზისებით.
სამუმს აყვედრის ბედს დიუნები.
მკვდრეთიდ ვერ აღდგეს მაქსიმ-მუმია.
ვარ წინამძღოლი ბედუინების,
ეს პირამიდის მაქსიმუმია.
ნემსიყლაპია ვერ ფრენს ტიტებში,
მემფისში იბისს პირადი ,მე ბის!
ანხი სიმბოლო ნეფერტიტების,
ქვიშის საათი პირამიდების.
სფინქის გარშემო მორიელები.
ვერცხლის ხელშია ნუბია სია.
ბაობაბია ლომის ხე-ბერი,
ლომის დუელში ანუბისია.
შენი ადგილი ნილო სელისა.
ეძებს ოაზისს პლაგიატორი.
ნიანგის ცრემლი ნილოსელისა,
დაესხა ცეცხლზე ალიგატორის.
სუეცის არხებს ნუღარ გამოთხრით.
ჰკლავდა რადამესს ფიქრი აიდის.
ხაფრა გახდება ტუტანჰამონი.
დროს დააბერებს სფინქსის პრაიდი.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 24.09.2017, 03:12 | Сообщение # 180
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდი

მოდი,გეხვეწები,მოდი,
ვთრთი...
ვხტი...
ვკრთები...
სხმარტალებენ გულთეთრა კალმახები
ოქროსფერი ქერცლით...
გლუვ კანზე ფეთქავენ ცისფერი
მდინარეები
და ზევით
და ქვევით
და წრიულად
გადააქვთ სურვილები..
მოდი,გეხვეწები,მოდი,.
ნუ გადაფენ გრძნობების მოსასხამს
მიტოვებულ სკამზე...
მო-დი...
დ...
დ...
დ...
ძნელია თანხმოვანი უხმოვანოდ...
ი,
ი,
ი,
მო-დი!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость