პოეტი პოეტიშვილი - Page 19 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 19 დან«1217181920216768»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: კვ, 24.09.2017, 03:14 | Сообщение # 181
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცარ­ცის ცა­რი­ელ ვე­ლებ­ზე
გა­ვირ­ბენ, რო­გორც ზმა­ნე­ბა
ცარ­ცის ცა­რი­ელ ვე­ლებ­ზე
სი­ცოცხ­ლე და­მე­ნა­ნე­ბა
და­მე­ნა­ნე­ბა პლა­ნე­ტის
ქალ­წუ­ლებ­რი­ვი სიზ­მა­რი
სის­ხ­ლის ყო­ვე­ლი წვე­თი და
გან­ც­დის ყო­ვე­ლი მის­ხა­ლი
ეს იურ­უ­ლი ტყე­ე­ბი
ეს გი­გან­ტუ­რი ბა­ღე­ბი
სა­დაც მე­წა­მულ გვიმ­რებ­ში
ბი­ლი­კებს ვე­ღარ გავ­ყ­ვე­ბი
სა­დაც ბი­ლი­კის ბო­ლო­ში
ვე­ღარ ვი­ფიქ­რებ იმ­ე­დით
რომ ქვეყ­ნად ჯერ არ შექ­მ­ნი­ლან
სიზ­მ­რე­ბი, მთე­ბი, ირ­მე­ბი
ჯერ არ შექ­მ­ნი­ლა დე­დის რძე
და ფრინ­ვე­ლე­ბის ძა­ხი­ლი
სიტყ­ვე­ბი – რო­გორც საშ­ვე­ლი
სიტყ­ვე­ბი – რო­გორც სამ­ხი­ლი
ჯერ არ­სად შემ­ფე­თე­ბი­ან
ორ­სა­ხი­ა­ნი მონ­ს­ტ­რე­ბი
ღმერ­თ­მა­ნი, ძვე­ლი მე­გობ­რის
და­ღუპ­ვას ჯერ არ მოვ­ს­წ­რე­ბი -
ვარ! გრძნო­ბით ჯერ არ დავ­მ­თ­ვ­რალ­ვარ
არც გან­შო­რე­ბის წვა­ლე­ბით
არ შევ­რ­ყე­ულ­ვარ ჩე­მი ცის
მთლად გა­მო­სა­ბურ­თა­ლე­ბით
არ­ა­ვინ არ მყვა­რე­ბია
არც ვყვა­რე­ბი­ვარ არ­ა­ვის
კა­რა­ვიც კი არ და­მიდ­გამს
მა­მაო, თავ­სა მფა­რა­ვი
ჯერ ცნო­ბა­დის ხით ნა­მე­ხარს
არ მომ­ს­წ­რე­ბია ხა­რე­ბა
და მდუ­მა­რე­ბა ღა­მე­თა
და დღე­თა იავ­ა­რე­ბა
მიდ­გა­მენ ცარ­ცის ცა­რი­ელ
მინ­დ­ვ­რებ­ში პირ­ქუშ ენ­იგ­მებს
მე ჩე­მი თა­ვის ძაღ­ლი ვარ
(დამ­ბა­დე­ბე­ლო, შე­მინ­დე)!
მე ჩე­მი თა­ვის ძაღ­ლი ვარ
და ჩე­მი ძაღ­ლის ტი­რა­ნი
ერთხელ იქ­ნე­ბა გავ­წყ­ვი­ტავ
ჯაჭ­ვ­ნი რომ მას­ხენ, რკი­ნა­ნი
მე­ზო­ზო­უ­რი თვა­ლე­ბით
ავ­ხე­დავ ცის­კენ ალ­ი­ონს
რომ გამ­ყი­ვა­ნი სი­ცი­ლით
გზის სი­მარ­ტო­ვე გავ­ლიო
რომ ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფ­ლი­დან
აღ­მო­ვა­ცე­ნო ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი
და ფიქ­რი, ზედ რომ მემ­ს­ხ­ვ­რე­ვა
აზ­უ­ზუ­ნე­ბულ სკა­სა­ვით
მივ­ცე ქა­რებს და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს
მათ უმ­არ­ტი­ვეს სი­მარ­თ­ლეს
სა­ი­თაც, აი, მივ­დი­ვარ
და მთე­ლი ტა­ნით მი­ვათ­რევ
ხსოვ­ნას, მო­ნა­გარს, და­ნა­კარგს
მკერ­დ­ზე და­ჩე­ნილ და­ნა­ხეთქს
გა­და­შე­ნე­ბულ მე­გობ­რებს
რომ დახ­ვ­რი­ტეს და და­მარ­ხეს
მი­ვათ­რევ ცარ­ცის ცა­რი­ელ
ვე­ლებ­ზე მე ჩემს საკ­ბი­ლოს
რომ ლე­თარ­გი­ით გა­მომ­ტყ­ვ­რალ
ფან­ტო­მებს ცი­ვად ჩავ­კივ­ლო
გრძე­ლი რექ­სუ­ლი კი­ვი­ლით
და გა­ვი­შიშ­ვ­ლო ჯი­გა­რი
იქ არი ჩე­მი სი­გი­ჟე
ჩე­მი ედ­ე­მიც იქ არი
მეც იქ მივ­დი­ვარ, გზა­დაგ­ზა
ვულ­კა­ნურ ტი­ნებს ვაწყ­დე­ბი
ვაწყ­დე­ბი, სა­ნამ ერთხე­ლაც
გა­დავ­შენ­დე­ბი, გავ­წყ­დე­ბი
ჩე­მი ბედ­კ­რუ­ლი ლექ­სე­ბი
მა­შინ­ღა და­ის­ვე­ნე­ბენ
სხვა ტი­რა­ნო­ზავრ-რექ­სე­ბი
ძმა­სა­ვით გა­მიხ­სე­ნე­ბენ.
 
nukriaДата: კვ, 24.09.2017, 05:02 | Сообщение # 182
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მორიელი ვარ,
წყლის სტიქიიდან,
დახვეწილი მეტყველებით
და მანერებით;
მყარი სტატუსით,
სახელით, გვარით. . .
შავ-თეთრი
ყოფის კლავიატურა,
ყოველი ბგერა,
ყოველი ნოტი,
მემორჩილება.

სიზმრის სცენაზე
ვაწყობ მონოლოგს,
კლოუნიადას;
ვიღაც მიყვარდა,
ვიღაც გავწირე. . .
ვმართავ პროცესებს,
ვაწესებ წესებს,
განსჯასა და განცხრომაში ვარ.

უმადურობის ამფითეატრში
ვროკავ,
ვნებდები,
ქედმაღალი ვარ;
ვიბრძვი,
ვმარცხდები,
ფერფლიდან ვდგები. . .

სარკესთან ურცხვად
ვხაზავ დეკოლტეს. . .
ვშიშვლდები. . .
ზღვაში ტალღებთან ვმრუშობ,
სიტყვით ვთამაშობ,
სიტყვებს ვიგონებ.

ვპირფერობ,
ვცრუობ,
ვმარხულობ პირით,
ოცნებით ვმაძღრობ;
აბლაბუდაში ვაწყობ ქარაგმებს,
აზრებს ვაფრქვევ
და ფიქრებს ვალაგებ. . .

წყალში ვარ,
ჭუჭყის მადევს ხუნდები,
მზეს ვემალები,
ვითხოვ - ”ალეგროს”,
მათხოვარს თეთრებს
ვუყრი - ვტრაბახობ!
მიწაზე ვხოხავ,
დაგრეხილ ფეხებს
უმძიმს სხეული. . .

დავფრინავ ვნებით,
ვაფენ ვუალებს,
ვეპაექრები შოკოლადის
და თაფლის გურმანებს;
წყენით ვარ სავსე,
ვტირი, ვღრიალებ!
მძინავს ხმაურის
არითმიებით. . .

მეგობართა ავანსცენაზე
ვარ გაპრანჭული კონფერანსიე,
ყალბი ღიმილით
უღირს პერსონებს
ტაშით ვამკვიდრებ
პიედესტალზე!

ოლიგარქი ვარ-
მათხოვარივით
და მაცხოვარის
ათასგზის ძახილს
ყურად არ ვიღებ!
მიჯაჭვული ვარ ბარხატოვან
ლოჟების ტრაპეზს;
მხიბლავს ბრჭყვიალა
ტანისამოსი
და მავიწყდება
არსებობა სასაფლაოსი!

ფარდის დაშვებას
სულაც არ ვჩქარობ!
უტიფარი ვარ. . .
და. . .
ველოდები
შენს დაბრუნებას!!!

ვიცი შენ გესმის,
ვიცი შენ მხედავ,
რომ ვარ უგვანო,
რომ ვარ უთვალო. . .
როცა მეორედ
დიდებით მოხვალ-
არ დაგავიწყდე,
მიხსენ უ ფ ა ლ ო!!!
 
nukriaДата: კვ, 24.09.2017, 05:20 | Сообщение # 183
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მსმენია: ერთხელ ბაღდადში ფარდას გაუწყრა დროშა და
სულ ნაირნაირ საყვედურს გამწარებული როშავდა.

ეუბნებოდა: „ახლახან დავბრუნდი ლაშქრობიდანო,
ამდენ ჭირ-ვარამს გზადაგზა, ვინ იცის, როგორ ვიტანო;

მე და შენ ერთი ქსოვილით შეგვკერეს, აქ დაგვასახლეს
და ერთად ვემსახურებით სულთანს და იმის სასახლეს.

მე ჩემს სამსახურს ვერ ვუძლებ, ეს უკვე მეტისმეტია, -
ბოლო არ უჩანს ბრძოლებში ჩემს წანწალსა და ხეტიალს.

შენ იმ ტანჯვისა რა იცი, რაც მე ამქვეყნად მინახავს,
უდაბნოში თუ ტყე ღრეში მე ვარ, ლაშქარს რომ წინ ახლავს.

ჩემს ბედს საბრძოლო ცხოვრება იზიდავს ანდამატივით,
სასახლეში კი განცხრომა შენ გერგო დიდი პატივით.

შენ მთვარის მსგავსი მხევლების წინ აგდიხარ თუ კიდიხარ
და იასამნის სურნელის ფრქვევით წყნარი და მშვიდი ხარ,

მე კი ხან ვინმე მედროშის ხელში ვბრუნავ და ვტრიალებ,
ხან გრიგალსა და ქარბუქში ციხის კედელზე ვფრიალებ“.

ფარდამ თქვა: „მე თავდახრილი ვდგავარ სულ, ჩემგან რა მიდის?! -
შენსავით ამპარტავნულად თავი ცისკენ არ გამირბის“.

ვისაც ქედმაღლად სჩვევია სულ თავის მაღლა ამართვა,
სვე-ბედის უკუღმართობა განგებამ იმას დამართა.
 
nukriaДата: კვ, 24.09.2017, 05:21 | Сообщение # 184
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!''
-ოჰ!ადამ!ადამ!
გეთქვა კაცურად,
რომ თავად შეცდი,
თავად გსურდა,
შენ, გაგეგო გემო და ვნება,
ხილის კეთილის,
და ბოროტების!
,,ქალმა მაცდუნა!''–როგორ აცდა შენს ბაგეებს–
კაცი, გაცდუნა!
–მე დავდე აღთქმა
და ქალის აღქმამ დამარღვევინა,
ფიცი, წმინდანის!
მე შევიცანი,მას მერე,რაკი,
იგემა ვაშლი,
ქალი,ევაში!
ის აღარ იყო,ჩემი ნეკნი,ჩემი ნაწილი,
ის იყო მდედრი,მე ვიყავი ვნებააშლილი!
ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!
ეს ასე იყო,სწორედ ასე და ვთქვი
კაცურად!
–ვაშლი?
–რაა,ვაშლი?! სწორედ ვაშლი მიზიდავს ქალში!!!
ვაშლები–მკერდი,და მუცელი–
ვაშლშია ბავშვი!
ვაშლშია ვნება და მიგნება,
მრგვალია ვაშლი...
მრგვალია ჩვენი დედამიწა,ვითარცა ვაშლი!
ხოდა,ვერ ავცდი!
მე ,მიწიერს,ვერა,ვერ ავცდი,
მერე,რა?თუკი ედემის ბაღს ,კარგა შორს,გავცდი!
–შენ დაარღვიე,შეთანხმება, თვით ,ღმერთთან,კაცო!
–ხოდა,ღვთიურად,,დავისაჯე'', ცხოვრებით,,ვანცობ!"
ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!ქალმა მაცდუნა!
ეს ასე იყო,სწორედ ასე და ვთქვი,
კაცურად!
 
nukriaДата: კვ, 24.09.2017, 05:22 | Сообщение # 185
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არწივთ ფრენას ნუ დაუშლით,
მართვეთ ბუდით ნუ ამოსხამთ,
ლომთ ნატერფალს ნუ წაუშლით,
ტურათ სუფრას ნუ წამოსხამთ.
თორემ არწივი იყივლებს,
ლომის ბრდღვინვა ცას გააპობს,
მართვეშიც სისხლი იყივლებს,
მსხვერპლს ყვავთ საჯიჯგნად დაალპობს...
არწივმა კვლავ იარწივოს,
მართვეთ ისმოდეს ყივილი,
ლომმაც ბოკვერი არწიოს,
ტურათ შეწყვიტონ კივილი.
არწივს ფრენას ნუ დაუშლით,
სიკვდილს ფრენაში ხვდებიან...
ლომთ ნატერფალს ნუ წაუშლით-
ლომნი ლომებად კვდებიან!..

გიული ჩქარეული
 
nukriaДата: კვ, 24.09.2017, 05:22 | Сообщение # 186
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არხოტის მთებზე ღრუბლები
ნელ-ნელა მიირწევიან,
ქორ-შევარდენთა გუნდები
სულ ცისკენ მიიწევიან.

შებინდებისას ნისლები
შლილ ფერდობებზე წვებიან,
პოეტის ლექსთა მარულა
ხევსურეთს მონატრებია.

სადა ხარ, ჯაბუშანურო,
არხოტი გელის შენია,
ვაჟასთან ერთად შენცა ხარ
მთის პოეზიის გენია.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: კვ, 24.09.2017, 19:27 | Сообщение # 187
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩამოასხი, მადლიანი ყურძნის წვენი,
კიდევ ვიგრძნო ჩემი სისხლის მდუღარება,
ჩამოასხი, აბა რად ღირს ყოფა ჩვენი,
თუ ღვინოში ვერ ჩავკალით მწუხარება.
იმ დალოცვილ ომარსა და ჯალალედინს,
თუკი ასე ჰყვარებიათ ეს ზედაშე,
ჩვენ ვინა ვართ, მეგობარო, იმათ გვერდით,
რად გაგვკიცხონ ლოთობისთვის დღეს მე და შენ!
ჩამოასხი, ყურძნის წვენმა მეც მაამოს,
ჩამოასხი!.. ჩემზე იყოს მაგის ვალი,
თუ სიკვდილი მიწერია ამ საღამოს,
მირჩევნია, მირჩევნია მოვკვდე მთვრალი...
...ჩამოასხი!..მერიქიფევ, აბა, მალე!
პირნაკლული ყველაფერი მეზარება,
სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ
და ვინც მიყვარს, უფრო მეტად მეყვარება.


Сообщение отредактировал nukria - კვ, 24.09.2017, 19:36
 
nukriaДата: კვ, 24.09.2017, 23:00 | Сообщение # 188
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ჩაგახედე სულის ბოლომდი,
ფსკერმა თვალების ზეცა დალია...
რას არ დავთმობდი, ოღონდ მყოლოდი,
სხვა დანარჩენი წარმავალია...
 
nukriaДата: კვ, 24.09.2017, 23:01 | Сообщение # 189
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ჩაგახედე სულის ბოლომდი,
ფსკერმა თვალების ზეცა დალია...
რას არ დავთმობდი, ოღონდ მყოლოდი,
სხვა დანარჩენი წარმავალია...
 
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 18:30 | Сообщение # 190
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეიგრძენი წარუმატებლობის მძიმე სინდრომი,
გამოსავალს გთავაზობს" წყვდიადის ლორდი,"
და ტრიუმფის მოლოდინში, შენივე ნებით
თავმდაბლობას მოაგლიჯე მწიფე ყლორტი.

ხელშეკრულებას ეცნობი შიმშილის ფონზე,
გადაგიგორეს უიღბლობის მძიმე ლოდი,
გახარებული ეგებები თამაშის წესებს,
რომელსაც გიდგენს "წყვდიადის ლორდი"

სინათლის სიჩქარით მიემართები დიდებისაკენ,
ნაკლებად გაინტერესებს უკუსვლის თეორია.
აქტიურ ველში გადაგყავს სამყარო,
სადაც სიცოცხლის ახლებური ტერორია.

მოზრდილი მთებიდან წარმოიქმნები წყაროდ,
თავიდან იცილებ, გაუგებარ თეზისებს...
სულის სანაცვლოდ შემოთავაზებული ოქრო-ალმასებით,
ქმნი უსიცოცხლო ესკიზებს.

იცვლი სააზროვნო მიმართულების მარშუტს,
ცნობისმოყვარეობას იწვევს ოკულტიზმის დეიზმი,
იკვლევ საწყის ეტაპებს, წარმომავლობებს და შემოგრჩა
არამატერიალური, უსარგებლო დევიზი.

ეუფლები ადულიარის მისტიურ განაჩენს,
პოლითეიზმის მრავალფეროვნებამ გამოგიმუშავა კომპასი
და არეული გზებით მიჰყავხარ იქ,სადაც
შეწყვიტე ღმერთთან სულიერი კონტაქტი.

ამუშავდა ხელშეკრულების პირველი პუნქტი,
გაყიდული ალბომების რაოდენობა იზრდება.
ეიფორიული მდგომარეობაში მყოფი, ვერ აცნობიერებ...
რომ მიმდინარეობს შენივე დაცემის ორგანიზება...

მოიშენე ოაზისი თბილი და მყუდრო,
ძვირფასი ქვებით აავსე ზარდახშა
და უფლისგან მონიჭებული სამყაროდან,
ღირებული საერთოდ არაფერი არ დაგრჩა...

დასრულდა ბრწყინვალე ცხოვრების სეზონი,
მიღებული შედეგით ხარხარებს "წყვდიადის ლორდი"
და ნეტარების ჟამს დაგროვილი ცრემლები,
თვალებიდან ჩანჩქერად მოგდის"
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
გვერდი 19 დან«1217181920216768»
ძებნა:

მოგესალმები Гость