პოეტი პოეტიშვილი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 67
  • 68
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:24 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მადლი დადე სალუ ქვაზე.
რითმები გაქვს დალუქვაზე.
ტყემალს, რომ კრეფ ალუჩაზე,
შენ ხარ ბიჭო სალუქვაძე?!
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:25 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქობულეთი

გოგო და ბიჭი ბორჯომელები,
ზღვაში ჩამოსვა ცამ პარაშუტით.

p.s.
ეს,მაშინ შევნიშნე, როცა ბორჯომი იწვოდა.
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:26 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვარსკვლავი

თქვენ გხიბლავსთ ზეცა, შავის ღრუბლებით
სახე-დახშული და დაფარული?
როგორ შვენია, როცა ოდნავ სჩანს
მასზე ვარსკვლავი სხივ-დაცარული -
როდესაც ერთხელ კიდევ შეხედავს
ცას, ღრუბელთ ისრით შეფერადებულს
და შთაინთქმევა წყვდიად-უბსკრულში,
ღრუბლებს მიუძღვნის ალერსს აღგზნებულს.
ეგრე შენც, გველო, როგორც ვარსკვლავი,
ისე აენთე ჩემს ტანჯულ გულში,
მაგრამ რაც მსურდა, ის ვერ ვიპოვე -
მე შენს ალერსში, შენს სიყვარულში...

ჩემი ვარსკვლავი

ჩემი ვარსკვლავი, სატრფოო, ცის თაღზე შუქად რომ ადის,
შენი ღიმილის შუქია, გამათბობელი მარადის.

ჩემთვის სიმღერა, შვენებავ, შენი ხმა არის ნარნარი -
დიდება სიყვარულისა, ცის სამსხვერპლოზე დამდნარი.

და მე, შენს მგოსანს, იქ ძალმიძს მარადჟამს ვიბედნიერო,
იქ ძალმიძს მხოლოდ ვიცოცხლო, სადაც შენა ხარ, ციერო.

და, რაც კი ქვეყნად ამ ჩემს თვალს უეცრად მოეჩვენების,
მარტოდენ ანარეკლია მაგ ღვთაებრივი შვენების...

ვარსკვლავიანი კამარა ბრწყინავს!

ვარსკვლავი იწვის, ვარსკვლავი ბრწყინავს,
ვარსკვლავიანი კამარა ელავს,
მოდის, მოცურავს შუაღამის ბინდი,
და ჩრდილი ჩრდილზე მიდის, მიღელავს...
რძისფერ სინათლით გარშემოხვეულს,
ბავშვური ძილით ქვეყანას სძინავს...
ვარსკვლავიანი კამარა ელავს,
ვარსკვლავიანი კამარა ბრწყინავს...
მომხიბვლელ ჯადოს მყუდროებისას
ქვეშ მოჰყოლია მაღალი მთები,
და მუდმივ თოვლით გადაფარულნი
სხედან ამაყად, როგორც მდევები.
და ყინულისგან ქანდაკებული,
მათი გვირგვინი ბრწყინავს და ბრწყინავს.
სიჩუმეს არღვევს მხოლოდ ნიავი,
ტყისა ფოთლებში როცა დაჰფრინავს,
და მისი სუნთქვა, ვით დედის ნანა,
მძინარე სოფელს თავზე ევლება,
ალერსიანი ნიავი დაჰქრის,
ალერსიანი ნიავი კვდება...
ვდგევარ მთის წვერზე განმარტოებით,
გულშივ ვიკავებ მომსკდარ სიმღერას -
ვარსკვლავიანი კამარა ჯაჭვავს
სმენას, სიმღერას და თვალთა ცქერას...
ეხლა, გამახსენდა როცა ყოველივე,
ყველა, ყველაფერი
არის გაჩენილი ამაოებისთვის,
მხოლოდ შენ ანათებ!
ნეტა არსებობდეს სიტყვა ქვეყანაზე
ამის ამხატავი,
ნეტა არსებობდეს გული ქვეყანაზე
ამის შემგრძნობელი
ნეტა არსებობდეს აზრი ქვეყანაზე ამის შემცნობელი,
ხომ სულ უბრალოა ერთი გაფიქრება,
ის, რომ შენ ნანიებ
და ის რომ ანათებ და რომ ვერავინ გხედავს,
გასაოცარია!
გასაოცარია ქვეყნად ყველაფერი,
ძლიერ საოცია
გასაოცარია,
გასაოცარია,
ის, რომ შენ ანათებ!
ნეტა როგორ ხდება ასეთ სიბნელეში,
ასეთ სიბნელეში
შენ ცას რომ ანათებ და შენ ვერავინ გხედავს
და შენ ვერ უგრძვნიხართ.
ო, რა მიზეზია, ნეტა გაცოდინა,
ასეთ დაბრმავების,
გასაოცარია,
გასაოცარია,
ძლიერ, მეტისმეტად!
ცრემლიც არ არსებობს, ყველა, ყველაფერი
მიდის უდაბნოში...
გასაოცარია, გასაოცარია,
გასაოცარია!
გალაკტიონ ტაბიძე.
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:27 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თეთრი გედი ხარ სენის აუზის,
მე, ვენეციის შავი გედი ვარ.
/პოეტ პოეტიშვილი/

გედის ოპერა

ტბის თეთრი გედი, შავი გონდოლით,
გადავაცურე ავსტრალიაში.
დუმს ნიჩბის ენა ნავში,გოდოლით.
იისფერ ბოლს შობს ასტრა ვილაში.
სიდნეის ხიდზე ვერდის ოპერა,
მასევდიანებს ადელ-აიდას.
ცას გედების ტბა პერით მოფერავს
და დაადუმებს ადელაიდას
გედის ფრთამ ხელი აახმაურა,
მკლავდა დამფრთხალი ტაში იხვების.
ხეებს ახევებს მახა აურა,
გაგედისგულდა ტბაში კითხვები.
მითი სიზმარმა მიილირიკა,
მკლავს სიყვარულით ელდა და ლედა.
თვალმა ცხრათვალა ღილი მიიკრა,
მზე ვარსკვლავების გედმა ალედა.
ყვავის ყრანტალთან არმაგედონობს,
ჩემი სიმღერა სასასაგედო.
არ ამატირო, არმაგედო სნობ,
ჩემი სიკვდილი ასადაგე-sos!
ჟამს აბაჟურებს - ჟინი ნირკაჟის,
ჩემს ტანს აფერფლებთ და ვსვავ ნიჟარით.
მოგელანდებათ ინის რიჟრაჟი,
როს გედების გუნდს დავსვავ ტირაჟით.
ცას შეახიეს კაბა კადრებმა,
შავ და თეთრ ღრუბლის მის არტ გედია.
თეთრი ჩოხები კაბაკარდებმა,
ურომისპაპოდ მიტრაგედია.
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:27 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ატმის ყვავილის კაბით ფუფალობ,
შენზე დასტური მითხრა გვირილამ.
ვწერ და კალამით არ ვხელუფალობ.
ყინვამაც გული ვერ გამიგრილა.
ღამის ფიქრების მუზად გირჩევ მე,
მთვარე ნემსის ყუნწს, უნდა მატიონ.
იცი სადამდე? ცამდე გიჩემებ
და უშენობას ლექსს ვერ ვპატიობ.
ყოველი დღე და ყოველი ღამე,
რა ხანია ვერ ვთავისუფალობ.
ერთგული ძაღლის თვისება ვჭამე,
რომ იდედოფლო და იფუფალო.

/პაატა სურმანიძე/
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:27 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარიშხლის წამებამ მოღალა ტყე,
მწყერს უხმობს შორიდან მოღალღატე.
პოეტის გამცვლელი მოღალატე,
ეგონათ ერთგული მოღალატე.
შავი ზღვა შავ ამბებს მოატალღებს...
დამადეს მდინარის ღალა ტობის.
გეკუთვნის პოეტის მოღალატე,
იუდას პრემია ღალატობის.
გაშავდა ვარდების მორგულობა,
უღრმავე ღალატით შრე ნეგატივს.
გიყვარდა შენ უფრო ორგულობა,
რომ გახდი ერთგული რენეგატის.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:28 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ან-გალა
წერეთელმა ლექსები ლამის გააცანგალა,
პოეტიშვილს პარნასი,შენით გააცან გალა.
ცაზე მთვარე ნამგალა,ოქრომჭედლის ანგალა.
რას დავწერდი რომ არა-შოთა,ვაჟა ან გალა.
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:28 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დრო მოვა და...თუ არ არის,
რაშს გაასწრებს ჩემი პონი.
შემიკაზმეს ურა თარსი,
არ ვჯირითობ ჩემპიონი.
ზურგს მიხვრიტავს მე ფიონი,
დავიღალე მეფე რებით.
მომსდევს რითმის მეფიონი
და არავინ მეფერებით.
არ გამონებთ მეფის ტონი,
უგვირგვინო ჩემპიონის.
ამიფეთქდა მე ფისტონი,
გლოვა ისმის ჩემ პიონის.
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:29 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაჯამა

ქალ-ბატონო სოლო მონის
გამაცანი აბე სალომ,
დავითის და სოლომონის
ABSALOM, ABSALOM!
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:29 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს, სიყვარულის ანა ტოლია,
რომ მივატოვე ანატოლია.
მაგრამ იცოდე ვერა, ნაირა...
ვერ დავივიწყე ვერანაირად
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 67
  • 68
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость