პოეტი პოეტიშვილი - Page 20 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 18:32 | Сообщение # 191
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე დღეს მომჭრიან,
ალბათ ხერხით,
ანდა ნაჯახით...
ორჯერ ორია, რომ მომჭრიან,
კი, ორჯერ ორი.
მე ხომ არც ბზა ვარ,
თეთრი ჯვრები რომ გამოთალონ,
ქალაქის გულში ამოზრდილი
საეკლესიო მაღაზიისთვის.
მე დღეს მომჭრიან,
ალბათ ხერხით,
ანდა ნაჯახით...
არც კაკალი ვარ,
რომ თქვენს სახლებში,
იატაკად ამოგეფინოთ.
არ ვარ იფანი,
მითუმეტეს არც ალუბალი,
მე არ მკრეფენ,
ამ მყავს უფალი,
რომ ჩემი ყველა უმეცრება მოინანიოს.
მე დღეს მომჭრიან,
ალბათ ხერხით,
ანდა ნაჯახით...
საფრთხობელადაც არ გამოვდგები
ამ ტანწვრილი სხეულის გამო,
ან იმის გამო:
-ტოტების გაზრდა ვერ მოასწროო
დედამიწის პარალელურად.
მე დღეს მომჭრიან,
ალბათ ხერხით,
ანდა ნაჯახით...
აკვნობაზე ხომ ყოველგვარი
წარმოსახვა ილუზიაა,
რომ ერთხელ მაინც,
ჩვეულებრივი მშობლის ხელებით,
იავნანას რიტმში მერწია.
ფესვიც კი ისე
სასაცილო მაქვს,
ათ სანტიმეტრზე ვეღარ ჩასცდა
ნაცრისფერ წიაღს.
ნუთუ, მიმიძღვის რამე ბრალი,
მიწის ქვეშ რომ ლოდები დამხვდა
და ვერ გავჭერი?!
მე დღეს მომჭრიან,
ალბათ ხერხით,
ანდა ნაჯახით...
ვენახიც არ ვარ, რომ ლერწები გადამებლანდოს,
-წარმოიდგინეთ,
ბოსტნეულშწიც კი არ ვწერივარ,
ისე მწირი ვარ!
ვახშამშიც კი არ მიმამატებენ სანელებლადაც.
მე დღეს მომჭრიან,
ალბათ ხერხით,
ანდა ნაჯახით...
იმ ერთადერთი მიზეზის გამო,
რომ,
დიდმა ხეებმა გააგრძელონ გაზაფხულები...
მე დღეს მომჭრიან...
 
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 20:03 | Сообщение # 192
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,დრო გარბის...
მიაქვს მას თავის წილი, ათასი გრძნობა თან მიაქვს საგზლად, ვინც ვერ მოასწრო გამოყენება, მისტირის წარსულს,
ქცეულა საწყლად.

დრო გარბის...
ჩვენ კი გაურკვევლობას,
ვერ დავაღწიეთ ვერცერთმა თავი, ათასი ღელვა,
ათასი შტორმი,
სევდების ზღვაში შევუშვით ნავი.

დრო გარბის...
გარბის...
განა დაგვიცდის,
ის თავის საქმეს ასრულებს წმინდად, ჩვენ, დღეს რა გვინდა,
ან რას განვიცდით,
დრო სულ არ ჯავრობს ამაზე დიდად.

დრო გარბის...
გესმის???
აქარვებს გრძნობებს, დაფიქრდი,
მივცეთ ამის უფლება?
დროს თუ გავატანთ სიყვარულს, მერე?
მერე ხომ გულში მოიღრუბლება.

დრო გარბის...
იქ, კი... სევდების ზღვაში... ჩვენ, რომ შევუშვით გულები ნავად, ამხელა დარდში,
ამხელა შტორმში,
რომ ჩაიძირონ?
ნუთუ ღირს ამად.

დრო გარბის...
მიაქვს გრძნობები საგზლად, ჩვენი სიცოცხლეც განა დიდია, ტრფობაზე კარგი რა გვაქვს მითხარი, მის გარეშე ხომ თვალშიც ბინდია.

დრო გარბის...
გარბის...
არ უნდა დაცდა,
ჩვენში გრძნობების ქარიშხალია, გაურკვევლობის სევდიან წამებს ბოლო მოვუღოთ ჩვენი ვალია..."
 
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 20:05 | Сообщение # 193
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,დრო გარბის...
მიაქვს მას თავის წილი, ათასი გრძნობა თან მიაქვს საგზლად, ვინც ვერ მოასწრო გამოყენება, მისტირის წარსულს,
ქცეულა საწყლად.

დრო გარბის...
ჩვენ კი გაურკვევლობას,
ვერ დავაღწიეთ ვერცერთმა თავი, ათასი ღელვა,
ათასი შტორმი,
სევდების ზღვაში შევუშვით ნავი.

დრო გარბის...
გარბის...
განა დაგვიცდის,
ის თავის საქმეს ასრულებს წმინდად, ჩვენ, დღეს რა გვინდა,
ან რას განვიცდით,
დრო სულ არ ჯავრობს ამაზე დიდად.

დრო გარბის...
გესმის???
აქარვებს გრძნობებს, დაფიქრდი,
მივცეთ ამის უფლება?
დროს თუ გავატანთ სიყვარულს, მერე?
მერე ხომ გულში მოიღრუბლება.

დრო გარბის...
იქ, კი... სევდების ზღვაში... ჩვენ, რომ შევუშვით გულები ნავად, ამხელა დარდში,
ამხელა შტორმში,
რომ ჩაიძირონ?
ნუთუ ღირს ამად.

დრო გარბის...
მიაქვს გრძნობები საგზლად, ჩვენი სიცოცხლეც განა დიდია, ტრფობაზე კარგი რა გვაქვს მითხარი, მის გარეშე ხომ თვალშიც ბინდია.

დრო გარბის...
გარბის...
არ უნდა დაცდა,
ჩვენში გრძნობების ქარიშხალია, გაურკვევლობის სევდიან წამებს ბოლო მოვუღოთ ჩვენი ვალია..."
 
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 21:00 | Сообщение # 194
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,მეტკინა, როგორ არ მტკენოდა,
მე ხომ სულ არაფერს, არაფერს...
თოვლიან ბილიკებს ტკეპნიდა
ნაბიჯი... დარაბას და რაფას
ატყვია ნასროლი ცხელი მზე
და მზერა აფრენილ ალალის,
იმ დღეს შაშვს ვესროლე, რცხილაზე
იჯდა და შემშურდა ვალალი
გულღია, მომკვლელი, გულიდან
მოხეთქვა... და მე კი ხმამაღლა
ვერც ვჩივი, ვერც ვტირი... კურნავდა
ცრემლი ხომ დრო იყო... ამაღამ
გავატან, ან არა, გადარდებს?
ცრემლის მძივს გულისპირს დამაპნევ?
და თვალებს, ორი მზის სადარებს
ღრუბლები იფარე...საპალნე
ტვირთი და საგზალი ამკიდე,
რა აწევს, რა ათრევს ამდენ დარდს,
"ნუ მოხვალ" "ნუ მომწერ" და კიდევ
წარბი და თითი და... ადენდა
ღაწვებზე მზეს ცრემლებს... სინანულს
არ შველის ცრემლების დენანი,
თუმცა რის ცრემლები, მინავლულს,
გრძნობებს ვერ აგინთებს ვერავინ.
თითქოს და დამთავრდა... გავცქერი
განზე ვარ გამდგარი, გვერდიდან,
მჩქეფარე კასკადი, ჩანჩქერი -
ღაწვი და ყელი და მკერდი და...
ჩქერს ებრძვის, თავს იკლავს კალმახი,
ხარ-ჯიხვი თავს ახლის ქარაფებს...
მეტკინა, უღმერთოდ გამლახე,
მე ხომ სულ არაფერს... არაფერს
 
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 21:05 | Сообщение # 195
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირამდეა შავი სისხლით შავი თასი,
მზეო, ჩემში როდის, როდის აინთები...
მე სიკვდილი ნაფოტივით ავიტაცე,
თავს მადგანან ჯვრები, როგორც რაინდები.

გულს ნუ მატკენ თებერვალო, გულს ნუ მატკენ,
ცივი არ ხარ, ვინ დაგწამა თბილო, ცილი?
შენ არასდროს იყურები თბილად მათკენ,
ვინც გიწოდა ზამთრის ბოლო შვილობილი.

დავიღალე, შემიფარე შენთან, მამავ,
წამიყვანე, აღარ შემრჩა გემო დგომის...
ჩემს სიცოცხლეს შავი ლექსით ისე ვშხამავ,
რომ ახლოს ვარ ხმელ ფოთოლთან შემოდგომის."
 
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 21:06 | Сообщение # 196
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,ისევ მონატრება მომეძალა,
გული საგულეში არ ჩერდება,
შენთან მოვიდოდი რომ შემეძლოს,
უშენობა ძლიერ გამიჭირდა...

დღეა არეული ფიქრებივით,
ცივი, სევდის ფერი, ღრუბლიანი,
ღამე ტკივილებით გაჟღენთილი,
ზეცა მოწყენილი, ცრემლიანი...

შენი მონატრება მომეძალა,
გული საგულეში არ ჩერდება,
სიყვარული ისევ სულ თან დამაქვს,
გული დამიჯერე არ ბერდება...

ისევ მონატრება მომეძალა,
ისევ შენზე ფიქრში დამათენდა,
სიყვარული ისევ გულით დამაქვს,
სიყვარული არა, არ ნელდება..
 
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 22:28 | Сообщение # 197
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ არ ჩერდება ხელში კამათელი,
ასჯერ გავაგორე უკვე ორი იაქი,
ის რაც უნებურად სტრიქონს დავაკელი,
მექცა მარადიულ ტანჯვა - ფორიაქად...

მე და ჩემი ლექსი - ორი მოთამაშე,
ორი ყომარბაზი, ორი ბანქოს კაცი,
თავანს ჩავდივართ და სულ სიცოცხლეს ვაგებთ,
ასე ეტაპ-ეტაპ, ასე ნაწილ - ნაწილ...
 
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 22:30 | Сообщение # 198
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოი, ბავშვობის დღეები
ოცნებას დავემონები
მუდამ ლაღი და იოლი,
რატომ არ ჩემი წნორები,
რატომ არ ჩემი იორი.
ჩემი ზვირფასი გორები,
ძნები - კაცები ყვითლები,
თიანეთი და სწორები,
თიანეთი და ფიქრები.
მეზობლის ბიჭის ქორწილი,
ღვინო ეჯიბი მაყარი...
ურჩი ვაჯკაცის ბორკილი -
თმა მხრებზე გადანაყარი.
ოი, რანაირ გეძებდი,
ქალშავავ, შავი თმებითა,
ვინც მკლავდი, ვინც მახარებდი
გაყრით და შერიგებითა.
ოი, დღეებო ბავშვობის,
არასდროს დამიბრუნდებით,
დამტოვეთ, ჩუმად დამშორდით
და როგორც მტრედთა გუნდები
ცას გადაუვლით ბრძოლებით
და დამაღონებთ იოლად.
... რატომ არ ჩემი სწორები,
რატომ არ ჩემი იორი.


Сообщение отредактировал nukria - ორ, 25.09.2017, 22:31
 
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 22:35 | Сообщение # 199
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიცხიან ავზში ახლა ვნებები
ძილისპირულებს სულ არ აპირებს.
მზესთან ვეშვები,
მერე ვნებდები...
და ვკოცნი წითელ სულის ნაპირებს.
გარეთ ქვეყანა როგორც ჩიკორი
ისე ბზრიალებს...
სევდა კრიალებს...
და ვფიქრობ, როგორ გავაღო კარი,
პასუხი გავცე მტრებს და ტიალებს!
მაგრამ არა ღირს, ადამ ევადან...
ჩემს სამოთხეში მშვიდი სფეროა,
გარეთ სიბნელე სივრცეს ისრუტავს,
ჩემთან კვლავ ლბილი,
თბილი ჩეროა!
ქაოსი თითქოს ლეწავს კარიბჭეს,
დარდი მოდის და იბყრობს ზმანებას,
გონება დარდს კი არას ანიჭებს,
ისევ მარცხდება!
მერე ხარება!
ვერ მერევიან! დაბადებიდან
მე მოზაიკის ვსწავლობ აწყობას,
მხოლოდ ფერდის!
მხოლოდ ჟღერადის
და ბილიკების თეთრით გაწყობას!
საღამოს სიცხის ნისლი მოცურავს,
მხოლოდ ნისლია, მხოლოდ მისია
მახსოვს!
სულ მახსოვს...
ვისაც არ ახსოვს,
სევდა და დარდი სწორედ მისია!
ჩემს ჩეროში კი მადლი ელვარებს,
გრძნობაც,
იმედიც
და ძლიერებაც,
სიყვარულისთვის ვპოვებ ყვლაფერს!
და ასე მოდის ბედნიერება!
სიცხიან ავზში ახლა ვნებები,
ძილისპირულებს სულ არ აპირებს
 
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 22:36 | Сообщение # 200
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
..მთათა სიუხვე მაკვირვებს,
მინდვრის ყვავილთა ხალები!
უსწორ-მასწორო კლდეები,
უძინარი მზის თვალები...
ფეხს რბილად გადგამ გულ-მკერდზე,
ე, მანდ რამ არ თქვა ბრაზითა!
შემყვარებიხარ დღე-დღეზე,
ახლაც შენთან ვარ აზრითა!
მომენატრები უცილოდ,
რა მომასვენებს აწი, მე!
შენი ლოცვა არ მაცილო,
სულ ერთი ნახვით გამწირე!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость