პოეტი პოეტიშვილი - Page 21 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: სამ, 26.09.2017, 19:43 | Сообщение # 201
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სამყარო მაქვს შექმნილი,
ჩემი უსასრულო აზრები.
მინდა დედამიწას მივენდო,
მჯერა, ჩემი აღარ გახდები.

სული მოსვენებას არ მაძლევს,
გული ფეთქვის დროსაც ნელდება,
იქნებ გადავლახო სირთულე
რადგან ყოველივე მბეზრდება...

იქნებ გადამრიოს ცხოვრებამ,
ცაზე დაგიქარგავ ოცნებას,
მერე მომენდობი ბოლომდე,
წამს ვთხოვ უაზროდ ნუ მოცდება...

სითბოს დაგიხატავ სხეულზე,
გრძნობას ჩაგისახლებ მუდმივად,
ისევ გამომხედავ ლამაზად
და მე არ აღგიქვამ გულგრილად.

შენთვის დავაძინებ ყველაფერს,
რაც კი ტკივილებად გატყვია,
მერე მოგეხვევი სათუთად
-შენი სითბო როგორც მაკლია...

თვალზე მოგაშორებ მაგ ცრემლებს,
ჩემთვის ტირილი რომ გაბედე,
ვიცი არასოდეს დამტოვებ
და მე შენთვის მეთქვა გავბედე.

შენი სიყვარულის მონა ვარ,
შენი მარტოობის წამალი,
ისევ გაგრძნობინებ იგივეს,
ჩემი დედამიწა აქ არის.

სუნთქვას გავანელებ თუ გინდა
და შენზე აგიღწერ დუმილსაც,
როგორ გამიჩინე დარდები,
როგორ მიმაჯაჭვე წყურვილსაც.

ერთხელ მათქმევინე სათქმელი,
მერე ვეღარასდროს მიხილავ,
იქნებ დაგაფიქროს ამ სიტყვამ,
იქნებ იფიქრო, რომ გიჟი ვარ.

დიახ, შენ რაც გინდა გაბედე,
ჩემი ქმედებებით მოვდივარ,
მაინც მოგიპოვებ, გპირდები,
შენი სიყვარულის ლოდი ვარ.

შენი საიდუმლოს ამხსნელი
გადარევამდე რომ მიზიდავ
უკვე ვეღარაფერს ვერ ვხედავ
იქნებ ახლა უკვე სხვისი ხარ.

არა, შენს თავს არვის დავუთმობ,
ამის გაფიქრებაც არ მინდა,
ჩემში ჩასახლებას გთავაზობ,
ძველი დაივიწყე - გაფრინდა.

წლები უფლებას არ გვაძლევენ
სხვისი ერთგულებით ვიაროთ,
მხოლოდ ჩვენებურად წარვმართავთ
მხოლოდ მე და შენში დიალოგს.

სხვა ვერ ჩაერევა გრძნობაში,
ამის უფლება ხომ არა აქვთ,
პასუხს ვაგებინებ, ვფიცავარ,
მე ხომ ინტერესი აქა მაქვს.

არსად დამრჩენია სინდისი,
ვერას დააკლებენ ტკივილებს,
მჯერა, ამომირჩევ მუდმივად,
ადრე განვიცდიდი იგივეს.

მაგრად მეყვარები გპირდები,
ოღონდ შენი თავი მომანდე,
სულის დაფერფვლამდე შენი ვარ,
მეც ხომ არსებობა მოგანდე.

მე მარტო ვერაფერს გავხდები,
შენი თანადგომის გარეშე,
ერთად გადავუფრენთ ვარსკვლავებს,
მერე თუგინდ ერთხელ გარეკე.

ასე დავასრულე ფიქრები,
ჩემი არასდროს რომ გახდები,
იქნებ აცრუება არა ღირს,
(ისევ მიცივდება დარდები).

ასე გაგრძელდება ცხოვრება,
ჩხუბი დაამძიმებს გრძნობას,
მაგრამ შენთან ყოფნა მჭირდება
ერთად გადავლახავთ ბოღმას...

უკან არაფერზე დავიხევ,
შენზე წავიკითხავ სტრიქონებს,
ლექსი მოგიძღვენი ასეთი,
გული არსად გიშვებს, გიტოვებს...
ავტორი :ბექა კეკელია.
 
nukriaДата: სამ, 26.09.2017, 20:33 | Сообщение # 202
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამინთე შუქი, რადგან გულიც ვერაფერს ხედავს,
ამინთე შუქი დარჩენილა, რადგან წამები,
ჩემს ვიწრო სარკმელს მოეფინა უცნობი სევდა,
ჩემს მწუხარე ხმას დაეუფლნენ უცხო ძალები...
ამინთე შუქი, რომ სიბნელემ დამტოვოს მალე,
ამინთე შუქი, რომ ვიხილო შეუცნობელი,
რომ ცოდვიანი ბილიკები დათოვოს ხვალემ
და წმინდა გზაზე შევირიგო შვილმა მშობელი..
 
nukriaДата: ხუთ, 28.09.2017, 22:25 | Сообщение # 203
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადაც ნათელი არის სულ იქ ცა
სადაც არავის არავინ არ სძულს,
ჩემი ოცნება სამოთხედ იქცა
რადგან სიცოცხლე მე უკვე არ მსურს.
------------------------------------------
ვინ ვარ?არ ვიცი მე ზოგჯერ თავად
ვერ გავრკვეულვარ საკუთარ სულში,
თქვენ ვერ გაიგებთ რატომ ვარ ავად
თუ არ ჩამხედავთ საცოდავ გულში.
-------------------------------------------
ჩემი მფარველი,ეს არის ღმერთი
არ ჩამოვრჩები არავის ძმობით,
მინდა რომ მყავდეს მე მხოლოდ ერთი
ვინც მიპასუხებს იგივე გრძნობით.
-----------------------------------------------
განა ბევრს ვითხოვ?მითხარით ხალხნო!
ნუთუ ასეთი რა ვთქვი მე რთული?
იქნებ მე ვცდები ხოოო?აბა რა ხო?
დღეს ხომ სიყვარულს განაგებს ფული.
 
nukriaДата: ხუთ, 28.09.2017, 22:29 | Сообщение # 204
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითქოს არევია მთვარეს ბილიკები,
ძებნით გადაღლილი აქვე ჩამომჯდარა.
სახეს შეჰყინვია გრილი მიმიკები,
ვხედავ აჟრიალებს ჯერაც არ გამთბარა...
მოდი ჩვენებურად ისევ შევიშალოთ,
ისევ გავახუროთ ღამე გაყინული,
ტალღით გავიწუწუოთ, კოცნით შევიმშრალოთ,
გავამხიარულოთ მთვარე გარიყული!
მოდი (შენებურად) , ისევ დაგნებდები,
მორცხვი გულისპირი ურცხვად გადაღეღე!
ღაწვებაფაკლებულ ვნებად დაგეგები...
მერე შავი ღამე თეთრად გადაღებე,
ანდა ცოტა საქმე მთვარეს დაუტოვე,
ლამის, უსაქმურად, სულ მთლად გაიყინოს,
უცებ დაფაცურდეს, ქვებში დაკარგული,
შენი აწყვეტილი ღილი გვაპოვნინოს!

მელი თურმანიძე
 
nukriaДата: პარ, 29.09.2017, 20:56 | Сообщение # 205
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადღაც მწვერვალებს აუტეხავთ დავა ერთ-ურთში,
სადღაც სისველით დანაბინდებ ნისლებს ელიან
და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში,
ნეტავ ღმერთები ჩემს სიგიჟეს რას უშველიან?!
სადღაც სასმისებს გადადიან ხელიდან ხელში,
სადღაც ირაო შემოხაზა არწივმა ცაზე,
მოსწყდნენ ზვავები, მყინვარიდან დაეშვნენ ხევში,
სვანური ეშხით დანაჭექებ "ლილეოს" ხმაზე.
სადღაც ვაჟკაცი ისე უცქერს, თითქოს ემდურის,
ქალიშვილს ვინმეს, მზეთუნახავს, ბროლის ყელიანს,
სადღაც დაჭრილი ცხოველივით ბღავის ენგური,
მთებში ტყეები საუცხოო ჰანგებს მღერიან.
და ვდგავარ ასე, მოზღვავებულ გრძნობებით გულში -
მთელი სვანეთის სათქმელს ვეტყვი ლექსს მეშველიანს -
და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში,
აბა ღმერთები მე უბედურს რას მიშველიან?!
 
nukriaДата: შაბ, 30.09.2017, 00:00 | Сообщение # 206
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოვწყდით ატმოსფეროს ბურჯი პლანეტებით,
ქალაქს იშვიათი მწუხრი მოედება.
რაღაც სულიერზე მეტის გამეტებით,
ღამეს უძილოთა შევრჩით პოეტებად.

ალაგთ თაყვანი და ჯაბანთ განაჩენი,
ყველას ჩვეულებრივ უწევს შეჯერება.
მორჩა ყველაფერი გარდა დანარჩენის
და ის დანარჩენიც დიდად მეჩვენება.

დილაც უშნოა და უშნოდ იღრინება,
თითქოს საიდუმლოს მოწმედ ვეგულები,
მე კი უხილავი უკვე ვიხილე და
რაღაც მარადიულ განცდას ვეგუები.
უნდო აბრაგივით ვუცდი შებინდებას,
თითქოს, ავი მქონდეს მისთვის განზრახული.
ღმერთო გულწრფელობა ამგვარი შემინდე და
შეხედე, რომ ვერ გხედავ, ნისლია გაზაფხულის!

ნამია ფილტვებში და თვალებში სიმარტოვე.
სიმაღლე თავხედობის ერთხელაც მაპატიონ.
დადგება დუელი და ერთგულიც მიგვატოვებს,
დავრჩებით სეკუნდანტთან მე და თქვენ გალაკტიონ!

უმტვრიონ დარაბები, სასახლეს გუმბათიანს!
ყველაფერ გენიალურს მოჰყვება აპათია.

თ.ელიავა
 
nukriaДата: შაბ, 30.09.2017, 00:24 | Сообщение # 207
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვრემალებით მზერა ნამთვრალევში,
ყვითლად გამითენდა ქუჩა დათოვლილი თანაც ნაგვიანი,
ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება ბოღმით ვათარეშე
ისე ჩაგეძინა ვეღარ მოგისწარი დღემდე ვაგვიანებ..
პალტოს საყელოზე მესხა არაყი და მეცხო მირონივით
მარად დამებედა ღამის გასათევად ბაღი თარიანი..
ღილებს შეგიკრავდი ღილებს დაგითვლიდი ისე ირონიით,
მაგრამ გაგეღვიძა ვეღარ მოგისწარი დღემდე ვაგვიანებ...
მსგავსად პერსონაჟის ცუდი ნოველიდან ხელში შეგიკალი
სახლი აგირიე მარტის ნაირია ახლა ამინდები
შენ კი არაფერი ჩუმად მიპასუხე ''პალტო შეიკარი, პალტო შეიკარი ქარია გაცივდები''
მთვრალი ჯელტმენების ეპოქაა ჰოდა გამიმართლებს
დილა ნამიანი უფრო ოკეანედ რატომ მეჩვენება?
შენ კი არაფერი მშვიდად მიპასუხებ ''ბეჭებში გაიმართე''
აი გავიმართე გაბღენძილობა თუ მეშველება
თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვრემალებით მზერა ნამთვრალევში,
ყვითლად გამითენდა ქუჩა დათოვლილი თანაც ნაგვიანი
ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება ბოღმით ვათარეშე
ვეღარ მოგასვენე ვეღარ მოვასწარი დღემდე ვაგვიანებ..

თ.ელიავა
 
nukriaДата: შაბ, 30.09.2017, 00:52 | Сообщение # 208
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა ტყეს ჩეხავ, ნაფოტისგან არ ხარ დაცული,
როცა ომში ხარ, მუდამ უნდა ელოდო ტყვიას,
რაც აწმყო იყო, სულ ერთ წამში ხდება წარსული,
და ყოველივე დროს ულმობელს ხარკივით მიაქვს.

დღეს სხვას ახარებს ქალი, ერთდროს რომ ერქვა შენი,
ცხოვრება ბლეფი, მუდამ ბრძოლა და თამაშია,
ძმად დაგისახავს მოსისხარი, ორსახი მტერი,
მოკეთეს არ ცნობ, აქ მოკეთე დაბალ ფასშია.

ყველაზე მთავარს, ვაგლახ, მუდამ ვხვდებით ბოლოში,
ბოლოში ვხვდებით, რაც ნაღდი და ფასეულია,
გინდა სცენაზე გაიბრწყინო სულ ახალ როლში,
მოიხედავ და... ფარდა უკვე დაშვებულია.

/გრინ ბარეტი/
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 19:41 | Сообщение # 209
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავით
დღეს შენს ნატერფალზე
ყირას გადადიან,
მამულს სანამყენე ვაზიც გაუკაფეს.....
კატებს აყეფებენ ავხორც- ავსულები
ქართველს აგინებენ....
სულში აფურთხებენ...

თურმე შენი დროის
გადასახედიდან
გმირი კი არა და,
სხვათა მაოხარი
უფალს როგორ შესთხოვ,
დავით, პატიებას?
რამ დაგაწერინა "ცოდვის გალობანი"???
ღმერთო,
რა უჯიშო მოდის თაობები,
თურქებს აულოკონ
ლამის საჯდომები...
თურქი საუკუნო
თურმე მეგობარი.......
შენ დროს " დიდთურქობა" არი შენი ბრალი......
ააყირავებენ დრონი ისტორიას...
რადგან დრო მეფობსო,
დრონი მედროვეთი.......
ღმერთო, ღალატისგან როგორ დაგიფარო???
მამულს მოსდგომია მტერი ახლობელი.....
რაის მკისრებელნი
ყირას გადადიან...
კატებს აყეფებენ ავხორც-ავსულები......
დავით, წამოდექი,
ქართველთა საოხად,
ერთხელ დაიქუხე " ცოდვის სინანული"თ
/მზია მუსაშვილი/
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 19:52 | Сообщение # 210
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბალადა პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე

1962 წელს რიო დე ჟანეიროს მახლობლად
ცეცხლმოდებული თვითმფრინავი ოკეანეში
ჩავარდა. პროფესორმა ჟორდანიამ თავისი
მაშველი რგოლი ერთ უბილეთო გოგონას
დაუთმო, თვითონ კი ცურვა არ იცოდა და დაიღუპა.

***
მკერდშენგრეული ბოინგი მკვდარ ვეშაპივით ტოკავს,
ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს ტოგა.

ჯგლეთა...ყვირილი...ჩოჩქოლი...და განწირულთა შიში
ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს.

ისვრის შტურმანი ბრძანებებს... მაშველ რგოლივით ისვრის,
ჟილეტს იცვამენ... ძებნა აქვთ სკამის ნატეხის, ფიცრის.

კარს აწყდებიან ზრიალით... ზღვაც იფოფრება სამტროდ,
ამ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს.

და როცა მთლად შეიშალნენ მოსალოდნელი საფრთხით,
ბავშვის ტირილი გაისმა, როგორც ჭყლოპინი ბარტყის.

უბილეთოა გოგონა... და უპირველეს ყოვლის,
არც ჟილეტი აქვს საბრალოს, და არც მაშველი რგოლი.

ვიღაცამ რგოლი მოიხსნა...თავი გადადო მსხვერპლად...
და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა.

„დედაენით“ გაზარდეს, მეგრულ იავნანურით,
ავთანდილის ანდერძით, ცოტნეს ცხენის თქარუნით,
საწყალ ხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით,
მაგრამ პირველ ყოვლისა, ბავშვების სიყვარულით
ფრთებს ისხამენ ქართული ჯეჯილ-სალამურები,
მგლის ლეკვები ქართული, ქართული ამურები.

თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, ო, დიდი ერის, მისის,
ქვეყანამ იცის ამიტომ დიდებულება მისი.

თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, მაგრამ იცოდეთ ბარემ,
არის პატარა კოლხეთიც - დიდთა რაინდთა მხარე.

მისის, თქვენ უკვე გათხოვდით, თქვენ უკვე გქვიათ დედა,
ბედნიერი ხართ ძვირფასო, ბედნიერი ხართ მეტად,
და ვინც სიცოცხლე გაჩუქათ, თუ გახსენდებათ ნეტა?

თქვენ გესიზმრებათ ის კაცი, და ვერ ივიწყებთ, რადგან
მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარვანდედად ადგას.

მობრძანდით, როგორც შვილობილს, ისე მიგიღებთ, მისის,
მობრძანდით, ძველი ერი ვართ, ვის როგორ დავხვდეთ, ვიცით.

გვიყვარს მზე, მთვარეც ქართული, მაგრამ ორივე მგონი, ცად გვიკიდია სტუმრისთვის, როგორც მაშველი რგოლი!

შოთა ნიშნიანიძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость