პოეტი პოეტიშვილი - Page 22 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 19:53 | Сообщение # 211
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუთუ ფიქრობთ,რომ ვინც იცინის ბედნიერია?!
გულის ცრემლები,ხომ თვალებამდე არასდროს მოდის მორგებულ ნიღბის ტარება კი მშვენიერია,
რომ დაიმკვიდრო აქ ადგილი,ადამთა მოდგმის

ნუთუ ფიქრობთ,რომ ვინც გვერდში დგას მეგობარია?!
აქ ანგარებამ გამოცალა ღალატის თასი,
არავის ენდო! შენს თავსაც კი- ვინც გაბარია
გროშად ჰყიდიან, მეგობრობამ დაკარგა ფასი

ნუთუ ფიქრობთ,რომ ეს გრძნობებიც არის ნამდვილი?!
აქ მრუშობასაც სიყვარულის სახელი ჰქვია,
დღევანდელ დროში ფულით ყიდვა არის ადვილი
ხალხის გულებში ანგარების სურნელნი ქრიან

ნუთუ ფიქრობთ,რომ სუყველა ,,კაცია-ადამიანი''?!
ყველა თამაშობს,ზურგს უკან ჩუმად გირევენ ნაბიჯებს
და ამ დიდ წარმოდგენაში თუ არ აღმოჩნდა გვიანი
ცხოვრების შავ-თეთრ ფურცლებზე მაშინ ამოშლი ნაბიჭვრებს...

გიორგი ქადაგიძე
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 19:55 | Сообщение # 212
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხალხი რას იტყვის,რომ გრძნობა გავამხილო,
ხალხი რას იფიქრებს უყვარსო ოხერტიალს
ღმერთო დამეხმარე თვალი გავახილო,
ვეღარ ვუმკლავდები ფიქრში ამ ხეტიალს.

ხალხი რას იტყვის,რომ საქმე გავაკეთო
გულით დავაპურო ყველა მათხოვარი,
ხალხი რას იტყვის,რომ ვცადო სასიკეთო
ყველას შევუსრულო მცირე სათხოვარი.

ხალხი რას იტყვის,რომ ძველმოდურ დროზე
ქართულად მეცვას,ვუსმინო ქართულს
უცებ გამკიცხავენ არაფრის ფონზე
ევროპულობის გრძნობებში გართულს.

ჩასაფრებულად დასაკორტნად,როგორც სვავები,
კბილწამოსაკრავ ლეშს ეძებენ საკიცხ მასალად
ზიზღნარევ მზერას მადევნებენ ანჩხლი,ავები
ჩემ ცხოვრებასაც განკითხავენ მე ვინ მაცალა.

"ხალხი რას იტყვის?"-რაც უნდა ის თქვან!
დარდი არ გქონდეს ამ სამი სიტყვის,
კოჭით-ყელამდეც,რომ შეიმოსო
ხალხს რაც სწადია მას მაინც იტყვის.
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 20:03 | Сообщение # 213
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლოთი არა ვარ! მთვრალი ვარ,
ღამე თეთრი და გრძელია,
კარგი, გავქრები ხვალიდან
თუმცა, ძალიან ძნელია.

აი, ჩუმად ვარ მიყურე,
თოვლიც მოვიდა თავნება,
მივყვები წყეულ რიკულებს,
თუმცა აღარსად მთავრდება.
არ ილევიან რელსები,
ვხატავ ღამეთა ნალექებს,
თოვს და
ყინვისგან ვსველდები
ფიქრი მიყინავს საფეთქელს.
დამჩემდა თავის მართლება,
ვიცი ნელ ნელა გზიზღდები,
ღამეც ჩემსავით დათვრება,
ღამეს არ უნდა მიზეზი.

ნეტავ შეგეძლოს წამიღო,
ნეტავ გამიძლო (ვბოდავ) და
ნეტავ საერთოდ არ ვიყო,
ან გადარდებდე ოდნავაც.

ლოთი არა ვარ! მთვრალი ვარ,
ღამეს არაა აქვს ნამუსი,
შენზე მაფიქრებს თავიდან,
ცოლივით ზრუნავს ბახუსი.

არ მაკლებს სითბოს, ფერებას,
ფრანი ვარ, ცაში ვიჭრები,
ნეტავი რა მემღერება,
ოხ, ამის, როგორ მ ჭ ი რ დ ე ბ ი!

(რამ პარა რარა, რა, რა, რა)

რა გულიანად ვიღიმი,
როცა ლანდ მივსდევ კვალდაკვალ,
როცა ბანს მაძლევს ღიღინი.

ერთად არა ვართ მე და შენ
რა მემღერება ფუ, ამის,
თვალზე წვიმები შეიშვრე,
ნუ ელოდები ნურავის.

ლოთი არა ვარ! მთვრალი ვარ,
ვმღერი და სახლიც ახლოა
კარგი, გივიწყებ ხვალიდან,
თუმცა რა ვიყო მ ა ხ ს ო ვ ხ ა რ!..

მოდი.. ერთხელაც მომენდე, წავალ გავქრები
რა მოგდის...?
ასე გპირდები ყოველდღე,
თუმცა არასდროს გამომდის...

დავით კინწურაშვილი.
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 20:28 | Сообщение # 214
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე განაბული ვუსმენდი თოვას
და თოლიების ძახილს შორიდან,
მე თითქოს წამით ფრენა დავიწყე
ფიფქებთან ერთად ცეკვა მომინდა.
მივუყვებოდი დათოვლილ ქუჩაას
მე მიხაროდა თოვლი, და მაინც
თითქოს ველოდი მწვანე მდელოებს
და გაზაფხულის ნარნარა მაისს.
რაღაცა მაკლდა და თან მავსებდა
ფიფქების ლაღი ფარფატი ცაში,
როგორ მინდოდა მენახა მაშინ
მზიანი დილა, დათოვლილ მთაში.
შორს ცის კამარამ ბნელით მოცულმა,
ვეღარ გვაუწყა სინათლე დილის,
ისევ თოვს ისევ ცეკვავს ფიფქები
ქარი კი, სულმოუთქმელად კივის.
დილა წვდიადით მოცულა ისევ,
აღარსად მოჩანს სიცოცხლის წვეთი,
და, მაინც თითქოს გული მიგრძნობს რომ
მალე ბუნება აღდგება მკვდრეთით..!
ისევ მივყვები დათოვლილ ქუჩას,
ვუყურებ როგორ ცეკვავს ფიფქები,
თან მზის სხივების სითბომ დამათრო
და ამერია თითქოს ფიქრები.
რაღაც მაკლდა და ცეკვა მინდოდა
ცელქ და თავგასულ თოვლის ფიფქებთან,
ისევ და ისეც თოვას იწყებდა
გული კი ამდენს ვეღარ იტევდა.
დათოვლილ მთისკენ მიმიხაროდა,
მე, მიხაროდა თოვლი და მაინც,
გული ელოდა მწვანე მდელოებს
და გაზაფხულის ნარნარა მაისს..!
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 21:11 | Сообщение # 215
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ბედობაა... აუხდენელი ოცნებების,
ნუ დაიბედებ, ცივ ქარტეხილებს...
თვახედობაა, ჩემი მხრიდან, შენთან თამაში!
და შენზე ფიქრი, ვითომ ღამეს რომ მატეხინებს...
მე და შენს შორის უფსკრულების არის ლამანში...
ჯოჯოხეთია, გზააბნეულ ორი სულისთვის...
და ამ ორიდან გადარჩება მხოლოდ ერთ-ერთი!
და ერთადერთმა ღმერთმა იცის, ალბათ - რომელი...
ნუ დაიბედებ ჩემს სიყვარულს! მე ვარ დემონი...
მე ვარ სატანა... ვოლანდი ვარ და ბელზებელი...
ლუციფერი ვარ... ქვესკნელების ვარ ჰეგემონი
და სივრცეებში მიმოფანტულ ქართა მპყრობელი...
პლანეტები ვარ გადამწვარი... მათი მზეები...
და გალაქტიკებს დემონიურ ფეხებს ვაბიჯებ...
ნუ დაიჩემებ ჩემს სიყვარულს, ქრისტეს გაფიცებ, -
იქნებ როგორმე გადამირჩე - ღმერთის გულისთვის!
დღეს ბედობაა... დაიბედენ ჩემზე არფიქრი!
ანგელოზები დაიბედე... სამოთხეები...
გიო საჯაია
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 21:23 | Сообщение # 216
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღა ეგაზაფხულ-ემარტება,
იტყვიან ქალიაო თმაჭაღარა,
ვერ გრძნობს ასაკი რომ ემატება,
ნუთუ ოცნებებმა არ დაღალა...
თურმე სიყვარულზეც წერსო ლექსებს,
ცეკვავს, სახლს რომ მარტო დაიგულებს,
თურმე ერთხელაც არ დაიკვენებს,
მკლავზე ეფერება თაიგულებს.
ისევ თამამია მისი მზერა,
წლებმა როდის უნდა დაადინჯოს?!
ალბათ, იმას ცდილობს ბედისწერა,
იქეთ შეშალოს და გააგიჟოს.
მიდის, გზას მიჰყვება ნებიერი,
გულში რა აწუხებს, ვინ რა იცის,
იქნებ სულარაა ბედნიერი,
მაინც არ იშურებს ალალ სიცილს.
მხრებიც დაღლილი აქვს,
ალბათ მუხლებს ძლივსღა მიათრევს
და ისევ ვნებით მღერის,
ტკივილებსაც არვის უმხელს,
უყვარს ძველებური გატაცებით.
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 21:31 | Сообщение # 217
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამტოვე ამ უცხო, ბოდვიან ქალაქში,
შენზე მოჯაჭვული გრძნობების ხუნდებით
და ბევრჯერ გარეცხილ ფერად ნაჭერივით,
ვგრძნობ, რომ ვიცრიცები,
საოცრად ვხუნდები...
სიშორე... პანელზე გამოსულ ქალივით
გულში ჩაგიხუტებს, ნაბიჯებს აგირევს...
მე ისევ შორსა ვარ... დამშრალი ტუჩებით
თუ არ დამეწაფე, ჩემს თავს სხვა დაგილევს.
ზეცას შეაწმინდა უცნობმა მხატვარმა
ვარდისფერ გუაშში დასვრილი თითები,
ჩემი მარტოობის გრძელ წინადადებას
როგორც ლოგიკური წერტილი, სჭირდები.
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 21:33 | Сообщение # 218
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომხედე! ახლა ერთგულება ისე მჭირდება,
გავნიავდები, გავქარდები ზეცაში ვიდრე,
მომხედე ახლა, შეგრძნებების ცეცხლი ღვივდება,
და შენკენ ისევ გაგუდული ძახილით მიწვევს.
გადავცდით მზისგან აყვავებულ თოვლიან ხეებს,
დროსაც ვაჩუქეთ ფრაზები და სივრცეებს ვერწყმით,
ჩვენ ჰაერი გვაქვს საერთო და მთლიანობისთვის,
როგორც არასდროს, ახლა ისე გვჭირდება ფრთები.
ისუნთქე ჩემით, საფეთქელზე დამაწვი ბაგე,
რომ მერე ჩვენი შემოდგომის ფოთლებს ვეურჩო,
რომ ვიკამათოთ, დამაჯერე როგორ გაკლივარ,
ვიეგოისტებ და ათასჯერ გეტყვი - მე უფრო.
მომხედე, ახლა, საზღვრებიდან როცა გავდივარ,
არდაბრუნების აპათია არ დამემართოს!!!
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 21:42 | Сообщение # 219
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ყველა ქალში შენს თვალებს ვხედავ
მე ყველა ქალში შენს ტუჩებს ვკოცნი...
მიყვარხარ ისე, რომ იქცე მზედაც
შევისხამ ფრთებს და ზეციდან მოგხსნი.
თუ ქალი მიყვარს, ეს ქალი შენ ხარ!
მიყვარხარ სხვაზე არ გაცვლის ნიჭით,
თუ ვცოდავ, ისევ გღალატობ შენთან
და ზოგჯერ ასე ღალატიც მიჭირს.
შეძრული სულით, შიშველი ვნებით,
გელტვი და მარად სურვილად მექეც,
შენ ერთი მწამხარ განგების ვნებით
და ალბათ შენი ბრალია ეგეც.
მეღვრები სულში ოცნების წვიმად,
გავახელ თვალს და შენ გხედავ ამ დროს.
მე ბრმა ვარ სხვათა მშვენების მიმართ,
მე მხოლოდ შენი მშვენება მათრობს.
მე ყველა ქალში შენს სახეს ვხედავ,
და ყველა ქალთან შენს ტუჩებს ვკოცნი...
მიყვარხარ ისე რომ იქცე მზედაც,
შევისხამ ფრთებს და ზეციდან მოგხსნი!!!"
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 21:44 | Сообщение # 220
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პერანგზე ბოლო ღილს ნურასდროს შეიკრავ,
თამამი მზერისას წამწამებს
ნუ დახრი,
ვნებების სადავეს
ნუ ანდობ "შეითანს",
ისედაც უტიფარს
სიმორცხვეს ნუ გამხდი. და თორემ საცაა
გავრისკო ალერსი.
(რომ ლტოლვა შემოსე უბიწო ქლამიდით)
ლავიწებს გიკოცნი
სურვილებ ალეწილს,
შენს მკერდზე
მიწოლილს
მერევა ამინდი.
ცოტა ხარ, არ მყოფნი
გაგთვალეს დოზებად
რომ უფრო მომინდე,
რომ უფრო მეტკინო.
გავბედავ მოვიდე,
მეტამორფოზებად,
ვნებებად მოვდინდე,
ჯანდაბას "დესტინო".
ჯანდაბას ყოველი
წესი და ქარაგმა,
ყოველი კოდექსი,
ყოველი დოგმატი.
შენი თმის სურნელში
მომინდა დაკარგვა,
"დრო დადგა შევცვალოთ
მცნებების ფორმატი".
ტუჩებზე ჯერ ისევ შევიგრძნობ ნიკოტინს, ურცხვია სიმშვიდე რომელსაც მიღვიძებ.
მაგ მოტკბო ყავისფერ ირისებს გიკოცნი,
მინდიხარ,
გშორდები,
მიყვარხარ,
გივიწყებ.
..........
პერანგზე ბოლო ღილს ნურასდროს შეიკრავ, თამამი მზერისას წამწამებს
ნუ დახრი,
ვნებების სადავეს
ნუ ანდობ შეითანს,
ისედაც უტიფარს
სიმორცხვეს ნუ გამხდი.

... და თორემ საცაა
გავრისკო ალერსი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость