პოეტი პოეტიშვილი - Page 23 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 21:52 | Сообщение # 221
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თოვლი მეგონა, მაგრამ წვიმას გავულუმპივარ,
დავრჩი მარტოკა მთიულური ნაბდის ამარა
ამ ცხოვრებაში არცერთ არწივს არ გავურბივარ
ყვავს გავექცევი, თუ ჩემს თავზე შეჰკრა კამარა.
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 22:00 | Сообщение # 222
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა მოვკვდებოდი… (ბევრჯერ დამიწუნეს
წერა სიკვდილზე და, მაინც მეწერება)
გულზე დავიწყობდი მინდვრის თაიგულებს, –
ღიღილოების ან, მშვიდი ენძელების…

მზერას გავატანდი წყაროს სამღარიანს,
ღიმილს – მაისის ქარს, – ხეებს დაურიგოს.
სადღაც ნიკორები მიწას ჩაბღავიან…
დები იტირებენ ალბათ “ძამულიკოს”.

მერე დაიწყება წლები დავიწყების,
ცელით დაატყობენ მიწას ნაბილიკარს…
ძვლები გათეთრდება, – დედის საფიცრები,
მხრებში მოიხრება ძველი ბაზილიკაც.

მეხი დააფეთებს სადღაც მიკიოტებს.
(ნატვრით როდის იყო, გზები მოკლდებოდნენ!)
მე ახლა მზისკენ უნდა მივდიოდე,
ჩემი კლდე-ბილიკით უნდა მივდიოდე,
ხევებს და ქარიშხლებს უნდა მივკიოდე,
თუმცა… რომ შემეძლოს, ახლა…

მოვკვდებოდი…
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 22:03 | Сообщение # 223
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაჩუქეთ ფუნჯები! __ დახატვა მომინდა!
ფერები დამაკლდა, სითეთრე მომიხდა!
დრო ცივი მუქ ფერებს, თავისით მოიტანს,
მაჩუქეთ ფუნჯები, __გრძნობები მომიკვდა!
მაჩუქეთ ფერადი, ფერადი ფუნჯები,
ბავშვივით ვიგიჟებ, ბავშვობა მინდება...
ღმერთო დაიფარე, ეს გულის ტკივილი,
ტკივილი, რომელიც ფიქრებით მიქრება!
მაჩუქეთ ფუნჯები, ახალ წელს მაჩუქეთ,
ლამაზი ფუნჯები სიცოცხლეს უხდება,
მაჩუქეთ ფერები, ცხოვრების ფერები,
ხომ გახსოვთ ეს გული უფეროდ წუხდება !
მაჩუქეთ ფუნჯები! __დახატვა მომინდა,
ბავშვივით ვიგიჟებ, ბავშვობა მინდება!
მაჩუქეთ ფერები, სიცოცხლის ფერები,
მაჩუქე ფუნჯები, გრძნობები მიკვდება!
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 22:06 | Сообщение # 224
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე გპირდებოდი რომ დავწერდი შენზე ვრცელ სტროფებს,
და ჩემი ლექსი არ იქნებოდა მსგავსი სხვა ლექსთა,
რადგან დიდია სურვილი რომ ახლა მოვყვე,
ყველა სათქმელი რაც ოდესმე მსურდა რომ მეთქვა.
ბონჟუუღ მუსიე,კომანტ ალე ვუ?
მინდა გითხრა რომ არ უხდება შენს სახეს სევდა,
გთხოვ გაიღიმო,სიხარული მოვა რამეთუ,
არ შეუძლია გულს სხვაგვარად ყოფნა და ფეთქვა.
მე ვიცი,ჩემო,რომ ძალიან ხშირადაც გტკივა,
სევდანარევი ღიმილია ამ დროს ნიღაბი,
და როდესაც დაიწყება შენს სულში წვიმა,
ზიხარ და ფიქრებს სტრიქონ-სტრიქონ ლექსად იძახი.
მე ისიც ვიცი,რომ გიზიდავს ლექსების წერა
და ლექსის ბწკარებს აქსოვ ყველა გრძნობას და მიზანს,
მერე დაჯდები გაუკიდებ სულ ბოლო ღერს და
გააბოლებ ისე როგორც პოეტებს გიყვართ.
მე გპირდებოდი რომ შევძლებდი შენზე დაწერას,
მაგრამ დროდადრო,წამდაუწუმ აზრი მიწყდება,
რადგან სიტყვები ვერ შეძლებენ აზრის აღწერას,
და დარჩებიან ისევ ისე ფერად სიტყვებად.
მე ისიც ვიცი რომ ტყუილები არ გიყვარს რადგან
მუდამ გახრჩობდა სიყალბე და ფალსი სიტყვები,
ცდილობ არასდროს არ შეგეტყოს წყენა და დაღლა,
არადა ზოგჯერ როგორ ძლიერ,როგორ იღლები.
მე ისიც ვიცი ზოგჯერ ფიქრობ არაფრად არ ღირს,
ლექსების წერა,სხვებზე ზრუნვა,სიცოცხლე თუნდაც,
ბოლოს ფიქრით და ამ ცხოვრებით ბოლომდე დაღლილს,
გიპყრობს სუჩუმე რომ განაგრძო კვლავ მშვიდად სუნთქვა.
მე ისიც ვიცი რომ იწვევენ რითმები ლომკას
და კაიფია ამ დროს მხოლოდ გრძნობებზე წერდე,
ესთეტიკურად გადმოსცემდე თუნდ მძიმე ცოდვას ,
მერე მოგბეზრდეს და დაწერილს სასტიკად ხევდე.
მე ისიც ვიცი რომ არასდროს არ იხევ უკან,
თვლი ყველას სუსტად ვინც უჩუმრად დახარა თავი,
ყველა კრიტიკოსს ერთიანად მიიჩნევ ფურთხად,
შენ ხარ ერთი და შენი მსგავსი არავინ არის.
დაისადგურებს ზოგჯერ შენში ქაოსი სრული,
მაგრამ არასდროს უერთდები 'ნიღბის მასკარადს' ,
მთელს შენს ოთახში გამჯდარია თუთუნის სუნი,
რადგანაც ხშირად მოწევის და არყის მადა გაქვს.
მე ვიცი,ჩემო,გადალახავ ყველა ბარიკადს,
დაჯდები მერე და მაგ ღიმილს მოჰფენ სამყაროს,
მე შენი სევდა ჩემს სევდაზე მეტად არ მიყვარს,
და შენს სახეზე მსურს ღიმილი უხვად დავთვალო.
ბონჟუუღ მუსიე,კომანტ ალე ვუ?
მინდა გითხრა რომ არ უხდება შენს სახეს სევდა,
გთხოვ გაიღიმო,სიხარული მოვა რამეთუ,
არ შეუძლია გულს სხვაგვარად ყოფნა და ფეთქვა.
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 22:16 | Сообщение # 225
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იცი ახლა რას ვნატრობ? რას განვიცდი? რამინდა?
ამ ფურცელზე გრძნობები დავანთხიო კალმიდან,
შევერიო ჭაღარად წლებს უმიზნო წამებზე,
შენი წმინდა თვალებით ვიპაექრო ღამეზე.
სისხლის წვეთად დავიქცე გადაჭრილი ვენიდან
სუნთქვა ქარს გავატანო ჩაძირული ვენიდან,
მოგიპარო სამყაროს გადამტვრეულ ღერძიდან,
ვიცი გულის სიღრმეში ეს სიგიჟე შენც გინდა.
მზის მცხუნვარე სხივებით შენს აივანს დავხედო,
მოისვენე,ნუ ბორგავ,რა გჭირს გულო თავხედო.
ოცნებები გავქურდოთ,შევიშალოთ ორთავე,
ცაში ღმერთი ჯვარს დაგვწერს,ვარსკვლავებით მოგვრთავენ.
გულში შემოგიერთებ,თეთრ ღრუბლებში გაგახვევ,
ამ გულს ამოვიგლეჯ და როგორ ფეთქავს განახებ.
გალაკტიონს წავართმევ შექმნილ მითებს მერიდან,
ლეგენდები ივლიან ჩვენზე ამიერიდან.
დაგიტოვებ სამოთხეს,ირგვლივ შავთეთრ ზეფირებს,
სულში შემოგისუნთქავ,კოცნად დაგიზეპირებ.
მერე განერვიულებ,ნერვებადაც დაგწყდები,
მზერად შემოგიჩემებ,ღიმილით რომ გაცვდები.
წუთებს შეგისისხლხორცებ,დაგთენდე და დაგღამდე,
გიერთგულებ უმიზნოდ,სხეულს სულის დაღლამდე.
იცი?როგორ მწყურიხარ?როგორ მინდა დაგლიო,
ვნებებს სილა გავაწნათ,შევაბერდეთ ალიონს.
კმარა, დარდზე წუწუნი,მონატრებას გავექცეთ,
უკვდავების ძებნაში გაგითბობდი სარეცელს.
დაგიკოცნი სიმორცხვეს,გოგოვ შენი კვნესამე,
თორმეტ მოციქულთაგან,ვიქნებოდი მესამე.
რატომ?შენ რომ გესწავლა მზერა ამპარტავნული,
შენი უცოდინრობით ვიქნებოდი სწავლული.
გავტკეპნიდით საფლავებს,სადაც ზიზღი მარხია
რადგან ეს სიყვარული ყველას დასანახია.
შევძრათ ღამის სისველე,დრამატიზმის,ტრაგიკის,
ასე შემომჩემდი და გიჟი რომ ვარ რა გიკვირს.
ჩავკლათ დროის შეგრძნება,საათებს რომ გვითვლიან,
მერე მარტო დაგტოვებ,სიმარტოვეც მითია.
თვალებით რომ მეძებო,მზერით გაეჭვიანო,
მზე რომ მათბობს გეწყინოს,უჩემობა ინანო.
შემოგაცმევ სიყვარულს,შვლის ნუკრივით გათოშილს,
გაბუტული ტუჩებით შემოგიდნობ ტანგოში.
წრფელი ფანტაზიებით ხედავ სად ვარ სადამდე,
ამ ოცნების თუ გჯერა,ახდა მაშასადამე.
იცი ახლა რას ვნატრობ?რას განვიცდი?რა მინდა?
ეს ნაწერი ძვირფასო წაგიკითხო თავიდან.
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 22:54 | Сообщение # 226
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პლანეტას მოწყდება
თბილისის ქუჩები
ქაშვეთის მოტივით
ვიცი გავგიჟდები
და
გზებივით გავწვები
აქ
შუა ქუჩაში.
ლადო და ფიროსმან!
ის ძველი ტბილისი
მოქაჩეთ მოტივეთ!
მოქაჩეთ მოტივეთ!
მოქაჩეთ მოტივეთ
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 22:55 | Сообщение # 227
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოცი წლის შემდეგ-მეყოლება შვილიშვილები...
ოცი წლის შემდეგ-გავიმუქებ ალბათ ქერა თმას...
ოცი წლის შემდეგ-სადღაც ახლოს შუა ასაკთან-
მე შევეცდები ისევ შენთვის მთების გადადგმას...
ოცი წლის შემდეგ-მეყვარება ბაღი ნოემბრის...
და უმიზეზოდ ხშირად ცრემლიც მომეძალება...
დამჭკნარ ფოთლებსაც სიყვარულით მოვეფერები
და გაზაფხულის სურნელება მომენატრება...
ოცი წლის შემდეგ-საუკუნის ნახევარს დავცლი...
ოცი წლის შემდეგ ფერს შეიცვლის ჩემი ბუნებაც...
ოცი წლის შემდეგ-იქნებ სულაც არ ვიყო მაშინ...
ოცი წლის შემდეგ-ფიქრებს დახრავს არდაბრუნება...
ოცი წლის შემდეგ-დღევანდელი ჩემი ლექსები
მომეჩვენება ცოტა სუსტი,გაუმართავი...
და მერე ისევ ჩავასწორებ ჩემს ძველ ნაწერებს,
ალბათ მექნება გრძნობა ისევ დაუღალავი...
ოცი წლის შემდეგ-გულზე ეკლებს ხელით შევსწვდები...
ოცი წლის შემდეგ-აღარ დავლევ უშაქრო ყავას...
ოცი წლის შემდეგ-ძველებურად თავს მოგაბეზრებ..
.ოცი წლის შემდეგ-ამიჩქროლებს სისხლს შენი ნახვაც...
ოცი წლის შემდეგ-მეყვარები ამაზე მეტად...
როცა შენზე ფიქრს ყოველ ღამეს მივუძღვნი თეთრად...
ოცი წლის შემდეგ-იქნებ სულაც არ ვიყოთ ერთად,
მაგრამ მე მაინც მეყვარები ყველაზე მეტად..
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 23:36 | Сообщение # 228
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აირია!ყველაფერი აირია,გულს გაუღებ?შემოვლენ და გაივლიან....!
გულს აჩუქებ?უყოყმანოდ გაჰყიდიან!სიყვარულს კი სიძულვილში გაგიცვლიან.,..!
სითბოს მისცემ?სიყალბეში ჩაგითვლიან,შეცდომებს კი სათითაოდ დაგითვლიან...
შემიძლია,გაღიმებაც შემიძლია!ტკივილებს თუ სიხარულით შემიცვლიან,
გულზე ლახვარს არასდროს თუ არ ჩამცემენ,
მე ბოლომდე, ერთგულება შემიძლია!
გააციეს, სიყვარულიც გააციეს და მარტივად საგულედან გააცილეს,
ნეტავ მეც რომ ყველაფერი შემძლებოდა,
და ჩემთვისაც მიტოვება გაადვილდეს,
დამივიწყეს, წავიდნენ და დამივიწყეს,
ჩემი სითბო, სიყვარული გამირიყეს,
მღალატობდნენ და თვალებში მიყურებდნენ,
უფალი და ღვთისმშობელი დამიფიცეს..
გამიკვირდეს? რაღა უნდა გამიკვირდეს!
ჩემი გული სათითაოდ გამიყიდეს!
ოცდაათიც არ დასჭირდათ ოქრო-ვერცხლი,
კაპიკებად და გროშებად გამიყიდეს...
ვაპატიო? ყველაფერი ვაპატიე,
გულში მაინც სიყვარული ჩავატიე,
დრო გავა და მოსასვლელი მაინც მოვა,
თავდახრილი გეტყვის ბოლოს მ ა პ ა ტ ი ე !
-----
დრო გავიდა, სინანული გაიზარდა
და ცრემლები ჩემს თვალებზე დაბინავდა,
როცა მივხვდი პატიება რომ შემეძლო...
ჩემში ქრისტეს დაბადება გამიხარდა..
/ ანი ნოზაძე /
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 23:43 | Сообщение # 229
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ქონდა მაინც საკინკლაო?-რამ გაახელა?!-
ჩემს აივანსაც დარაბები შემოულეწა,
მერე ,რატომღაც არც აცია და არც აცხელა,
გაახსენდაო თითქოს რაღაც,-ჩადგა უეცრად.
მეავბედითა,-ხმა ჩაუწყდა,ცრემლიც გამოცრა,
თითქოს ახლახან ლაწალუწით არ ლეწდა რტოებს,
მე მაგონებდა ქარიშხალი ველურ ამორძალს,-
ოდესღაც, ძლიერ რომ უყვარდათ და მიატოვეს.
ალბათ,დროდადრო ვყუჩდებით და ბრძოლის ველს ვტოვებთ,
სიჩუმე ქარის ხუნდებია-უნდა იქროლოს,
ხომ შეიძლება განწირულ ხმით შველას ვითხოვდეთ,
მაგრამ არც ერთმა სულიერმა არ გაიგონოს!
 
nukriaДата: კვ, 01.10.2017, 23:46 | Сообщение # 230
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სივრცეს გასწივის დაცალებული გედი,
მოდის საღამო სატევარივით ცივად,
რა უმწეო ხარ, საღამოობით, დედი,
საქმეს მოილევ, პირუტყვს მიუყრი თივას.
ცეცხლთან გაღეჭავ სულ ორიოდე ლუკმას,
მაწონს მოიდგამ პირმომტვრეული ჭიქით,
და ბზუის ჯარა შუაღამეთა უკან
და გორგალივით მძიმედ ეხვევა ფიქრი...
მანანა ჩიტიშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость