პოეტი პოეტიშვილი - Page 24 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 19:45 | Сообщение # 231
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არას გახდები..რა დააწყნარებს გადარეულ ქარს,
საიდან აღარ მოვუარე,რა არ ვუთხარი,
რაც უფრო მეტი მივეფერე,მივუალერსე,-
უფრო და უფრო აიწყვიტა,-აიშვა თავი.
თითქოს გოდებდა მარტოსული,- მწარედ და მძიმედ,
სარკმელთან ნაძვიც უსაშველოდ გადაიხარა,
ვემუდარე და ვერაფერი ვერ შევასმინე,
უგონო ქროლვით მეც ჭკუიდან გადამიყვანა.
რა ქონდა მაინც საკინკლაო?-რამ გაახელა?!-
ჩემს აივანსაც დარაბები შემოულეწა,
მერე ,რატომღაც არც აცია და არც აცხელა,
გაახსენდაო თითქოს რაღაც,-ჩადგა უეცრად.
მეავბედითა,-ხმა ჩაუწყდა,ცრემლიც გამოცრა,
თითქოს ახლახან ლაწალუწით არ ლეწდა რტოებს,
მე მაგონებდა ქარიშხალი ველურ ამორძალს,-
ოდესღაც, ძლიერ რომ უყვარდათ და მიატოვეს.
ალბათ,დროდადრო ვყუჩდებით და ბრძოლის ველს ვტოვებთ,
სიჩუმე ქარის ხუნდებია-უნდა იქროლოს,
ხომ შეიძლება განწირულ ხმით შველას ვითხოვდეთ,
მაგრამ არც ერთმა სულიერმა არ გაიგონოს!
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 19:47 | Сообщение # 232
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ ჩემს ვაკუუმში ცოტა ჰაერია მომაკვდინებელი,
რაღაც სტაბილურად. შენ ხარ აშლილობა,
ჩემი, ფსიქიკური იქნებ მუტაცია,
მზარდი სტადიურად, გახდა თავხედი და თითქოს ცინიკური. ახლა წარმოსახვას ყელში წავუჭირე,
რაღაც იდუმალი ჩნდება კონტაქტები.
მე შენს სირთულეებს მოკვლა დავუპირე,
ღამის კოშმარებთან დავდე კონტრაქტები.
გავხდი მომთხოვნი და რაღაც სიგიჟეა.
მხოლოდ რეალობას ვექვემდებარები.
სულის საზღვრებს იქით თუმცა სიმშვიდეა.
სულის ჰორიზონტსაც ვეღარ ვეკარები.
ცრემლად წამოვიდა მთელი სინანული,
როცა შენს თვალებში სევდა გაერია.
როგორ ვაკონტროლო ჩემი სიყვარული,
თუ ჩემს ვაკუუმში ცოტა ჰაერია?!
გვანცა ლომაძე


Сообщение отредактировал nukria - ორ, 02.10.2017, 19:50
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 19:52 | Сообщение # 233
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაესტრომ რა იცის.... დემონი ეჭვებით სავსეა მაესტრო.
მზიანი ხელებით აკვნესებს გიტარას.
მინდა, რომ სისხლიან რიტუალს დაესწრო,
ცვრიანი ტუჩებით წარმოთქვა: "გიტანას".
რომ ასე ახლოა დღეს მიწა ზეცასთან,
ცივა და რარიგად იწვება საღამო.
სურვილი ვიგრძენი, იქ, სადღაც კეფასთან.
იარონ ცრემლებმა, ღაწვები დაღარონ.
იარონ, ვით როგორც ოდესღაც იარეს.
ძმადნაფიც სიცივეს უკრთოდა მკლავები.
გახსოვს რომ ვკოცნიდი შენს მკერდზე იარებს
და მაინც მწუხარე ნისლებში გავები
და მანდოლინაზე უკრავდნენ ბოშები...
მაესტრომ რა იცის მაესტრო რასა გრძნობს.
მაესტრო მღერის და მაესტრო სულს ყიდის
და გულის კარებთან დემონებს დარაჯობს...
მერე რა, მზე სუსტად იღვრება ვენებში,
ბინდს იქით ტურები უყეფენ ალიონს
და მყინვარს ვაკვდები თოვლიან ხელებში
ტუჩებს სურთ კვლავ შენი პეშვიდან დალიონ
წყლის ცივი წვეთები... უკრავდეს მაესტრო.
ბედმა თქვას ძვირფასო პოეტო, გნებდები.
ვიპოვოთ აქამდე ნანატრი საერთო.
ოღონდ ნუ დამტოვებ, ოღონდ ნუ შედრკები... .....
ვნებების საზღვრებზე ტკივილებს გიჩვენებ.
დრო ფიქრის სიჩქარით მიდის და არ იცდის.
თუ როგორ მინდიხარ, თუ როგორ გიჩემებ,
მაესტრო რასა გრძნობს, მაესტრომ რა იცის.....
გვანცა ლომაძე 31.12.2014
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 20:42 | Сообщение # 234
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალებს უჩვეულო სევდა მოეძალა,
ღაწვებს ვეფერები დანამულს.
შენი ჭრილობისთვის მსურდა მომეარა,
მიწას მივაბიჯებ დანაღმულს.
გარეთ სიბნელეა, გზები ამერია,
გული დაიწრიტა სისხლისგან.
ყველგან სიცივეა, ყველგან სისველეა,
უკვე ხედვა მიჭირს ნისლისგან.
მზეა უსასოო, ღრუბლებს შეეფარა.
ყინულს მივაბჯინე თითები.
ისევ შემეშინდა, ისევ შემეშალა, ისევ გადავთელე ტიტები.
შენი არსებობა ჩემსას შევაფარდე,
ხელში შენი გული მიჭირავს.
გრძნობის ულაყები ვეღარ შევამაგრე,
ჰოდა, გავუშვი და მიფრინავს.
მორჩა ახლა უკვე სუნთქვა შემიძლია,
მაკრავს პოეზიის სარტყელი.
შენი მონატრებით მიწა შემიძვრია,
ტუჩებს მორევიათ სათქმელი:
დროო უნაპირო, აღარ მებრალები!
ღაწვებს ვეფერები დანამულს.
გწამდეს მიყვარხარ და ცამდე მეძალები,
ცრემლსაც ვერ გაკადრებ ბანალურს.
გვანცა ლომაძე
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 20:48 | Сообщение # 235
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაგელოდები არაგვის პირზე...
ო, როგორ გრძნობით დაგელოდები?!
ხანდახან ისე ამრეზით მიმზერ,
მზეზე მოწყვეტილ ოქროს ზოდებით?!

დაგელოდები, უცნაურ თრობით,
შეყვარებული შენზე შამანი
და ყოველ აპრილს საღამოობით,
კართან დაგხვდება იასამანი.

დაგელოდები ქარში, ავდარში...
დამეთოვლება სული ვარდებით...
და თუ არ მომკლეს და თუ გადავრჩი,
პირობას გაძლევ შეგიყვარდები.

დაგელოდები, იქნებ მარტამდეც,
იქნებ ეს წელიც... იქნებ მარადის...
ო, იქნებ დანას არ ჩამარტყამდე,
ო, ღვთისმშობელი დაგიფარავდეს.

დაგელოდები სადამდეც გავძლებ
და სამუდამოდ დამეძინება...
არ უღალატო ოღონდაც ამ წლებს,
და გულის სისხლში გამოდინებას.

დაგელოდები სიზიფეს ლოდით
და ხელახალი ტრფობის იმედად...
გეტყვი ეს წლები როგორ გელოდე,
სიმარტოვის და გლოვის მღვიმედან.

დაგელოდები გზის დასასრულთან
და თუ მოსვლაა ძნელი მეორედ,
ნუ შეყოვნდები, მორჩა! დასრულდა!
- არ მიყვარხარ თქო, გამიმეორე.
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 20:49 | Сообщение # 236
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაგელოდები არაგვის პირზე...
ო, როგორ გრძნობით დაგელოდები?!
ხანდახან ისე ამრეზით მიმზერ,
მზეზე მოწყვეტილ ოქროს ზოდებით?!

დაგელოდები, უცნაურ თრობით,
შეყვარებული შენზე შამანი
და ყოველ აპრილს საღამოობით,
კართან დაგხვდება იასამანი.

დაგელოდები ქარში, ავდარში...
დამეთოვლება სული ვარდებით...
და თუ არ მომკლეს და თუ გადავრჩი,
პირობას გაძლევ შეგიყვარდები.

დაგელოდები, იქნებ მარტამდეც,
იქნებ ეს წელიც... იქნებ მარადის...
ო, იქნებ დანას არ ჩამარტყამდე,
ო, ღვთისმშობელი დაგიფარავდეს.

დაგელოდები სადამდეც გავძლებ
და სამუდამოდ დამეძინება...
არ უღალატო ოღონდაც ამ წლებს,
და გულის სისხლში გამოდინებას.

დაგელოდები სიზიფეს ლოდით
და ხელახალი ტრფობის იმედად...
გეტყვი ეს წლები როგორ გელოდე,
სიმარტოვის და გლოვის მღვიმედან.

დაგელოდები გზის დასასრულთან
და თუ მოსვლაა ძნელი მეორედ,
ნუ შეყოვნდები, მორჩა! დასრულდა!
- არ მიყვარხარ თქო, გამიმეორე.
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 20:52 | Сообщение # 237
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაგელოდები არაგვის პირზე...
ო, როგორ გრძნობით დაგელოდები?!
ხანდახან ისე ამრეზით მიმზერ,
მზეზე მოწყვეტილ ოქროს ზოდებით?!

დაგელოდები, უცნაურ თრობით,
შეყვარებული შენზე შამანი
და ყოველ აპრილს საღამოობით,
კართან დაგხვდება იასამანი.

დაგელოდები ქარში, ავდარში...
დამეთოვლება სული ვარდებით...
და თუ არ მომკლეს და თუ გადავრჩი,
პირობას გაძლევ შეგიყვარდები.

დაგელოდები, იქნებ მარტამდეც,
იქნებ ეს წელიც... იქნებ მარადის...
ო, იქნებ დანას არ ჩამარტყამდე,
ო, ღვთისმშობელი დაგიფარავდეს.

დაგელოდები სადამდეც გავძლებ
და სამუდამოდ დამეძინება...
არ უღალატო ოღონდაც ამ წლებს,
და გულის სისხლში გამოდინებას.

დაგელოდები სიზიფეს ლოდით
და ხელახალი ტრფობის იმედად...
გეტყვი ეს წლები როგორ გელოდე,
სიმარტოვის და გლოვის მღვიმედან.

დაგელოდები გზის დასასრულთან
და თუ მოსვლაა ძნელი მეორედ,
ნუ შეყოვნდები, მორჩა! დასრულდა!
- არ მიყვარხარ თქო, გამიმეორე.
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 20:53 | Сообщение # 238
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რომ არ ვიქნები,შენ რომ არ იქნები,
ისევ დავბრუნდებით, ალბათ,
ისეთი ასაკიდან, როცა სხვა ფიქრები,
არ დაგღვლის, ალერსის გარდა.
როცა, შენ პირველად, როცა, მე პირველად,
ერთმანეთს გავუღიმებთ ცელქად,
სამყაროს აღვიქვამთ, ისე საკვირველად,
ფერებად, ზღაპრებად, ლექსად.
არ დამავიწყდები, არ დაგავიწყდები,
ვიპოვით ერთმანეთს ახლად,
ერთად ვითამაშებთ, ერთად გავიზრდებით,
როდესაც ერთმანეთს ვნახავთ.
ერთი უშეცდომო, ხანგრძლივი სიყვარული,
გამოცდად ჩავაბაროთ უფალს,
მერე, მესამედ, შეხვედრის სიხარული,
შევთხოვოთ უფლება თუ გვაქვს.
ერთმანეთისადმი, ჩვენ რა გაგვაცივებს?!
ამ ზღაპარს, დასასრული არ აქვს,
ჩვენ, ვერაფერი ვეღარ დაგვაცილებს,
ისეთი სიყვარული დაგვაქვს....
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 21:08 | Сообщение # 239
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ
მოერევა სიყვარულს წლები, თუ კი შეიგრძნობ
თოვლიან სითბოს უკვე დამდგარა ახალი წელი
იქნებ იმედმა ძალები იხმოს..............
მოდი გულებში სიმშვიდე იყოს, წელი ახალი
სულ შენი იყოს ბედნიერების, გულწრფელ
ღიმილის და სიყვარულის დრო დამდგარიყოს
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 21:15 | Сообщение # 240
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა კი შორს ხარ, მაგრამ მაინც მეახლოები
თითქოს ჩემთან ხარ, თან დამყვება შენი თვალები,
მაგრამ ეს მჯერა, რომ შენამდე ნამდვილად მოვალ,
სიყვარული ხომ უფლისგან გვაქვს მონაბარები.
მაშინ სხვაგვარად განათდება მართლა სამყარო,
გადამეყრება გულიდანაც სევდა–დარდები,
ჩაგეხუტები, დაგიკოცნი გადაღლილ თვალებს,
მაშინ კი ალბათ ხელმეორედ დავიბადებით.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость