პოეტი პოეტიშვილი - Page 25 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 21:26 | Сообщение # 241
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არვიცი რატომ, არვიცი როგორ
არ ვიცი რისთვის,
შენი სახელი ამოვიკაწრე...
მე აღარასდროს, აღარასდროს
ჩამოვალ ბირთვის
არ გაეკარო ახლოს იმ ტაძრებს!

არვიცი საით,არვიცი ვისთან
არვიცი რასთან........
მინდა გავიყო გზები-ტყვიები...
არდამელოდო ძველებურად
მივარდნილ ტბასთან
ნუ ოცნებობ და ნუ იტყუები...

არვიცი რატომ ,არვიცი რისთვის
ანდა სადამდე?!
მინდა გაგრიყო ... გადაგასახლო....
მობეზრებული რომანივით
გვერდზე გადამდე
როცა ზაფხულმა დადგა სასახლე.

არ ვიცი მე და არ ვიცი არც შენ,
არ ვიცი თუა...
სინამდვილეში ღირსი წყალობის,
ბევრს იფიქრებ და... გათქმევინებს
სუნთქვაზე უარს,
ის შენი ეშხი ყრმაწვილქალობის

არვიცი დღე და არ ვიცი ღამე,
არვიცი ძილშიც,
არ ვიცი სიზმრად რომ გნახო უცებ....
თუ გავიღვიძებ სად წავიღო
შენი სიცილი?
ნუ განმარისხებ! ნუ გამაოცებ!

მითხარი რატომ, მითხარი როგორ,
მითხარი რისთვის?
შენი სახელი ამოვიკაწრე...
მე აღარასდროს, აღარასდროს
ჩამოვალ ბირთვისს.
არ გაეკარო ახლოს იმ ტაძრებს.
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 22:10 | Сообщение # 242
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"უმისამართოდ შორს გამგზავრება
და წვიმიანი მინდა ამინდი..."

სევდიან გზებზე არ დაღამდება,
მეც გულის ფეთქვას ჩუმად დავითვლი,
შენზე ფიქრები არ დამთავრება
და ოცნებები რასაც განვიცდი.
ნაწვიმარ დილის ფერისცვალება
ან უფრო სხვა რამ, ზუსტად არ ვიცი,
სევდის და დარდის გარდაცვალება,
მე ქუჩის ბოლოს ჩუმად დაგიცდი...

სველ ფილაქნებზე ჭრელი ფოთლები
და მოყვითალო გარემოც თითქოს,
მეც ბედნიერი სევდას ვშორდები,
რომ ნაბიჯებიც აფრენას ითხოვს.

მე წვიმის წვეთით ზეცა მაკოცებს,
ახლა ლურჯ სივრცეს ნისლები ფარავს,
და შემოდგომის ზავი მაოცებს,
რომ ყვითელ ფოთლებს ჯიბეში მალავს.
ქუჩებიც ისე მოგავენ ლოთებს
ჭადრის ტოტებიც უშლიან კარავს,
რომ ქარი გზნებით ურხევს სველ ფოთლებს
და წვიმისფერი ღამე დღეს ჩაგრავს.

ახლა ისეთი თეთრია მთვარე,
ისე მოუხდა მშვიდი იერი,
რომ ნისლისფერში ეხვევა ღამე
და რძისფერი აქვს რაღაც ძლიერი.

ქუჩის ბოლოში ნაწვიმარ გზებზე
ჩუმად ვიდგები და შენ დაგიცდი,
დილამდე წვეთი მეღვაროს მხრებზე
მე ხომ სიყვარულს ასე განვიცდი.
ოცნებამ თუნდაც დამძლიოს შენზე
არ დაგიძახებ ალბათ, არ ვიცი,
ლოთიან ნაბიჯს გავყურებ გზებზე
და გულის ფეთქვას ჩუმად დავითვლი...

"უმისამართოდ შორს გამგზავრება
და წვიმიანი მინდა ამინდი..."
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 22:10 | Сообщение # 243
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვრემალებით მზერა ნამთვრალევში,
ყვითლად გამითენდა ქუჩა დათოვლილი თანაც ნაგვიანი,
ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება ბოღმით ვათარეშე
ისე ჩაგეძინა ვეღარ მოგისწარი დღემდე ვაგვიანებ..
პალტოს საყელოზე მესხა არაყი და მეცხო მირონივით
მარად დამებედა ღამის გასათევად ბაღი თარიანი..
ღილებს შეგიკრავდი ღილებს დაგითვლიდი ისე ირონიით,
მაგრამ გაგეღვიძა ვეღარ მოგისწარი დღემდე ვაგვიანებ...
მსგავსად პერსონაჟის ცუდი ნოველიდან ხელში შეგიკალი
სახლი აგირიე მარტის ნაირია ახლა ამინდები
შენ კი არაფერი ჩუმად მიპასუხე ''პალტო შეიკარი, პალტო შეიკარი ქარია გაცივდები''
მთვრალი ჯელტმენების ეპოქაა ჰოდა გამიმართლებს
დილა ნამიანი უფრო ოკეანედ რატომ მეჩვენება?
შენ კი არაფერი მშვიდად მიპასუხებ ''ბეჭებში გაიმართე''
აი გავიმართე გაბღენძილობა თუ მეშველება
თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვრემალებით მზერა ნამთვრალევში,
ყვითლად გამითენდა ქუჩა დათოვლილი თანაც ნაგვიანი
ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება ბოღმით ვათარეშე
ვეღარ მოგასვენე ვეღარ მოვასწარი დღემდე ვაგვიანებ..

თ.ელიავა
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 22:17 | Сообщение # 244
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოვწყდით ატმოსფეროს ბურჯი პლანეტებით,
ქალაქს იშვიათი მწუხრი მოედება.
რაღაც სულიერზე მეტის გამეტებით,
ღამეს უძილოთა შევრჩით პოეტებად.

ალაგთ თაყვანი და ჯაბანთ განაჩენი,
ყველას ჩვეულებრივ უწევს შეჯერება.
მორჩა ყველაფერი გარდა დანარჩენის
და ის დანარჩენიც დიდად მეჩვენება.

დილაც უშნოა და უშნოდ იღრინება,
თითქოს საიდუმლოს მოწმედ ვეგულები,
მე კი უხილავი უკვე ვიხილე და
რაღაც მარადიულ განცდას ვეგუები.
უნდო აბრაგივით ვუცდი შებინდებას,
თითქოს, ავი მქონდეს მისთვის განზრახული.
ღმერთო გულწრფელობა ამგვარი შემინდე და
შეხედე, რომ ვერ გხედავ, ნისლია გაზაფხულის!

ნამია ფილტვებში და თვალებში სიმარტოვე.
სიმაღლე თავხედობის ერთხელაც მაპატიონ.
დადგება დუელი და ერთგულიც მიგვატოვებს,
დავრჩებით სეკუნდანტთან მე და თქვენ გალაკტიონ!

უმტვრიონ დარაბები, სასახლეს გუმბათიანს!
ყველაფერ გენიალურს მოჰყვება აპათია.

თ.ელიავა


Сообщение отредактировал nukria - ორ, 02.10.2017, 22:23
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 22:23 | Сообщение # 245
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცის ლაჟვარდებში მზე რად მიაქვს
მაღლა ანგელოზს?!
მე სულ სხვა ნათელს,სულ სხვა სითბოს
ტრფობით შევცქერი.
სულელი წვიმა არის ჩემი
მიქელანჯელო,
ფანჯრის მინაზე ქალწულივით
დნება შედევრი.
სივრცე მომწყურდა და მომაკვდავ
სხეულს ვიშორებ.
დროის ჯალათებს რად აუტყდათ
რეკვა ზარების?!
მე სულ სხვა სევდით ოცნებების
მომკლავს სიშორე,
თვალდახუჭული ცის კამარას
მივეკარები...
თორმეტი ტომის დამწვარ გვერდებს
ვფანტავ ქარდაქარ,
დაიფანტება მტვრის გენია
მოკლულ სივრცეში.
ო,მერი,მერი,მერი,მერი,
მერი,მერი...მიყვარხარ!
და გალაკტიონს მოსაკლავად
ვიწვევ დუელში.

თ. ელიავა
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 22:27 | Сообщение # 246
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა ტყეს ჩეხავ, ნაფოტისგან არ ხარ დაცული,
როცა ომში ხარ, მუდამ უნდა ელოდო ტყვიას,
რაც აწმყო იყო, სულ ერთ წამში ხდება წარსული,
და ყოველივე დროს ულმობელს ხარკივით მიაქვს.

დღეს სხვას ახარებს ქალი, ერთდროს რომ ერქვა შენი,
ცხოვრება ბლეფი, მუდამ ბრძოლა და თამაშია,
ძმად დაგისახავს მოსისხარი, ორსახი მტერი,
მოკეთეს არ ცნობ, აქ მოკეთე დაბალ ფასშია.

ყველაზე მთავარს, ვაგლახ, მუდამ ვხვდებით ბოლოში,
ბოლოში ვხვდებით, რაც ნაღდი და ფასეულია,
გინდა სცენაზე გაიბრწყინო სულ ახალ როლში,
მოიხედავ და... ფარდა უკვე დაშვებულია.

/გრინ ბარეტი/
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 22:30 | Сообщение # 247
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
”როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე, როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე, როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი, თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმევა.
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 22:33 | Сообщение # 248
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ დამაბრალებთ, თითქოს მძულდეს ამ ქვეყნად ვინმე,
არც მომდურავი არ მყოლია თითქმის არავინ.
არა თქვათ ჩემზე თითქოს სული ეშმაკს მივანდე,
ჭუჭყიან ვერცხლით ავიშენე თითქოს კარავი.
ვებრძოდი იქნებ მეც სხვასავით ქარის წისქვილებს,
ვქმნიდი ოცნების ქვიტკირისგან მზეს ამწვდარ კოშკებს.
სახრით ვამტვრევდი ერბო-ქონით გავსებული ქილებს
და ცას ვანდობდი ჩემს პატარა მიწიერ ცოდვებს.
ნუ დამაბრალებთ, ღვთის საჩუქრებს არ ვხვეტდი ცოცხით
და ნურც ვარსკვლავებს, აწ ჩამქრალებს ნუ შემადარებთ,
ცოცხალს ნუ მეტყვით, რომ ვიცოცხლე სხვისი სიცოცხლით
და რომ მოვკვდები თავის მოკვლას ნუ დამაბრალებთ...
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 22:36 | Сообщение # 249
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ ერეთში ხალხი სულ სხვა ჰაერს სუნთქავს,
იმე ერთი!___იმერულად ასე უთქვამთ.
სტუმრისათვის "გოუჩენლის"შოვნა უყვართ,
თუ ესტუმრე გაგიყოფენ ბოლო ლუკმას.
" შამო ერთი დამილიე" არ გეგონოს ვარი უთხრა.
სადღეგრძელოს "იმფერს" გეტყვის,
გულს გიპოვის__კაცი თუ ხარ.
მთა–გორიან, კლდიან ხედებს,
ჭრელა–ჭრულა ნაქარგ ველებს,
ჭადს დამჩნეულ დედის ხელებს,
არ გინდოდეს? გაქართველებს.
ბევრი თქმულა,ბევრსაც ვიტყვით,
შენთვის ტკბილადაც ვიმღერებთ,
ქართველობას რომ იფერებს,
გაუმარჯოს ჩვენს იმერეთს!
მამა გიორგი გოგოლაშვილი
 
nukriaДата: ორ, 02.10.2017, 22:42 | Сообщение # 250
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გარდა მზისა და გარდა სინათლისა
მე კიდევ მინათებს რაღაც!
გარდა მიწიერი ხმისა,
კიდევ ჩამჩურჩულებს რაღაც.

ჩემში შემოდიან ძალნი იდუმალნი
ჩუმად, უდრტვინველად, ლაღად...
გარდა ცრემლების და გარდა მოწყენისა
კიდევ მაიძულებს რაღაც:

მოგძებნო, ამოვიდე შენთან,
ბედის ბილიკებით, მაღლა...
და მაგ ზღვა თვალებში სული გადავკარგო
მარადის მშფოთვარე ტალღად!..

გარდა თვალთა შენთა მიუწვდომლობისა
ზეცად მომიწოდებს რაღაც,
გარდა სიკვდილის და გარდა უშენობის
მიწისკენ მეძახის რაღაც!..
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость