პოეტი პოეტიშვილი - Page 27 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 27 დან«1225262728294243»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ოთხ, 04.10.2017, 21:42 | Сообщение # 261
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17100
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტყვე ტყე (ექსკლიუზივი)

ლარად ნაყიდი ლარიქსი,
ოცნება ძალუძთ მათ ხელებს.
აქ ქნარის ექო, ლარის იქ.
ნატვრის ხის ბედი მათხელებს.

არ ჩანს საწყისი და ბოლო,
კაფვებს ბანს აძლევს ხერხვები.
რამდენი უნდა დაბოლო,
ლარიქსები და ვერხვები?!

ახლა გამხდარა ავად ტყ(ვ)ე,
მეც, ვერაფერი დავატყვე.
საკუთარ ჩრდილში შევა ტყე,
რაც, ბოლო ჯამში შევატყ(ვ)ე

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 14:03 | Сообщение # 262
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17100
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ რომ გიყვარდა ყავადანი,
დედის ნახსოვარი ყავადანი,
მეზობლის გოგოს გავატანე, დედა!
ხომ გახსოვს გოგო ალვისტანა...
იქვე დავმარხეთ, - ალვებთანა...
მე დარდი ვეღარ ავიტანე,
დარდმა თავისი გაიტანა,დედა!
აღარც ალვატანი,
აღარც ყავადანი,
შენი ვაჟი კი ავად არი,
ძალზე ავად არი, დედა!
თვალი ჭრილობაა ჩვენი სულის, დე...და...
ცრემლი სისხლი არი ჩვენი სულის, დე...და...
თვალი - შენისლული,
სული - შეისრული,
პირობა ვეღარ შეგისრულე,
წუთისოფელი შევიძულე
და... გვედრით მშობლებს გარდასულებს,
რახან დამიწყეთ - დამასრულეთ,
ჩემი ტკივილიც გაასრულეთ, დედა!
კაცი ტალახით ნაშენია, დედა!
ცხოვრება დარდთა გამჩენია, დედა!
მიწაც ხომ ჩვენი სარჩენია,
მაქ წამოსულა რაც ჩვენია,
აქ არაფერი დამრჩენია,
სულ არაფერი, დედა!
სიკვდილი მწარე წამალია, დედა!
არ მორჩა, ვინაც არ დალია, დედა!
უმჯობესია, რაც მალია,
ყველაზე ნაღდი სამალია -
ტკივილებისგან,
კივილებისგან,
სიკვდილებისგან... დედა!
ვახტანგ ღლონტი
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 14:20 | Сообщение # 263
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17100
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გახუნდა შენი შენაპირები,
სულ იმას ვნატრობ, რასაც მიშლიდი...
ქსოვენ სიჩუმეს შინაბერები,
ამაქმანებენ სიღრმეს სიმშვიდის.

ძაფის შრიალი და სიფაქიზე,
მოწყენას მუდამ რაღაც აკლია,
დარბის ღიმლი მიმქრალ ბაგეზე
და იგი ნატვრის ანარეკლია.

აქ მუდამ ვიღაც იგულისხმება
და ოცნებაა მისი მძერწავი,
ვინც იფანტება მთვარის მისხლებად
და შენში მღერის, როგორც ლერწამი.

აიბურდება ღამის გორგალი,
რომ გაუწყდება ფიქრის ძაფი ქალს,
შავ-თეთრი ძაფი, მუდამ ორგვარი-
ჩვეულებრივი ყოფის გრაფიკა.
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 14:57 | Сообщение # 264
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17100
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline


დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა ─ შენები
ყველაზე მეტად ყელსაბამს უჭირს, მაგრამ მე ვეღარ შევეშველები.
ყველგან შენ ხარ და შენ აღარა ხარ, ყველა ნივთი და ყველა საგანი ─
შენ მიიზიდე, შენ მიითვისე, შენ ამოავსე ჩვენი საკანი,
რომელიც თითქოს ცარიელია, საიდუმლოა თითქოს სერობა,
სადაც ერთმანეთს ედავებიან შენი შენობა და უშენობა.
ადრე დაღამდა, შენი სენაკი მიმწუხრის მთვარემ მოავარაყა,
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.
მაინც ყველაფერს შენი სახელი ჰქვია და ჩემებს აღარც დავეძებ,
ადრე არასდროს არ მიფიქრია ჩემეულების სიცოტავეზე.
ქალი უფრო მეტ სამხილს სტოვებსო, ─ იუწყებიან ღვთისმოსავები,
ამიტომ კაცმა უნდა გაასწროს, უნდა ჩააცვას დროზე შავები.
შენ კი კედლებიც გამოგეტირა და ცრემლიც ისე გადმოგიღვარდა,
ნეგატივივით გამოამჟღავნა, რა გიყვარდა და რა არ გიყვარდა.
ფოტოსურათებს გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილ გადაგარჩინო,
გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო და თვალსაჩინო.
ახლა ბევრი ხარ და მემუქრება ღამე ბნელი და ღამე ღარიბი,
ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები.
იმდენი წყვილი თვალით მიყურებ, თვალებში თითქმის ვერ ვიხედები,
ენაცვლებიან სუფთა პროფილებს ─ პროფილის სამი მეოთხედები.
ლაშას ─ და არა ლაშარის ─ ჯვარმა დახატა შენი ფოტო-კოლაჟი
(ჯვარი ─ თაყვანის-საცემელია, როგორც წერია "სიტყვის კონაში).
სარკესთან, სადაც საკუთარ ანფასს ვეღარ და ვეღარ ესაბამები,
ახლა პიეტას ელოდებიან შენი ჯვარცმული ყელსაბამები,
რომლებსაც აქებს სალამური და აქებს ჩანგი და აქებს გიტარა,
ვეღარ შეიბი ერთი, რომელიც შენმა ირაკლიმ ჩამოგიტანა.
მოდი, კასეტას გადავახვევ და არ შეგაშინოს ჩემმა შექებამ,
მოვტეხავ მაგ შენს ყელსაბამებს და ხელსაბამებს და ისე შეგაბამ.
და, რაკი ქვეყნად კიდევ ვეთრევი, შევავედრებ და შევევედრები,
რათა ვარდების ლიტურგიაზე დაამწყალობნონ შენი თეთრები.
შენ ხომ იმ პირველ დაბადების დღეს არ მავიწყებდი არასდიდებით,
როცა წითლები ─ მოპარულივით ─ შემოგაჩეჩე ხელში ტიტები.
ნანები! ─ შენი იავნანები: ნანები! ─ შენ და ვარდონანები:
გინანე! ─ კვლავაც მაგ ჩანიშნული დედის ლოცვისთვის დამენანები.
დასანანია: ჩვენს ბედისწერას უსმი რადარი არადარებდა,
ჩვენ ვერ დავბერდით, გავითამაშეთ არჩევანი და არადანი და
ჩვენ არ დავბერდით, გზები გავიგნეთ შარავანდით და შარავანდედით,
ჩვენ ერთმანეთს და ერთიმეორეს შევაბერდით და გადავაბერდით
და გავიხსენეთ მოსკვა-რეკა და ჩვენი თაფლობის სამი დეკადა,
კრემლის საათი როცა ჩვენთვისაც რეკავდა, მაგრამ მშვიდად რეკავდა.
ვაქებდით არბატს, სადაც ქართული იყიდებოდა მაშინ ლავაში
და სადაც ახლა უპედესტალო ძეგლი დგას ბულატ ოკუჯავასი,
და გაგეხუმრე (თუმცა ხუმრობას ვერ მიგვიხვდება ზოგი პინგვინი):
დაბერებულიც ისე მომწონხარ, მოდი, მეორედ ვიფსკვნათ გვირგვინი.
მაგრამ სიმაღლე ვერ გადავლახეთ ─ გათელილი უხილავ თამასით ─
და ვეღარც ნიკო ლორთქიფანიძის ბებრები ვეღარ გავითამაშეთ.
ვერ გაგამდიდრე, ალმას-ლალებით ვერ დაგიმძიმე კაბა-კუბანი,
ჩვენ ვაჟკაცურად მოვიგერიეთ ცხრაასი მილიონი კუპონი
და მერე, როცა ავთანდილივით წამოგვეშველა ლარის ტირაჟი
მე შენ დოლარი გადაგიხადე "უცნობის" ყოველ კორექტურაში.
ახლა ბირჟაზე ავდარია და ისე უბერავს ევრო-მისტრალი,
არ ვიცი, როგორ მოვიგერიო, ჩემო ფინანსთა ნამინისტრალო,
მაგრამ მე უფრო მაინტერესებს გასაშიფრავი წლების ქაოსი:
აქედანა და შენამდე კიდევ რამდენი დამრჩა სააქაოსი.
ვინ იცის რამდენს გამოიმეტებს ჩემი გენების ენერგიები,
ანდა ─ რამდენჯერ გადამარჩენენ ეს ჩემი სისულელეგიები?
ცხრა წლის ვალი მაქვს, ჩემო მევალევ, ჩვენ გაგვიმეტა ჩემმა ასაკმაც:
აქეთ დამტოვა, აქეთ განმსაჯა, აქეთ გამსარჯა და დამასაქმა.
აქეთ ─ ბრინჯაოს ორი მხედარი ─ ვახტანგ (ელგუჯა) ─ დავით (მერაბი),
იქით ─ ბრინჯაოს ხელსაბამები ─ შენი ფერადი ეფემერები!
ისე დამძიმდა შენი ხელკავი, ვეღარ გავბედე ხელის გაშვება
და, თუმცა დათომ ხელები კიბის მოაჯირივით შემოგაშველა, ─
ჩვენი ზიარი ნაფეხურები კატაბალახამ ააბალახა:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.

ამიერიდან სალხინებელის ცალმხრივ ტრასაზე უნდა გეძიო
და, რაკი ვეღარ მომიბრუნდები, მე თვიტონ უნდა წამოგეწიო
და, ვინაიდან ჩემი მყობადი მოკლეა, ვიდრე შენი მერმისი,
ძალიან დიდხანს არ დამაყოვნებს ჩვენი ჰადესის ჩემი ჰერმესი,
არ დააყოვნა თურმეობითმაც, თურმე ნუ იტყვი, თურმე ძალიან ─
მხოლოდ შენთვის და შენთვის და შენთვის ─ აღარავისთვის აღარ მცალია.
უარი ნარდის მღერას და ბანქოს! ─ მარაოიან-მუარებიან
ვარჰალალოებს ვეუარები: აუარება უარებია.
─ ხმა ამაიღე! ─ ასე მღეროდნენ, ასეთი იყო ძველი ჰიტები,
─ ხმა ამოიღე! ─ ამჯერად მიქელ-ანჯელოსავით აგიხირდები.
შენ კი სდუმხარ და ასე მგონია, შვიდივე სიმი გაწყდა გიტარის,
ასე მგონია, მხოლოდ და მხოლოდ მე მომიკვდი და სხვებმა გიტირეს.
იცრემლებიან ჩვენი ფანჯრები და მე ფიქრებში ჩავიძირები,
მაგრამ არავის აინტერესებს ჩემი და შენი ჭრელი წვიმები.
ცა ტირის, როგორც ბავშვი (ტირიფი), რომელიც დედამ (ქარმა) გალახა:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.

ბედმა ქვრივობა არ გაღირსა და შენი ვარსკვლავი აღარ აანთო,
გადაგავიწყდა ტკბილი სიტყვა და სიტყვები, ჩემო ოთარაანთო,
რას აშავებდი? რა იქნებოდა, მაგ შენი ვითომ-ბრილიანტებით ─
შენც გებაჩუნა ამ პლანეტაზე ამ რამდენიმე მილიარდივით?!
ერთი პლიუსი! ─ მსოფლიო ბალანსს რას დააკლებდა ერთი პლიუსი, ─
აჯასა ამას დასტურს დასცემდა მარკუს (ბაჩანა) ავრელიუსიც,
თავს არც იოჰან (დავით) გოეთე (წერედიანი) შეიკავებდა
და აღარც სულხან (ეზოპე) საბა ─ მესაიდუმლე მეიგავეთა,
ახირებული ჟინი ამიტანს და შერეკილი ვნება წამიტანს:
─ იქნებ შეჩერდე, კაცობრიობავ, თუნდაც ამ ერთადერთი წამითაც! ─
რა ვქნა, მე თვითონ მეხამუშება ჩემი მაზალო სენტიმენტები,
შინაურები შემინდობენ და მაპატიებენ, შენ თუ მენდობი.
თუმცა, შენ ვერც კი წარმოიდგენდი, ჩემო ურწმუნო თომას დაიკო,
და ვერც ვერავინ დაგარწმუნებდა, ფიანდაზიც რომ ფეხქვეშ დაეგო:
ერთბაშად გატყდა ნავსი ხანგრძლივი ურწმუნოება-უიმედობის:
მოგიხსენიეს და შენს სახელზე ხატი აკურთხეს ნანა დედოფლის,
და ახლა ესე ჩვენი სიმართლე ღმერთმა უწყის და არა ალახმა,
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.

ადრე დაბერდი: შენ წაიკითხე წარსული, როგორც ძველი აფიშა,
შენ მოესწარი მეგობრის ღალატს, რომელმაც მირონს გადააბიჯა,
მაგრამ გწყალობდა ზარი ანასი და საღარაძის შანდორ პეტეფი
და კიდევ ─ დავით კაკაბაძის და შენი ბავშვობის იმერეთები.
შენ არ გახსოვდა მამა, გახსოვდა თბილისის ბნელი ქუჩა წვიმაში
და სამი სოკო: წითელქუდასი, ნაგასაკის და ხიროსიმასი.
გახსოვს: უცნობი ჩამოასვენეს ქერჩიდან, დრამა გაითამაშეს,
და ჩვენ ვარდები მივართვით ─ როგორც ჩვენი შვილების პაპას ─ მამაშენს.
შენ მობილური ჩაგიწერია ჩვენი დედების სასაფლაოსი,
შენ სვანეთიდან ჩამოყვანილი არ მოგეწონა სანტა-კლაუსი,
შენ ბიჭვინთაში (აფსუს აფსუას!) სააგარაკო ნერგს დაეძებდი,
შენ თიანეთში ბესიკის დედამ ჩაგაწერინა ხინკლის რეცეპტი.
შენ შვილიშვილი განუგეშებდა შენი მამისძმის ─ ალექსანდრესი,
შენ ანგელოზმა დაგიდასტურა უკანასკნელი შენი ადრესი.
ხოლო ვინც შენი თავი წამგვარა და მომანიჭა ურვა ასმაგი,
ვახო მომგვარა თექვსმეტისა და გადამავიწყდა ვახოს ასაკი,
რომელმაც ჩვენი გაითავისა ყველა უჯრა და ყველა განჯინა
და აიპედში გადარჩენილი შენი რეპლიკა აღმოაჩინა:
─ ბიჭო, გაჩერდი! ─ არ გაჩერდა და, რაკიღა მაცხოვარი წყალობდა,
შენი ალუბლის სამი კუნძულა ჩამოგიტანა მუხათწყაროდან.
ჩემი უდაბნოს ეფემერამ კი ფოთლების მადლი მალე მოისხა:
ოაზისივით შემომაშველა ლოცვანი დილა-საღამოისა.
მავანთ წყურვილი უნდა მოიკლან და სიამენი უნდა მოიკლონ,
ხოლო რომელნი ცრემლით თესვიდენ, მათ სიხარულით უნდა მოიმკონ.
როგორც პლატონი (ბაჩანა) ბრძანებს, სხეული სულის საპყრობილეა:
სულს აღსარება გადაარჩენსო, ─ დასძენს მამაი ჩვენი ილია.
ამიტომ სმენას ვათვინიერებ წმინდა წიგნების კილოკავებთან
და ნერვიული ტელეფონები გირეკავენ და გირეკავენ და...

შენმა გრანიტმაც გამოიღვიძა: სიტყვა სდუმდა და ქვა ღაღადებდა,
ხელი ჩამჭიდე, აღარ გამიშვი და მიმიყვანე ნაცნობ ხატებთან
და მიმატოვე და შემატოვე ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი,
თან უმოკლესი გზები მასწავლე სამებისა და სიონისანი.
შენ შემატოვე ჩემი ვინსენტიც: ორნი დავრჩით და ჩვენმა მესამემ
შენთვის ─ მოცარტის "რეკვიემივით" ─ წამომაშველა ბახის "მესა" მე.
ხოლო კეთილმა ჩვენმა მზახალმა ─ "მთვარის სონატის" ფრაზა პატარა ─
სიმძიმილივით გაიხსენა და სამძიმარივით გამომატანა.
ქრის რი კი თვითონ ამოარჩიე: "გზა შავეთისა", ─ რატომ შავეთი? ─
სახიფათოა, როგორც ცამეტი ან კიდევ ─ როგორც ოცდაცამეტი,
და რატომ ქრის რი? ─ და რატომ ოთხ მარტს დაბადებული უფლის სეხნია? ─
მელომანები იკითხავენ და შვილიშვილები დაიკვეხნიან.
შენს ფოტოებთან მოვისაკლისებ, მოვიპატიჟებ მოტივს მოტივად,
ანთებულ სანთელს დაველოდები და მერე შენგან შენთან მოვდივარ,
სადაც, ვიდრემდის ტანს აიყრიდნენ კიპარისები ─ ჩვენზე მაღლები,
შენ შემირჩიე, შენ მომიზომე ადგილი, სადაც დავიმარხები:
დაჯავშნილია სამარადისოდ, ვერ გადაჯავშნის სამი სამიტიც:
ჩვენი სასტუმრო-სასუფეველის ნომერიც ვიცი: 413! ─
და მე ადვილად ამომიცნობენ ამდენ უნომრო მობინადრეში,
თუკი შემთხვევით მიქელ-გაბრიელს არ დაავიწყდა ჩემი ადრესი.
ამ წუთისოფლის ანი და ბანი ─ ჯერ ოცნება და მერე ჟინია:
რა შეიცვალა ბოლოს და ბოლოს? ─ შენს მაგივრადაც მე მეშინია:
თითქოს სიზმარში თითქოს ხანძარი თითქოს გაჩნდა და თითქოს ტაძარი
დაწვეს და თითქოს რაღაცა უნდა მეთქვა შენთვის და ვერ მოვასწარი.
ვერ დავამსგავსე სიტყვა და სიტყვა ერთმანეთს, როგორც ლებანს ლებანი,
ვეღარ და ვეღარ დავამუღამე უშენობათა განტოლებანი.
ვერ მოვტვინე და ვერ მოვიპოვე სხვა მისანი და სხვა სპირიტი და
უშენოდ ვეღარ გამოვაღწიე შენი დოზების ლაბირინთიდან.
მანამ კი, ვიდრე გამოვაღწევდე გამოდევნებულ შიშებს მაშინდელს,
შენი ნახევრად ცარიელი და ნახევრად სავსე ჭიქა მამშვიდებს.
ვიხსენებ, რათა წამოვაშველო ჩემს გაწბილებულ იმედს ამაოს ─
დოჩანაშვილის ნაჩუქარ ჯვარს და გურამის მიერ მოგვრილ მამაოს.
ერთი ნუგეშიც შევაკოწიწე რამოდენიმე აქსიომიდან:
ჩემი ირინას ნათლია მოვა და უშენობის წამალს მომიტანს.
ხანხადან, როცა გამინაპირებს ჩემი ერთგული მელანქოლია,
უცებ შემაკრთობს ზარი ქუჩისა, შენი სასთუმლის ზარი მგონია.
ძილშიც ჩამესმის შენი "ვახტი" და ─ შენსავით ─ შენზე ჩუმად მეძახის
და, როგორც დედაჩემი იტყოდა, ვებღაუჭები იმედს ერცახეს:
ასე მგონია, მეორდებიან სამზადისები საკაიფონი:
დეზერტირების ბაზარში ისევ დამეკარგე და მალე გიპოვნი.
ანდა ─ ქვიშხეთში გახიზნული ხარ ─ ბავშვებთან ერთად ─ და მელოდებით,
მე კი თბილისში ბერბიჭასავით ვცხოვრობ და თავი მომაქვს ლორდივით.
ან კიდევ ─ ერთი ყელსამკაული, რომელსაც გულთან ახლოს მიიტან,
ჩამოვაბრძანე სიცილიიდან, მაშასადამე ─ იტალიიდან.
შენ დაბერდი და კარგად დაბერდი, მაგრამ ფორტუნამ გვიალმაცერა,
ვერ მოვასწარით სვეტიცხოველში ჩაფიქრებული ჯვარის დაწერა:
ვერ დაიკიდე... ვერც დაიკიდე, ვერც დაიკიდებ ამიერიდან,
თვალი თანდათან მომარიდე და გვერდი თანდათან ამიარე და
ათწლეულების გადასახვევთან ერთი ნაბიჯით გადამასწარი,
მიტევებათა საზეპიროებს აღარასოდეს გადამასწავლი:
ისევ შენსავით ვიმეზობლებ და ვიმასპინძლებ და ვინათესავებ
და ─ შენი ხათრით ─ ასაკის გამო ─ ხელს არ დავიბან პილატესავით,
აქ შედარებამ მოიკოჭლა და განსაწმენდელში გამოვატარე,
რადგან სხვაგვარად არ შემიძლია: მანამ ვარსებობ, ვიდრე ვადარებ:
ნეტარ ─ ბაჩანა ─ მთაწმინდელივით, მიგელ ─ ბაჩანა ─ ლამანჩელივით
და სენტ ─ ბაჩანა ─ უფლისწულივით ბევრჯერ ბეწვზე ვარ გადარჩენილი,
მაგრამ ამჯერად ვეღარ გადავრჩი: უკანასკნელი მატარებლიდან
საყვედურივით გადმომხედე და უკანასკნელმა შენმა რეპლიკამ
ღიად დარჩენილ კარადის კართან დამიმონტაჟა შენი ვიდეო-
თვალი, რომელიც მაშანტაჟებს და მაფრთხილებს: ახლოს არ მოხვიდეო.
მას შემდეგ ჩვენი ოთხი კედელი უფრო და უფრო მეპატარავა
და იდუმალი ახლა ამაოდ მარწმუნებს, თითქოს მარტო არა ვარ.
ვარ და ამიტომ შემოგთავაზე სკაიპი ანუ გასაუბრება,
შენ კი ორივე გამოიყენე: დუმილისა და ვეტოს უფლება:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ,
ხარ ოდენ ცისა და ოდენ ღვთისა ანაბარა და ანაბარაღა.

დაინომრა და გადაინომრა წელიწადების გრძელი აღალი:
უკანასკნელი მიდის შენი და მალე უშენო მოვა ახალი.
მზე ამოვა და მთვარე ჩავა და დააბალანსებს ხარვეზს ხარვეზთან,
მე კი რა ვუყო უშენო წამს და წუთს და საათს და დღეს და ღამეს და
უშენოდ დროს ვინ გამაყვანინებს ან გულს რომელი მომაყვანინებს,
მესიჯი მაინც გამომიგზავნე, როდის დავუსხა წყალი ყვავილებს.
ერთმა ძალიან მაეჭვიანა: გიერთგულა და ვერ ამიტანა:
ნეტავ რომელი მუხლით ისჯება ბეგონიაზე ეჭვის მიტანა?
ერთიც აყვავდა აგარაკზე და ყოველთა მფარველია სამება,
მაგრამ მე ვისღა ჩამოვუტანო შენი ბუთხუზა იასამნები?
ხედავ, რამდენი კითხვის ნიშანი გაათამაშა გამოსარჩლებამ? ─
ჩვენ ყველას ერთად მოვიგერიებთ და, რაც ჩვენს შორის დარჩა, დარჩება.
ჩემო შეთქმულო, რომელ მესამეს ეთანხმები და ეთავადები
და, რომ გიტოვებ, რას გაუწყებენ ეგ შენი თეთრზე თეთრი ვარდები? ─
რომლებიც უკან მეზიდებიან, მაგრამ მე აღარ ვზივარ საჭესთან,
კიდევ და კიდევ დამენანები, ჩვენ ერთმანეთი მოგვისაჯეს და
სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს: დანაღმულია სამი კედარი,
სიზმარში მაინც გამომეცხადე, რომ შეგადარო და შეგედარო:
რაკიღა შენი კერა ჩამიქრა და შენი კელაპტარი ჩამიქრა
და, რაკი გულში ვეღარ ჩამიკრავ, იქნება თვალი მაინც ჩამიკრა,
რათა ავკინძო ალმასებივით გადაღებული წვიმის წვეთები
და კვლავ შეგაბა ყელსაბამივით, თუკი შეძლებ და გამიჩერდები
და უკანასკნელ საბედისწერო მერიდიანსაც თუ გადალახავ...
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არა მარტო სახლში არა ხარ.

*

გასრულდა ესე ელეგია და ტრიალი ცალფა რითმის ჯარასი
და, როცა ბოლო წერტილი დავსვი, მოულოდნელად შენს ფანჯარაში
ცისფერი მტრედი გამომეცხადა, ღუღუნა მარცვლებს ანამცეცებდა
და ამ სტრიქონებს ისე დახედა, თითქოს საკუთარ სახელს ეძებდა.
საოცარია: ჩვენი ცისფერი განმეორებით გამომეცხადა
და ფრთები ისე მძიმედ აზიდა, თითქოს გაფრენა აღარ ეწადა,
თითქოს შენსავით გამომესალმა ─ უმშვიდესი და უსათნოესი ─
პაბლო პიკასოს არჩევანი და კიდობანელთა ელჩი ნოესი.
ფანჯარა აღარ დავხურე, თუმცა სასწაულების არა გჯეროდა,
მტრედივით შეკრთა შენი ლანდი და გამოიხედა ღამის ჩეროდან.
აქ იყო შენი სალოდინო და სამლოცველო და სამეტანიო,
აქ ბედისწერა აუტანელი გეძალებოდა ─ ამიტანეო.
ეს იყო შენი გადასახედი, შენ ამ ვიდეო-მართკუთხედიდან
გვაცილებდი და გვაფრთხილებდი და გვავედრებდი და გვაკურთეხბდი და
აქვე გველოდი, ვიდრე უეცრად არ გავითიშეთ ზედა-ქვედანი
და აქვე, როგორც დაბარებული, არ მომევლინა მტრედი-ქედანი.
ჩამოიმარცვლა წელიწადების კრიალოსანი ანუ ქარასტა,
ეს ნახევარი საუკუნეა, მტრედი არ მახსოვს ამ ფანჯარასთან,
დღეს კი ცა უფრო მტრედისფერია და ჩიორების კოსმოდრომიდან
კვლავ ─ არა მარტო მოფრინდება და კვლავ ─ არა მარტო ამბავს მომიტანს.

2016 წ.


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 05.10.2017, 15:28
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 15:57 | Сообщение # 265
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17100
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამოცი წლის კაცის სელფი
რა წესი და რა სტილია?!
მაგრამ რა ვქნა, თუ პირველად
დავინახე ბასტილია.
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 15:58 | Сообщение # 266
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17100
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უშენოდ არ მინდა,ფოთლები გაყვითლდა,
ტანში გამიარა უჟმურმა ამინდმა,
მერე ხმა დაირხა,ქალაქი აყვირდა,
ლამაზ ქალს ვიღაცა სიყვარულს დაპირდა.

ამდენი სიცრუე,სიყალბე არ მინდა,
ამ აურზაურში ცხოვრება გავიდა,
ვიღაცა ავიდა,ვიღაცა ჩავიდა,
ვიღაცამ ცხოვრება დატოვა,წავიდა.

ვინც რჩება,არ ნაღვლობს,ის ჩივის თავისას,
დრო კურნავს ყველაფერს,ამართლებს თავის გზას,
ჭაღარა გამიჩნდა,რითმები გამიწყდა
და აქ შევჩერდები,დავიწყებ თავიდან.

უშენოდ არ მინდა,ფოთლები გაყვითლდა,
ტანში გამიარა უჟმურმა ამინდმა
და მერე ხმაც დაირხა,ქალაქი აყვირდა,
ლამაზ ქალს ვიღაცამ სიყვარულს დაპირდა.

(პაატა გულიაშვილი)
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 16:22 | Сообщение # 267
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17100
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ
შენი შვილების თვალებში მნახე
ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე
ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე.
შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან
სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს
სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო
მნახე კახეთის უდრეკ დგომაში
მთვარიფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში
თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში და
ჭირნახულის ჟივილხივილში
დაზამთრებული გურიის მთებში
ხელიხელ ნაკრებ ჩხავერის ტკბილში
საგაზაფხულედ მზა ანადურებში და
კრიმანჭულის ჭირზე სიცილში
ედნიერებამ მითხრა რად მეძებ
მე ხომ მეგრული ნანები მქვია
ლაზური ქვისფერის დაბლობებზე
გაზრდილ ქალ ვაჟებს რომ ზნე დატყვია
მე ამ ჰერეთის, ან იმერეთის,
სიზმრების ცა ვარ დაუსაბამო
სტუმრის გულიან მოსაფერეთის
უარყოფა ვარ სოფლის საამო
ის ქალაქი ვარ ქარის მცნობელი
გულით ბაგრატის გუმბათის ხელა
ზემო იმერეთს დინჯად მომსვლელი
ზრდილობიანი ვარ საპოვნელა.
მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი,
სვანური ზარის ცრემლში ნაჟური,
უშბის კალთა ვარ მეწყრად დაშლილი
და აქაფებულ ენგურს ნაცური.
დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის
შეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი
გერგეტის მზე ვარ მყინვრად აშლილი
და განძის გადამმალავი ომში,
ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული,
ფშავში მისული ნისლის უბე ვარ,
დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის
თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ.
ქართული სულის მგელვარე რაშის
შმაგი ამაყი და მორცხვი მთა ვარ,
ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც
ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ,
კუპრად და ჭირად მოზღვავებულით
ვერ მოწამლული ხულოელი ვარ,
განდაგან თრევას არ გუებული,
შენი ერთგული აჭარელი ვარ,
ბედნიერებამ მითხრა თუ მეძებ,
ალექსანდროულს ნუ მოსწევ გვიან,
რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე
იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან,
ჭელიშის ოთხთავთან შეწირული
სანთელ ბერების არ განაგონი
სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული,
სიდარბაისლე ვარ ბარაკონის,
ტაოს ცრემლი ვარ ბანად შდენილი,
სახლის დაცვა ვარ ლომგულ ფხოველის,
კლარჯეთის ხმა ვარ ვერ მოწვდენილი,
გალავნებამდე სვეტიცხოველის,
მამა გრიგოლის შეწყნარებული,
არა უდები ხანძთის შვილი ვარ,
ფარავანი ვარ ნინოს ხლებული,
იოთამ ზედგენიძის ძილი ვარ,
თუ არ დაგღალე აფხაზეთი ვარ,
სურნელი სოჭის მთუთქავს მაციებს,
მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ,
სანამ უფალი არ მაპატიებს,
ქართულის ზერელედ მივიწყებას,
სტუმარ ქალების მალულად დევნას
სიმდიდრისათვის გაფაციცებას,
მიწას მოწყვეტას საფლიდო ლხენას,
სანამ უძღები შვილი მამასთან,
თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ,
სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს
და სიხარულით გული წამივა.
სანამ ილორში წმინდა გიორგის,
არ მივენდობი მწირველ მღვდელივით,
და არ ვიტირებ რაც არ ვიცოდი,
ზურმუხტ ბიჭვინთის ღვთისმშობელივით,
მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად,
სამაჩაბლოში დაბა ბრწყინვალე,
აღარ ვიქნები კერპების მძევლად
აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე,
ბედნიერებამ მითხრა სად მეძებ?
მზე დასავლეთში როდის ასულა,
რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე,
და ვეღარ იცლი იდგე კაცურად,
სადმე სულ ახლოს აქ ვარძიასთან,
სარკის თმოგველის ნაკამარალზე,
მტრის გაოგნებულ ელეგიასთან
მის მოღალატე ცოლის დანკალზე
ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს,
ლურჯ ბალახიანს ჯავახეთისა,
მესხთა სამკვიდროს აბულის წყებას,
კუმურდოს ლოდინს ძღვენთა კვეთისა
ნაათაბაგარ, ნამოღალატარ,
ოდესღაც ტყიან განვლიდე გორებს,
დაუდებარი ფიქრის კვალდაკვალ,
მიადგებოდე მოპარულ ლორეს,
ბედნიერებამ მითხრა რა ვიცი
კახში ინგილოს რა ეშველება,
თუ გეშორება უკვე დმანისი და
მარნეული არ გეშენება,
ისე მოკვდები გარეთ არ გახვალ,
რისთვისღა ცხოვრობ, საერთოდ ვინ ხარ?
შენ ძმაო ქართველს სულ აღარ გავხარ,
რას ადღეგრძელებ რაებს იხსენებ,
ვის რად არგია სად რა მოგსვლია,
დასთვრები ისტორიას იჩემებ,
ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას.
არაფერს არ ქმნი,
რითღა შოულობ მაგ საგროვებელს-
და არა სარჩოს,
მოფხანვის მაგვარ, შვებას პოულობ
როცა იყიდი და აღარც გახსოვს,
რისთვის იყიდე რის გეშინოდა,
როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი,
რით მიგაძინეს და რა გინდოდა,
როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი,
ბედნიერებამ მითხრა არ მეძებ,
თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას,
იავარდ ქმნილი გულის ნადებზე
იმყოფინებდი მალამოდ ძგერას,
მელექსეობის ამპარტავნებას
მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი,
დამანებებდი დევნას თავნებას
და შენთან მოსვლას თვითონ მაცლიდი,
ნაღდი თბილისის საღამოებად,
არ დანაბიჯებ ხატების გრილში,
ვიწრო ქუჩების ჭა ეზოებად,
ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში,
დაბრუნდებოდი მშობლების სახლში
რაც ღმერთმა მოგცა იმით ძლიერი,
დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში,
მოიქცეოდი როგორც ივერი,
ჩაგიხუტებდი რაც წლები დაგრჩა,
ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი,
და შენნაირი გარეთ ვინ დაგვრჩა,
აწი იმაზე დაფიქრდებოდი,
წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე
უეცარ ხმობად დაგიდგებოდა,
ნააღსარებზე აწი შენ გულზე,
ძებნა და შფოთი არ იქნებოდა,
ამიტომ ნურსად გესმის ნუ მეძებ,
ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე,
და სიხარულის უხლებ ველებზე,
იმედის სიოდ გამომიძახე .

ლევან ვასაძე
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 17:26 | Сообщение # 268
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17100
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არა, მე უკვე ვგრძნობ,
რომ ვბერდები,
წლები, წლები კი
მიჯრით მირბიან...
მხვდება მეზობლის
ნაწყვეტა გოგო
და მეუბნება:
_ “დათო ბიძია! “
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 17:29 | Сообщение # 269
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17100
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიდი...
ნელ-ნელა
მზე ჩამოწურე გულში
და დაივიწყე,
თუ რამ გითხარი გუშინ!
მიდი...
შეხსენი ფარდის საკინძე დილას...
და მიჩურჩულე:
–მითხარი,
რა?
რა გინდა?!
მიდი...
აწივლე,ანარცხე
ვნება ზეცას
და დააწერე ცისკრის
ლეგენდა ზეწარს!
მიდი...
რას უცდი...
აკეთე,რასაც ნატრობ...
ვაშლის კბეჩის ხმა
ხომ არ გაშინებს, გაკრთობს?!
მიდი...
ხო...
მიდი...
ჩემი ედემი-შენი...
შეხსენ კარიბჭე,
რას ელოდები,
შედი!-ლიკა,2015
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 18:12 | Сообщение # 270
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17100
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline


მაცრემლებდა ისტორიას,
სამასი წლის ბებერი ცა.
გათურქება ის შორია?
ახლოს ცუდი ხებერიცა.

დრო გვიპყრობს და დრო ტესტია,
ფერიიდან დღეს მთა ბორგავს.
როცა ხალხში პროტესტია,
რას მიკეთებს ეს მთავრობა?

სკოლა არა კიდე ისა,
ხო არ გინდათ სტუდ.ქალაქიც?!
მომხრე ვინ გყავთ იდეისა,
ჩვენთან თქვენი ცუდ ლაქლაქის!

ლეოგრანდით,შერატონით,
რომ დაადგეს ბათუმს რქები.
ხმას იმაღლებ შენ რა ტონით,
ვინც მომხრე ხარ გათურქების.

აქ სიკვდილი მირჩევნია,
იქ სიცოცხლე ბრმად თუ მელის.
მკერდით ლოდი გვითრევია,
შით თუ არ ზის ბათუმელი.

ცათაბრჯენულს ვიგინები,
მოგცათ მწვანე ვინც ვექტორი.
შემოუშვით იგი ნებით,
მიწისმჭმელი ინვესტორი.

კანონს გვახევს ამ მთა გორას,
რომ გამგელდეს მეტი ცია.
არ სცხვენია ამ მთავრობას,
მის ხალხს,რომ სთხოვს პეტიციას?!

გულს დამეცეს მეხი ციდან,
თურქთან რამით ბმა თუ მინდა.
მე ცისარტყლის ფეხი მინდა,
რომ გავყარო ბათუმიდან-

-ყველა თურქი ტრაპზონს იქით!!!

/პოეტ პოეტიშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
გვერდი 27 დან«1225262728294243»
ძებნა:

მოგესალმები Гость