პოეტი პოეტიშვილი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:29 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დუდუკის დუდუნი დერვიშებით...
ხებერი ხმაურობს ხაიამის.
ვენახში ვენერად ვერ ვიშვებით ?!
ხორხოცი ხან ხასას ხმა სიამის.
თრიაქით რითმავდა რობაიას...
დემონის დაცემა დე -ჰო ,მიზნით.
ზეზელა ზარხოში, ზრო-ბაიას.
ჰარემში ჰავაა ჰედონიზმით.
ფუსფუსის სუფევა სუფიების..
მთვარეზე ნატვრაა აი ამ ხმის...
თავ-თავის-უფალი სუფიქსები,
ხანებში ხარობდა ხაიამის.
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:30 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეკატერინე

ქერათმებზე და ცისფერთვალებზე,
ცისფერთითებით მე მაწერინებ.
მეტი ყოფილხარ მზისფერქალებზე,
სამოთხის ვარდო ეკატერინე.
ვიწყებ სიყვარულს შენი საუზმით,
ვახშმად უფრო მეტს გავიგებ დივა.
თეთრი გედი ხარ, სენის აუზის,
მე, ვენეციის შავი გედი ვარ.
ტოვებ პირღიად ახალ მთვარეებს,
ხელზე გკოცნიან პარიზელები.
შენში გრძნობების ვნახავ არეებს,
რომ მზეში კიდე არის მზეები.
ცამდე აყავხარ ეტლის პოდიუმს,
ცისფერი კაბით მოსავ კამარებს.
მომკლავს მეტრები ველი პო დიუმს,
რომ უშენობა მომასამარებს.
გვარად ამური მე შემიგვარდა,
სისხლი ყოფილა ღამის ოფლიო.
გიმხელ სამყაროვ მე შემიყვარდა,
პირველი ქალი თან მის მსოფლიო.
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:30 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარიამობა.

ოთახში გიშვებთ სიო,ნიავო.
სარკმელს ვუკეტავ ქარიანობას.
ცა ღვთისმშობელის სიონიავო.
მთვარე გილოცავთ მარიამობას.
მამაოები იღლიან ჯვარებს.
სულის გალობა ზარის სამიზნე.
ღამე მუსლიმან პირღია მთვარეს,
სულ მზე ამომდის მარიამიზე.
გულს გიზვარაკებ ერკემალია,
მთვარეს მზის თვალი გახელილი მაქვს.
არ დაგავიწყდეს კეკე მარიამ,
რომ უფლის დედის სახელი გქვია.
მივდივარ ტაძრის სახელურამდე
და შიგნით შემყავს მთვარიანობა.
რომ ღვთისმშობელის სახელი ამ დღეს.
ძმიშვილს დავარქვით მარიამობას.
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:30 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტატუნია-გატუნია-პატუნია

ბედი დაგვინავსა კატუნიამ,
ტატოს მოეფერეთ ტატუნიას.
გალას გაუბრთხილდით გატუნიას
პოეტს ჩამეხუტეთ პატუნიას.
გალა დედამიწა ვერანია,
ლურჯა ცხენები,რომ შეგასია.
ნიკოს ბედაური მერანია,
ჩემი ფრთაგაშლილი პეგასია.
მთვარე უიალქნო ფრეგატია,
წერამ შუაღამით ამიკლო ნი...
და დრომ პოეზიას შეგატია,
წმინდა რომანტიკის სამი კლონი.
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:30 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა-მ-ტრედეში (ექსკლიუზივი)

წმინდა მტრედს ააფრენს იოანე,
ჩვენც მტრედის სახლის წინ ავაფრინოთ.
მთვარეს,რომ მონათლავს იორდანე,
მზის სხივზე ოცნება დავაფინოთ.
ლექსები მღერიან გედებივით,
ლურჯი ტბა ვერ იცვლის კალაპოტებს.
ვიცხოვროთ ლურჯგულა მტრედებივით,
მტრედები არასდროს ღალატობენ.
ჩვენს ოჯახს ლურჯთმიანხუნდებიანს,
გამოზრდი ჩიტის რძით ლომგულებად.
ლექსებზე უთქმიათ ხუნდებიან,
ასეთზე არაა მომდურება.
მშვიდობას ომები მოესია,
გმირობენ საფოსტო შეღ ამები.
კიდობნის მტრედები ნოესია,
ზეთისხილს მოგართმევ შეღამებით.
პიკასოს მტრედს ნუ კლავთ გალიაში,
ომია მშვიდობით წასალეკი.
სიმინდი სავსეა ნალიაში,
რომ ბევრი ლექსი მაქვს ასაკენკი.
არა მყავს მე ერთი სამტრე იაც,
ადგილი გვინახა ცამ-ედემში.
გალას თუ დაარქმევთ სამტრედიას-
მახარებთ-ლექსს ვუშვებ ცამტრედეში.
ადამი დღეს ცოცხლად ვერ იჭმევა,
დრო დადგა ჩემს სახლში მო-გელი-ნო.
ეშმაკი მტრედივით ვერ იქცევა,
მე ძალმიძს მტრედივით მოგევლინო.
ლექსები მღერიან გედებივით,
ლურჯი ტბა ვერ იცვლის კალაპოტებს.
ვიცხოვროთ ლურჯგულა მტრედებივით,
მტრედები არასდროს ღალატობენ.
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:31 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნურეთინ ჩარმიქლის !!!

იცავს ნურეთინს ჩარმით ქლიავი,
ამბობს არ არის ჩარმიქლი ავი !

პ.ს.მტერსაც არ ვუსურვებ ჩემს კრიტიკულ რითმაში მოხვდეს.!
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:31 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იუმორესკა

იქაცა ვარ, აქაცა ვარ
ნაცარს ვქექავ ქაცარავა.

პ.ს.იმედია ხუმრობას არ მიწყენს,რითმის გულისთვის.
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:31 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნოტა-ცია

დასდევს მგლების როტა ციას,
ვხედავ დათვთა როტაციას.
ეკიდება ნოტა ციას,
და ნერონის ნოტაციას.

გაღმა მიაქვს რუსს უსტარი
და მარილი , უსუსტარი.
თავს დაგვატყდა უში, შარი...
ჩვენ ვართ ერი უშიშარი.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:32 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფორტეპიანო (ექსკლიუზივი)

ფორტე პრინცესა, პრინცი პიანო.
ფოტო, ფორტუნა, ფორტე-პიანო.
პოეტო პრინცზე პრინციპიანო,
გულზე დაგისვი ორტერფიანო.

მომინდა ფრთების გაშლა პიანოს,
მოდი დაუკარ ორტემპიანო,
გულვარდიანო და შლაპიანო,
თეთრი თითებით ფორტე+პიანოს.

ციხეს იღებენ გალავანიდან,
ხან შიგნით ტყდები ფორტებიანო.
მაძლევს გასაღებს გალა ვანიდან,
რომ შეგვაერთოს ფორტეპიანო.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 04:32 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცეცე

ხელი გულზე მოვაცეცე,
მომისია მონამ ცეცე.
საბატონოდ მოვა ცეცე,
სიყვარულის მონამცეცე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость