პოეტი პოეტიშვილი - Page 30 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 19:47 | Сообщение # 291
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შორს გაფრინდი "ყორანო"ედგარ ალან პოეტის,
მინგრევს გულის ჯებირებს მედგრად კალაპოეტი.
სადაც ვიყავ გამოჩნდა ნათლად პოეზია რომ,
მტკვარის მუზას არ მინდა ახლა პომ ეზიარო.
დავუნგრიე ბირთვული ერთობ ატომს ნატურა,
კალამს ვუბჯენ საფეთქელს ღმერთო ავტომატურად.
ურწყავს ვენახს რიონი, მტკვარი, არა, პო, ეტებს.
სახელს და გვარს მივცემდი მთვარით არაპოეტებს.
საქმე არ გაქვთ ჩემს მეტი, ახლა აპა ას ტასოს,
შეიყვარებთ პოეტის მაღალ საპაატასოს.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 19:49 | Сообщение # 292
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოვაშორე მუმიებს მწვავე სერ ტიფი კატებს,
გავცემ სფინქსის დიპლომს და მწვანე სერტიფიკატებს.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 19:50 | Сообщение # 293
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოლიტიკურ ნოტაზე ნატომ არიჰანგელა,
ჩარკვიანის არ ისმის მგონი ჰარი-ან-გელა.
საქართველოს უღელში ვერ შევაბით ზანგელა,
ერთმა კაცმა დღეს ყველა პოსტი მოირანგელა.
ქლიავების ბაღებში დაუნიშნავთ გამგე ბლად,
აქ, რომ იყო აგირჩევ ჩემი ქვეყნის გამგებლად.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 19:53 | Сообщение # 294
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ ყოფილიყო გალა ცოცხალი,
შენ იქნებოდი მერი-დიანა.
გულს მომდებია - ბალა ოც ხალით...
მკვეთ გრძედს გრინვიჩის მერიდიანად.
ყველა ვაჟკაცის გასახარისო,.
ღმერთს ვთხოვ პოეტი გასაკმარისოს.
წაიღებს გრძნობებს რაცა ქარისო,
მაგრამ ვერაფერს რაც აქ არისო.
შენი ტუჩები სალბად არი ცის,
მთვარეს-ხელკავს-მზე არდებს დიანა?
ვარდებს სხვა გჩუქნის ალბათ არ იცის,
რომ შემიყვარდი ვარდებიანად.
კაცმა არ იცის დ-ონი და ქ-ანი,
ანბანის კოშკზე ება თუ მება.
გამომივიდა მგონი ქაქანი,
როცა სოფლელ კაცს მებათუმება.
სულს ანგელოზად შემომისხედი.
ამდენ მოწევას ავიტან დემო?!
ბულვარს ჩავუყვეთ ველოსიპედით,
რომ სიყვარული გავიტანდემოთ.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 19:56 | Сообщение # 295
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ ყოფილიყო გალა ცოცხალი,
შენ იქნებოდი მერი-დიანა.
გულს მომდებია - ბალა ოც ხალით...
მკვეთ გრძედს გრინვიჩის მერიდიანად.
ყველა ვაჟკაცის გასახარისო,.
ღმერთს ვთხოვ პოეტი გასაკმარისოს.
წაიღებს გრძნობებს რაცა ქარისო,
მაგრამ ვერაფერს რაც აქ არისო.
შენი ტუჩები სალბად არი ცის,
მთვარეს-ხელკავს-მზე არდებს დიანა?
ვარდებს სხვა გჩუქნის ალბათ არ იცის,
რომ შემიყვარდი ვარდებიანად.
კაცმა არ იცის დ-ონი და ქ-ანი,
ანბანის კოშკზე ება თუ მება.
გამომივიდა მგონი ქაქანი,
როცა სოფლელ კაცს მებათუმება.
სულს ანგელოზად შემომისხედი.
ამდენ მოწევას ავიტან დემო?!
ბულვარს ჩავუყვეთ ველოსიპედით,
რომ სიყვარული გავიტანდემოთ.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 19:57 | Сообщение # 296
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვარდებს მერმისი მივარდიანებს,
ლექსშიც ვერავინ გამეჯიბრება.
შვილმკვდარდედივით ვიდარდიანებ,
დღეს პოეზიის გავერლიბრებას.
ბარი თოვლს ვერ დებს ცრუ ფანტელებით,
მთები იფარავს სიფათს ფატებით.
ტანს დამიარა ჟრუანტელები,
არწივის მთისკენ მიფარფატებით.
შენც გაიგონე კარგად ყმაწვილო,
ნამუსის შტურმანს დაუქე ნავი.
შენც ჩემო თავო არ გამაწბილო,
გქონდეს სინდისი დაუქეჯნავი.
მოაქვს სტრიქონი წეროს ნისკარტით,
მეფის ტიტული მენდო ვანობით.
ლექსებს ვარიგებ ეროსის კარტით...
რითმებს ვიგონებ დენდოვანობით.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 20:01 | Сообщение # 297
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნერგი ახარე საშენი ფესვით, არ დაგეზაროს ძალის მოკრება. გწამდეს პოეტო და შენი ლექსით, ახალი ლექსი დაიკოკრება. ფოთლებს მიგვიან მიმცოცხელები და შემოდგომა დამეჩაგრება. მოვკდები ბევრჯერ და მე დამრჩება- ეს უთვალავი სიცოცხლეები. არ მაპატიებს ამდენს ხიხანი, რომ ეს ლექსები არქივს ელაგა. კუნძულებს ვქმნიდი ამდენი ხანი, დროა მიქციოთ არქიპელაგად. პოეზიაში ვინც მთვლის ნაურუდ, ვიცი მისთვის ვარ მადაგასკარი. დღეის ლექსებთან ჩაგთვლიმა გურუს, რომ ღამით ისევ გადაგასწარი. /პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 20:05 | Сообщение # 298
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რითმების გოლიათი
და ვერლიბრი ჩუბუტია.
ორჯერ ხუთი ტოლი ათის,
ნუ ტირიხარ ჩუ ბუტია.
ნუ გგონია,რომ შენამდე
მყვარებია ყველა ციცა.
ჩემი გულის მორჩენამდე,
სულ არავინ მელაციცა.
ღამე მყვარობ -დღეს თუ მამჩნევ,
შენზე ვკარგავ გოგო ჭკუას.
სულ ერთსა გთხოვ მე ნუ მარჩევ,
სხვა პოეტს და გოგოჭუას.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 20:09 | Сообщение # 299
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კი იცი უნიღბოდ ვმასკარადობ,
დაგყვება პოეტის ჯენ ლანდია.
მიყვარხარ გაგიმხელ აშკარადო,
ვერ გადნა უმზეოდ გრენლანდია.
ცის ტბაში მზემ -მთვარე არ მაგედო,
ცრუ რწმენით მკაკვავდა გუგულოსი.
არ მინდა მოვესწრა არმაგედონს,
ბრძოლაა გულის და უგულოსი.
ევროპას გიერთებ აზია რომ,
გვერქმევა უცილოდ ევრაზია.
ღმერთი გვყავს ღმერთმანი საზიარო,
გულს მიხსნი ჩაკეტილ ბევრრაზიანს.
დაგხვდება კარის ქვეშ წერილები,
შამპანურს ვუმადლი პერინიონს.
ცისფრადა ყანწები ფერილები,
ჰალსტუხად მაისი შევიბნიოთ.
ვერ ვმშვიდდი ჩაის სმით ცეილონის,
ტრფობისთვის გამოცდა დრო ტესტია.
ყალყზე დგას სულ ყველა ნეირონი,
სახეზე ცრემლების პროტესტია.
პოეტი ლომის ტანს რო აზისო,
სფინქსია გდარაჯობს პირამიდას.
უგულო უდაბნოს ოაზისობ,
და თმენა ფიალის პირამდინა.
ო როგორ შორსაა ისრაელი,
ჩამოვალ შენამდე ცოტა ხანში.
იქნება იცოდეთ ვის რა ელის,
სულია მთლიანად როცა ტანში.
დღეს თეთრებს ხელები მოცენტვია,
გულებზე კოღოებს დავაკლავდი.
ვალს ვიხდი ბენჟამინპროცენტიანს,
მე უფრო უშენოდ გავღატაკდი.
ჩამითრეს ფსკერამდე ბერმუდები,
რომ არ გვაქვს ამურის სამკუთხედი.
წახვედი ჩემამდე ვერ ბრუნდები,
რომ დღეებს დღისითაც მამწუხრებდი.
გავიქცე ლექსიდან ან ჯარიდან,
მე ამას ჩემიდან გამოვრიცხავ.
იქნება ვისკუპო ფანჯარიდან,
ამისთვის ნურავინ გამომკიცხავთ.
თოფის ხმა მაყუჩით ჩაიხშობა,
შურდულით იადონს ქვებს მესვრიან.
ჩინეთმა ცინი და ჩაი შობა,
ჩვენს მიჯნას გოდებაც შემესვრია.
ომები არა ღირს ჯვაროსნულად,
ლომგულსაც აკვირვებს სალადინი.
ვიფრინოთ ხალიჩით ჩქაროსნულად,
რომა ხარ ჟასმინი ალადინის.
შავ თალხსაც შეგიცვლი სარა ფატით,
ვალენტინს უყვარხარ ვალენტინა,
ნობელი პერესს და არაფატის,
ისრაელს გიხუტებ პალესტინა.
მთვარეზე ჯვდებიან ღამურები,
რეი ჩარლზს ხედავენ ხვალ ჯაზირად.
ლექსებს ,რომ ვაფეთქებ ამურებით,
ტერორისტს მიწოდებს ალ ჯაზირა.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 20:20 | Сообщение # 300
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰერა ,ათენა და აფროდიტე,
მათი ჟიური კი პარისია.
მე სიყვარული მააფროიდებს,
რომ მარადმწვანე კიპარისია.
სპარტას მოპარა ტროამ ელენე,
ომი გაჩაღდა ქალის გულისთვის.
გზას მინათებდე დროა სელენე,
გვირგვინი მიმაქვს დანიშნულისთვის.
ჩემზე არა თქვა - ხარ ცუდი ლომო,
ჩემზე შეიცვლის იერს ვარდენი.
არც ულექსო ვარ,არც უდიპლომო,
ვარ პოეზიის პიერ კარდენი .
გჩუქნი თინათინ ავთანდილიდან-
ვარდის სამოსელს- ია დანათის.
არაკს გიკითხავ თავთან დილიდან,
მწუხრჟამს ჩაგესმა იავნანათი.
გული განაზდა ექიმო დელი,
მშურდა მე ადრე ცქვიტინიძესი.
პერსპექტივა გაქვს ცელქი მოდელის,
მე პერსპექტივა ცქვიტი სიძესი.
ვარდად ამჟღავნებს ფოტოს ეს ია,
პოდიუმამდე ასი მეტრია.
გულმა ჩაშალა ფოტოსესია,
რომ შიგნით ძგერის ასიმეტრია.
კრძალავს ბიკინებს ხანი ვერ აჩენს,
ცრემლით დატბორვა უპეს მოელის.
შენზე იტყოდა ჯანი ვერსაჩე,
რომ ხარ მსოფლიოს სუპერ მოდელი.
მთვარე თავის არ მოიშლის სიფათს,
ახლა სიწმინდის შრეა ტიული.
მზემაც პარიზში მოიშილიფა,
ლექსშენ შოუა კრეატიული.
შენს მოსაყვანად ნავი ჩარტერობს,
და ზურგში ტრფობის ქარი მატულობს.
იქნებ გულებიც გავიბარტეროთ,
პოეტი მუზით ვქარიზმატულობ.
შემომეხვიე მოდი ლიანად,
დავწერ სიგიჟეს პატა სტროფულად.
მექცა სიფხიზლე მოდილიანად,
თავს ვგრძნობ უშენოდ კატასტროფულად.
შენი შემყურე ზოგი გიჟდება,
ზოგი უბერავს, ზოგი გარეკავს.
მილიარდ გულში მოგიზგიზდება-
ცეცხლი დანთული ვოგის გარეკანს.
პირზე მოვიდგი კოკოშა ნელად,
ვერლიბრს მივიჩნევ ღალატიონად.
ვიქეც რითმების კოკო შანელად
და მკვდრეთით აღმდგარ გალაკტიონად.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость