პოეტი პოეტიშვილი - Page 31 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 20:31 | Сообщение # 301
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბნელი გარდასახე ნათელად,
სნეულს განუკურნე იარა.
შენს გზას ვერაფერი გათელავს,
მცხეთას რომ დაადგი ტიარა.
გაცი, გაიმი და ზადენი-
იმსხვრა არმაზივით მიწამდე.
შენი სიყვარულის სადენი,
მერე ქართველებმა ვიწამეთ.
ნათელს დაანახებ მირიანს,
ცაზე ლაჟვარდებით მოცულო.
როცა ვაზის ჯვრები ტირიან,
ცრემლით ქართველებზე ლოცულობ.
/პაატა სურმანიძე/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 20:36 | Сообщение # 302
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედაჩემი მეხვეწება,
მომიყვანე პატა რძალი.
მუზა ცხრა მთას მეხვეწება,
რომ ვიპოვო პატარძალი.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 20:45 | Сообщение # 303
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სოხუმი დაეცა! დახვრიტეს ჯიული!
მშვიდობას გვიფასებს, ომების ჟიური!

დევნილ ხელს მართვავენ,ლტოლვილ გულს იჭვი ნთქავს
შავ ზღვაში ფსკერამდე მიყვინთავს ბიჭვინთა.

ენგურზე აქ გადის, მზა ხაზი ნაფხაზი.
დაგინდო, შეგინდო ქართველმა აფხაზი.

ჩვენ შორის ჩადგება სულ მალე მტრული ზღვა,
რუსეთო აფხაზეთს ტყუილად ულიზღავ.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 20:47 | Сообщение # 304
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უნდა მაჩვენო დრომ ომანია,
რომ, მეც დამჩემდეს დრომომანია.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 20:49 | Сообщение # 305
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექსის დედოფალო გალა Tea.,
ხელში აყვანილი მეჯვარები,
როგორც პიგმალიონს გალატეა,
ასე გაგიჟებით მეყვარები!

ბევრი თავს გაჩვენებს მეფეებად,
ჩემი ქვეშევრდომი ვეზირები,
გული მეფესავით გეფერება,
გვირგვინს დედოფლისკენ ვეზიდები..

ახლა მეჩვენება მე ჭა ბუკად,-
ექოს ხმა თუ გესმის,-მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ო!!!
უნდა მოგევლინო მზეჭაბუკად
და ღმერთს ერთად ყოფნა მივახაროთ!

ლექსის დედოფალო გალა Tea,
ხელში აყვანილი მეჯვარები,
როგორც პიგმალიონს გალატეა,
ასე გაგიჟებით მეყვარები!

/პაატა სურმანიძე/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 20:52 | Сообщение # 306
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულის ეზოში ავი ძაღლივით,
მსურს ქერა თმებით დამაბა ნინო.
მზემ დაიმორცხვა თავი ბალღივით,
რომ შენგან პირი დამაბანინოს.

ვიფიქრე გვერდში შენ ამოგიდგე,
გაიხსნა ლექსის სეზონი ციდან.
ლურჯი კალამი მზემ გადმომიგდე,
მუზის მაძებარს მეზონინიდან.

სიცოცხლეს მიზღვევს ყვავი, ირაო,
მომეც იმედით ნინო პოლისი.
სჯობს პარასკევი გავიკვირაო,
და ჯვარი ვიყო ღვინოპოლისის.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 20:57 | Сообщение # 307
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაბრუნდი პოეტთან ზეინაბი,
ცისფერ ზღვას შავ ზღვაში ამომავლობ?!
ღრუბელზე ცხრათვალა მზე ინაბვის
და მთვარეს ფეხს მჭრიან სამომავლოს.

შენს ხელის -ჩემს ხელში სუსტად მფლობელს,
გულის გზა ყინვებმა კრემასავით.
ვკითხულობ მესამედ გუსტავ ფლობერს,
თავს იკლავ მესამედ ემასავით.

ჩაყლაპა ტატნობმა ორი ზონდი,
კუჭის წლულს ვინ ჩივის,გულისწყლული-
გამეფდა დარდების ჰორიზონტით
და გაჩნდა ახალი უფლისწული.

დასდევდა მოპარვით მზეს ავაზა,
მთვარემ ვერ წაკურდღლა წამით ჩია.
დღემ ღამეს ბარტერი შესთავაზა
და ღამემ გუშაგად ამირჩია.

ღმერთს შევთხოვ სიყვარულს ორი ხელით,
ბაგეებს ვიმწყნარებ მშვიდ ოსანით.
თავს ვიკლავ ლექსებში მორიელი,
უგულო გამოდექ მშვილდოსანი.

/პოეტ პოეტიშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 21:24 | Сообщение # 308
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაემართოს რუს ოკუპანტს სამუდამოდ აფაზია!
კალმით სტრიქონს ვეწევი და ირგვლივ დარდთა ნაფაზია...
გული! გული!დაკარგულის ნატანჯი და ნაფხაზია,
რომ იცოდეთ აფხაზებო, გალას ბებოც აფხაზია

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 21:35 | Сообщение # 309
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მხიბლავს "თეთრი სახლი" ახლა მელანია.
კალმის კალაპოტში ლურჯი მელანია.
პოეტს პოეზიის პირველ პრეზიდენტის,
მომეც იმედი და მომკლავს რეზიდენტი.
თმები ყალყზე მაქვს და ნერვებს პენტავს გონი,
რადგან ბერმუდ გრძნობას ებრძვის პენტაგონი.
შენი მოტრფიალე ახლა მელანია,
პოეტ პრეზიდენტის შავი მელანია.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 21:48 | Сообщение # 310
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბურთს გააგორებს ფრანჩესკო ტოტი,
უნდა ვიხილო კარში მე დიდა.
მეწვის ბორჯომის საჩვენო ტოტი,
უფრო და უფრო ქარში მედიდა.

მოდის მილანი, რომი და ბაჯო...
უნდა მოვიკლა, დღეს სერ ჟინიო.
პოეტო მათთან, რომ იბაჯბაჯო,
პასით მოგაწვდის მზეს სერჟინიო.

ლუკა ტონი და ვინსენტ კანდელა...
ტექნიკით გავხარ პოეტს შევჩენკო.
მზის ბურთი, მთვარეს მიეკანდელა.
მათ თქვენი ნახვა მოეჩვენჩვენკონ.

თუ ლექსით ცეცხლი არ დაინესტა
დარჩება ფერფლის თალხი ბალახზე.
დღეს თბილისს იცავს მალდინი, ნესტა,
პაიჭაძე და კახი კალაძე.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость