პოეტი პოეტიშვილი - Page 33 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: სამ, 10.10.2017, 00:24 | Сообщение # 321
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეხვედრა კოცნა ლოყისპირული,
ქოლგას აფარებს ღიმი, ლიანას.
სხივთა სხვა წვიმა კოკისპირული,
მზე მეხუტები ღიმილიანად.

ბუ კავალერი, დამა გნოლია,
გუშინდელ გრძნობებს გულში აგებენ.
ეს ფრინველები და მაგნოლია,
რომ არ გაკოცო გიგუშაგებენ.

ცეცხლი დავანთეთ ვენერამური,
ხელში გვიჭირავს ალი ყურიდან.
შუბლი ნახშირით ვერშენამური,
ლავაშს დამაკრავ ალიყურიდან.

ცივი გრძნობები მეზადებიან,
იქნებ ჩემს ნაცვლად სარო იალო.
დღეს ჩემს ნერვებზე ემზადებიან,
შენი თითები საროიალო.

გაყვითლდა გზები ნოემბერების,
პოეტს კალამზე ედემი კოცნის.
გამილაჟვარდე მონე ფერებით,
მწვანე კონცხიდან იმედის კონცხი.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 10.10.2017, 20:50 | Сообщение # 322
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველაზე მეტად მჭირდება ახლა,
შენი თვალების უძირო ტბები...
მიდიხარ, მაგრამ ვერაფრით წახვალ,
ყოველ წასვლაზე დამიბრუნდები...
 
nukriaДата: სამ, 10.10.2017, 20:52 | Сообщение # 323
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და, ამავე დროს უცხო სრულიად...
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა - ეს უკვე აღსასრულია!"

ოთარ ჭილაძე
 
nukriaДата: სამ, 10.10.2017, 21:24 | Сообщение # 324
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ მემუქრები, თუ გინდა წადი...
იძულებითი მზეც რ მჭირდება...
ის მზე, რომელიც ყოველ დღე ჩადის,
ხვალ უთენია ამობრწყინდება...

მამა პეტრე
 
nukriaДата: სამ, 10.10.2017, 21:25 | Сообщение # 325
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუხელ ვნახე... წუხელ ვნახე, ღამე ისე თენდებოდა,
თითქოს გული ამდენ მახეს, ერგებოდა, ერგებოდა...
თავზე ვნახე, თავზე ვნახე, თმები ისე თეთრდებოდა,
ის რაც ვლახე, გადავლახე, ერთ ადგილას ერთდებოდა.
ძილი ვნახე, გაღვიძება, დამეზარა, დამეზარა,
გულის ბაგეს, ცრემლი აგეს, გამებზარა, გამებზარა.
და ჩემს მეტი სულ არავინ, არა იყო დამნახავი,
ჯვარცმულ ქრისტეს გოლგოთაზე, გამლახავი, გამლახავი...
ალბათ მეც, რომ არ მეხილა, არ მომწევდა დაჯერება,
სწორედ მაშინ ამეხილა, გულს რომ სურდა გაჯერება
იქ მივედი სადაც სული, სადაც სული დაბალია,
და სიტყვები უფლისათვის, მაღალია, მაღალია.
ქარი ქროდა ლამაზ სახეს, უხდებოდა სულ შრამები,
უფლის სახლში მე, რომ მნახეს, გაუოცდათ სხვებს თვალები.
განა მწყემსი ერთ ცხვრისათვის, იმდენს იზამს, იმდენს იზამს,
რომ სიცოცხლეს იმ ერთისთვის, გამოზიდავს, გამოზიდავს.
წუხელ ვნახე, წუხელ ჳნახე,
ღამე ისე თენდებოდა,
თითქოს მთვარე გულთან ერთად, ჩერდებოდა, ჩერდევოდა!
ლაშა გორელი
Фото ლაშა ბასილიძე.
 
nukriaДата: სამ, 10.10.2017, 21:28 | Сообщение # 326
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ
მეყვარები
ჩვეულებრივ - " ღრმად " და " ძალიან "
ვერ
ვიფიქრებდი ზღვის
ფსკერზე
რომ
ცეცხლი დამენთო ,
შენი
თვალების
და
თეძომდე თმების ბრალია ,
რომ
ასე
ურცხვად შემიყვარდი ჩემო ქალღმერთო .
 
nukriaДата: სამ, 10.10.2017, 21:29 | Сообщение # 327
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე პოეზიას ვუწოდებ ჭაობს
შიგ რომ შეხვალ და გამოხვალ ვეღარ
ჭაობში ბევრი ავსული ხარობს
იმას რომ იღებს რასაც ვერ ხედავს

მე პოსზიას ვუწოდებ ჩანჩქერს
რომ ძნელი არის მისი გავსება
ჩანჩქერი ყველა სიმაღლეს არღვევს
შემოქმედება არ ენანება

მე პოეზიას ვუწოდებ ლამპარს
მათთვის ვინც გადის ბნელს და უკვალოს
ლამპარი სხვა შუქს საერთოდ არ ჰგავს
ზედ უსიცოცხლოს ცივს და უბრალოს

მე პოეზიას ვუწოდებ კარებს
შიგ შემოგიყვანს ჭეშმარიტებას
მზიან ადგილებს მშვიდებს და წყნარებს
გული ხიბლით რომ ეპოტინება

მე პოეზიას ვუწოდებ ხანძარს
რომ შეხვალ შიგ და გულით დადნები
ეს პოეზია სხვა ხანძრებს არ ჰგავს
ალესილი აქვს მუდამ ხანჯლები

მე პოეზიას ვუწოდებ ზღაპარს
სადაც უკვდავნი იბადებიან
ეს ჩემი ლექსი სხვა ზღაპრებს არ ჰგავს
აქ შედიან და იკარგებიან!
ლაშა გორელი
 
nukriaДата: ოთხ, 11.10.2017, 16:48 | Сообщение # 328
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენზეა ცრემლი და შროშანი,
როს ჟამი ცრემლივით გამაშრობს...
ვინ იცის,
ჯერ იქნებ
შორს არი,
ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ;

ვთამაშობ და გამჩენს ვბარდები
და შენსკენ მახედებს გუმანი-
შორსაა ჯერ სველი ვარდები,
შორსაა ბახი და შუმანი.

დრო გამყავს,სიცოცხლის ხემსიდან
ჭურჭელი რჩება და სარქმელი,
შორსაა ჯერ ბოლო ლექსი და
პალატა,
სკამი და
სარკმელი...

როდესაც მუზებიც გამრიყავს,
სამარეს, ხორცმა რომ მიაგნოს,
დავაწერ სიკვდილის თარიღად
ბოლო ლექსს-
სიკვდილის დიაგნოზს...

...ვარ შხამით მოყვრის და მოშარის,
სანამ დრო ძვალივით გამაშრობს.
ჯერ იქნებ,
ვინ იცის,
შორს არი,
ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ.
 
nukriaДата: ოთხ, 11.10.2017, 16:54 | Сообщение # 329
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარც შენი მჯერა, ცრემლო,
რად მიყურებ გაკვირვებით,
როცა მთელი საქართველო
არის დედანატირები.
ამომივსეთ მიწით პირი,
მზეს ვაცილებ უალერსოდ,
კარგი ვინ თქვა ქართლის ჭირი -
ან ამაზე უარესი.
შენ რომ სახნავს აღმა ჰხნავდე,
ის ეცდება დაბლა დაჰხნას,
საქართველოს ბედი ვანდეთ,
ნაბოზართ და ნაჩათლახართ.
საფიცარი ფერი მიწის
შეირყვნა და შეიცრიცა,
ვიღაც ზურგში მაყრის სიცილს,
ვიღაც ზურგში მიყრის ისარს.
ვაი, სად გავექცე სირცხვილს,
დაკრულია ჩემი ძმისა!
მეტისა ვარ, ალბათ, ღირსი-
სწორად მაყრით მტვერს და ნაგავს,
ვინაც ტახტის არის ღირსი
ის მივაბით ვირის ბაგას.
ვაი, საფერებო სიტყვავ -
ჩაშლილო და ჩანათელო,
მართალს სჩადის, მე რომ მირტყავს,
შენც გიფერებს, საქართველოვ!

ტარიელ ხარხელაური
 
nukriaДата: ოთხ, 11.10.2017, 16:57 | Сообщение # 330
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა თავს ზემოთ გზა არაა,
მე მივდივარ სხვასთან,
შენ-სხვასთან
და,მერე..
მარტო დარჩენილებს
ერთმანეთი გვენატრება...
ამ დროს სიყვარულს ვეძახით
ურჩხულს...
რა მწირები ვართ
და თავს ვიმართლებთ,
თითქოს გზა არ გვაქვს...
თავები არ გვაქვს,
თორემ გზა კი მოიძებნება!–ლიკა
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость