პოეტი პოეტიშვილი - Page 34 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ოთხ, 11.10.2017, 17:01 | Сообщение # 331
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემში გაივლის ელვა _ ცაზე გადარბენილი,
ყველა თვალი რომ აირეკლა
და იმ სიტყვაში ჩაიმალა,
ზოგჯერ სული უხმოდ რომ ამბობს...
 
nukriaДата: ოთხ, 11.10.2017, 17:07 | Сообщение # 332
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომენატრე სულში ჩასახუტებელო,
ამ მზისა და სიყვარულის დარო,
სალოსივით წმინდა გულის,წმინდა სულის,
ღმერთის ენად მოუბარო ქალო.
შენი ლექსი სულს მალამოდ ეფინება,
სადაც წავალ თან დამყვება რითმი,
ყველა ლექსი სისხლძარღვებს და ძვლებს დაივლის,
ჩემი ენით შენი ქება ვით ვთქვი.
მომენატრე სულში ჩასახუტებელო,
შენი წვდომა იოლია განა?
დუნიაზე შენი დარი არავინ გვყავს
ჩემო ტკბილო,გემრიელო ნანა.
 
nukriaДата: ოთხ, 11.10.2017, 17:23 | Сообщение # 333
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ერთი სული მაქვს,დავწერო რამე,
მაგრამ ხტუნაობს რითმა ვით კვიცი.
რამდენჯერ შევცდი,რამდენი ვჭამე,
მაინც გიყვარვარ,ნამდვილად ვიცი.

ცისფერ თვალების არ მქონდა რწმენა,
(მე თვითონ ცისფერს ვატარებ თვალებს),
სალაპარაკოც ერთი გვაქვს ენა,
-ეს არის ენა,დარდს რომ მაძალებს.

შენ ის ხარ,ვისაც ველოდი წლობით
-აღუწერელი სიტყვით და კალმით.
არ დავიღლები შენს გვერდზე წოლით,
არ მომბეზრდება არც ერთი წამით.

რაც უფრო ბევრი გაივლის წელი,
მით უფრო მეტად შემიყვარდები.
როგორც ბავშვს,მინდა,მოგხვიო ხელი
-ჩამოგახიო სულის ჩადრები.

შენთან როცა ვარ,ვარ როგორც რკინა,
რკინა,რომელსაც ვერ შეჭამს ჟანგი.
თუმცა წარსულმა გული მატკინა,
მეხმიანება მგოსნების ჰანგი.

დღეს მე ისეთი ვარ ბედნიერი
-ვერ დაიკვეხნის ბევრი ხნიერი,
მაგრამ მგონიხარ ცრუ და ცბიერი,
რადგან მიგიგავს ქალღმერთს იერი."
 
nukriaДата: ოთხ, 11.10.2017, 17:45 | Сообщение # 334
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაფრინავ მიწიდან ზეცამდე,"ნეტა შენ"!
... სულით ვართ ტყუპები, ჩიორავ,მე და შენ.
სვამ წვიმას ღრუბლიდან. ვით ღვთიურზედაშეს,
ქარმა არ წაგიღოს... რა ვუთხრადედაშენს.


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 11.10.2017, 17:46
 
nukriaДата: ოთხ, 11.10.2017, 17:48 | Сообщение # 335
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდიხართ ერთი ბილიკით, ერთი - ცის, ერთი - მიწის... გიჭირს მის გვერდით ცხოვრება, მისგან გაქცევაც გიჭირს... სადმე ხომ უნდა დასრულდეს გზა - ძეძვისა და ჭინჭრის... წასვლასაც ნიჭი სჭირდება, "ნიჭი, ძამიკო, ნიჭი"!
 
nukriaДата: ოთხ, 11.10.2017, 22:53 | Сообщение # 336
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნისლით დაუბურა მაღალი მთებიგამუქდა ნაღები ცის,წვიმა გამჭირვალე ბილიკებითძირს ეშვება და ცრის...ქარი შეატოკებს ალვის კენწეროებს,არწივიც აფარებს კლდეებს თავს,გრგვინავს არემარე, ქშენს და იღრინება,მეხი ღმუის, ელვა კაწრავს
80
ცას...ღრიალებს მდინარე მკაცრი ბარიტონით,ლოდებს მიათრევს და ბორგავს,თეთრი მოკამკამე სამოსელიტალხით ისვრება და ოხრავს...ჰაერს შერევია სურნელი მტვრის,სუნთქვაც ცივია და სველი,სიგრილის აგონია დაგათრობს,და სული ცად გაფრენას ელის...ფოთლებს ეწრიტება ბოლოები,ნუკრი ეფერება დედას,სწრაფად ახამხამებს სველ წამწამებსთითქოს ახლა სწავლობს ხედვას...ბუნება ლამაზია წვიმის შემდეგნიავიც შეირხევა ოდნავ,ცაც ისევ ლურჯია და გამჭირვალემზე ისევ ანათებს და... ჰოდა...მიყვარს ნაწვიმარზე სეირნობაფიქრი და ოცნება შენზე,მერე სევდიანი, უიმედოდიქვე ჩამოვჯდები სერზე...ალბათ მარტო ვარ ამ ქვეყანაზე,სევდა ფიფქებივით მათოვს,მაგრამ სიყვარული შენთვის ანთებულიმე ამ წვიმაშიც კი მათბობს...არა, არ ვუჩივი უშენობას,შენ ხომ სადღაც აქ ხარ ახლოს,თითქოს სიზმარია საზარელი,მალე გაივლის და... გახსოვს?ერთად მოვდიოდით ბინდბუნდში ორნი,სიჩუმეს მოეძებნა ბინა,ვინ იცის ჩვენს გულებში საწადელმარამდენჯერ გაირბინა...თუმც კი ვერ გითხარი ვერაფერიდა არც სიამაყემ მარგო,მაგრამ ამ დაჭრილ და დაღლილ გულს კიმუდამ ეყვარები კარგო!!!
 
nukriaДата: ხუთ, 12.10.2017, 23:20 | Сообщение # 337
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალები მეწვის,
უძილობით ვერ დავიძინე,
ხიდია ბეწვის ,
ვერც ვიტირე, ვერც გავიცინე.
ფიქრების სეტყვით,
შუბლზე კოპი,მეც გამიჩინე.
ნურაფერს მეტყვით,
სირცხვილით თმა ვერ გავიცვინე.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:11 | Сообщение # 338
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტროას დაატყდეს ელეთმელეთი,
შენს ქმარს მოვტაცებ პარისი ელეს.
არ დამივიწყო ელე მე ლეთით,
შენსკენ იშვერდა პარიზი ხელებს.
სიღნაღს ხატავდა ახვლედიანი,
ვხედავ შეხვედრის მირაჟს იდებში.
ლორდი თავს იკლავს ვახ ლედიანი,
სფინქსი გდარაჯობს პირამიდებში.
ცამ მომაცილე ხმელეთს გიურზა
და თავს შევწირავ მე ლექსს გმირულად.
მთვარე ავტირდი ელეგიურად,
მზემ ღვინო მასვი ელექსირულად.
შენი შემყურე ელევენდივარ,
რომ მეწერები სულ პირველ ლექსად.
პირველ მაისის ელე დენდი ვარ
და შენ მიყვარხარ უპირვ-ელე-სად.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:12 | Сообщение # 339
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოთხი სეზონი ვივალდს ვუსმენდი,
რომ დაუსერა ბედს დრომ ვენები.
ვერ დამაყრუეს მიყვარს, ვუთმენდი,
რომ უკეთ მესმის ბეთჰოვენებით.
კარგად იციან ჯულიეტებმა,
რომ ჩემთან არის რომეო სები.
ვერ დამიბრმავეს გული კელტებმა,
რომ უკეთ ვხედავ ჰომეროსებით.
მე ისე წავალ პოეზიიდან,
დარჩეს საწერი "პასტებს"ნაკლები.
რომც დამაკოჭლოთ პოეტის გზიდან,
მე უკეთ ვივლი პასტერნაკებით.
გამათამამეთ დიდათ პატივით,
ჩემზე თევზაობთ ჯერ ანკესებით.
რომც მომჭრათ ხელი დიდოსტატივით,
მე უკეთ დავწერ სერვანტესებით.

/პოეტ პპოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:12 | Сообщение # 340
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სარკეს მივაბოლე თუთუნი და
ქალზე მომივიდა მადა მაჩოს.
ყველა სილამაზე ბლუთუზიდან,
მინდა ჩემს ტახტში ,რომ გადავქაჩო.
ალბათ შენც გამიცან მაჩოთი რომ,
ჩემს ერთგულებაზე წუწუნებდი.
აღარ მეჩვენება საჩოთიროდ,
შენ ქმარს სიყვარულს რომ უწუნებდი.
მეტი სიყვარული ლამაზ ცოლებს,
რადგან ვერ ვიქნები უქალთანო.
ქალი სიყვარულს რომ გამაყოლებს,
მივალ სიყვარულით უფალთანო.
ბევრმა ჩემს ხელებში შალა ტანი,
ამას არ ვიგონებ სატრაბახოდ.
არ ვარ სიყვარულის შარლატანი,
ქალის მკერდები მაქვს საბალახოდ.
ქალში დასაზამთრი ყიშლები და...
ჰიპნოზს არ ვიყენებ რასპუტინის.
ბანსაც ვერ იგონებთ ნისლებიდან
ბევრი მეყოლება მთას თუ ტინი.
ჩემზე ჭორები არ გაფლანგულა!
ვუთხარ ერთი სიტყვა ბონჟუ ჟანას,
ვკოცნე ვნებიანად თან ფრანგულად,
ახლა ყველა მიცნობს დონჟუანად.
ამ თავს ათასზე მეტ შარში ვყობდი,
პოეტს დღეს სახელი (ბუღა) მმატეს.
ყველა ლამაზთან რომ ვარშიყობდი,
ვერცერთ სილამაზეს ვუღალატე.
ჩემზე საუბრობენ ოხ რას შობა...
წერას კვლავ ქალებზე აყვა ხელი.
ღმერთო მაპატიე ოღრაშობა,
მინდა უფრო მეტი საყვარელი.
ღამე ლამაზმანო ნაზად მოვალ,
მერე შეაქანებს ჭექა ქანებს.
მაჩომ დავაჯობე კაზანოვას,
ჩემს თავს სარკეში რომ ვექაქანე.
/პაატა სურმანიძე/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость