პოეტი პოეტიშვილი - Page 35 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:12 | Сообщение # 341
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოწყვდი ნატვრის ხეს ბოლო ამარტი,
ნატვრისთვალივით გკარგავ მარიტა.
ტრაგედიული სოლო ამ არტის
ჩემთან დუეტს ქმნის,კარგად მატირა.

ეკლის გვირგვინმა მაჭეშმარიტა,
მჩხვლეტს ნემსებივით მიტრა გედიას.
საფლავის მიწას მაჭმევ მარიტა,
რაც ციციკორემ მიტრაგედია

/პოეტ პოეტიშვილი/

ლიკას

ეს, ხიდი თმებით გააბი ლიკა,
მდინარე გიმღერს სიმით ლიკლიკა.
რითმამ სტრიქონი გააბილიკა,
მიმიმ მიმიკით მიმიქილიკა.
მიყვარს ოცნება და სიმბოლიკა
ტაშს უკრავს მთვარის არეს პუბლიკა.
რადგანაც, KENT-ი მასვი ბოლი მკლავს,
ცამ სიყვარული არესპუბლიკა.
გვიკბენს კრაზანა და ბაზი, ლიკა.
ნახე რას ნიშნავს "ევრიკა"ლიკა
გველის სასახლე და ბაზილიკა,
ისვრის ჩვენს მიმართ ბევრი რეპლიკას.
/პოეტ პოეტიშვილი/

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:13 | Сообщение # 342
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კი არ მოკვდა, ბროწეული გაიხლიჩა,
ოქტომბერში ბროწეულმა ასე იცის...
და სიყვარულს ტალახის ქვეშ მაინც იცავს,
შეცდომებზე მეტი არის დანაკლისი...
ამ სოფელმა სილამაზე ვერ დაიცვა,
წვიმა არა, ეს მარიტას ცრემლებია...
დაამძიმა ციციკორემ დედამიწა,
და სხვებიც თავს ციციკორეს ევლებიან...
არ სჭირდება ღმერთს ასეთი სამართალი,
და შიშისგან ჩრდილებიც კი ჩერდებიან...
ისე გვემეს, უიმედოდ ავად არის,
სისხლი არა, ბროწეულის წვეთებია...
/ავტ.მამა პეტრე - კოლხი/ პეტრე კოლხი
***
- აყვავილდება ბროწეული
მარიტას ბაღში
და აილეწავს ატკეცილი
ყვავილი ყვრიმალს!
სადღაც შორს, იქით,
განაბული ირემი, მთაში,
ამაოდ ელის, ვერ მოაღწევს,
ხარ-ირემს მყვირალს.
დაილეწება ჩქერთან ბრძოლით
მამრი კალმახი,
აკოცოს სატრფოს, ვერ ეღირსოს
ეს უწერია...
წამოაგებენ მიჯნურ მოყმეს
მახვილს წამახულს,
"შენთვის ვცოცხლობდი,
შენთვის ვკვდები" -
ბედნიერია...
დაშორებაა სიყვარული
უფრო ნამდვილი,
სიკვდილი უფრო ნამდვილია,
როცა ფრთებს გაშლი!
და აილეწავს ატკეცილი,
ყვრიმალს, ყვავილი -
ბროწეულები ფეთქდებიან
მარიტას ბაღში...
/ ავტ.კახა შალამბერიძე
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:13 | Сообщение # 343
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზეს დავუკოცნე ღაწვი მარია,
მერე მაჩუქა სანტამ არია.
თვალის კომპასი ნაწვიმარია,
გულს აღმოგაჩენს სანტა-მარია.
ერთად ვებრძოლოთ რასიზმს მარია,
არ მიმატოვო მარტო მარია.
რა კოშმარული რა სიზმარია,
ცხადმა სიზმარი რატომ არია?!
ვუი თბილისი ვაი მარია,
არ მიღალატო შენ იქ მარია.
ჩემი ძმობილი ვაიმარია
და ოზურგეთი შენი ქმარია.
ვერ დავიბრუნეთ ტაო მარია,
ააკლარჯეთოს სენაკმა ია.
ყოველი რითმა ნაომარია
და ლექსი მაინც ვერნაკმარია.
ჩემი უშგული და ლამარია,
გულის სიმებზე ნახე-მარია.
ასე იმღერა გალამ არია,
ავე მარია , ავე მარია.
მესმის ღვთისმშობლის ზარი "მარია",
გადამიშალა პარიზმა გული.
მთვარე პირიმზის პატი-მარია
და ჩემი ლექსი ქარიზმატული.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:14 | Сообщение # 344
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უკეთ (ექსკლიუზივი)

ოთხი სეზონი ვივალდს ვუსმენდი,
რომ დაუსერა ბედს დრომ ვენები.
ვერ დამაყრუეს მიყვარს, ვუთმენდი,
რომ უკეთ მესმის ბეთჰოვენებით.
კარგად იციან ჯულიეტებმა,
რომ ჩემთან არის რომეო სები.
ვერ დამიბრმავეს გული კელტებმა,
რომ უკეთ ვხედავ ჰომეროსებით.
მე ისე წავალ პოეზიიდან,
დარჩეს საწერი "პასტებს"ნაკლები.
რომც დამაკოჭლოთ პოეტის გზიდან,
მე უკეთ ვივლი პასტერნაკებით.
გამათამამეთ დიდათ პატივით,
ჩემზე თევზაობთ ჯერ ანკესებით.
რომც მომჭრათ ხელი დიდოსტატივით,
მე უკეთ დავწერ სერვანტესებით.

/პოეტ პპოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:14 | Сообщение # 345
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სარკეს მივაბოლე თუთუნი და
ქალზე მომივიდა მადა მაჩოს.
ყველა სილამაზე ბლუთუზიდან,
მინდა ჩემს ტახტში ,რომ გადავქაჩო.
ალბათ შენც გამიცან მაჩოთი რომ,
ჩემს ერთგულებაზე წუწუნებდი.
აღარ მეჩვენება საჩოთიროდ,
შენ ქმარს სიყვარულს რომ უწუნებდი.
მეტი სიყვარული ლამაზ ცოლებს,
რადგან ვერ ვიქნები უქალთანო.
ქალი სიყვარულს რომ გამაყოლებს,
მივალ სიყვარულით უფალთანო.
ბევრმა ჩემს ხელებში შალა ტანი,
ამას არ ვიგონებ სატრაბახოდ.
არ ვარ სიყვარულის შარლატანი,
ქალის მკერდები მაქვს საბალახოდ.
ქალში დასაზამთრი ყიშლები და...
ჰიპნოზს არ ვიყენებ რასპუტინის.
ბანსაც ვერ იგონებთ ნისლებიდან
ბევრი მეყოლება მთას თუ ტინი.
ჩემზე ჭორები არ გაფლანგულა!
ვუთხარ ერთი სიტყვა ბონჟუ ჟანას,
ვკოცნე ვნებიანად თან ფრანგულად,
ახლა ყველა მიცნობს დონჟუანად.
ამ თავს ათასზე მეტ შარში ვყობდი,
პოეტს დღეს სახელი (ბუღა) მმატეს.
ყველა ლამაზთან რომ ვარშიყობდი,
ვერცერთ სილამაზეს ვუღალატე.
ჩემზე საუბრობენ ოხ რას შობა...
წერას კვლავ ქალებზე აყვა ხელი.
ღმერთო მაპატიე ოღრაშობა,
მინდა უფრო მეტი საყვარელი.
ღამე ლამაზმანო ნაზად მოვალ,
მერე შეაქანებს ჭექა ქანებს.
მაჩომ დავაჯობე კაზანოვას,
ჩემს თავს სარკეში რომ ვექაქანე.
/პაატა სურმანიძე/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:15 | Сообщение # 346
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარიტა

მოწყვდი ნატვრის ხეს ბოლო ამარტი,
ნატვრისთვალივით გკარგავ მარიტა.
ტრაგედიული სოლო ამ არტის
ჩემთან დუეტს ქმნის,კარგად მატირა.

ეკლის გვირგვინმა მაჭეშმარიტა,
მჩხვლეტს ნემსებივით მიტრა გედიას.
საფლავის მიწას მაჭმევ მარიტა,
რაც ციციკორემ მიტრაგედია

/პოეტ პოეტიშვილი/

ლიკას

ეს, ხიდი თმებით გააბი ლიკა,
მდინარე გიმღერს სიმით ლიკლიკა.
რითმამ სტრიქონი გააბილიკა,
მიმიმ მიმიკით მიმიქილიკა.
მიყვარს ოცნება და სიმბოლიკა
ტაშს უკრავს მთვარის არეს პუბლიკა.
რადგანაც, KENT-ი მასვი ბოლი მკლავს,
ცამ სიყვარული არესპუბლიკა.
გვიკბენს კრაზანა და ბაზი, ლიკა.
ნახე რას ნიშნავს "ევრიკა"ლიკა
გველის სასახლე და ბაზილიკა,
ისვრის ჩვენს მიმართ ბევრი რეპლიკას.
/პოეტ პოეტიშვილი/

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:15 | Сообщение # 347
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალები მეწვის,
უძილობით ვერ დავიძინე,
ხიდია ბეწვის ,
ვერც ვიტირე, ვერც გავიცინე.
ფიქრების სეტყვით,
შუბლზე კოპი,მეც გამიჩინე.
ნურაფერს მეტყვით,
სირცხვილით თმა ვერ გავიცვინე.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:19 | Сообщение # 348
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზეს დავუკოცნე ღაწვი მარია,
მერე მაჩუქა სანტამ არია.
თვალის კომპასი ნაწვიმარია,
გულს აღმოგაჩენს სანტა-მარია.
ერთად ვებრძოლოთ რასიზმს მარია,
არ მიმატოვო მარტო მარია.
რა კოშმარული რა სიზმარია,
ცხადმა სიზმარი რატომ არია?!
ვუი თბილისი ვაი მარია,
არ მიღალატო შენ იქ მარია.
ჩემი ძმობილი ვაიმარია
და ოზურგეთი შენი ქმარია.
ვერ დავიბრუნეთ ტაო მარია,
ააკლარჯეთოს სენაკმა ია.
ყოველი რითმა ნაომარია
და ლექსი მაინც ვერნაკმარია.
ჩემი უშგული და ლამარია,
გულის სიმებზე ნახე-მარია.
ასე იმღერა გალამ არია,
ავე მარია , ავე მარია.
მესმის ღვთისმშობლის ზარი "მარია",
გადამიშალა პარიზმა გული.
მთვარე პირიმზის პატი-მარია
და ჩემი ლექსი ქარიზმატული.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:25 | Сообщение # 349
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხალხს უცხო ხილი ვეგონები და
ჩემს პოეზიას ელის აბედი.
მიცვინს თვალები ლენონებიდან,
გულში დედოფლობ ელისაბედი.
წვიმის ალერსი ქარით ვიგრძენი,
რადგან დავკარგე გონი ტყვემ გზაში.
გრძნობებს აჩვენებს ზარი ბიგ-ბენის,
მზე ბანაობდა მგონი ტემზაში.
მე პოეტი ვარ ,შენ მართალი ხარ.
მხარზე ხმალს მადებ ხელით საბედო.
დღემდე უჩემოდ კენტად დადიხარ,
დომინიონობ, ელისაბედობ.
წარსულს ჩაბარდა ომი ვარდების,
რომ შენს თვალებში ტიტა მეტია.
გემით შეხვედრას მოვიგვარებდი,
კურსი ბათუმის-ბრიტანეთია.
ღამე პოეტის ტაუერია,
მას მოგიკლავენ თუ იშორებდი.
მთვარეს სიზმრები აურევია,
გვირგვინს მადგამენ უინძორები.
ალბათ სონეტი ლონდონელია,
ვიცი შაირი რუსთაველია.
ჩემი ფურცლისთვის რონდო ძველია,
პოეტს ოდებით რუსთან მელიან.
ალაპარაკდნენ მონუმენტები,
თქვენ ეს არაკი ყალბი გგონიათ.
სდუმან ცისფერი სტოუნჰენჯები,
შორს ნისლიანი ალბიონია.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:42 | Сообщение # 350
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექსთა პალატის ბოლო ლორდი ვარ,
შენ პოეზიის პირველი ლედი.
მხოლოდ ვოცნებობ,მხოლოდ მოვდივარ,
თვალმა გახადა პირსველი პლედი.
მომწონს მისტიკა ერა, ენიგმა.
მიყვარს კლასიკა გია ყანჩელით.
უფრო მეტია მჯერა შენი ხმა,
როიალები მინაყავს ჩელით.
გრძნობა პარიზის მადამ გართულდა,
ეს სიყვარული არ შეიფერო.
მართლა კინაღამ გადამქართულდა,
ხვალ მოემზადე საეიფელოდ.
წამოიყოლე შოთა , მარკესი...
ტრიუფალური მათი წიგნები.
ვათვალიერებ ოთახს სარკეში
და ბედნიერი აწი ვიქნები.
მხოლოდ ვოცნებობ,მხოლოდ მოვდივარ,
თოკზე გავკიდე პირსველი პლედი.
ლექსთა პალატის ბოლო ლორდი ვარ,
შენ პოეზიის პირველი ლედი .
/პოეტ პოეტიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость