პოეტი პოეტიშვილი - Page 36 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:52 | Сообщение # 351
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გალამ პოეტიშვილს ჩუმად უთხრა,
თავი არ მოიკლა ამათ გამო.
მაინც არ უღირხარ უმადურ ხალხს,
თუგინდ პოეზია აათმაგო.
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:55 | Сообщение # 352
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლხინის სუფრაა არაშოთური,
პოეტიშვილთან გადმო გალონ და...
ამინდი მთვრალობს ქარაშოტური,
ცისფერი თასი გადმოგალონდა.
უფლის დიდება ღვინის იდეა,
გამომარჩია აიამ სმისგან.
ღვინო დუქანში ვინისიე და
თრობა ვისწავლე ხაიამისგან.
შვილი ცოტათი გაგითამამდა,
ვაფარებ ღამის ფარდას, "გეტერას."
აწი მე დავლევ ვანის თამადავ,
რაც სიცოცხლეში არდაგეწერა.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:56 | Сообщение # 353
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გუბაზის მკლელებს დასჯის ფარტაძე,
წათეს წარსულით მწარედ პეტრა მკლავს.
ქვის ძეგლს ვერაფრით გამიპარტახებთ,
რომ ოქროს ლექსი წამეპეტრარკა.
გავარდეს სიტყვა მეხის და მგოსნის,
ბორკილს მადებენ მაჯებს ლიხს იქით,
ლიხს აქეთ ფეხზე!ვეფხისტყაოსნის-
დამცველი ,რომ ვარ ქაჯეთის ციხით.
დაწერს ახალი კესარიელი,
რომ არ მქონია დღენი ნეტარნი.
გურიაში ვარ დღეს ტარიელი,
აჭარაშია ჩემი ნესტანი.
ციხისგულისთვის ციხისძირში ვარ,
ზღვიდან უქმნიდა მთვარე პეტრას რკალს.
"მწერალთა სახლმა" წიხლით მიშვილა,
რომ არაფერი წამეპეტრარკა.

/პოეტ პოეტისვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 22:36 | Сообщение # 354
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბავშვი იბადება, სიცოცხლე ჩნდება.
ვიღაცა კვდება, სახელი რჩება.
დილის გარიჟრაჟი განთიადს ხვდება
ღამის ვარსკვლავები მთვარესთან კრთება.
ისმის მელოდია, ჩუმი, ბნელ ოთახში.
ვიღაც გახვეულა გრძელ, თბილ მოსასხამში.
გარეთ ხმაურია, აურზაურია.
ამ ბოლოს ცხოვრებამ აურ-დაურია.
ვიღაც მშიერია და თან შიშველია,
თან კი იმას ფიქრობს როდის მიშველიან.
ზოგოსთვის ცხოვრება რა მშვენიერია,
სულ არ ედარდება სხვას თუ უშველიან.
მუსიკის ჰანგები ირგვლივ იფანტება,
უცბად სიჩუმეა, გოგო იბადება.
ცხოვრება გრძელდება სხვადასხვა ფერებად
სიცოცხლე, რომელიც ხშირად ჩერდება.
ჩვენი სიცოცხლე თოკზე კიდია,
თოფს გვიმიზნებენ, მსხვერპლი დიდია.
ჩვენი ცრემლებია სარეცხს რომ ასველებს.
ჩვენი არსებობა სამყაროს ამშვენებს
ეს ცხოვრება ხომ ბეწვის ხიდია
ჩვენი სიციცხლე კი თოკზე ჰკიდია...
ნ. კიწმარიშვილი
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 22:42 | Сообщение # 355
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე უფრო
მე უფრო ზღვა ვარ, ზღვის თვისებები თემში ჩაუდევს განგების ძალას,
მე უფრო მზე ვარ, მზის სიკაშკაშე ჩემს შავ შვალებში რაღაცას მალავს,
ია ვარ უფრო, მისი სიმორცხვე ჩემს ხასიათში ზოგჯერ იღვიძებს,
ზოგჯერ ყვავი ვარ შავი ფიქრებით, ჩემს ფაქიზ გრძნობებს რომ ვიმახინჯებ.
ხან ვარსკვლავი ვარ, ზეცას მოვსწყდები და ჩაიფიქრებს ვიღაცა სურვილს,
მე სურვილი ვარ დიდი ოცნება, რომელიც ზოგჯერ არ გიკლავს წყურვილს.
ცისარტყელა ვარ, შვიდი ფერისგან შემდგარი ხილვა.
მე ბეღურა ვარ, ზამთრის ყინვაში ძალიან მცივა.
ატმის ყვავილის სურნელი თმებში, ეს მე ვარ უფრო და არა სხვები
მე ფერია ვარ ლამაზი ფრთებით და ოცნებების შემსრულებელი.
მე მცხუნვარე ვარ აგვისტოსავით, ჩემს სულს სწყურია წყლით გაგრილება.
ჭიქა ღვინო ვარ დამათრობელი და გული სულაც არ მეტკინება.
მე ხომ ქალი ვარ და ჩემს სხეულში ყველა თვისება ერთად ირევა,
მარტივითავარ შეუცნობელი და ყველაფერი ამით იხსნება.
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 22:53 | Сообщение # 356
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მოგიგროვებ წვიმის წვეთებს,
რომ არ გამოშრე.
ავეფარები ათას ტყვიას,
შენთვის გამიზნულს.
თუ მაინც წახვალ ავიჩემებ
ჩუმ,მყუდრო კაფეს,
მზერას გავითბობ ცხელი ჩაით,
შენით გაყინულს.

მე ამოგიწერ მოტკბო სიტყვებს,
მწარე ფიქრისთვის,
მევე გაგიწმენდ ჩემი ხელით,
დამტვერილ ფანჯრებს,
თვალს,რომ გაახელ მოგეკოცნოს
ისევ მზის სხივი,
რომ უფრო მშვიდად მოეფერო
შენ ლამაზ ბავშვებს.

მე დაგიტოვებ ყოველ დილით
კართან გვირილებს,
მე დაგიტოვებ თუ დაგჭირდა
წამალს,ტკივილის.

...და ჩემი ქმარი სახლში ხვალაც,
ზეგაც მიმიღებს,
და ჩემი ქმარი ხვალაც,
ზეგაც ყვავილს მიყიდის.
ის მომიგროვებს მოტკბო სიტყვებს,
მწარე ფიქრისთვის,
ისვე გამიწმენდს
თავის ხელით,
დამტვერილ ფანჯრებს,
თვალს,რომ გავახელ
მომეკოცნოს ისევ მზის სხივი,
რომ უფრო მშვიდად მოვეფერო
ჩვენ ლამაზ ბავშვებს.

..მე დაგიტოვებ ყოველ დილით
კართან გვირილებს...
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 23:06 | Сообщение # 357
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდვრის ყვავილი მარტოდმარტო მდგარი ეული...
ალბათ გინახავს მოწყენილი მთელი სხეულით...
რატომ მოვიდა მ ქვეყანაზე არ უფიქრია...
ტანჯვით ცხოვრება არ ჰქონია ამორჩეული...

ოდესმე ალბათ დაფიქრდება ცხოვრების გზაზე...
ორჯერ მოხვიდე ამ ქვეყანაზე ძალზე რთულია...
ბოლო შანსია არ დაკარგო ხელი ჩასჭიდე...
ალბათ იმიტომ რომ ნამდვილი სიყვარულია...
 
nukriaДата: შაბ, 14.10.2017, 08:38 | Сообщение # 358
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე და შენი სექტემბერი

შემოდგომის ფოთოლცვენა ჩუმად იწყებს ქარვის ცეკვას
და სექტემბის მზის სხივები სიყვარულით გემსგავსება,
ლურჯად ნახატ სილამაზეს ზეცა ისე მოუხიბლავს,
თეთრ რღუბლებში ჩიტის ფრენაც ზეთის ტილოს ემსგავსება.

მე ჩემს სულში გამოგსახე, როგორ ლოცვამ ეს ფრესკები...
სადამდეც გსდევს მონატრება, მეც იქამდე შენ მაცოცხლე!..
და თუ, მერე მიხვდები, რომ სიყვარული არის ღმერთი!
ყველა წამი დაკარგული - დროში უმალ გააცოცხლე.

სექტემბერი, სექტემბერი... მე და შენი სასწაული,
ფოთოლცეკვა, მაღლით - ქვემოთ... სისუფთავით რომ ეშვება,
რა ლამაზად დაუხატავს, ზღვას - ნამზეურს ტალღის სუნთქვა,
მე კი შენი ჩამხატვია, მაცოცხლებს და არ მეშვება.

/ შალვა ლონდარიძე
 
nukriaДата: შაბ, 14.10.2017, 09:13 | Сообщение # 359
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
შენ ისევ მგზავრი ხარ, მეც ვრჩები ამ გზაზე...
პირისპირ შეხვერდას ტოვებენ წუთები,
სადა ხარ?!.. ერთმანეთს ვეძახით - ტანიდან,
ისე რომ სხეულის გადასკდა კუნთები.

ცხოვრება გავიდა, დღეებით... ცალ - ცალკე
რა იყო მიზეზი ნამდვილად არ მახსოვს,
თუმცაღა სიყვარულს ვეძებდით თავიდან...
იქნებ და მე ვცდები, იქნებ და არ გახსოვს?

მაგრამ დღეს, შენ ისევ შორსა ხარ უჩემოდ...
უშენოდ აყვავდნენ ჩემთანაც ნუშები,
ჩვენ ისევ მგზავრები ვიქნებით ხვალიდან
და ისევ, გაგვყრიან - გადათვლით წუთები.

/ შალვა ლონდარიძე /
 
nukriaДата: შაბ, 14.10.2017, 09:25 | Сообщение # 360
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩიტი, ჩიორა - დღეს ნეტავ, საით გაფრინდება,
რომელ მხარეს მიაშურებს მისი გული ფრთებგაშლილი...
ნუთუ, არის ცხოვრებაში წამი - როცა აფრინდება
და ჰორიზონტს ყველგან წაშლის იყოს, თუნდაც ღრმად გაშლილი.

ნეტავ, ცაში თუ არსებობს მიწიერი სურნელება,
ანდა, მიწას სადღა გასდევს ზეციური საცისფრები,
იქნებ, ჩიტის ბუდე არის სიყვარულის ფუფუნება...
იქნებ, მზეა ცის გვირგვინი და მისივე ალიფრები.

ჩიტი, ჩიორა - დღეს ფრთების მიღმა გზებს გადახრის,
გადაიფრენს თავგანწირვით მისი განცდის ზღვა მანძილებს,
უკვე ვხედავ, ცა - გაშლილი ჩიტის ფრენას რომ არა ღლის
და ის გაქრა ბრმად ჩემს თვალწინ, წუთები კი, დროს ამძიმებს...

მაგრამ ოღონდ შენ იყავი ბედნიერი ამ სამყაროს,
მერე რა... თუ ჩემგან ფრენა, სხეულშივე ტკივილს მიწყებს,
არაუშავს, ვიყო - ასე... ოღონდ ზეცამ არ დაგკარგოს,
ღრუბლის ზღურბლებს მოერიდე წვიმამდე რომ ელვას იწვევს.

/ შალვა ლონდარიძე /
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость