პოეტი პოეტიშვილი - Page 42 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 15:17 | Сообщение # 411
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"როგორ აივსო ცხოვრება სევდით,
ჭუჭყში მიათრევს სამყარო სიტყვებს,
წითელი ფერი წაისვი ტუჩზე
და ჩამოყევი საკუთარ ცოდვებს.

დაუნდობელი ფარსის შეჯიბრში
ცხოვრებას ღეჭავს კაც-ქალთა ერა
ვითომ გრძნობებით, ვითომ სიმართლით
ნამცხვრის ნამცეცებს მიირთმევს ყველა.

გესლით და ბოღმით მოზელილ მთაზე
დღეს უნიჭობა სახეებს იხევს,
ერთი კითხვა მაქვს, ღმერთო, მითხარი,
რა ეშველება ქაჯეთის ციხეს?"
მ.ბ.
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 15:26 | Сообщение # 412
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"მე მეზიზღება კაცში ტყუილი
ზოგჯერ ისეთი სხვადასხვა ფერის,
ოსტატურად და მარჯვედ გაწაფული,
ფუჭი, ან ცალიერი,
დანასავით ბასრი და მჭრელი.
მე მეზიზღება კაცში ტყუილი,
უვნებელს ზოგჯერ რომ ეძახიან,
ისეთი, ჩემში სირცხვილს რომ იწვევს,
თუმცა მე არა,
შენ იტყუები".
თარგმანი -მ.ბ.
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 16:27 | Сообщение # 413
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვეყანა წაღმა ვერ ივლის
ბევრს რომ სურს ეგრე მარტივად,
თუ ერს ერთი გზის არ წამს და
ერთი ტკივილით არ ტკივა...
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 16:27 | Сообщение # 414
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღვარძლს თუ აზრი დაატანა,
თუ შეიკრა ჯადოდ დასი,
იჯეჯილებს შარლატანა,
მოედება სუნთქვას ხავსი.

არ ჩაყუჩდეს ოდეს ქნარი,
დაეწიოს ლოცვა მოგვებს,
რაც არ უნდა გაჩნდეს ბზარი -
თანაგრძნობა არ დაობდეს.

ყველამ თავის კაკალ გულში
უმკაცრესად ჩაიხედოს...
სათნოებავ, დაფაცურდი,
რომ არ მისწვდეს მღრღნელი ერდოს!

ეკატერინე ციცქიშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 19:42 | Сообщение # 415
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნიქოზის გაზაფხული

გივარგი,
რომელი ხის ქვეშ დამარხავ ჩვენი მამებისა და დედების სინანულს?
ეგეც იქით იყოს,
ჩვენი თვალნათელი გოგო-ბიჭების სინანულს რას უზამ, -
რა მახრას შეუსევ?
რა ნაცარს წააყრი?

ეზოში ქვის ზღარბები და ბაჭიები დაგირბის.

გივარგი,
ფარ-შუბი გივარგა -
აეფარე.

სისხლიან ხელებზე აწებებული ყვავილები
წყლით მუცელდაბერილ მდინარეებს მოუყევი, -
მიწამ არ გაიგოს!..
მიწამ არ გიწყინოს!..

გაჭერი მავთულხლართი,
ქართლს რომ წამოადგეს ეკლის გვირგვინივით,
ჩადრიკე,
ჟანგმა ჭამოს!..

გივარგიი,
გივარგიი,
სული გადაიფრენს,
სული გამოძვრება რვალიდან, ეკლიდან...
ცას მაინც შეჰკიდე
ფერადი ბუშტები,
ბავშვებმა ფრანებთან ერთად რომ აუშვეს...
შიგ მათი სულია,
მავთულს ნუ შეახევ, გივარგი!..

გორი, 26 აპრილი, 2017

რობერტ მესხი
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 19:57 | Сообщение # 416
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიძველისაგან ფერგადასული
თვალებში შიშად ჩაგდის ის ჭერი,
სადაც იმ თმისგან
ყულფს ქსოვს წარსული,
შენივე ხელით რომ შეიჭერი.
ასე მთავრდება ერთი მშვიდობა,
ასე ეჩვევა ტანი ნარ-ეკალს,
ეს სხვა გრძნობაა და სისხლდიდობა
კვლავ ემუქრება გულს წასალეკად.
ხუჭავ და ახელ თვალებს წვალებით,
ყურთან წარსული იშლის საღერღელს.
გიდგას იმედის წვეთოვანები
და ჯერჯერობით სუნთქვას ახერხებ.
შენ მომავლიდან იღებ სამძიმრებს
და ღამეებთან ერთად ილევი.
ასეთ ტკივილებს რა დააძინებს?!.
სულში ცხოვრობენ ეს ტკივილები!..
და მაინც ასეთ უმძიმეს სასჯელს
როგორ აიტანს შენი არსება?!
მე ვდგები ფეხზე და ვაღებ ფანჯრებს,
სველი თვალების მზით ასავსებად.
იქნებ ეგ ცრემლი სულის სისხლია,
ხოლო ღიმილი, რომ მშლის სრულიად,
ან რამე კარგის დასაწყისია,
ანდა ყველაფრის დასასრულია!

ედუარდ უგულავა
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 20:01 | Сообщение # 417
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს იყო პატარა, ვოლგისპირელი ქალი
ძილში გაუპატიურებული,
ტრამვაის სარკმელთან მოღიმარი,
სადღაც მიკროსკოპისკენ თავდახრილი...
როცა სვამდა,
ან როცა სიგარეტს ეწეიდა
ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი
ან ჩეხოვსა და გარშინზე საუბრობდა
ან სევდიანი ხიდიდან მდინარეს დაჰყურებდა -
მე ის მიყვარდა...
კარლო კაჭარავა
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 20:08 | Сообщение # 418
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინ უღებს კარს გაზაფხულს?!
ჩვენ ზამთრის დარბაზებში
ვართ გალურსულები!
იქნება ქალები?
ეს ციხეთა პირველი გამცემნი,
ძუძუებს შორის გასაღებთა შემნახავები.

ბესიკ ხარანაული
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 20:09 | Сообщение # 419
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
სად გაქრა შენი ფერმკრთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.
ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
ოთარ ჭილაძე.
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 20:11 | Сообщение # 420
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულში გამყმუის
ქარი აშარი,
და მზერა ისევ
შხამში იწება,
დავრჩი ერთი კლდის
ფინჩხა- ნაშალი
და ერთი ლექსის
შეკოწიწება...
გუმანით ვეძებ
ბოლო საბუდარს.
კართან მიბია
ხსოვნა მსახურად,
და ვწვალობ ასე –
კუბოს, საკუთარს,
საკუთარ ხელით
ვარგებ სახურავს...

ვასილ ბესელია
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость