პოეტი პოეტიშვილი - Page 43 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 20:15 | Сообщение # 421
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოკლედ, მას ერქვა ზირიაბი
და ყოველგვარი აბუ-ალი-იბნის გარეშე,
იხსენიებენ ბაღდადელ ქურთს ევროპელები.
ვით უპირველეს კოსმეტოლოგს
და არა მხოლოდ,
ზირიაბს როგორც დიზაინერს,
მუსიკოსს, პოეტს.
ზირიაბს როგორც ბოტანიკოსს,
ასტროლოგს, ექიმს.
იქ, სადაც ერთ დროს საამირო იყო კორდობის,
ქურთმა დახვეწა ევროპელთა ჭამის კულტურაც
და ერქვა მაინც ზირიაბი "შავი ფრინველი"
მთელი ცხოვრება დარედიანი და მოწყენილი,
გარიდებული ალ-რაჰმანის მდიდრულ სასახლეს,
მოწყენილ ჭალებს უმღეროდა გვადალკვივირის.
"მდინარის პირას ბატები რომ შეწყვეტენ ყაყანს
და საღამოხანს ბაყაყები მორთავენ ყიყინს,
წყლის ზედაპირზე ხელით ჩემი აჩრდილი დამყავს,
მოულოდნელად, ქვასავით რომ მძიმდება რიყის.
და ასისინებს ქარი გამხმარ ბალახის ღერებს,
ყველაფერს უძლებს გული ჩემი, ყველაფერს იტანს,
სრიალა ქვებზე ქაფიანი პატარა ღელე,
მიიკლაკნება, მირაკრაკებს, მიარხევს გრილ ტანს.
თუ რამე იყო მოსახდენი, ჩემს თავზე მოხდა,
ვუახლოვდები ბოლო წერტილს და ვიტანჯები,
ჭაობის მაღალ ბალახებში, მეთევზის ქოხთან,
ქარით დარბეულ ბუდეებზე სწუხან ყანჩები."
მოკლედ მას ერქვა ზირიაბი "შავი ფრინველი"
აბუ-ლი-ჰასან-ალი-იბნ-ი ნაფის გარეშე,
იხსენიებენ, ბაღდადელ ქურთს ევროპელები.

სოსო მეშველიანი
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 21:15 | Сообщение # 422
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა
(ასეთ დროს შავ ზღვას, როგორც წესი, არ იგონებენ)...
აქ განთიადი გახლეჩილი, მზეა, შუაზე
და შეღამებას ფერი დაჰკრავს ფლამინგოების.
და იბიციდან მონაბერი, მსუბუქი ბრიზი,
აკვამარინის სამკაულებს ქვიშაზე ფანტავს.
პალმების ჩრდილქვეშ ირუჯება მედუზა გრილზე,
რომ მერე ვახშმად მიებაროს ლაგუნის ფანტომს.
არაფერია აქ სიკვდილზე უფრო უაზრო,
ხოლო სიცოცხლე, პირობითად - ალეგორია:
მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა
(ასეთ დროს გულრიფშს, როგორც წესი, არ იგონებენ)...

გიო საჯაია
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 21:20 | Сообщение # 423
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლი.
შეღამებაა. მაშინდელი. წიფლნარია.
ლი. მონატრებაა. ქარიაო. ამბობენ.
გაღიმებაა. ქუჩა–ქუჩა. მიფლანგული.
ურნებიცაა. მავთულები. ამბები.
სისულელეა. ან რა სევდა. ან რა ჟინი.
ლი. დაბრუნებაა. გაქცევაა. ამბოხი.
შენი კანია დაქცეული არაჟანი.
შენი მზერაა გატეხილი ზამბახი.
ღამეებია. სათითაოდ. გასასვლელი.
ლი. არაფერია. არაფერი. არავინ.
ოდნავ სიცივე. აქცენტია დასავლური.
ნაბიჯებია. თვლაა გადასარევი.
აფიორაა. სურვილები. სარეველა.
ლი. დედამიწაა. წარსულია. ამბოხი.
უცნაურია. სიტყვებია. ცარიელი.
მონატრებაა. ქარიაო. ამბობენ.
რეზო გეთიაშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 22:17 | Сообщение # 424
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(ერკეთის მონასტერი)
ამინდმა ზეცას ღრუბლის ფილონი მოაზომა,
წვიმა ფსკვნილივით ლოცვით ჩამომარცვლა მკლავიდან,
ივლისის ღამემ, როგორც ფეხშიშველა მონაზონმა,
ტაძარს ლიტანიით შემოუარა და წავიდა...
დილის ნაჭუჭი წიწილასავით ამოტეხა,
მზემ და ხვდები რომ ამინდზე მეტად მჩატე ხარ,
აქ თითქმის ყოველთვის ამ მზის სანახავად ამოდიხარ
და თითქოს ყოველთვის ამ მზესთან ერთად ჩადიხარ -
ციდან მიწამდე ტაძრის აღმართის დიაგონალს,
და ლოცვით ავსებ სულის ნაცრისფერ ღიობებს,
გურიის დილამ, როგორც ახალბედა დიაკონმა,
თეთრი ნისლები უხვად უსაკმევლა ხეობებს...

გენრი დოლიძე
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 22:43 | Сообщение # 425
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი თვალები - მაღლები -
სამხრეთის ზღვების ფერია,
კბილები - თეთრი ძაღლები -
მიღრენენ, არაფერია.
მოგონებებში წასული
შენს ბაგეს დავეხარბები,
ოცნების ორი ასული -
გადაწოლილან წარბები.
გადაუთიბავთ თივები,
რომ გითხრა - დამემდურები!
გულაღმა წვანან ტივები
და მთები უდაბურები.
მთვარეს ჩვენი ხმა გაეგო,
თითქო შუქაკანკალებით,
ჩვენს აივანზე დაეგო
რჩეული ოქროს ხალები.
გალაკტიონ ტაბიძე
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 00:12 | Сообщение # 426
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯ ი ხ ვ ი
საჯიხვეების სუნთქვა მესმის, ახლო ვარ ცასთან,
შენი ცრემლივით მლაშე ქვები ვლოკე მთელი თვე,
გადაგეფარე და ბეჭები ტყვიამ რომ აცრა..
მილოკა ქარმა, მეც ვილოკე ჩემი ენითვე..
სალ კლდეზე ოთხად მოკეცილი ვეგდე გვამივით,
ჩემივე სისხლით მოვიკალი წყურვილი მწვავე,
არაფერია, იარები მალე გაივლის..
რუხი ღრუბლებიც ჯიხვებივით ზეცისკენ წავლენ.
სახელი იმას, ვინც გაბედავს, ისარს ვინცა მკრავს,
ვინც მომისართებს ან დამბაჩას ან სპილოს ძვლის თოფს,
მაგრამ სულ ყველა იარაზე მეტად ისა მკლავს,
რომ არ შევბრალდი მომაკვდავი ჩემივე თვისტომს.
ჩემი იმედის , გადარჩენის აზრი შენახარ,
მხოლოდ შენ ერთი მაძლევ ძალას, მიჩენ იმედებს,
ნაკადულივით, რომ მსდიოდა სისხლი შემახმა,
მადლობელი ვარ, იმისთვის რაც გამოიმეტე.
მშვიდად თვლემთ მამრებს ჭიუხებში დედა შუნებთან,
ჩემი სიმშვიდე თავიდანვე არ ჰქმნა განგებამ..
ალესილია ჯიხვის რქები როგორც შუბები
და მტრისას ვისაც უწურია მათზედ აგება.
მე ვკვდები თუმცა მიხარია ახლო ვარ ცასთან..
შენი ცრემლივით მლაშე ქვები ვლოკე მთელითვე,
გადაგეფარე და ბეჭები ტყვიამ, რომ აცრა,
მილოკა ქარმა, მეც ვილოკე ჩემი ენითვე

ჯარჯი შუქიაური
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 00:45 | Сообщение # 427
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამხრეთის ზღვების ფერია,
კბილები - თეთრი ძაღლები -
მიღრენენ, არაფერია.
მოგონებებში წასული
შენს ბაგეს დავეხარბები,
ოცნების ორი ასული -
გადაწოლილან წარბები.
გადაუთიბავთ თივები,
რომ გითხრა - დამემდურები!
გულაღმა წვანან ტივები
და მთები უდაბურები.
მთვარეს ჩვენი ხმა გაეგო,
თითქო შუქაკანკალებით,
ჩვენს აივანზე დაეგო
რჩეული ოქროს ხალები.

გალაკტიონ ტაბიძე
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 20:20 | Сообщение # 428
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაუშვი,განა სულ ითოვებს ასე ,განა სულ...
დაე,ფიფქებმა ჩვენი ეზო თოვლით აავსოს.
დე, გავეყაროთ უთოვლობით დღემდე დანავსულ
ყინვიან ზამთარს,ვიგუნდაოთ ერთად, ლამაზო.

გაუშვი,გაუ...თეთრი ქუდით,თეთრი კაშნეთი
ჩვენს თეთრ ეზოში ჩვენი გოგო,ისიც თოვლივით
თეთრი...ხომ იცი, რომ ხარობენ თოვლით ბავშვები?
-გაუღე კარი, ყინვის შიშით ამოქოლილი.

შეხედე,შეხე,შე...მის სახეს აკაშკაშებულს,
არ შეიძლება ახლა მისი იქ არ გაშვება!
ეს იქნებოდა ,როგორც ცოდვა ,დანაშაული,
უფრო მარტივად,მშობლებისგან გადამლაშება!

გაუშვი,გაუუ...განა მარტშიც ასე ითოვებს,
მარტში ეს მიწა დაჟანგდება,ატალახდება.
მოვა დრო,როცა ის სარკესთან თმებს შეისწორებს
და შეძულდება თოვლი,როცა დიდი გახდება.

გიო ზედვაკელი
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 20:28 | Сообщение # 429
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ის დროა, მივაშველოთ ხელი ამინდებს,
სამყაროს ზეცა იძულებით უნდა გავუხსნათ.
მე და შენ, ასე უსამართლოდ რომ აგვარიდეს
ერთმანეთს. მაინც ვეჭიდებით,
ხოლო პასუხად -
მომეცი ხელი! ისე, თითქოს ბოლო ღამეა,
მოდი, ფერების გაგრძნობინო სრული აზარტი.
შენია ჩემი ცხოვრება და მონოგამია
და ჩემი სულიც, არაფრიდან შენ რომ გაზარდე.
მე ამ ცხოვრების, უფრო სწორად, შენი სტუმარი,
ქვეყნად სხვა ყველა არსებისგან მიტოვებული,
ვზივარ და გელი, ხანაც ვდგავარ, მაგრამ მდუმარედ,
მოდი! უსისხლო სისხლძარღვებში შთამბერე სული.
ზეცაზე ელვა გადაუწყდა შუბლის ძარღვივით
სამყაროს, ჩვენი გაწამებით ისე გაერთო.
ვიცხოვროთ თუნდაც ყველა წესის ერთად დარღვევით,
მაგრამ არაფრით, ასე შორს და უერთმანეთოდ!
ნოემბერია, იცი, ეს თვე როგორ არ მინდობს,
ეს რა სიშმაგე დაიჩემეს ახლა ქარებმა,
დროა, ძვირფასო, ავაფაროთ ხელი ამინდებს,
შემოვაპაროთ სულში სითბო და ნეტარება.
და გაოცდები, სწორედ მაშინ, ჩვენი ფანჯრიდან
ეზოს ვარდები შენს მზერას რომ მოიპარავენ,
გამოიდარებს, შეხორცდება ჩვენი მაჯები,
ვიქნებით ასე, მე და შენ და მეტი არავინ.

გიორგი ხმიადაშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 20:45 | Сообщение # 430
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.
დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
ჰყვავის ასე,
და განთიადს მიხალისებს
ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,
ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს
იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.
დგას ბუცები ვერის ბაღში, შემკრთალები,
ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?!
ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით
ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?!
რა თოვლია!
შენობებს და ბაღში ხარდანს
ფარავს, თეთრად დასახული...
ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.
მიხარია,
ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი...
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!.

ირაკლი აბაშიძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость