პოეტი პოეტიშვილი - Page 46 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: პარ, 20.10.2017, 15:24 | Сообщение # 451
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დახშულია სულის თვალი,
გადაეკრა ცხოვრების ლიბრი
და ვეღარ ხედავ.
სხვაგან ნუ ეძებ,
რაც შენშია და ჯერ არ მოჩანს,
იგი ჩუმად მწიფს და ერთხელაც
ამოიხედავს შენი თვალით
და აღივსები უცნობი სიტყვით....
შენც მძებნელი ხარ და ყველაფერში
იმას ეძებ, რაც ზოგჯერ ჩუმად გაკრთება გულში
და ვერ პოულობს დასამალ სიტყვას,
სადაც ჩვენ ვგრძნობთ მის არსებობას,
მაგრამ ვერ ვხედავთ.
დასტურად მხოლოდ ეს სიცოცხლე -
მის ძებნაში დასიზმარებული,
ახალ თაობებს ჩვენი არყოფნის ალიბს უტოვებს...
სულ არაა დილა პირქუში,
ის ნამდვილია, ვიდრე არის,
ვიდრე სინათლის ფრთებს დაკეცავს
და თანდათან ჩამოღამდება...
..და ეს ცხოვრება თავის ბრიყვულ იერარქიით,
დემაგოგიით, ლიზღობით და ცბიერ ლოგიკით,
რასაც აშენებს დასანგრევად,
რადგან სიცრუის მოქადაგე სიკვდილს ამრავლებს.
აჰა, აპრილიც მიიწურა
და გაზაფხული..იმოსება ჭრელი ჭინჭებით..,
ისე ხალისით, ისე გულწრფელად, როგორც პირველად
და მერამდენედ გვიდასტურებს რომ სიყვარულით
ჰაერიც კი დამტვერილია
და ჩვენც ვივსებით სასურველი მკლავების ნატვრით
ჩემთვის რომ მხოლოდ მიწად იქცა და წარმოსახვად
ანუ იმად, დაბადებამდე რაც იყო და მე ვერ ვამჩნევდი.
ადამიანი მოკვდავია, უკვდავია ამაოება.
მწარეა ეს ხმა, ამ სიტყვამ რომ ამოიყოლა,
ხორხს კი არ კაწრავს,
შხამიანი ყვავილივით იშლება ჩემში
და მჩუქნის მხოლოდ უმწეო ნატვრის სათამაშოებს,
რითაც უკვე ვეღარ ვერთობი
და ვყრი ნაგავში დაუფიქრებლად,
ზოგჯერ ვფიქრობ,
გადაყრილ ნატვრებს ჩემი თავიც გადავაყოლე.
არც კი მახსოვს,
ვინ მისახსოვრა ის, რაც არ ვიცი
და მხოლოდ ვგრძნობ,
მაგრამ გრძნობა მხოლოდ არცოდნას თუ ინახავს
და სიყვარულზე მძაფრ მინიშნებას,
მდინარის მკლავებს რომ შემოაჭდობს მარჩენალ მიწას,
დაარწყულებს ყანების მწვანე უსასრულობას
და დუმილში მწიფს ნაცნობ სიტყვის უცნობი სიღრმე...
მე გამახილა მომავლმა
და მაჩვენა, ხვედრი რომელიც ჩვენ წილად გვხდა,
რომ ამ ჭაობს,
ასე ხალისით რომ დაამყაყეს და განადიდეს,
გავაგონო ჩემი გოდება:
ჩვენ ვკლავთ ერთმანეთს და საფლავს ვუთხრით,
მერე დავტირით და ვიხსენებთ,
ვწნავთ ცრუ სიტყვების გვირგვინებს და ერთმანეთს ვამკობთ
შიზოიდურ პანეგირიკით
და ჩვენს დაკარგულ საფლავებს ვეძებთ
_“ვერ ვნახე დაკარ-გულიყოოო”...
28. 4. 2011 წ.
 
nukriaДата: პარ, 20.10.2017, 16:41 | Сообщение # 452
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ვიცი, ეს დილა საიდან მეცნობა _
სახლში რომ შემოდის და გულში მივარდება,
ან გუშინდელია,
ან გუშინწინდელი
და მოსაბეზრებელ წრეზე მეორდება
იგივე დილა და ჩემში ამოყვინთავს,
სადღაც ჩამალული შიშის ფიორდები,
არ ვიცი, როგორ, ან საიდან მეცნობი,
დღეო, თვალწინ რომ მეორდები.

ვეღარ გამიგია,
ვარდივით იშლები,
ვორდივით იხსნები
და გულში ვარდები...
უკვე გავლილია გზები გასავლელი _
ვერსები, ფუტები, მეტრები, იარდები..

ვმუნჯდები.
ვისკენაც შიშით მივდიოდი _
ვისკივით დავლიე
და ვეღარ ვშორდები,
დღეო, იქ სულ დღეა
და ვინღა შეგიცნობს,
აქ, დროგამოშვებით მაინც მეორდები...

მე კი ხელს ჩაგკიდებ _
წავიდეთ, დავტოვოთ,
ეს წლები-ჩიხები, ხსოვნაში გაფანტული,
სახეზე ღიმილის ია-ვარდს გაფენენ
თვალები უძირო და ინფანტილური.
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 21:03 | Сообщение # 453
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეები ღამეებს ისე მიეწებნენ ვით მტკვარი, არაგვი და მონასტერი, და ჩემი თვალებიც შენ ისე გეძებენ, ვით წყაროს ანკარას – მგზავრი მონაბერი.
შენი სიყვარული თითქოს მდინარეა, ხან უხვი, ხანაც – სისხლივით მჩქეფარე. შენს სილამაზესთან სხვები ვინ არიან?! სულს ათრობს ჩუმად და გულსაც იფარებს.
ქართულ ქედებზე ნეტარი დარია, არწივთა ირაოს ფიქრიც ვერ ეხება. მე შენ მიყვარხარ, ქალავ მარიამ, აუხდენელო წამო და ზმანებავ!
როს განმეშორები ჩემს გულში ნამყოფი – იქვე გადიფრქვევი დარდის ღვიარებად. ეს მიჯნა იქნება სამყაროსგამყოფი – ვით ლოცვა პირველი და ზიარება.
მონატრებისაგან თავბრუ დაგეხვევა, თუმცა აზრს დაკარგავს სიტყვაც და სათქმელიც, სულის მყუდროება ისე დაგერღვევა, რომ მოლოდინებში იტირებს სანთელი.
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 21:06 | Сообщение # 454
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეები ღამეებს ისე მიეწებნენ ვით მტკვარი, არაგვი და მონასტერი, და ჩემი თვალებიც შენ ისე გეძებენ, ვით წყაროს ანკარას – მგზავრი მონაბერი.
შენი სიყვარული თითქოს მდინარეა, ხან უხვი, ხანაც – სისხლივით მჩქეფარე. შენს სილამაზესთან სხვები ვინ არიან?! სულს ათრობს ჩუმად და გულსაც იფარებს.

ქართულ ქედებზე ნეტარი დარია, არწივთა ირაოს ფიქრიც ვერ ეხება. მე შენ მიყვარხარ, ქალავ მარიამ, აუხდენელო წამო და ზმანებავ!
როს განმეშორები ჩემს გულში ნამყოფი იქვე გადიფრქვევი დარდის ღვიარებად. ეს მიჯნა იქნება სამყაროსგამყოფი – ვით ლოცვა პირველი და ზიარება.

მონატრებისაგან თავბრუ დაგეხვევა, თუმცა აზრს დაკარგავს სიტყვაც და სათქმელიც, სულის მყუდროება ისე დაგერღვევა, რომ მოლოდინებში იტირებს სანთელი.
 
nukriaДата: ორ, 23.10.2017, 06:28 | Сообщение # 455
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ მოატყუა მიტომ ანია,
მიტოვებული მიტომანია <3

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 23.10.2017, 06:45 | Сообщение # 456
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მდინარეებსაც დინებით ენგურჰესებზე ედინოს,
ურწმუნო თომას არწმუნებს ღმერთი და მამა დენისო,
ნათურას აძლევ ჯოჯოხეთს ღმერთის ხელებით ედისონ

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 23.10.2017, 10:17 | Сообщение # 457
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზას მიგვასწავლის ილო კაცია,
ალბათ ჩავივლით ათით ოკაცეს.
კომპასმაც კურსი ილოკაცია,
ბილიკი მოჩანს სათითოკაცე.

უნდა შეგეხო ბოგა ო, ნებით,
ვარ უკანონოდ უკანიონო.
ლექსი მდიდრდება ბოგანოებით,
უნდა მისდიო უკან იონო.

ამჩნია დათვის თათი ოკაცეს,
რკალად ირეკლავს, რასაც ოსხაპო.
ჩვენს შორის ტბაა სათითოკაცე,
შევხდეთ,რომ ვინმემ არ ამოხაპოს

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 23.10.2017, 10:17 | Сообщение # 458
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მდინარეებსაც დინებით ენგურჰესებზე ედინოს,
ურწმუნო თომას არწმუნებს ღმერთი და მამა დენისო,
ნათურას აძლევ ჯოჯოხეთს ღმერთის ხელებით ედისონ
 
nukriaДата: ორ, 23.10.2017, 19:50 | Сообщение # 459
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დადგება დრო და
ბაღში პირველმოწეულ ნაყოფს,
გაუსინჯავენ გემოს ბავშვები,
მერე კი, როცა
ხე ზეცაში ტოტებს გამოფენს
და ფოთოლცვენას დაელოდება,
გადამფრენი ფრინველები რომ
ღამის სათევად ჩამოსხდებიან;
თვალი შეავლე, მგონი მათ შორის
ჩემი სული იჯდა ჩიტივით,
ისიც გაფრენას აპირებს და
ელოდება ხელის აქნევას...
 
nukriaДата: ორ, 23.10.2017, 19:52 | Сообщение # 460
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაც მახსოვს, ისიც დასავიწყებლად
და სულ თავიდან რაც დაიწყება-
მოგონებები კარგის და ცუდის,
როგორც სამივე დროის ნაზავი,
ამოფრინდება უცნობი წუთი,
თბილი ოქტომბრის პეპელასავით.

ის გადაუფრენს შეფერილ ბაღებს -
მოძრავ სიჩუმეს – სასწორის პინას
და გაუქმებულ სიტყვის კარს აღებს,
რომ სამუდმოდ იპოვნოს ბინა
და შეეკედლოს ხმოვნების თაღებს,
სადაც ცხოვრობდა დიდი ხნის წინათ.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость