პოეტი პოეტიშვილი - Page 47 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ორ, 23.10.2017, 21:09 | Сообщение # 461
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომელია დეგა?
ვერლენი ვინ არი?..
რის ლოპე დე ვეგა?!
რაის რენუარი?!
ზღაპრის კეთილ გმირებს,
აღარ ჰბაძავს ბავშვი...
ტყის ქორბუდა ირმის
გაგისინჯავთ ხაში?
ბერლიოზს და ვაგნერს
ჩვენთან ფანი არ ყავს.
_ ოქროს თევზი გაბდღვნეს,
მიაყოლეს არაყს...
ნატვრის თვალი ჩაქვრა.
დაბრმავდა და იწყენს...
ქატო არის აქა,
ჭირიც აქვე ილხენს...
ორერა და რერო!
მრავალჟამიერო!
რად დაგიჯდა „ზერო“...
უჰ, შე, БЕДНЫЙერო!!!
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 15:49 | Сообщение # 462
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავალ
არაყ,
ღვინო,
ყავა...
ამ ცხოვრებას ტ...ში ვყავარ,
ვზივარ ფარღალალა ქოხში,
ვერ ვეღირსე თავზე ყავარს,
იქეთ წლებმა გამქურდეს და
აქეთ ბანკმა გამატყავა...
დავალ
არაყ,
ღვინო,
ყავა...
 
nukriaДата: სამ, 31.10.2017, 18:20 | Сообщение # 463
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თქვენო უწმინდესობავ, მე ფარ-ხმალი დავყარე -
შიში ისე მოედო ჩემს სისხლსა და საფშვინველს,
არაფერი არ შველის კეთრით სნეულ სამყაროს,
მსოფლიო მძვინვარება როგორ ძლიერ მაშინებს.
არაფერი არ დამრჩა ირგვლივ დაუკოცნავი,
წინაპართა საფლავებს მუხლმოყრილი ვეახლე,
თქვენო უწმინდესობავ, ალბათ უკვე დროც არის -
შევეგუო წარმღვნელს და დამანგრეველ სიახლეს.
ბევრი ღამე მუხლმოყრილს მიტირია ხატებთან,
რომ როგორმე ჩემს ძველ სისხლს ეგრძნო შვება მცირედი,
მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის ის დილა არ გათენდა -
გაღვივება ვერ შევძელ მინავლული იმედის.
თქვენო უწმინდესობავ, დღეს ყველაფერს დრო ცელავს,
უმძიმს ხნიერ პლანეტის ჩამოღვენთილ იოგებს,
თქვენო უწმინდესობავ, როგორ შევძლო მოთმენა -
მექცეოდეს სამშობლო, და მე არა მტკიოდეს...
ხან თუ გაბეზრებული ფიქრს ნისლივით ამოვშლი,
იქ ვარ ჩამომჩვარული, სადაც უნდა ვხვიოდე,
თქვენო უწმინდესობავ, ამ შემზარავ ქაოსში
როგორ შესამჩნევია ჩემი ქვეყნის სიობლე.
ჩემი ყოფნა სამზეო დროით განსაზღვრულია,
კოშმარული ხილვები და ქარები მარწევენ,
აქ ჩემ ირგვლივ რაც ხდება, შევეგუე სრულიად,
არაფრისგან არ ვცდილობ ახლა თავის დაღწევას.
თქვენო უწმინდესობავ, დრო მკარნახობს რომ ვცდები,
ვერ ავყარე ფიქრები საშიში და მზარავი,
ყოველ მზის ამოსვლისას გამოვდივარ ლოცვებით
და ცრემლივით სველია ჩეი ლურჯი კარავი.
თქვენო უწმინდესობავ, აქ სტრიქონი ყოველი
ჭმუნვით გაჯერებული გულის მონაწერია,
ვდგავარ ქედდადრეკილი და შენდობას მოველი,
ამ ცოდვათა შენდობა - ვიცი რთულზე რთულია.
თქვენო უწმინდესობავ, დამიშვია აფრები,
აირია ამინდი, და ხშირია ნისლობა,
ის რაც ეჭვს გარეშეა, დროში ვერა ვთანხმდებით -
საქართველოს გარეშე მე და მარადისობა.
თქვენო უწმინდესობავ, ტკივილების შენდობას
ამ ტკივილთა გარეშე როგორ გაგიბედავდი,
ჩემი ჩამონისლული პოეზიის ერდოდან
შენს ლოცვებში, და შენში, საქართველოს ვხედავდი.
თქვენო უწმინდესობავ, ახლა ღონემიხდილი
დასერილი ფიქრებით მინდორს ვგავარ ნაურმალს,
მეშინია სიცოცხლის, არც შვებაა სიკვდილი -
ვიდრე ჩემი მამული ასე ძლიერ მაურვებს.
თქვენო უწმინდესობავ, თუ ფარ-ხმალი დავყარე,
შიში ისე ხარბად ღრღნის ჩემს სხეულს და საფშვინველს,
ახლაც შეშფოთებული ვაკვირდები ვარსკვლავებს,
მსოფლიო მძვინვარება როგორ ძლიერ მაშინებს.

ტარიელ ხარხელაური
 
nukriaДата: სამ, 31.10.2017, 20:04 | Сообщение # 464
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიცხოვრებდი შენთან ერთად სადმე,
შორს აქედან... ლურჯი მთების პირას,
სადაც თავისუფლებაა ცამდე
და სიყვარულს არასოდეს სჯიან.

ვიცხოვრებდი შენთან ერთად მშვიდად,
შენი ხელით აშენებულ ქოხში,
არ გავცვლიდი ჩვენს პატარა ბინას
სასახლეში და არც ზღაპრულ კოშკში.

არ მეტყოდი საალერსო სიტყვებს,
ოდნავ მკაცრიც იქნებოდი თითქოს,
მხოლოდ თვალებს, სიყვარულს რომ იმჩნევს,
ჩემთვის მუდამ ექნებოდა სითბო.

ღამით ნაწნავს გავიშლიდი თრთოლვით,
დავწვებოდი ვარსკვლავების მხარეს,
დავრჩებოდით ქვეყნად მხოლოდ ორნი
და ჩვენს შორის - გაბადრული მთვარე.

რძისფერ ნისლებს დაგისხამდი თასში,
ყოველ დილას მოგართმევდი თავად,
მზის გვირილებს ჩავიბნევდი თმაში,
მხოლოდ შენთვის მოვირთავდი კაბას.

ღამის ალერსს გაგატანდი საგზლად
მთაში ჯიხვზე სანადიროდ წასულს,
მერე თვალებს დავკიდებდი კართან,
მოლოდინით ავსებულს და ქალურს.

ვიცხოვრებდი შენთან ერთად სადმე,
შორს აქედან... სადმე, მთების პირას.

ნინო ალადაშვილი
 
nukriaДата: სამ, 31.10.2017, 21:02 | Сообщение # 465
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაუტანლობა მუდამ იყო,
მაგრამ ასეთი?
ღალატიც იყო, შურიც,
მაგრამ ამგვარი არა,
რა გვჭირს ქართველებს,
სულ გაგვიწყრა მგონია ღმერთი,
სულზე ეშმა და თვალზე
ბინდი გადაგვეფარა.

ნიღბითაც ბევრი დადიოდა,
ამდენი სადა?
ცბიერიც ოხრად გვყოლია და
“მორწმუნე” ფლიდიც,
გამცემი "კაცი",
კი ბატონო, ყველთვის გვყავდა,
დღეს, თუ ბიჭი ხარ,
გაარჩიე ვინ, საით მიდის.

მაგრამ კეთილი
მოღალატეს მეტობდა მუდამ,
დღეს თითზე ვითვლით
მიწის მცველებს და ერთგულ კაცებს,
ერთ დროს იუდაც
გააგიჟა ორიოდ ხურდამ
და ამიტომაც
ქრისტე ჯვარზე უწყალოდ აცვეს.

დღეს უტიფრობა სანაცვლოა
კრძალვის და რიდის,
არ უჩანს ბოლო
საქართველოს “ერთგულ პარტიებს"
იგი ვინც ურცხვად მამულსა და
საგანძურს ყიდის,
შენ, შენივ მიწის ერთგულებას არ გაპატიებს.

ახლა სიწრფელე ბერში თუა,
ლოცვის და მარხვის,
ერს მზეც არ შველის,
სულის ფერი რადგან ბაცია,
მოდი და ახლა გაარჩიე
ხროვაში ხალხის,
ვინ ერთგულია,
კაცია, თუ არაკაცია!

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 12:35 | Сообщение # 466
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ ვერ ვაჯობებთ დროს
მე გთხოვ გავჩერდეთ კმარა,
ახლა კი ნათქვამ ჰოს
მე კვლავ დავურთავ არას..ზ.შ
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 12:41 | Сообщение # 467
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე როდესაც არჩევანი მქონდა
აგირჩიე და მე დავდე ფიცი,
ვიცი რასაც მომაძახებ ახლა,თითქოს!
რომ გავტეხე მოცემული ფიცი.

ვიცი ზუსტად რომ გჭირდება ჩემით
შესაწირი შესასვლელთან ტაძრის
გიყურებ და გემსგავსება სახე
გალეშილი თან მშიერი მაძღრის.

მე მინდა რომ დაგამშვიდო კარგო
იქნებ კიდევ ვინმეს რამე ვარგო
ამოვათრევ იმ წუმპედან როგორც
შენ იწექი კმაყოფილი მარტო,

დახმარება მე კი ვიცი გულით
და ცხოვრებას კვლავ დავიწყებ ნულით...ზ.შ
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 12:42 | Сообщение # 468
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ მიტოვების შემდეგ
გულზე სიმძიმე მადევს
შენი ქმედება ჩემში
მხოლოდ სიბრალურს ბადებს...ზ.შ
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 12:44 | Сообщение # 469
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ მიტოვების შემდეგ გულზე სიმძიმე მადევს შენი ქმედება ჩემში
მხოლოდ სიბრალურს ბადებს
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 12:48 | Сообщение # 470
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვერ გეტყვი რამდენია ცაზე
ვარსკვლავების რიცხვობრივი ზღვარი
იცი როდის შეცდი ჩემო კარგო
რომ ავარდი გაიხურე კარი.

მე ვერ გეტყვი ალბათ კიდევ იმას ,
რომ გაგცვალე ვითომ თურმე სხვაში,
და ამ დროს კი შენ ძვირფასო მაშინ
გათენდება "მთხოვნელების "თვლაში
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость