პოეტი პოეტიშვილი - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 9 დან«1278910111718»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 20:51 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რითმის მცველი ეს პოსტები,
მკლავს ვეზუვი, მე პომ-პეის?!
ოცნება ვარ პოეტების
და იმედი ეპოპეის.
რომ მოვკდები რაღად მინდა,
პარკები და პროსპექტები.
სიცოცხლეში აღადგინეთ,
დაფასება პოეტების.
ლაითურის დაბა ერებს,
უყვარდებათ დღეს პოეტით.
დროს და სივრცეს დააბერებს,
საუკუნის ეს პორტრეტი. /პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 21:08 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პიზის კოშკის რევერანსი,
კეკლუცობა ეიფელის.
მწვავს ვენერას რენესანსი,
ვიფერფლები სეიფელი.
შენ დამახრჩობ სენ-მიშველი,
გადავიღოთ ეი! სელფი.
ბასტილია, სენ-მიშელი,
მცველებია ეიფელის.
მთვარეს ხურავს თხელი ფესი...
კაბას იხდენს სარო კოკოს.
ამ სიმაღლეს ეიფელის,
სახლს ვუშენებ საროკოკოს.
ღმერთმა ნუ ქნას დამავიწყოს,
ლეთამ ელფი ფეისელი.
ასპიროზმა დამაწყვილოს,
მე, ვენერა ეიფელის.
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 21:14 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰადიდების მაჯამა პო- დიუმი ჰა, დიდები,
არ მოგესწრო ჰადი დები,
ჯიჯი, ბელა ჰადიდები. /პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 21:21 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ მოვედი ჩემი ნებით,
შემახვედრეს დათოს,ანი...
პირობას ვდებ რომ ვიქნები,
ჩემი სკოლის ათოსანი. მელოდება მერხი,დაფა,
ბავშვები და პედაგოგი.
უკვე ანბანს ვყვებით სწრაფად,
გიო,რეზო, მე და გოგი. არ ვიქნები ონავარი
და მტერს სწავლით გავახელებ.
გულზე წიგნით მონაკარი,
ერს და მშობლებს ვასახელებ. /პაატა სურმანიძე/ —
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 21:27 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიპატიმრებდა იფი გენიას,
ცას აელვარებს, ელვა დაისის.
მსხვერპლად სწირავდნენ იფიგენიას.
სულს სურს სურნელი ედელვაისის.
ვაი ესქილე, ავი ლექსია.
ისარზე გული მიგიფენია.
ჩემში ახალი აქილევსია
და ქუსლი იცის იფიგენიამ
დღემდე ვუყვარვარ მაგას მემგონი.
მინდა, პიკის გულს, ვალეტს+ მიდამო.
მსხვერპლად გწირავდა აგამემნონი,
ქურუმად დაგსვა არტემიდამო.
ცას გულს უხლიჩავს ელვა დაისის.
კარს აღარ უხსნის, იფი გენიას.
სულს სურს სურნელი ედელვაისის
და სიყვარული იფიგენიას. /პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 21:39 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთლად დაგაკოჭლა ლედის სიკოჭლემ,
როცა ამური თბილისს დატოვებ.
გტკივა ობოლი ბედი ნიკო მჭლე,
ასეთ სიყვარულს ვინ გვიტატოვებს?
ტრფობის ბარათებს წიგნად არ ელი,
რომ ვერ ასვენებ ტანსა განჯაში.
გულზე გეზრდება წინანდალელი-
-ვარდი მთაწმინდის გასატანჯავში.
მთვარის ცისფერი სიმი,ტატო,რე-
-ალზე დაიწვა სული ოქროსი.
ვშორდები ,მე დღის იმიტატორებს,
პოლარულ ღამით ,ძილს ვიქრობ მოსილს.
ვცდილობ შემექმნა მინორულ სულით,
სასიყვარულო გამა სატატო.
ათეთრებს თბილისს,ლილოს,ულუსი,
რომ შიშველ ტერფით გამატაატოს.
სულზე გვადებდა ჰეკატე ინებს,
მინდა ჩემ ლექსმა გადიდოს ტატო
და შენ ახალო ეკატერინე,
მარცხენა ხელით მადიდოსტატო. /პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 22:29 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმედმა კარზე დამიკაკუნა,
ფიქრმა გაუღო კარი ოცნებას.
ამბორს ნუ მიშლი რაკი მაკუნა.
ასე შორიდან არ იკოცნება.
ღრუბლის უკან დგას წვიმის სტუმარი.
ამბორს მასპინძლობ თურმე ბანგივით.
გაბედე თუ გაქვს იმის უნარი.
რომ დამიბრუნო ბუმერანგივით.
ცა მაძლევს წერის დიპლომს ,'მანტიას.
ჩვენს ერთად ყოფნას ვხედავ მერეზაც.
ფლობ რკინის ლედის დიპლომატიას.
მე, მოწყალებას დედა ტერეზას. /პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 22:46 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმედის ბინას,ოცნების გვერდით,
სუსტი სხივებით ფაცხავს მზე მთიდან.
ღალატის არა მცოდნე ვიქნები,
გმირი ჩამოვალ აფხაზეთიდან.
დღეს სოხუმს მინდა გალას ხელებით,
ვუთხრა სალამი, ვწერო ვანიდან.
ომზე მშვიდობის არ გახელებით,
გვაქვს მაგალითი წეროვანიდან.
ის თეთრი დათვი ვერძის აისებს,
კვლავ დაუპირებს გაისს ის ინებს!
ომს თუ მშვიდობა ეღირსა ისევ,
გველი მიწაში გაისისინებს.
ჩემი სურვილის და ორაგულის-
ხორცი შეჭამეს და ფხა ზეთშია.
გაყოფილია კვლავ ორად გული,
დიდი ნაწილი აფხაზეთშია. /პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 22:51 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცისფერ ცრემლებით კამას მატირებ,
დანამულია მოლიც, იელიც.
ვოცნებობ როდის დამაპატიმრებ,
ლამაზი ქალი პოლიციელი. მოვა იმედიც თუ კაცი ელის,
რომ მომივიდა მადა ქორწილის.
ნეტავ გზა გვქონდეს უკაცრიელი
და ხელზე გყავდე გადაბორკილი. ჩაგსვავ ბალღივით გულის აკვანში,
არ შეუძლია სულსა უდამოდ.
ჩამსვი ოთხივე გულის საკანში
და მომისაჯე სულ სამუდამო. /პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 23:25 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბარს ეფინება სამთო ეშხიო,
აისად ლელა, დაისად გურო.
დღეს ქორწინდებით სამოთხეშიო,
რომ სამოთხეში დაისადგუროთ. სიყვარულები ვენერ-ამური,
დღეს დიდ დარბაზში დადიან ნებით.
დღესასწაული გენერალური,
გვერდს გიმშვენებენ დადიანები. ღმერთია მოწმე და ლამარია,
სამეუღლეო, საქმრო წილისა.
გლოცავთ თამადა, რაც მთავარია,
ღმერთი, პოეტი ამ ქორწილისა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
გვერდი 9 დან«1278910111718»
ძებნა:

მოგესალმები Гость