ლექსები - Page 13 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: შაბ, 16.09.2017, 20:02 | Сообщение # 121
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მხრებზე პეპლებივით ტუჩებს გიტოვებ და,
წვივებს გილოკავენ ზღვები ტალღიანი,
სანამ ბაგეები ლოცვას ითავებდა
წვიმს და... ღმერთი რომ ხარ თავად აღიარე.

მხრებზე პეპლებივით (უფრო ლავიწებზე)
კოცნებს გიტოვებ და მერე ლურჯდებიან,
სანამ ლექსებივით კითხვას დაგიწყებდე,
ჩემი რა გითხრა და... ზღვებიც მუნჯდებიან.

ჰოდა წამოიღებს ეკალს ჟრუანტელი,
ვიდრე მოსრისავენ ტალღებს მზე და მიწა,
ტანი მომახეთქე ტანზე (წუხანდელი)
თორემ ამაზრზენი გახდა დედამიწა.

თორემ გაუნელდა სხივებს სიმხურვალე,
ქარიც უნიათოდ მეცხო დანაბერი,
ხელებ-შემოხვეულს მზერით მიმკურნალე,
მაგრად ჩამეხუტე-მეტი არაფერი.
 
nukriaДата: შაბ, 16.09.2017, 21:03 | Сообщение # 122
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეც დავიღალე ამ ლექსებით, ვით ორგიები,
ღლიან ღამეში ქანცგაწყვეტილ ლამაზ პირ-მრუშებს.
მწიფე ტაძრიდან სანამ დაძრეს ლიტურგიები,
სულს გასვლა უნდა სხეულიდან, მაგრამ ვინ უშვებს?!
სამი ღამეა ვეღარ მძინავს ძველი მეთოდით,
ძილში ვხმაურობ, ნერვებს ვუხდი ბოლო პარაკლისს.
გადავეჩვიე საყვედურებს თორემ ვეტყოდი
იმათ, ვინც ღმერთი დამიმალეს, მაგრამ არა ღირს.
ეს სხვა ლექსია, ან წერილი, ანდა ტროპარი
ანაც პირადი ბიბლიიდან უცხო ფრაგმენტი.
სიტყვა, რომელიც საკუთარ თავს ძილში მოვპარე,
ბევრი ვიარე, მოვედი და... აი დავნებდი.
და რამე არ ღირს სამტკიცებლად, თვითონ მტკიცდება.
და რომ გგონია აირიე თურმე ლაგდები.
ბედნიერების ფაკულტეტზე სწავლა მიცდება,
და მე კი არა, ლექტორია გამოსაგდები !
რით ვერ გატკბილდა ის კენწერო რაზეც ჩამოვსხით,
თიხით ნაზელი სხეული და ვგავართ ნათიხრებს,
სეფისკვერებად თუ მოგვზილეს რა ვერ გამოვცხვით?
როდემდე უნდა გვიმასპინძლონ ზიზღით ნაციხრებს?!
თუ ეს ცხოვრება ზურგში ისვრის ეგეც ღმერთია,
შენ ნუ იდარდებ, ვინც ვერ მიხვდა ის მიანიშნეს,
მეტი რა გინდა? გაზაფხულდა, მზე ცას შერთვია
და ერთხელ მაინც ჩაუჯექი ნიშნიანიძეს !
რომ ერთხელ მაინც განიცადო სისხლში ატომი,
ტანზე რომ ღმერთმა დაგაყაროს და რომ დაბუჟდე,
ვინც ვერ გაიგო რასაც წერდი ის მიატოვე,
თორემ ხომ ხედავ წერაც გიჭირს, ანუ გაფუჭდი.
და ტახტზე წევხარ, იგერიებ გულის ორგიებს,
სცემს გამუდმებით, ჯიბრიანად, სისხლის რიხინით,
ჩვენ ხომ ორივემ დაზუსტებით ვიცით მორგია,
ეს გაჩერება, ჰოდა წამო ღმერთი ვიხილოთ !
ქარის დევნაა ყველაფერი გზა თუ არ იცი,
საით მიდიხარ, საით ბზაა - საით ბზარები,
ყოფას სიცოცხლეს თუკი არქმევ მასე არ იწვე !
თორემ თვალები ერთ დილასაც დაიზარებენ
გახელას, რადგან ასე არის დასაბამიდან,
დაუსაბამო ვერ გახდები თუ არ წრიალებ,
წამლის კეთება თუ არ იცი გესლის შხამიდან,
მაშინ როდესაც გველი გიკბენს ნუ იღრიალებ.
სამი ღამეა ვეღარ მძინავს ძველი მეთოდით,
ძილში ვხმაურობ, ნერვებს ვუხდი ბოლო პარაკლისს.
გადავეჩვიე საყვედურებს თორემ ვეტყოდი
იმათ, ვინც ღმერთი დამიმალეს, მაგრამ არა ღირს.
ბოლო მოეღოთ, გადაჯიშდნენ სოლოდარები,
რაც უნდა ის ქნან, არ მოიბა ყელზე ბაწარი.
და სანამ თავთან ბოლო სანთელს მოგიტარებენ,
კბილი კბილზე და, თვალებიდან ღმერთი დაძარი !
 
nukriaДата: შაბ, 16.09.2017, 21:05 | Сообщение # 123
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბალანაშლილი, შემზარავი, თვალსისხლიანი,
შემოდის ღამე დემონური ფრთით და იარა....
რადგან სამსხვერპლოდ დამიგდია, შენთვის სხეული,
რადგან მიყვრდი ღვთაებრივად!, მართლა კიარა.

რადგან უბრალო არ მერია ფიქრში განცდები,
რადგან ზე იყავ და ზეციურ გყრიდი იარაღს,
რადგან ცხოვრების ალალ ბედზე გადამეყარე
და ხელზე ცეცხლის ენიანი გენთო ფიალა.

ჯანდაბას ყველა შეცოდება შეუნდობელი
დამრჩები, ღამის, დემონური ღია იარა,
რადგან სამსხვერპლოდ დამიგდია, შენთვის სხეული,
რადგან მიყვრდი ღვთაებრივად!, მართლა კიარა.
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 20:02 | Сообщение # 124
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფილოსოფია სიღრმეებს შორის მოხეტიალე სიმარტივეა,
განუსაზღვრელია მისი სამოქმედო არე....
მის სიღრმეებში მოთავსება რთულია.
გეიზერის წყაროსავით არის მდუღარე...

სადისკუსიოდ ვიწვევთ მზეს, მთვარესაც...
ვეწევით ერთმანეთის უალკოჰოლო თრობას,
როცა ვიწყებთ არაფრისმომცემ უსარგებლო
ელემემტენზე თხრობას...

სულის მოქმედება წარმოშობს ქარიშხალს....
ემპირიული განზოგადებით იწყება ფიქრი...
ნეტა გავხდე იმ სამყაროს ნაწილი,
რომელსაც ქმნიდა იოანე ოქროპირი....

სიძუნწეს ავლენ მხოლოდ დროის ფლანგვაში...
ჯერაც აუთვისებელია სიბრძნით გაშლილი ველი...
საბრძოლო უნარჩვევების გასაღრმავებლად,
დავიმეგობრე ნიკოლა მაკიაველი.

შევესახლები ბერის ნაჩურჩულარ ლოცვებს
და სამყაროს დავურთავ უკვდავების ფონს...
ხანდახან მაღალი გონებით დადგენილი,
სიმართლე გულში ქმნის
უცნაურ დისკომფორტს.

ბუნდოვანებით მოცულია აღდგომის კუნძულები ,
რომლის გააზრებასაც მაინც ფრთხილობ...
მხოლოდ ღმერთია ის სიბრძნე და სიყვარული,
რომლის შეცნობასაც ყოველდღიურად ვცდილობთ...

შევავსო მინდა ძილში დაკარგული წუთები,
სიცოცხლე ხომ სიფხიზლიდან ამოზრდილი
ლერწამია....
როგორ მინდა მოსვპო ჩემში
გაბატონებული მძიმე ლეთარგია.....
მიტოვებული სახლის აივნიდან მოსჩანს
ეულად მდგარი მტვრიანი რიკული....
ჩვენც მასავით მოვიწყენთ
და აღარ შეგვრძება
განწყობა ჰეროიკული....
....
ადამიანურ ბუნებაშია მოთავსებული საჭირო ინფორმაციის
უზარმაზარი ბაზა,
არ ვიცი რატომ მაგრამ ერთმანეთს მხოლოდ
უღმერთობაში ვბაძავთ !

სირთულეები წარმოშობენ ბუნდოვან
სიმარტივეს...
ვიღა გვასწავლის სიღრმისეულ ჭვრეტას...
ოდითგან კაცობრიობა ეწევა მიძინებულ
საზოგადოების გამოჭედვას.

ადამიანურ ბუნებაშია მოთავსებული
ინფრომაციის უზარმაზარი ბაზა,
არ ვიცი რატომ მაგრამ ერთმანეთს მხოლოდ
უღმერთობაში ვბაძავთ !
.
ცირუკლაციას განიცდის წყარო- აზროვნების,
იცვლება სამყაროსეული ზოგადი ხედვა...
ზოგჯერ წარსულიც მოითხოვს სიღრმისეულ
გადახედვას !!!!
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 20:57 | Сообщение # 125
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ მაცხოვარი ჩაივლის ახლა
და შემომხედავს, როგორც კეთროვანს.
მაღალ ალვათა რიგია დაბლა
და ზღვა, რომელიც მე არ მეთმობა!
და ვიცი სული რომ სიზმარია,
თუკი პოეტად დავიღუპები,
მემახსოვრება კვლავ ეს არია:
შენი მკლავები, როგორც ღრუბლები!
ახლა როდესაც ვწერ ამ სტრიქონებს
ჭერზე კი აბამს ქსელებს ობობა.
ვწუხ შენ ოდესმე თუ მოიგონებ
პოეტს და მასთან იმ მეგობრობას,
როდესაც მაღალ ალვათა რიგებს
ეზმანებოდათ მაცხოვრის ჯვარი_
ცისა და მიწის ვერ შერიგების
და უკვდავების თეთრი ტაძარი!.."
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 21:00 | Сообщение # 126
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლანდადქცეული მე შენს სატკივარს
ისევ სათუთად ვესალბუნები,
მე ღამეს ვგავარ,
ღამეს ნაწვიმარს და ვარსკვლავებზე გესაუბრები..
წვიმის წვეთს ვგავარ შენთვის დადენილს,
და მზიან ღამის ულურჯეს ფერებს,
ვარ ჩამოქნილი მკრთალი სანთელი და ჩემი შუქი
მწუხრს გაგითენებს..
მე სიზმარს ვგავარ წამით მოვლენილს,
სიზმარს ,რომელიც ცხადშიც გაწამებს,
ო,მაპატიე ცოდვა ამდენი,
მომაძებნინე ჩემი სათავე.
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 21:33 | Сообщение # 127
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წყარო ერთია მის გარშემო მრავლად-მსხდომნი.
თუ გაწევს ურწუმუნოების, უღმერთობის ლოდი
იკითხე, მაგრამ ყოველი მეორე ვერ გახდება თეოლოგი.
ეს მცირე ზომის გალაქტიკაც მოიცავს საიდუმლეობების
მთელ არსენალს.
ყოველი დახურული სივრცე ქმნის
ინტრიგას'და ასე ყველა ცნობისმოყვარეს თავისკენ იზიდავს
 
nukriaДата: კვ, 17.09.2017, 21:39 | Сообщение # 128
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლმერთო, წარსულის ცოდვებს მაგონებს
შენი ტაძარი ბროლის მინებით...
როცა მიჭირდა ვერ გაგაგონე
ლოცვა გულიდან მონადინები.

ალბათ ეს სივრცე არ ეყოთ ბგერებს,
ან აღარ შერჩა ზეცას გამგები...
ბავშვივით შევცდი და დავიჯერე,
რომ მე შემეძლო შეცვლა განგების.

მრავალი ცოდვა, სულს რომ მიმძიმებს,
საშინლად მტანჯავს, ფიქრიც ზეგანობს...
არ ვიცი მოვკვდი თუ მივიძინე,
ვერ ვგრძნობ სამყაროს უკიდეგანოს.

„უფალო, მიხსენ“ - ჩუმად ვღაღადებ,
რომ შევაჩერო ძვირფასი წამი...
და სტრიქონებიც, ჩემს წინ, ქაღალდზე
იმეორებენ ჩემ სიტყვებს: „ამინ“!

ახლა გარდუვალს ვერ გავექცევი,
არც მსურს გაქცევა, დამეფიცება.
ისე ითხოვენ ჩემგან ლექსები
სიცოცხლისა და აზრის მიცემას,

თითქოს მე ვიყო დროის და სივრცის
საწყისი, მხსნელი მკვდარი გულების...
მესმის სიტყვები იწყებენ სიცილს
ჩემგან ლექსებად ხორცშესხმულები!

დუმილი მაშინ უფრო ძნელია,
როცა სულს დააქვს დარდი ამხელა,
თვალები კვლავაც გასახელია,
ცოდვებსაც უნდა, ღმერთო, გამხელა...

მე მინდა სივრცე და არ მიშვებენ,
შენ იცი, მაგრამ არ ამბობ რა მჭირს,
უფალო, ისევ შენ გთხოვ მიშველე
მე პოეზიით და სიტყვით დაჭრილს!
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 16:01 | Сообщение # 129
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიცოდი ამდენს ვერ გავუძლებდი,
იქნებ აქამდეც ჯობდა მეტირა,
მიდიხარ.
შენი წვრილი ქუსლები,
აჩნდება ნერვებს მრავალწერტილად.
მიდიხარ.
ჩემს თავს ვეღარ ვერევი,
წყდება ფეხის ხმა სადღაც კარს იქით,
მინდა სიკვდილი და ეს ნერვები,
ხელში მიჭირავს კონტარაბასივით.
ღამით კი ვიცი დავიბოღმები
და სულის ყველა კარებს ჩავრაზავ,
მინდა გამოგყვე და ვერ მოგყვები,
რადგან
მიდიხარ.
ისე ლამაზად!...

როინ აბუსელიძე
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 16:01 | Сообщение # 130
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვდარდობ, ვერ შევძელი შენი დავიწყება,
და ისევ სიჩუმე და ფიქრი ღამეზე.
ვიცი, აღსასრული მალე დაიწყება,
ვნანობ, ახლა უკვე ვნანობ ბევრ რამეზე.

ვწუხვარ, ამ ცხოვრებას ალღო ვერ ავუღე
და თუკი მიხილო გახსნილი ვენებით,
იხსენ ჩემი სული და ზეცას წაუღე
თვალთაგან გაფრენილ კალიპტომენებით!

გიო საჯაია
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ძებნა:

მოგესალმები Гость