ლექსები - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 18:07 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მსგავსი დღეების უსაშველო დარჩა ატანა,
დეე, გადაწყდეს ისე როგორც ღამემ განაგოს,
მოდი ჩემთან და ამ დუმილის გასაფანტავად,
თუნდაც სულ მცირე, ამინდებზე ვილაპარაკოთ.

რ.აბუსელიძე
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 18:20 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხდება,
ზოგჯერ,
მართალია ძალიან იშვიათად,
მაგრამ მაინც,
რომ კოსმიური ტრაექტორიით იწყებს სისხლი მოძრაობას.

ხდება მხოლოდ მაშინ,
როცა ვინმეს ჩაეხუტები
და ეს ვინმე,
ერთადერთია შენთვის,
ამ ადამიანებით გადავსებულ დედამიწაზე. ❝

ჩერქეზიშვილი
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 18:20 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ.

ზვიად რატიანი
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 18:30 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი გურულები

როცა ეჭვქვეშ დავაყენებ ყველა რწმენას,
სიცილად რომ არ მეყოფა შუქნიშნები,
როცა ყელზე დამადგება დიდ-ქალაქი,
ავირევი, მაგრამ რომ ვერ შევიშლები;
ნიღბის მიღმა სანამ სახე კიდევ მიხურს,
სანამ მტკივა ბორკილები და ხუნდები,
გავიქცევი, სოდომიდან გავიქცევი,
და ბავშვობის სამოთხეში დავბრუნდები!
გზები ცოტა შეპრენკილი, ფხუკიანი,
დეკემბერი - ფერწასული რიყის ქვებზე,
მე ჩემს მუხლებგადაყვლეფილ სიყმაწვილეს,
აქ რომ დამრჩა წლების უკან, აქვე ვეძებ.
ჩემი ნახვა აქ სხვაგვარად უხარიათ,
"მოი ნენა? როის მიხვალ ?" ჩაძიებით,
"ბჟუტურობენ რაცხას" ჩემი გურულები,
ხან "აბდლები", ხანაც "გესამანიები".
აქ რატომღაც ზამთარშიც კი თბილა ისე...
ორღობეში ითელება ხურმის თექა,
აკვესებენ სიტყვებს, როგორც მწველ ნაპერწკლებს
და ჩვევად აქვთ ორნახადით ღამისთევა...
გზები ცოტა შეპრენკილი, ფხუკიანი
და კაკლები - საპატიო ყარაულში;
ხომ მერე რა, ხომ ისეთი არაფერი,
მაგრამ ჩემთვის - უტკბილესი სასწაული..

ეკატერინე ვანიძე
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 19:38 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წარღვნაში,
თავსხმაში,-
წვიმაში მოვყევი.
დავდექი.
დავფიქრდი
და ლექსი მოვყევი .
ნაწვიმარ ბაგეზე მივიდებ ნაზად თითს.
წვიმაში წაკითხულს სულ სხვა აქვს ლაზათი.
დაქცა ქვეყანა!-
არ ვუხმობ მაშველებს.
ლექსი და ამინდი ერთმანეთს ამშვენებს.
არ ვუსმენ რჩევებს და
ასევე , დამშლელებს.
სტრიქონებს ვკითხულობ ,
მე , მადის ამშლელებს .
ვაგროვებ ჩემ სულთან ვა- ბანკზე წამსვლელებს.
ეს წვიმა ყველაფერს-
ლექსს კი ვერ ასველებს!
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 19:58 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასი წლის შემდეგ , დღეიდან ზუსტად,
ისევ ვინატროთ რაც გვსურდა წინათ.
ჩამოვსხდეთ სადმე მწვანეზე , რუსთან.
მე მოვალ ლექსად!
შენ მოდი წვიმად!

ასი წლის შემდეგ , დღეიდან ზუსტად,
(ეს ახირება სურვილად მექცა.
ვარ სიყვარულთან ყოველთვის სუსტად)
შენ მოდი წვიმად .
მე მოვალ ლექსად.

იცოდეს ყველამ , არაფერს ვმალავ.-
დღეიდან ზუსტად , ასი წლის შემდეგ ,
მოგიტან იმას , რაც მრჩება ვალად.
შენ თუ დამხვდები,
მე მოვალ .
მენდე!

სხვა თუ იკითხავს მიზეზს და შედეგს,
ვეტყვი , შენ გამო პოეტად შევდეგ.
მე პაემანი დავნიშნე უკვე,
დღეიდან,
ზუსტად,
ასი წლის შემდეგ !

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 20:06 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მტვერში აგდია ქუდი მათხოვრის.
დაუგვიანდა სადილ- სამხარი.
დამანამუსებს მზერა მაცხოვრის
და უსინათლოს თვალის ხამხამი.
მქეჯნის სინდისი სხვისი განცხრომის,
ავყია კაცის უმი ხარხარი.
დავიარები ამგვარ განწყობით
და მებრალება ტოტი გამხმარი.
ვამბობ ამ ლექსის ასოთამწყობი,
რომ მეზიზღება კაცი ახვარი.
დამამუნათებს გულზე დაწოლით
მე , ბილწი სიტყვა სხვისი ნახმარი.
მტვერში აგდია ქუდი მათხოვრის .
დავიწყებია სადილ- სამხარი.
დამანამუსებს მზერა მაცხოვრის
და უსინათლოს თვალის ხამხამი.

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 20:20 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვაზი დარგო.
ხნა და თესა.
ხარი ხედნა.
ცხენი ხედნა .
ამაყსა და ალალმართალს
ჰქონდა მკაცრი გამოხედვა .
ოფლით პურის მოპოვება!-
ასე ერგო წილად,
ხვედრად.
მიჰყვებოდა წითისოფელს
ხან ქვეითად,
ხანაც მხედრად.
შეზარხოშდა .....
ბოლოს მიხვდა,
რომ ცხოვრებამ თავად ხედნა .
თავის ალალ ნავალი გზით
ბედმა უფალს შეახვედრა!

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 20:24 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამაღლდა!
ის მიწა , რომელმაც ჯვარს აცვა,
დატოვა!
...ეპოქა გავიდა.
სამყაროს აწვიმა .
ათოვა .
....და , მაინც აქ არის!
ილოცეთ!
იწამ,ეთ!
იხარეთ!
გიკურთხოთ მარჯვენი!-
მოყვასის საშველად იხმარეთ!
ამაღლდით გონებით,
ვითარცა ამაღლდა
უფალი!
დე , ვიყოთ ამ რწმენის
დამცველნი
და ჭირისუფალი!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 20:45 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მურმან ლებანიძე

ეპილოგი პოემისა "ანისის აღება"

ბრუნდებოდა, სპა ანისით ბრუნდებოდა,
სად მახვილით სამართალი ვყავით.
ოცდაათი წელიწადი სრულდებოდა,
აზიაში ხრმალს იქნევდა დავით.

ღმერთს ჭეშმარიტს და ერთადერთს მსახურებდა:
შავს ჰუნეზე ქვიშისფერი ჩაჩქნით
ჯდა, და ბორცვებს სომხეთისას გაჰყურებდა
დამძიმებულს საქართველოს ლაშქრით.

ქმნა მართლისა სამართლისა აღგვამაღლებს,
განგვალაღებს ძლევა მტერთა ჩვენთა,
მაგრამ მეფეთ უცნაური ხმაც განაგებს –
უცებ დავითს მოეძალა სევდა...

სევდა იგი უკვდავი და მარადია,
ნუვინ ჰგონებს – ზადია და ხინჯი!
სევდა იგი პოეტების ტალანტია
და მეფეთა ოდენ დიდთა ნიჭი!

მაგ სევდაში – დაღლაა და სიბერეა!
სხვა რა რჩება უკანასკნელ გზამდე?!
უკვე გქონდა ვებერთელა იმპერია
გადაშლილი, დავით, ზღვიდან ზღვამდე!

რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მტრიანი,
მაგრამ ქრისტედ, აღდგენილად მკვდრეთით,
უკვე გქონდა საქართველო მთლიანი
და მთლიანზეც ბარე ორჯერ მეტი!

დიდს დიდებას, მოპოვებულს მახვილით,
მათრობელა ბანგი ახლავს ზმირინის;
უკვე გქონდა ხანძარივით სახელი
ჰრომს, აფრიკეთს, ევროპს ხმაგასმენილი!

აღესრულნენ ოცნებანი ფერადნი:
სხვად ათინად და უაღრეს მისად,
უკვე გქონდა, უკვე გქონდა გელათი
საყდრად ქვეყნის და საძვალედ თვისად...

არარაის იყავ, დავით, მთხოველი,
უკვე გქონდა წილად უფლისანი
წყალობანი, წყალობანი ყოველნი,
გალობანიც
სინანულისანი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ძებნა:

მოგესალმები Гость