ლექსები - Page 15 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 21:00 | Сообщение # 141
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ცხოვრების იმპულსი
ძლიერი და სწრაფია.
იბეჭდება პრესაში
სკანდალური სტატია .-
რუსთაველზე , აღლუმზე ,
"ცისფერები" დადიან.
ჩემდა თავად ბოდიში
სააკაძეს .. დადიანს!
ჟღურტულებენ ჩიტები. -
ჩემთან ყოფნა სწადიათ.
ჯერ შორია ფინიში.
მთავარი ხომ სტარტია.
გულში ჩავიხუტებდი,
საქმეს ვიზამ მადლიანს,
ვისაც უიმედობის
აქვს მეოთხე სტადია!

ალეკო ჩინჩალაძე


Сообщение отредактировал nukria - ორ, 18.09.2017, 21:01
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 21:25 | Сообщение # 142
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოწმე ბევრი შემოდგომის,
ფოთოლცვენის .
მიყვარს დენა საწნახლიდან ყურძნის წვენის.
მყავს მფარველი ანგელოზი,
ვითა მცველი .
ძმისთვის ხიდი. მტრისთვის - რისხვა ,
ზარდამცემი!
.. და ვარ სითბოს მიმღებიც და
გადამცემიც!
არ ვარ ჩუმად ,
უხმაუროდ გარდამცვლელი!
სიმწრით ბევრჯერ
მუშტის , მჯიღის გელში მცემი.-
მოკვდეს ბიჭი
მტრის ბეჭებზე არდამცემი !

ალეკო ჩინჩალაძე .


Сообщение отредактировал nukria - ორ, 18.09.2017, 21:27
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 21:44 | Сообщение # 143
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიურერი

აზოვის ზღვიდან ფრონტი ბალტიკით....
ნგრევით ახლის და ნგრევით ანტიკის,
ის მოდიოდა დროშით ,სვასტიკით,
ყეფით , მუქარით და სისასტიკით!.........

ალეკო.


Сообщение отредактировал nukria - ორ, 18.09.2017, 21:45
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 22:06 | Сообщение # 144
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბუნება ზეიმით ყვავილებს დაისევს.
კეკლუცობს მაისიც - პატარძლად ირთვება.
წლები კი მიდიან , დავითვლი მაისებს,
ამაყად შემოდის ხალისის ზვირთებად.

ვწუხდი და ვბორგავდი სუსხიან ზამთარში,
ჯერ კიდევ შორს იყო მზიანი მაისი.
სხეულში გამიჯდა სიხარბე აფთარის,
თოვლიდან მოსჩანდი , ვით ედელვაისი.

ვუყურებ ამ თამაშს - ხმელეთის დელფინებს,
შენც დიდხანს გელოდე და ერთად მოსულხართ.
ჩემს გულში იყავი და სუნთქვად მეფინე.
შემოდის მაისი- ვარდების დეფილე.

მოვასწროთ ზეიმი , თვე არის ეს ერთი.
ბინდისას ფერები იქცევა ქათიბად,
ხალისით ინებე ჩაროზი -დესერტი.......
და მინდვრის ყვავილებს თიბათვე გათიბავს...
დადგება სურნელი მწუხარე , ნატიფი
გუშინდელ ყვავილის და ახლა ნათიბის!

მთავრდება სპექტაკლი , ველოდოთ გაისებს
და " ბისით" სცენაზე შემოსულ მაისე
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 22:12 | Сообщение # 145
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორმოცდაათის მერე
ვატყობ, ადვილად ვთვრები.
ვწუხვარ, გულს ვეღარ მტკენენ
ჩემი პატარა მტრები.

ხომ ისევ იმას წერენ,
ვლიან იმავე გზებით -
ორმოცდაათის მერე
შემწყნარებელი ვხდები.

დრო ჰქრის როგორღაც სწაფად,
ვატყობ, დამოკლდნენ წლები...
ეს სიბერეა, ალბათ!
ვხვდები, ძამიკო, ვხვდები!

მურმან ლებანიძე
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 22:18 | Сообщение # 146
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გული ბობოქრობს . სიტყვა არ მყოფნის!
ვარ სიმართლესთან ფიცხი მიდგომით.
ვერ მოინელა მტერმა მარტყოფი!
ვერ მოინელა მტერმა დიდგორი!

წამოიზლაზნა ისევ ურჯულო.
მადააშლილი აქეთ მობღავის.
ლამის მიწამაც დაიჩურჩულოს,
რომ მივასრისო მატლი მბობღავი!

ჩემ გულისწყრომას ყველას ვანიშნებ.
არწივის თვალით ლაშქარს დავითვლი.
თორემ მტერს ისიც კი შეაშინებს ,
ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ - "დავითი!"

დღეები დღეებს ბრძოლით მიჰყვება .
მტრის ლეში მინდვრად ჯიჯგნოს ყორნება!
რომ არ დაკარგოს მადლი სიტყვებმა -
"ფეხი დამადგით გულზე ყოველმან!"

ალეკო ჩინჩალაძე


Сообщение отредактировал nukria - ორ, 18.09.2017, 22:19
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 22:24 | Сообщение # 147
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამება

მე ღმერთის გარდა არას ვაღმერთებ.
დავყოფ ცხოვრებას წლებად, წამებად.
სულ სამჯერ ნახე ჩემი აღმართი.
სამგზის მომეცი ძალა ,სამებავ!
გამიადვილე შენკენ სავალი
და სიცოცხლესთან გამოსალმება .
ბევრს როდი ვითხოვ....
ენა დამება.-
უფლის ნებით ვარ ქვეყნად მოსული.
ჩემიც იხილე ჯვარცმა - წამება.
მადლი ზეციდან აქ გადმოსული.
სანამ დადგება დღე აღსასრულის,
შენზე ვლოცულობ.
ცოტა მადროვე!
შენთან არს ჩემი
ცოდვილი სული.
შეამსუბუქე და უპატრონე !

როცა დავბერდები

როცა დავბერდები,
მზეს მივეფიცხები.
ალბათ, ამერევა
თვეები, რიცხვები.
ტოტს ჯოხით მოვიწევ,
თუ ვეღარ მივწვდები.
ამაოდ გგონია,
რომ დამავიწყდები .
რაღაც ამერევა
მე ,
ერთდ დროს გონიანს.
ეჰ !-
გულმავიწყობა,
ვის აღარ ჰქონია!
ვარ შერკინებული
ცხოვრებას გოლიათს.
არ დამავიწყდები!
-ამაოდ გგონია.
როცა დავბერდები,
წავალ დაფერდებით.
ღვინოს მომაწვდიან. -
ცოტას დავჯერდები.
შენი მონატრებით,
ისე გავჯერდები,
სადმე შორიახლო
შენთან გავჩერდები .
როცა დავბერდები,
მზეს მივეფიცხები,
სიცოცხლით , სითბოთი
გული რომ ვიჯერო.
ამაოდ გგონია,
რომ დამავიწყდები.
ჭორიც თუ გაიგე ,
არც ეგ დაიჯერო!

ჯვარცმა

წვიმს....
წვეთები ჩემ ფანჯარას ასველებენ.
"ჯვარს აცვითო!"- ბრძანება და დასტურია.
ცად ღრუბლები - ეს კეთილი მაშველები
და წვეთები უფლის გვემას დასტირიან.
ხომ ვიცოდი , მაინც სიმწრის ელდა მეცა
... და ბრძანება ყურს ჩამესმის- "ჯვარს აცვითო!"
ტირის წვიმა.
ტირის ქარი .
ტირის ზეცა.
გავალ ქარში , რომ გოლგოთის გზა გავცითო!

* * *
გამომეღვიძა. ჩაწიხლული სული ჩამძახის,
შეციებული გაზაფხული უხმობს იებსო!
გული კი მიგრძნობს , ვერ ავცდები სეირს საძრახისს
და გოლგოთისკენ გზად მივყვები უხმოდ იესოს.
ჭამე სირცხვილი ადამის ძევ ! - ეშმამ გიკმია.
აკი , ნატრობდი და იხილე მხსნელი - მესია.
ეჰ ! შერცხვენილო! უმადურო ! ეს რა გიქნია?!-
ვერ დააფასე . ტალახს ესვრი , ეს რა წესია.
გვიან მიხვდები შენს შეძახილს : "ჯვარს აცვით ეგე!"
ეს დედამიწა სამყაროში ცოდვის ბირთვია.
ვით რომაელი ჯარისკაცი , შენც მიხვდე , ეგებ
უფლის ჯვარი და ცრემლი მისი - მძიმე ტვირთია !
..................................
ანათებს რაღაც.- არც მთვარე . არც მზე.
ღრუბლიდან ცრემლი ეცემა მიწას.
ტრიალებს ცოდვა გოლგოთის მთაზე
და .... პარასკევი გულ- მუცელს მიწვავს !

განაჩენისკენ

"შეგისკვნა გული კოლომბინამ ცისფერი ჩვარით"
პაოლო იაშვილი

გულზე ცისფერი ჩვარი შემისკვენ!
შენ უნდა გახდე ახლის დამწყები!
მიაბიჯებენ დვიწყებისკენ
დღეები რუხი და მოსაწყენი.
ქვეყნად სიცოცხლე გვაქვს საზიარო.
უნდა მარიდო მარცხებს , ფიასკოს .
შენ შეგიძლია , რომ მაზიარო
დღეებს , რომელთაც ფერები ამკობს.
გამაბედვინე , ( გულს მომეკარი! )
სიტყვა , რომელსაც აღარ მიწყენენ.
და ,მერე , ფართოდ გაუღე კარი
დღეებს , რომელთაც არ ივიწყებენ.
გულზე ცისფერი ჩვარი შემისკვენ!
არაფერს გეტყვი დითირამბებით.
მიდიან ახლა განაჩენისკენ
დღეები - რუხი და ფერადებიც.

შენთან ამისროლე

რამეს თუ მიწუნებ ,
დარდი დამიწუნე .
შენი სიყვარული
გულზე დამიწურე!
ლექსი თუ არა.. და
რამე მომიწონე!
მითხარ , უკვდავების
რომ ხარ საპირწონე.
შენი თბილი მზერა
გულში ჩამიცურე.
მარტის ავი ქარი
გააჩამიჩუმე!
რაღაც ჩავიფიქრე.
ნატვრა ამისრულე!-
მაგ შენ სამყოფელთან
ერთხელ ამისროლე!

აწი აღარ მოთოვს

აწი აღარ მოთოვს.
ხე მოისხავს ფოთოლს.
გამოივლის ვინმე.
გადაუღებს ფოტოს .
ხე კი მწვანე ფოთლით
მზის სიხრულს მოთლის.
და სიცხეში ვინმე
მოვა ლუდის ბოთლით.
ველოდები ფოთოლს-
ხე სიმწვანით მორთოს.
ღვთაებრივი ჰანგით
ჩიტმა სტვენა მორთოს .
ვენაცვალე ფოთოლს!-
ამ სიცოცხლის ფოტონს.
გაზაფხულდა უკვე .
აწი აღარ მოთოვს!

შენი გულიდან შემივსე სითბო!

შენი სითბოთი მე გული ვმუხტე,
და , როგორც მზეზე , ეს შუბლი ვითბე.
როგორ არ მინდა , გტკიოდეს. .. წუხდე.
დღეს უშენობის სიცივეს ვითმენ.
ახლა რიგითი ღამეა ზანტი.
სითეთრე თოვლის , სუსხი და თოში.
მოდი!- ჩვენც ვიყოთ მეტოქე ზამთრის,
როგორც იები თებერვლის თოვლში.
ვაცილებთ დღეებს კეთილს თუ ნავსებს.
სიცოცხლე მარაგს ნელ- ნელა მაცლის.
დრო მოთმინების ფიალას ავსებს.
ამივსებს.- დავცლი.
ამივსებს . - დავცლი .
ვიტვირთე , შენზე ლექსები ვრითმო,
სანამ უფალი ინებებს , მაცლის.
შენი გულიდან შემივსე სითბო,
რომელსაც არსად , არასდროს დავცლი!

ა. ჩინჩალაძე
 
nukriaДата: ორ, 18.09.2017, 22:57 | Сообщение # 148
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ არის კარგი ,
დავივიწყოთ ,
არ არის სწორი,
ორ ზღვათა შორის,
რომ ვიყავით ჩევნ,
"სხვათა შორის"!

ალეკო.
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 00:27 | Сообщение # 149
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიჰყვებოდა ლომს აღალი ტონანახევარი წიგნით...

თქვენ თქვენს წარსულს ეფერებით,
თქვენს კერპებთან ქედსაც იხრით,
შევაჯიბროთ მეფეები
რა მხრითაც გსურთ,
იმ მხრით!
სხვას ვის ჰყავდა მეფე დავით,-
მკლავით, გულით, ჯიგრით!
ხასიათით-ომში ავით,
შემწყნარებლით-
შიგნით!
ოცდაათ წელს-უძილობით,
ქვეყნის ხსნაზე ფიქრით,
ჭმუნვით, სევდის უძირობით,
წვერ-ულვაშში-
ჭირხლით!
მიდიოდა ომს მაღალი
(,,მაღალს"-არ ვწერ ლიქნით!)
მიჰყვებოდა ლომს აღალი
ტონანახევარი
წიგნით...

რაკი წიგნი მოჰყვა სიტყვას,
დავით არა მარტო მერჩულს,
სხვათა შორის ესეც ითქვას,
კითხულობდა
ბერძნულს...
კითხულობდა სხვათ ელიტას,
არა მარტო მტბევარს,-
,,ფილასოფოსთ მათ ელინთა
ღრმად სიბრძნეთა
შევალს..."
კითხულობდა სომხურს, სპარსულს,
უკითხავდა ჯალაბს
არაბულად თარგმნილ ჩან-ჯუს,
იბნ-ალასარს-
არაბს...
რაიც თურქულს შეეხება,
თურქის წიგნის მარაგს,
თურქი-ოთხფეხს ერეკება,
ასდევს მტკვარს და
არაგვს,
თურქი-დუმით ნასუქია,
თურქს ჯერ წიგნი არ აქვს...
უკაცრაულ პასუხია,
ცხვარს აძოვებს
ბალახს...

ჩვენ პატარა ხალხები ვართ,
ჩვენც ჩვენს წარსულს ვეფერებით,
იქნებ მართლა ბალღები ვართ,
რომ ვამაყობთ
მეფეებით!
ჩვენ წარსული ჩვენი გვაწყობს,
ვიკვებებით ლეგენდებით,
კი, ბატონო, ვწუნობთ აწმყოს,
ისტორიას
ვეკედლებით.
ეგ მისთვის, რომ ტლუ ვართ ოდეს
და თქვენს თვალში ვჩანვართ ბალღად,
არ გვეძრახვის, ვოცნებობდეთ
ჩვენც ოდესმე
ვიქცეთ ხალხად...
სხვას ვის ჰყავდა მეფე დავით,-
მკლავით, გულით, ჯიგრით!
ხასიათით-ომში ავით,
შემწყნარებლით-
შიგნით!
მიდიოდა ომს მაღალი
(,,მაღალს" არ ვწერ ლიქნით!)
მიჰყვებოდა ლომს აღალი
ტონანახევარი
წიგნით!

კი, ის დრო სჯობდა,-
იყო შანსი გულის მოფხანის,-
პრობლემა რთული
(შედარებით!)
წყდებოდა მარტივად...
,,აქუნდის ესე ჩვეულებად" აღმაშენებელს,-
გვითხრობს ესრეთ ,,ქართლის ცხოვრება",-
გადვიდოდაო
ზამთრის პირზე განზრახვით აფხაზეთს,
გადაბრძანდებოდა
დავითი ქუთაისს,
მოიხილავდა
გელათს,
გეგუთს,
განისვენებდა...
(მსტოვრების
თვალის ასახვევად იქმოდა ამას!)
ჩამოიტყუებდა ასერიგად
შუა ქართლში
საზამთროდ
თურქმანს...
ხოლო სცნობდნენ რა სიშორეს მისას,
აიძვროდნენ რა
სამხრეთიდან მყრალი ფალანგები
ცხვრით და ხარ-ძროხით,
დედა-წულით,
დედაბუდიანად,
ჩამოდგებოდნენ რა ავჭალას, დიღომს და ბარდავს,
შეესეოდნენ რა ხეობებს
ივრისას,
მტკვრისას,
მოედებოდნენ რა ქვეყანას ვითარცა მკალნი,
,,არა ჰრულოდა მეფესაო",-განავრცობს ესრეთ
მემატიანე დავითისი
მოთხრომას თვისას,
აღისრბოლებოდა ,,ვეფხი ფრთოვანი",
გადმოათხრევინებდა მთას თოვლიანს,
გადმოტოპავდაო
ქედს ლიხისას
გაცეცხლებული,
დახვდებოდა მზაობით სპაი,
ჩამოუქროლებდა ჟანგიან ფალანგებს,
დააცხრებოდა წვირიან თურქმანს,
ააჭყვიტინებდა
კოლტს ღორისას
ვიტარცა ფოცხვერი,
დააყრევინებდა საბრალთ თავებს,
,,აღიღის ტყვე და ალაფი ურიცხვიო",
გამოირეკავდა
ნაალაფარ ცხვარსა და ძროხას...
კი!
ის დრო სჯობდა,-
იყო შანსი გულის მოფხანის,-
პრობლემა რთული
(შედარებით!)
წყდებოდა
ადვილად!
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 00:29 | Сообщение # 150
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძველი ქართული ანდაზა
იტყვის: "სოფელი დიდია!"
რამ გაადიდა, ანდა სად?
სოფელს ბოქლომი ჰკიდია!

რაჭა-ლეჩხუმი მშობელი
გაცლილა, გათხელებულა,
ტყეს გადუვლია სოფელი,
სოფელი _ გატყევებულა.

ვზივარ ჭვარტლიან ბუხართან,
ცრის ნოემბერი მტირალა.
გამახსენდება წვიმაში
ბაბუაჩემი ფირანა.

სიტყვა იცოდა ჯიბრით,
იტყოდა მხოლოდ მთავარზე:
"აქიდანა და ჭიბრევს
თხა გევიდოდა ყავარზე!.."

სარკმელში _ მთათა გრეხილი,
ყავარზე წვიმა არ ცხრება,
შებერებულა ხეხილი,
მოლურჯო პური არ ცხვება,

კახაბლებს აღარ ამყნობენ,
აღარ თესენ და არ ხნავენ,
ქორწილზე არას ამბობენ,
მარხვით
ჯერ კიდევ მარხავენ...

მე უნდა გავხდე გოროზი,
არ წავიქცე და არ წავხდე _
ლებანიქედის ბოლოში
გიჟივით მარტო დავსახლდე!..
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ძებნა:

მოგესალმები Гость