ლექსები - Page 16 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 00:34 | Сообщение # 151
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძველი ქართული ანდაზა
იტყვის: "სოფელი დიდია!"
რამ გაადიდა, ანდა სად?
სოფელს ბოქლომი ჰკიდია!

რაჭა-ლეჩხუმი მშობელი
გაცლილა, გათხელებულა,
ტყეს გადუვლია სოფელი,
სოფელი _ გატყევებულა.

ვზივარ ჭვარტლიან ბუხართან,
ცრის ნოემბერი მტირალა.
გამახსენდება წვიმაში
ბაბუაჩემი ფირანა.

სიტყვა იცოდა ჯიბრით,
იტყოდა მხოლოდ მთავარზე:
"აქიდანა და ჭიბრევს
თხა გევიდოდა ყავარზე!.."

სარკმელში _ მთათა გრეხილი,
ყავარზე წვიმა არ ცხრება,
შებერებულა ხეხილი,
მოლურჯო პური არ ცხვება,

კახაბლებს აღარ ამყნობენ,
აღარ თესენ და არ ხნავენ,
ქორწილზე არას ამბობენ,
მარხვით
ჯერ კიდევ მარხავენ...

მე უნდა გავხდე გოროზი,
არ წავიქცე და არ წავხდე _
ლებანიქედის ბოლოში
გიჟივით მარტო დავსახლდე!..
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 00:42 | Сообщение # 152
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სოსო იორამაშვილის ხსოვნას

ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო -
მახსოვს!
შენი დათვისისხლა შავი ღვინო-
მახსოვს!
შენგან მოძღვნილი არყის ბოცო -
მახსოვს!
შენგან მოწვდილი ტახის ხორცი -
მახსოვს!
იორ-მუღანლოში სადილობა -
მახსოვს!
შენ რომ შემაყვარე ნადირობა -
მახსოვს!
შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე-_
მახსოვს!
შენ არ ესროლე და მე რომ მასროლინე-
მახსოვს!
მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე -
მახსოვს!
შენ რომ დაიხარე და აიყვანე -
მახსოვს!
ივრის ჭალები აქოჩრილი -
მახსოვს!
ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი -
მახსოვს!
მზისგან დამწვარი გორმახები -
მახსოვს!
შენი თათარი ყონაღები -
მახსოვს!
ბოლო ხანებში გვეღლებოდი -
მახსოვს!
მახსოვს, ხელიდან გვეცლებოდი -
მახსოვს!
,,მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო", -
მახსოვს!
,,ჰაუ, რანაირად თენდებაო!"-
მახსოვს!
ლექსებს მიკითხავდი კოცონთან -
მახსოვს!
ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა -
მახსოვს!

,,გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი,
რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.
გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,
ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი"...
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 14:32 | Сообщение # 153
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვწონი სათქმელს და სიტყვებსაც ფრთხილად ვარჩევ,
ყველა სტრიქონს ძველებურად ვეფერები,
დღეს ნამდვილი პოეტები ცოტა დარჩნენ,
მაგრამ უფრო მრავლდებიან მეფეები.

ხმაურობენ და ყალბ ლექსებს აფეთქებენ,
ვინც რა არის, მომავალში ისე იმკის...
ისევ დაფნით შეიმოსეს საფეთქლები,
ყველა თავზე თვითონ იდგამს თავის გვირგვინს.

მომავალს კი ძველებურად ეღიმება,
ეს სიყალბის ალესილი კლანჭებია.
წყალნი ისევ ძველებურად წავლენ სადღაც
და ქვიშანიც ძველებურად დარჩებიან.
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 14:55 | Сообщение # 154
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვარ ზარის ხმა რომ ესიზმრათ ვარდებს, ნარგიზებს,
შენი გული კი სამრეკლოა, სადაც ვდუმდები,
მე ვარ ყვავილი მოელვარე შენს გულსაკიდზე,
შენს გაზაფხულში მინდა მოსვლა და ვერ ვბრუნდები.

შენი ცა ასე უძიროა და მოციალე,
მე ვარ დაისი, დიდი ზარი ხმაჩაწყვეტილი.
როცა წავედი ჩემი სახე შევატრიალე
ვარსკვლავებისკენ. ელვარებდა ბნელი წერტილი.

ჩემს ხმაში ათას ველის ყვავილს გააქვს ღაღანი,
მაინც არ გესმის ჩემი ცრემლის დიდი ხარება,
ვიღაც იზრდება ჩემში წმინდა, ცამდე მაღალი
და შენს სიზმრებში დაბნეული დაიარება."
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 15:28 | Сообщение # 155
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ პოეტი ხარ
ე.ი ღამეს ასე ენება,
წერ შიგადაშიგ -
ცის მსაჯული,
დროა თემიდა
და ხვდები ლექსში
სხვისი აზრის გამოყენება,
ველოსიპედზე გადაჯდომას
ნიშნავს ცხენიდან.
ანუ შენც ერთი მხედარი ხარ
შენივ ულაყის,
ლურჯა ცხენების
გადაფარო ცდილობ რეკორდი
და გრჩება მთელი საუკუნე
გადაულახი,
საკუთარ თავს რომ
ვერა და ვერ დაუმეგობრდი.
ეპოქაც მალე
ახალი წლით დაირახტება,
მითი მითადვე შემორჩება ხვდები -
საფოზე
და მაღალ-მაღალ სართულებში
შეყრილ კახპებს კი,
დრო მალე დაბალ
ეშელონში ჩამოაბოზებს.
-
ეს რაც ვიფიქრე,
როცა მარტო დავრჩი -
იმ დილით,
მერე სახეზე შეგამჩნიე
ზეცის ბუნება
და მსურს ვისესხო ახლა შენგან
შენი სიკვდილი,
ცხოვრებაში რომ
არასოდეს არ დაგიბრუნო.
ეს სტროფიც ისე ზოგადია
როგორც პლანეტა,
მრჩება შეგრძნება რაღაც ცივი,
რაღაც ირიბი,
ლექსი თუ გინდა
აგერ ყრია ვედრო მანეთად,
ხოლო პოეტი, - მეგობარო
ცოტა ძვირი ღირს,
ანუ საკუთარ ამბიციას
ბედი უპოვა -
ბევრმა და ღამეს
როგორც წესი ასე ენება,
მე კი მგონია რომ უბრალოდ
თიხის კუბო ვარ,
რომელშიც ერთ დღეს
პოეზიას ჩაასვენებენ."
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 15:37 | Сообщение # 156
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრსაც ჰქონია შიგნითა თუ გარე რხევები,
სულს რაღა უნდა, ლამის არის კივილი მორთოს,
ადამიანზე ახლობელი ჩანან ხეები.
შორიდან ვუმზერ შემოდგომის გაცრეცილ ფოთოლს,
სენტიმენტია უბირთათვის ეს თავიდანვე,
ნესტიან მიწას ხორბალი რომ ტანით გაენდო,
არას დავეძებ, ცეცხლზე მიდგას ხომ ჩაიდანი,
სამყაროსთანაც არაფერი მრჩება საერთო.
უმჯობესია ის დღიური ლუკმა ჩავხეთქო,
ყვავს ხომ არ ვბაძავ, რომ გავლიო წელი სამასი.
ვრჩები? არ ვიცი, რას მომიტანს ეს სასიკეთოს?
ბუნებრივია მე პასუხი არ მაქვს ამაზე,
არ მინდა ფიქრი, მსოფლიო დგას მაინც ყირაზე,
გადარეული,გალეშილი, ლოთის ემბლემით.
დაბრუნდა ყველა, ვინც წავიდა კვირის წირვაზე,
და უტრიალებთ ერთადერთი სიტყვა ბეთლემი.
ფიქრის გამები, ვარსკვლავები, ანდა მოგვები,.
ჩემს მერე ჩანან, ჩემამდელი, მოთვალთვალენი,
თუ ბედისაგან, ოდნავ მაინც დავიზოგები,
გავიფინები ვით ელიას წმინდა ხალენი.
მზის სხივი, ზეცა, გამოვჭერი ფიქრის წნელიდან,
და ხვლიკისფერი სამყარო მაქვს ახლა სმარაგდის.
ამოწეულა მუქი ფერი თვალთა ფსკერიდან,
და მდუმარებას წაგიკითხავ კვლავაც ქარაგმით.
რადგან ბედია ცერბერი და სურვილს სდარაჯობს,
გადავიკიდე ღამის ზეცა, როგორც თოფრაკი.
დასველებულა დედამიწის მწვანე ფარაჯა,
და ასეთია ყველაფერი, ყოფის- ყოფაც კი.
მე ჩემი თავი არ მეკუთვნის ზოგჯერ სრულიად,
და რაც მეკუთვნის, ისიც ცაში გაიბგერება.
ამ სიცოცხლეში რამდენიმე აღსასრულია,
ჰაერის ბუშტი, ჰაერითვე გაიბერება.
რომ აქ ქარია, და რაღაცამ მიმოარხია,
ამას მიჩვენებს მოქანავე ბალის კუნწული,
საიდუმლოზე გასასვლელი თითქოს არხია.
რომ გარდასახულს მელოდება სადღაც კუნძული,
ვფიქრობ,ვიფიქრებ, მერე ვრჩები ვით აქსიომა,
აზრი ქვევრია, მოქცეულხარ კვლავ პირვანდელი.
როცა გაჩენას ხელს შეუშლის მკაცრი მიომა,
ნატეხებიდან წამოდგება სხვა პირანდელო.
ჩემი რა მიდის, არაფერიც, ვფიქრობ იმგვარად,
ნაპოლეონი რომ ფიქრობდა ერთხელ ელბაზე,
აღარ ვეწევი. და მოვწიე მაინც სიგარა,
და ჩამოვედი რომელიღაც გაჩერებაზე."
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 15:55 | Сообщение # 157
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,ბოღმას ვებრძვი გველის მსგავსად გულზე მცოცავს,
მარტს მოჰყვება სევდიანი აპრილები,
ორი წუთიც არ ვიყავით ერთად როცა
სამუდამოდ ერთად ყოფნას ვაპირებდით.

გაზაფხულიც საკუთარ თავს თითქოს არ ჰგავს,
ვეღარ მათრობს საოცარი ფერთა გამით,
მე არ ვიცი ყოველ დილით როგორ გკარგავ,
ვით გპოულობ არც ეგ ვიცი ყოველ ღამით.

ვეღარ გხედავ თეთრი კაბით ალუბლებში,
კაეშანი პოეტის გულს შეჰქცევია,
გამხმარ ფოთლებს ხიდან კვირტი ანუგეშებს,
სიხარულით მემკვიდრეებს შესცქერიან.

მხოლოდ მე ვარ შერჩენილი ლაქად ორ ცას,
დღეს და ღამეს სევდიანი აპრილების,
ბედმა ჰორიზონტზე შენი თავი მომცა,
და წამართვა მოსასვლელი ნაპირები. "
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 15:57 | Сообщение # 158
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქებს მაძღართა კასტა,
ვისაც შიმშილით ჰკლავენ.
მე აღარ შევჭამ - ბასტა!
ნუ გაითავებთ თავებს.
ისევ ცოცხალი ვარ და
ვებრძვი ჩემს მესაფლავეს.

მე არ გამტყუნებთ,სკალდებს
როცა შიმშილით ხოცავთ,
როცა დილეგში აგდებთ,
ტყვიას უმიზნებთ როცა
და თუ ფერფლიდან აღდგნენ,-
ხართ მათი გარემოცვა.

ეძებთ ბულბულთა ჰანგებს,
მათ ნაფეხურებს ეძებთ,
მათი ბუმბულით იმკობთ
ბიბილოებს და დეზებს.
სულ გძულთ რატომღაც და სულ
სიყვარულს იმიზეზებთ.

ჩვენ ჩვენი ფასი ვიცით
და თქვენი ფასიც,ფარსად
მიტომ გვიქციეთ ყოფნა
და არ გვაყენებთ არსად.
სხვა ცხვარი ნახეთ,ძმებო,
დღეიდან გასაპარსად.

მე ის ცხვარი ვარ,მგლებთან
მგლობაში მგლად რომ იქცა.
აქ მიწა გამირბოდა,
არ მღებულობდა იქ ცა
და,ჩემი სულიც ბევრჯერ
უკანვე გამოიქცა.

ისევ თქვენს შორის დავალ
და მაინც შორით შორს ვართ -
მე ისევ ჩემსას ვდაობ,
თქვენ ისევ თქვენსას როშავთ.
გიკვირთ,უბრალო ვინმე
გადაქცეულა დროშად.

და იშვერთ ხელებს,ცოცხალ-
მკვდარს რომ არ გაუწოდეთ.
თან თავს იმართლებთ მორცხვად;
,,არმცოდნე - არამცოდე...''
ფრთხილად,აქაა ზეცა,
მაგრამ აქვეა კბოდეც!

კმარა!დაფლულს და აღმდგარს
ვერ მიიტყუებთ ხორცით.
თქვენ ორი მიწით ცოცხლობთ,
ჩვენ - ორი ფრთით და ორ ცით.
ვიცით,თუ რა ღირს კოცნა,
როს ღმერთს იუდა კოცნის."
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:14 | Сообщение # 159
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აი, ფოთლებით სავსე ღრმა ხევი ,
მე რომ მაძალებს ფიქრის შენებას ,
აი, რელსები, შენ რომ გაჰყევი
ჩვენი პლანეტის ცისფერ დერეფანს ...
აი, ის ბაღი სადაც ვისხედით ,
სადაც დაგვქანცეს ფრენით პეპლებმა .
აი, სადგური, აი, ვაგონიც -
ჩვენი სიშორის ლურჯი ემბლემა .
აი , ის წიგნი შენ რომ მაჩუქე ,
აი , ტაძრამდე გზების სიგრძენი ,
აი, ის ხიდი , სადაც გაკოცე
და უკვდავება სადაც ვიგრძენი .
აი, ის მთვარე, აი, ეოსი ,
აი, სადგურში ვრცელი ბაქანიც .
აი, ის კაფეც.. ქუჩის კუთხეში
ის მათხოვარიც ისევ აქ არის ...
მხოლოდ შენ არ ხარ და არც არსაით ,
არაა სიმხნე, მტრებს რომ უღრენდა .
აი, აპრილი, ორსულ ქალსავით
რომ მოგვიჩოჩდა მაშინ მუხლებთან ...
აი, ის გული, შენ რომ გიყვარდა ,
აი, ის ვაზა, ან ეს კარადა .
აი, ის პალმაც, წვიმამ რომ დასცხო
და თავის ქოლგით მხნედ რომ გვფარავდა .
აი, ღრუბელი... ცხენს ჰგავს დაჩოქილს ,
ცას რომ ეხვევა მცხუნვარ ლოგოსთან .
აი, ის გრძნობა, შენ რომ მაჩუქე
და რომ არ მიშვებს არცერთ გოგოსთან .
შენს გამო ერთხელ გულშიც ვისროლე ,
და იმის მერე... სიკვდილს გადარებ .
აი, ის ტყვია, გულს რომ ასცილდა
და სამახსოვროდ მკერდით ვატარებ !..
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:15 | Сообщение # 160
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოჰ სიყვარულო!
იქნებ, სულ არ ვიცი, რაი ხარ,
მე კი, ლექსებით ვაპიარებ
შენს დიდ თვისებებს...
იქნებ მეშლება,
იქნებ ვცდები და სულ სხვაი ხარ,
ანდა, ვამეტებ,
ან ვაკნინებ მე,
შენს ღირსებებს.

მე, ხომ არ ვეტრფი,
მე, ხომ არ მყავს, გულის რჩეული,
ამ ფანტაზიებს
და ოცნებებს,
რა ვუყო მითხარ...
გამოჩნდი,
მოდი, დაინახე,
რას ვარ ჩვეული,
იქნებ, პასუხიც ვერ მიიღო,
რომ მკითხო:
ვინ ხარ???

იქნებ, გავგიჟდი
და მერევი შენ,
სხვა გრძნობაში,
იქნებ, სულ მცირეც,
არ მიგრძვნია,
შენ როგორი ხარ...
ასე თუ არის,
დამეხმარე ქალის ნდობაში,
ჩემთან თუ არ ხარ,
ის რომ მაინც ვიგრძნო, მოდიხარ...

გადავიღალე,
ოცნებებში ვიღაცის ტრფობით,
რეალობაში, ვერ ვიპოვე
მისი სადარი...
თუ ვერ გიპოვე,
ვიცი, ასე ვერ გავძლებ,
წლობით,
დავრჩები მიწას,
უსარგებლო, როგორც ჭადარი.

გამოანათე!
მისულდგმულე, ეს გული,
შენით,
შემომატარე, საოცარი
შენი სამყარო...
არ ვითხოვ იმას,
რომ ჩიტივით, მატარო
ფრენით,
მხოლოდ იმას გთხოვ!
თუ შემყარე,
აღარ გამყარო.

ოჰ სიყვარულო!
იქნებ ბევრჯერ,
ბევრჯერ გამოჩნდი,
მე კი... გეძახი:
დამენახე! გამოდი, სად ხარ!
იქნებ, ამ ტანჯულ ცხოვრებაში,
უცებ გამომრჩი,
მაგრამ იცოდე,
მე, რასაც ვგრძნობ,
ასეთი მწამხარ!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ძებნა:

მოგესალმები Гость