ლექსები - Page 17 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:20 | Сообщение # 161
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულმაც მიპოვა,
მწუხარება აკეცილს ნაკეც დარდში
ვერაფრით
კვირტი
ვერ ჩამატია...
ბაგეები უმანკო
ლოცვით ვეღარ ღელავენ,
ვეღარ დგამენ
ღამეში
ტაძრებს
გუმბათებიანს...
სხვა სურნელით ფეთქავენ
სულ სხვა დროის ფილტვები,
ღამემ თავის სურვილთან ღამე ვერ გაათია,
რა ქნას,დღესაც "სხვა"სურს და,
ნამთვრალევი ეჭვები-
უსასრულოდ მღელვარე,
მეძავივით ქუჩებში
ხეებს დარდად აჰკვრია...
ჰოდა,
სულიც უმანკო
სისხლით
კაწრავს
სასულეთს....
როგორც
ერთ დროს მართაზი-
ეზოსმოძღვრის პერგამენტს.......
.....................................................
'მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები....
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:21 | Сообщение # 162
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადართე
გადართე!
გადართე სხვა არხზე...
ვუყუროთ კატმანდუს ლანდშაფტებს,
ვუყუროთ მზის წითელ ნაფაზებს,
საჰარის გაზმორილ ნახაზებს,
ზუბრების ზურგებზე მკბენარებს,
ქურციკებს, ძუ ლომებს მთვლემარეს,
შეღობილ სიცოცხლის ნაკრძალებს,
აფრენილ კაკადუს ნისკარტზე
მორკალულქიმიან ვარსკვლავებს.
გადართე...
სიმართლის სიმაღლე დამმართე,
დაღმართებს ვუყუროთ ავლილებს,
ნამდვილებს, მარტივ ნარატივებს,
ლეღვისფერ ტომების ქალების
თვალებში ამოსულ ყვავილებს.
ვუყუროთ პოპკორნის მარცვლების
ცმაცუნით, სიჩუმის დაცვებით,
სიცხადის დაცხრილულ ფაშვიდან
სიზმრებად ამოზრდილ ედემში
თიხისფერ ადამის ბავშვების
მიწაზე ფეხშიშველ გაშვებას...
გადართე!
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:40 | Сообщение # 163
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცისკარს გაუღიმო ზოგჯერ რა ძნელია?!
ღამეს შეატოვო შიში კოშმარული,
მშვიდად მოელოდე თითებს ენძელიანს,
როცა გზას გიღობავს შური მოარული...

მშვიდად შეგიყვარო ახლა რა ძნელია?!
როცა გადახსნილი დამაქვს იარები,
სულში ანთებული გრძნობის სანთელია,
მე კი გაძარცვული გულით ვიარები...

ენთო მზის სხივივით ზოგჯერ რა ძნელია?!
მადლის საპასუხოდ ტყვია მომხვედრია,
მგონი თითებიდან სისხლი გამელია,
ტირის ქარიშხალში თეთრი კამელია...

ასეთ ამინდებში სული მეყინება,
ვიღაც ტკივილებზე ხელებს მიფათურებს,
გინდა?ყველაფერი იყოს შენი ნება,
თუკი არ დამამჩნევ ცოდვის ნათითურებს!

იცი?მტკიოდა და ტკივილს გიმალავდი,
გული გამიყიდეს როცა კაპიკებად,
მტვერში ამოსვარეს როცა ია-ვარდი,
როცა სიყვარული დარჩა დაპირებად...

ზამთარს ეჯიბრება ახლა სიმარტოვე,
იკრებს სუსტ სხივებში ძალას ერთგულება,
შენ ხომ განსაცდელში აღარ მიმატოვე,
მე ხომ შენს თვალებში ღმერთი მეგულება!
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:42 | Сообщение # 164
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამთავრდა სპექტაკლი,დაუშვით ფარდები,
ხელების ფათურით ავხიკო ნიღბები,
ფერწასულ სხეულით კულისებს ვბარდები,
გაუშვა ცხოვრებამ სულ ბოლო ტიტრები.
გზებგადახერგილი გრძნობების არ მესმის,
ვერ აღწევს დახშული გულიდან გულამდე,
ხან ვგავარ აკრამუშს,ხანაც კი არლეკინს,
ბოლო კი არ უჩანს კომედი დელ არტეს.
მზედამშრალ თვალებით ღიმილებს ვთამაშობ,
სცენაზე გართხმული დღეს ვგავარ ემბრიონს,
ცხოვრება აფიშებს თვითონვე გვთავაზობს,
უგულოდ მლოცველი ვერ ვაღწევ ამბიონს.
შეშლილი მზერით კვლავ ჩემს სახეს დავეძებ,
წინ გაშლილ ნიღბებში მე არ მგავს არცერთი,
გრძნობა დაიწრიტა დასისხლულ თვალებზე,
დამთავრდა სიყალბის ბოგინი, თარეში.
დამთავრდა სპექტაკლი,დაუშვით ფარდები,
ამ ფარსს ნუ აფასებთ,განცდებით არ ვვაჭრობ,
არ მინდა ეს ბრავო, გულგრილი ფანდები,
წაიღეთ აფიშაც დღეს ჩემს თავს ვთამაშობ...
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:47 | Сообщение # 165
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,"როიალთან გაზაფხული იჯდა",
თითით ნაზად ეხებოდა
სიმებს,
კლავიშები შეხებისგან
თთრთოდნენ,
მორცხვად თავებს დაუხრიდნენ თითებს,
გაზაფხულს კი... ეს სიმორცხვე ართობს,
კლავიშებზე ყმაწვილურად ანცობს,
სინორჩიდან გამოყოლილ მადლით,
იმ სიწმინდის სისუფთავით გვათბობს...
გვასმენინებს მათრობელა ჰანგებს,
მაგ თითების სურნელებას დავყევ,
ზამთრის სუსხი მიილია გარეთ,
მე ეს ხილვა წუხელ სიზმრად ვნახე...
სიხარულო.., მოგილოცავ ამ დღეს..!
გაზაფხული შენს ქუჩაზეც დადგეს..!
დაე სულში
ნათლის სხივი ჩადგეს,
სიყვარული შენს გულშიაც გაჩდეს
დედოფალო..! მე გადარე გაზაფხულს,
თუმცა გარეთ კვლავ სიცივე ცრის,
მგონი სევდა გეძალება გულში,
შორეული შემოდგომის მზის,
ჯერ ადრეა შენთვის სევდა გაზაფხულო..!
და შორსაა შემოდგომის მზე,
სევდა რატომ შეეპარა ნოტებს,
რატომ უკრავ შემოდგომის სონეტს..?
მოდი რამე... მხიარული დაუკარი,
არა გჯერა, ღიმილი რომ გშვენის..?
გაგვაბრუე მაგ თვალების ეშხით,
გაზაფხული კარს მოგვადგა ღელვით...
შავი კაბა, დღეს შენ აღარ მოგიხდება,
მირჩევნია ისევ გნახო ჭრელში,
სილამაზის... სათნოების ზეიმია,
ზეიმებს კი... ფერთა გამა შვენის,
ზამთარის ბოლოს, გაზაფხულის ზეიმია..?
ფოთოლცვენამ, ყვავილობაც იცის..?
მითხარი რომ არაფერი მეჩვენება,
თორემ სიზმრის დაჯერება მიჭირს...
დავიჯერო, მხოლოდ ტურფა მირაჟი ხარ..?
და შენ არ ხარ, დედოფალი რითმის..?
თქვენ ის არ ხართ მშვენიერო ქალბატონო,
მე რომ ლექსებს უშურველად გიძღვნით..?
თუ ცხადი ხარ, რამე ლაღი დაუკარი,
სიხარული რომ გაგვიჯდეს ტანში,
დღეს არ გვინდა შოპენი და ბრამსი,
დაუკარი მენდელსონის მარში...
მე გაზაფხულს მოგილოცავ მზის დარს,
მოგიყვები ჩემი ღამის სიზმარს,
თან დავლოცავ ამ უცხადეს მირაჟს,
სადღეგრძელო ლექსად მინდა გითხრა:
სიყვარულად, სილამაზედ რჩები,
თუმც დროთა ცვალა
შენს მშვენებას ვერ ცვლის,
გახაფხულმა შეგმატა სხვა ეშხი,
თვალებში კი გაგიჩინა ცეცხლი...
გამიტაცა უსასრულო ფიქრმა,
- გაზაფხულო..! მოგეფერო მინდა...
- "ჩვევად გექცა..!" საყვედურად მითხარ..!
ამ საყვედურს
გული ვეღარ იტანს
"ო... შეჩერდი, მშვენიერო წამო..!"
შემოსილო, საოცარი მადლით,
ადრეული გაზაფხული იდგა,
ხორცშესხმული ლამაზ ქალის სახით
და სიზმრიდან, რიეალური ნაღდი,
სტროფში მინდა მოვაქციო კადრი,
წავაწერო ლექსი ფოტოს მინდა:
როიალთან გაზაფხული იჯდა...''
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 18:41 | Сообщение # 166
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მშვიდობას უმყარებთ კოსოვოს,
აყვარებთ ერთმანეთს ბალკანებს.
ღმერთმა ქნას მშვიდობა მოქსოვოთ,
ქათამი გარედან კაკანებს.
მშვიდობის მტრედს პირი დაბანეს,
არწივი ომების გერბია.
დუნაი ხმას ვეღარ აბანებს,
ხიდები ზედ ,რომ არ გერბიათ.
სხვა რჯულო,სხვა ენავ,სხვა ერო,
ალბანეთს ეხუტე სერბია.
არაფრად არ თვლიან გაეროს,
ნატოში ესკორტით შერბიან.
სიკვდილი სიცოცხლეს მერჩია,
ყვავი,რომ გგონიათ მწტერჩიტა.
შავ ზღვაში რუსული სმერჩია,
ქარს მიაქვს სოხუმი ქერჩიდან.
ჩვენ ერთად ვიცეკვოთ ხორუმი,
ქართველო-აფხაზო-ოსოვო-
თბილისი-ცხინვალი-სოხუმი.
მოსკოვს სურს სამივე კოსოვოდ.
/პოეტ პოეტიშვილი/


Сообщение отредактировал nukria - სამ, 19.09.2017, 18:45
 
nukriaДата: პარ, 22.09.2017, 22:07 | Сообщение # 167
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამშლია ფაფარი უხედნელ კვიცივით,
სიგიჟის წვეთები თვალებში ელავენ…
ნუ შემეჯიბრები_ვამბობ და ვიცინი…
ვნების ამბორები ჩემ სხეულს თელავენ.
არ არის ნაპირი, ზღუდე და საზღვარი…
თუ არის დათრობა_უნდა გაილეშო,
წაგება…
მოგება…
არ არის მთავარი…
თუ ვერ გამთელდები უნდა დაილეწო…
ნუ მალავ…რად მალავ?..ყველას დაანახე,
ცას მიწვდეს გრძნობების ველური კიჟინი,
ასჯერ დამამარცხე…
ასჯერ დაგამარცხებ…
ნუ შემეჯიბრები! -ვამბობ და ვიცინი.
ვიგიჟებ სიცოცხლის ბოლო აკორდამდე,
წასაღებს წავიღებ _ სიძულვილს…სიყვარულს,
ოღონდ არ წახვიდე,
აღარ დამიღამდე…
აღარ შემატოვო სევდას და სინანულს.
მე უკვე გავბედე სიკვდილთან თამაში,
გადახსნილ ვენიდან მწვეთავს ბედისწერა,
დღეს ყველა ფიქრები ჩავკრიფე კალათში,
რომ მერე დამეწყო შენზე ლექსის წერა…
არ აქვს ჩემს სიყვარულს ზღუდე და ფინიში,
ცხრაჯერ გადავლახე ოცნებით საზღვარი
და თუ შეგიძლია ამყევი ჯირითში…
უხედნელ კვიცივით ამშლია ფაფარი..

გოგა ტრაპაიძე
 
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 15:51 | Сообщение # 168
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დახატე ფერადი სამყარო,
ცხოვრება დაიწყე თავიდან!
იბრძოლე წარსულმა გასწავლოს,
სინათლის გარჩევა ღამისგან.

თვალები სინათლით აავსე ,
სევდა და ცრემლები არ გინდა.
ცხოვრება იმდენად მოკლეა,
მხოლოდ სიყვარულით გაიტან!

ხატის წინ ილოცე გულიდან,
სიკეთე დახატე ულევი,
უფლისგან ისურვე წყალობა,
მადლობას ნურვისგან ნუ ელი!

დახატე ფერადი ფერებით ,
ცხოვრება ურჩი და თავნება!
აღარ შეგეშალოს დიდი ხარ,
სიზმრების ცხადიდან გარჩევა.

თვალებში ნაღველი გაფანტე,
მომავლის ფიქრებს ნუ დასევდავ ,
ცხოვრება ძალიან მოკლეა,
სევდისთვის ადგილი არ რჩება!

ღიმილი ჩააცვი ტკივილებს,
აყუჩებს მერწმუნე ყველა-ფერს,
დახატე ფერადი ცხოვრება,
უკეთესს ვერ შექმნი ვერაფერს!
 
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 16:11 | Сообщение # 169
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მცხეთას მოვიდა, მიწას ოფლი აწვიმა უხვად,
ნათელი სხივით გააბრწყინა ირგვლივ ყოველი,
ქვა ქვაზე დადო, თაღი თაღზე შემოაქარგა
და უკვდავებად დაგვიტოვა სვეტიცხოველი.

მკლავი ერჩოდა, სურდა უფრო მეტი მოესწრო,
ტაძრის გუმბათიც თითქმის ზეცას ებჯინებოდა
და რა იცოდა საბრალომან, რომ იგი სწორედ
თავისი ნიჭის სიდიადეს ეწირებოდა...

მეფემ ტაძარი იხილა და... მიხვდა მაშინვე,
ეს სასწაული გაწვდებოდა საუკუნეებს,
ხოლო ოსტატი, მდაბიო და მიუსაფარი,
უკვდავებაში გაუსწრებდა თვითონ მეფეებს!

ბრძანა:მარჯვენა მოკვეთეთო, დაუნანებლად!
ამით თითქოს–და დიდოსტატზე შური იძია,
მაგრამ ბოროტის გამიზნული შუღლი და მტრობა,
სვეტიცხოველის უკვდავებას ვერ დაეწია!


Сообщение отредактировал nukria - ორ, 25.09.2017, 16:17
 
nukriaДата: ორ, 25.09.2017, 17:09 | Сообщение # 170
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა მარტია.ლეგიონი თეთრი ქარების _
შემუსრავს ტყემლებს და დილამდე ასე იქროლებს
და ძილგამკრთალი პოეზიის პელიკანები,
საკუთარ სხეულს აათლიან მთრთოლვარ სტრიქონებს.

წამოსტკივდებათ ნალექსარი სული პოეტებს
და იმ ტაეპებს,სიმშვიდე რომ ასე დაუფრთხეს,
როგორც მანანას, მოაფრქვევენ ქუჩებს, მოედნებს,
ბრბო კი ... დაღეჭავს და უკანვე გადმოაფურთხებს.

რჩება პოეტი ცარიელი და დაწრეტილი,
ყვავილთა ფიფქი ვერანდაზე მოაქვთ ზეფირებს
და რომ ჰგონათ,საბოლოოდ დასვეს წერტილი,
მოდის ცხოვრება და თავად სვამს მრავალწერტილებს.

ახლა მარტია და სეზონი თეთრი ქარების,
რომც არ გინდოდეს, სათქმელს თვით რომ გამოგიგონებს...
სხედან უძილო პოეზიის პელიკანები
და მერამდენედ კვლავ ათლიან სხეულს სტრიქონებს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ძებნა:

მოგესალმები Гость