ლექსები - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 30
  • 31
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 13:34 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სოფლის გზებს და
ვიწრო ქუჩებს,
ჩაფრენია სმენა ყურთა..
ცხოვრებისგან გულით მოკლულს
დამრჩენია ლოცვა ღვთისგან..
ამ ყოფაში მივიწყებულს,
მონატრება მღლის და მთრგუნავს,
ჩემს ნაღვლიან მთებს და ველებს!
ისევ ათოვს, ათოვს ციდან..
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 13:35 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,გტკიოდეს უნდა ლექსი
და გიძვრებოდეს გულში.
წერა ასეთი მესმის
და დღეს,
პოეტებს თუ ვშლი,
მხოლოდ იმიტომ, მხოლოდ
რომ მსახიობებს გვანან!
ყველა თითქოსდა გლოვობს,
რამე აწუხებთ განა?!
არა,
არა და არა!
კმარა,
არადა კმარა!.."
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 14:23 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზღვა მონუსხული
ჩემს ნაპირს უტევს,
აწვალებს უცხო დარდი და ეჭვი,
და მერე ტალღებს - დაკუნთულ მუშტებს,
წინ დამიწყობს და შემეკითხება:
- რომელ ხელში მაქვს ფერადი კენჭი?"
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 14:25 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,სული დაფარფატებს
ძლივს,
გული წასულია -
შორს
დღეებს - კრიალოსნის
მძივს
მალე გამიწყვიტავს
დრო.
არა, არ დავეძებ
არ!
სულ არ მეშინია
სულ!
გულის მეპატრონე
ხარ,
მალე ჩაგაბარებ
სულს...
სული დაფარფატებს
ძლივს,
გული წასულია
შორს.
ახლა მოვიგონებ
ძილს
შენ რომ დამესიზმრო,
რომ..."
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 15:14 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს სიზმრებს შენზე ფიქრი დარაჯობს, ჩემს ტუჩებს შენი კოცნა სწყურია,
ისე კარგი ხარ, ისე ტკბილი ხარ,
შენთან შეხვედრა საამურია. უშენოდ აღარც აპრილი მოდის,
აღარა ჰყვავის ია, ენძელა,
მე სიყვარული ძლიერი ვიცი და შენი მიკვირს რატომ გეძნელა. უშენოდ განვლილ დღეებს კვლავ ვითვლი, თითებიც აღარ მყოფნის სათვლელად, რთულია რასაც ახლა განვიცდი, - ადვილი არის უფრო სათქმელად. "
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 15:20 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,მე ვთქვი:- რომ შენზე ვერაფერს დავწერ,
სისულელეა ასეთ დროს წერა...
სანამ ამ სუნთქვის ტალღები მარწევს,
სანამ მზის დაწნულ ჰამაკში ვწევარ... შენ თქვი: - დრო სიტყვებს ვერასდროს წაშლის,
ვერდაწერილებს, ვერთქმულებს, მწველებს...
და გაჩერებულ ერთ უკვდავ წამში
თაკარა მზერით გადამეწერე... გულზე...."
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 16:28 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,,მარჯუენით ავაზაკის" დედის ვედრება ღვთისმშობლისადმი

დედაო ღვთისავ! შენ გაკურთხა წმინდა სამებამ,
ცხრა თვე ამწიფა შენს წიაღში საღვთო მტევანი,
მერე დეკემბრის ღამე ლეწეს ცივმა ქარებმა
და იყო მოგვთა თაყვანი და ღამის თევანი.
ჰო, შენ იცოდი,ძე, ვინც ცხრა თვე მუცლით ატარე,
იყო სამსხვერპლო შესაწირი,უფლის ტარიგი...
როგორ შესძელი ასე ნორჩმა,ასე პატარამ
და დაიტიე სუსტ სხეულში არსთა გამრიგე!
მტკიცედ იდექი,უფლის სასო არ გააწბილე,
მოუთმენელი მოითმინე,როგორც იობმა,
ვისაც სისხლი და შენი ხორცი გაუნაწილე,
შესწირე ცოდვილ და უგულო კაცობრიობას.
ჯვარს ეცვა ძე და შენც ჯვარს ეცვი მასთან ორმაგად_
ქალი_მშობელი და რჩეული უფლის ჭურჭელი,
აღმოგაცენა ქვესკნელიდან,ვით სარკოფაგმა,
მიწამ, შროშანი უჭკნობელი და უფურჭვნელი.
ჩემიც ჯვარს აცვეს,მეც მტკიოდა,მეც ვიყავ დედა,
მეც იქ ვიდექი,თუმც ვერ ვიყავ შენებრ ამაყი:
შენს ცრემლებს_მადლი,ხოლო ჩემსას სიმწარე სდევდა,
შენ იყავ დედა მაცხოვრის და მე_ავაზაკის.
თვალცრემლიანი,შვილის ტანჯვას ვუმზერდი თრთოლვით
და უცებ,თითქოს ანგელოსის ხმები მომესმა_
შენ შემომხედე და როგორც მზემ გაალღოს თოვლი,
ისე გამალღო შენმა მზერამ,უსათნოესმა.
დავეცი მუხლზე ,აღვავლინე ლოცვა კრძალული
და თითქოს ჩემში ჩემი შვილი იცვილდა ფერსო_
გამოიღვიძა მასში რწმენამ გადამალულმა
და შეჰღაღადა:,,მომიხსენე,შენთან,იესო!"
იყო გოლგოთა,იყო ბრბო და იყო ღრეობა...
მესამეც იყო_ ჩვენებრ დედა,მხევალი,ქალი...
მასაც სტკიოდა,მაგრამ სძლია სულმოკლეობამ,
ვერ მოითმინა,ვერ შეიცნო და ჰგმო უფალი.
მაცხოვრის მარცხნივ თითქოს ბნელი ჩამოწვა ნისლი,
ამოაფრქვია ქვესკნელიდან მტარვალმა გესლი,
იმ დედა-შვილმა ვერ შეიცნო უფალი თვისი
და სამუდამო უფსკრულისკენ აიღო გეზი.
შენ კი,წმინდაო ღვთისმშობელო, შენ შვილი დათმე,
ჯვარცმულის სისხლით წარგეხოცა ადამის ცოდვა,
მე კი,ურწმუნოს,ვერ შემინდო ღმერთმა სიხარბე_
ჩემთვის გავზარდე,ჩემთვის ვშობე,ჩემად მინდოდა.
ალბათ ამიტომ სწადია ღმერთს ჩვენი გამოცდა
(დედის ეგოიზმს ეწირება რამდენი შვილი)...
შემინდე,თუ რამ,დედოფალო,მდურვით წამომცდა,
ვარ შენს წინაშე დაცემული და მუხლმოყრილი.
როცა შევძლებ და მოვაგროვებ სულის ნაფლეთებს
და გაიღება როცა ჩემ წინ უცხო სამყარო,
თუკი ინებებ და თბილ მზერას შემომაფეთებ,
გვედრებ, მოწყალე შენი კალთაც გადამაფარო."
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 16:33 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზის სიჩუმეში კვნესა წინაპრის
ეკლესიაში შენი მკვლელები
ცა-მოწყენილი/როგორც წინა დღეს/
განათებული დარდის ელვებით.
დროს სიძულვილში რატომ ხარჯავენ
ამდენი შხამი რისთვის გროვდება
ქრება სანთელი ელავს ხანჯალი
ქრება მუსიკა ისმის გოდება."
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 16:38 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,როდემდე უნდა შეშალო ღამე,
ვნებით დაათრო აისის თქორი,
ისევ სიჩუმით ამბობდე სათქმელს
და გერქვას ისევ, -- არავის ცოლი...
ყელზე შებმული მონატრებები,
შეიხსნა,მერე უჯრაში ტენო,
ზეწარზე დაგრჩეს ყრუ ოცნებები,
ჩამომდნარ ცრემლებს უსინჯო გემო...
გამოხვეული სიმარტოვეში,
სევდის ნასუნთქი ჰაერით ჩათბე,
საწოლზე,იწვე, ნისლის ტორებში,
ფერადი სიზმრის, გვირილებს რგავდე...
რაფაზე წლები დაჭკნეს ქოთანში,
ღრიჭოდან ჩუმად გიცქერდეს ქარი,
მოგონებებით სავსე ოთახში,
როდემდე გერქვას, -- არავის ქალი?!."
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 16:40 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ მაცხოვარი ჩაივლის ახლა
და შემომხედავს, როგორც კეთროვანს.
მაღალ ალვათა რიგია დაბლა
და ზღვა, რომელიც მე არ მეთმობა!
და ვიცი სული რომ სიზმარია,
თუკი პოეტად დავიღუპები,
მემახსოვრება კვლავ ეს არია:
შენი მკლავები, როგორც ღრუბლები!
ახლა როდესაც ვწერ ამ სტრიქონებს
ჭერზე კი აბამს ქსელებს ობობა.
ვწუხ შენ ოდესმე თუ მოიგონებ
პოეტს და მასთან იმ მეგობრობას,
როდესაც მაღალ ალვათა რიგებს
ეზმანებოდათ მაცხოვრის ჯვარი_
ცისა და მიწის ვერ შერიგების
და უკვდავების თეთრი ტაძარი!.."
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 30
  • 31
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость