ლექსები - Page 20 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:30 | Сообщение # 191
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენს გარყნილ მზერას
წარმოსახვის ცვივა ცეცხლები,
დავიცეცხლები,
თვალთა ალი უღმერთოდ მნაცრავს...
როკვა და ჟინი
ჩემსკენ იწევს თავგამეტებით,
გადამეტებით ჩვენ ერთურთის
სხეულებს ვრაცხავთ...
შენი ძარღვები ვეღარ იტევს
ვნების ნიაღვარს
და ის მიაგნებს ჩემი ურცხვი
ნაკადის მორევს...
აბა,რა,გითხრა?
თუკი ლტოლვა ჩანჩქერს მიაგავს
შენს სიველურეს ჩემს გარდა თუ
ვერავინ ხედნის...
შენს გარყვნილ მზერას
წარმოსახვის ცვივა ცეცხლები...
დავიცეცხლები,
აერევა მზესაც რომ ფეხი...
მე მაშინ გეტყვი...
ან ვერ გეტყვი ვერაფერს,სულაც...
მხოლოდ ვინატრებ:
ღმერთმა ნუ ქნას ერთურთი გვეყოს!-ლიკა


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 27.09.2017, 17:31
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:31 | Сообщение # 192
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დარჩი ჩემს გიჟად!-
მეჩურჩულები...
-დარჩი,გთხოვ,დარჩი....
ნუ მეურჩები...
-გისმენ...
ჟრიალებს ყურში ეჟვნები
და ფრთხიალებენ მკერდში პეპლები...
-დარჩი...ჰოოო?!დარჩი...
წახვალ თუ არა...
-ჩურჩულებ ისევ...
ტუჩს ვიკვნეტ!
-კმარა...
საყვედურის თქმა მინდა და...
მაგრამ...
ხმა მეპარება...
ცრემლები მნამავს...
-დარჩი ჩემს გიჟად...
დარჩები,თუ არ?
რას მეკითხები,
ისევ ვარ თუ,აქ...
თუ მკერდში ქრიან
ისევ პეპლები,
თუკი ვკანკალებ...
მხოლოდ შეხედვით...-ლიკა
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:32 | Сообщение # 193
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათი წელი გაილია, გაქრა,
ათი- ავდრის ღრუბელივით წელი,
მესიზმრება ბიჭვინთა და გაგრა,
მტკივა, როგორც მოკვეთილი ხელი.

თითქოს მათი კვნესა მესმის შორით,
თითქოს მათი სუნთქვა მოაქვს ნიავს
და ზღვის პირას, ჩემი სულის სწორი,
ფრთაშეჭრილი ანგელოზი გდია…-თამაზ ჭილაძე
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 17:35 | Сообщение # 194
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი სუფია ბაღში თვითონ ემსგავსა ყვავილს,
და სუფიურად მჯდომმა მუხლზე დაიყრდნო თავი
და ჩაიძირა თავის თავში ასე მთლიანად,
მოჩვენებითმა მისმა ძილმა აეჭვიანა
ერთი თავხედი და შეჰკადრა: რა დროს ძილია!
ამ ოქროს შეხე, ამ სიმწვანეს, ხეებს ხილიანს.
უფლის ბრძანებას უგდე ყური, რომ გვითხრა: ნახეთ! -
მისი წყალობის ნიშანსვეტებს მიაპყარ სახე!
მიუგო: მისი ნიშანსვეტი გულია მხნეთა,
ამის გარეთ კი მხოლოდ ნიშის ნიშებს თუ ვხედავთ.
წალკოტებიც და მდელოებიც სულში გვეკვრიან,
გარეთ ყოველი, წყალზე მათი ანარეკლია.
ბაღებიცა და ხილ-ნაყოფიც მხოლოდ გულშია,
ამ თიხა-წყალზე ოდენ ლანდი გადაუშლიათ.
ეს ლაღი საროც ლანდია იმ საროს ტოტებთან,
თორემ უფალი ,,სიცრუის სახლს" არ უწოდებდა.
ხოლო სიცრუე ის არის, რომ ამ წარმოსახვას,
მხოლოდ ვით კაცთა სულ-გულის ლანდს, ისე თუ ნახავ.
ყველა ტყუვდება და ამ ლანდის ესმება დაღი,
იმ ვარაუდით, რომ ეს არის სამოთხის ბაღი.
ჭეშმარიტ ბაღებს გაურბიან, ნამდვილ სამყოფელს
და საკუთარი წარმოსახვის ბაღში ლაღობენ.
როს დასრულდება მათი სიზმრის ქუში და ბნედა,
ხედავენ ნამდვილს,მაგრამ რაღა აზრი აქვს ხედვას?!
მაშინ ატყდება საფლავებში მოთქმა და ვიში
აღდგომის დღემდე გაჰყვებათ ეს გლოვა და შიში.
ვინც თავის სიკვდილამდე მოკვდა, ნეტა იმ კაცთა,
ანუ იმათ, ვინც ამ საიდუმლოს საფუძველს ჩაწვდა.

სპარსულიდან თარგმნა
გიორგი ლობჟანიძემ


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 27.09.2017, 17:36
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 19:04 | Сообщение # 195
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(დილის ეროტიკა)

მე ვაჩენ ფეხს და
ქუჩის შუქზე ვხედავ მუხლისთავს,
პრიალებს,სხივებს ირეკლავს და
ძვრება საბანი...
ცხვირს უღიტინებს ნეტარება
გაზაფხულისა,
თვრება ოთახი,
სურნელს აფრქვევს იასამანი...
ძვრება საღამურს ბოლო ღილი,
მკერდი ბრიალებს,
ატმის ყვავილებს ემსგავსება
ძუძუს კერტები...
აპრილის ქარი ატეხილა,
ცუდად წრიალებს,
ფოთოლშეშლილი
რტოს იმტვრევენ ქარზე ვერხვები...
უკვე შიშველი საბანს ახლა
აღარ მივტირი,
მოიზლაზნება ბაცი შუქი მქრქალი დილისა,
სხივი აანთებს დილას,ისე
როგორც ფითილი...
ჩემი სხეული არის ახლა ჩემი თილისმა...
თვალებში ჩამწყდარ რიჟრაჟს
ისე ვესალბუნები,
როგორც შენს მზერას გათანგული
ვნების ნისლისას,
და ხელებს,თითებს ისე მიყავს
ჩემი სხეული,
როგორც იალქანს გემი ზღვაზე,
ლურჯი სიღრმისკენ...
ახლა ბაგეებს ატკარცალებს ბროწეულები,
იორთქლება და ინამება ლალი
ენისა,
უკვე ძირს გდია,საბანია მოსვენებული...
ელვამ დაკლაკნა სხეული და...
ოხვრა ეღირსა...-ლიკა,25 აპრილი,4.55 წ
 
nukriaДата: ოთხ, 27.09.2017, 19:09 | Сообщение # 196
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თურმე,
ქარიშხალიც
იღლება...
თურმე,
ზღვაც იღლება
ღელვით...
მეც გადავიღალე
მეგობრებო
ნაწამებ
წუთების
თრევით...
 
nukriaДата: ხუთ, 28.09.2017, 21:23 | Сообщение # 197
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამჩემდა:
მეოთხე წელია,
ყოველი გაზაფხულის ბოლოს მიდის ჩემი სიყვარული.

ავთვისებიანი სიმსივნესავით ვიგლეჯ სხეულიდან
და ვაგდებ.
ვიგლეჯ მეტასტაზებთან -
ფიქრებთან,
გრძნობებთან,
მოგონებებთან ერთად.
მიჰყვება მას ჩემი გულის ნატკენი ნაფლეთები,
ჩემი დაშრეტილი, შედედებული სისხლი.
მიჰყვება გადაგვარებული ოცნებები
და მკვდარი იმედი.
ვაცილებ ჩემს სიყვარულს წყევლით და კრულვით,
ვაცილებ ცრემლების მდინარეებით და ტბებით.
მიწას ვუთხრი და ვმარხავ.
ვმარხავ გამეტებით,
ღრმად და სამუდამოდ
(ამაში ღრმად დარწმუნებული).

თითქოს დიდ ლოდს ვიხსნი გულიდან
და შვებით ვსუნთქავ.
თითქოს მძიმე ჯაჭვით შებორკილი ხელ-ფეხი მეხსნება
და ვთავისუფლდები,
ჩიტივით თავისუფალი და ლაღი ვარ,
მხოლოდ ფრთები და დასაპყრობი სივრცეები
რომ ანაღვლებს.

დავფარფატებ მთელი ზაფხული პეპელასავით მსუბუქად,
უდარდელად და უგულოდ.
ხან ერთ ყვავილზე შევისვენებ,
ხან - მეორეზე.
წამზე მეტს ვერსად ვჩერდები.
არცერთ ყვავილს არ შეუძლია შემაყოვნოს.
ვმღერი, ვცეკვავ,
ბოლო არ უჩანს მხიარულებას.

მერე კი მოდის ფერნაცვალი შემოდგომა
მზის სისუსტით,
ფოთლების კვდომით,
ქარების ქროლვით,
ცრემლჩამდგარი ნისლებით.
მოაქვს სამყაროს უძირო სევდა და .......
ჩემი სიყვარულიც ისევ ბრუნდება.

ბრუნდება ისე, თითქოს
არასდროს დამეწყევლოს,
არასდროს ამომეშანთოს,
არასდროს ამომეგლიჯოს
და დამემარხოს.

მოდის ახალშობილივით ნაზი და სათუთი,
სუფთა და უმანკო,
ახალდაბადებული შეგრძნებებით,
ფიქრებით,
ოცნებებით.
ისევ ის მიმზიდველი სურნელი აქვს... თავბრუდამხვევი.
იღიმის ისე,
როგორც ჩვილები უღიმიან საკუთარ ანგელოზებს.

და იწყება ყველაფერი ისევ თავიდან.

დიაგნოზი: ავთვისებიანი სიმსივნე, სახელად სიყვარული.
მეოთხე სტადია,
შორსწასული, ღრმადფესვებგამდგარი მეტასტაზებით.
არ ექვემდებარება არც ამპუტირებას, არც ქიმიოთერაპიას
და რა თქმა უნდა, არც სხივურ თერაპიას.
ერთადერთი ხსნა - ლეტალური დასასრული.

P. S. მეცნიერები ამტკიცებენ,
კიბო თუ მეხუთე სტადიაში გადავიდა, თავისით ქრებაო.
მთავარია, ადამიანმა გაუძლოს.

/ნინო ალადაშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 30.09.2017, 16:34 | Сообщение # 198
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეამბოხე ვარ, სულ არ ვცდილობ ვინმემ გამიგოს,
ვაკეთებ იმას,რაც მომწონს და სიცოცხლედ მიღირს!
თქვენ კი ვინა ხართ, ეს ცხოვრება ისე დამიწყოთ,
რომ გავხდე მონა და თქვენსავით მიწოდონ ფლიდი!

თუკი სიცოცხლე მიწიერი ჯოჯოხეთია,
არ დავნებდები ვიბრძოლებ და სამოთხედ ვაქცევ,
ჩემი მფარველი ერთადერთი დიდი ღმერთია,
გიჟი გგონივართ? მაინც მინდა ასეთად დავრჩე!

ოღონდ გაჩუმდით,ნუ მიწესებთ დოგმებს,პრინციპებს!
თავისუფალი დავიბადე, ასე მოვკვდები,
მერე რა ვუყოთ მავანი, თუ ტყვიას მიმიზნებს,
ცხელ გულს არასდროს დაედება ცივი ლოდები!

თუმცა დროებამ შუბლზე ღარად დამატყო წლები,
ის გულიც ქრება რომ დახატე წეღან სილაზე
მე კი ნელ-ნელა ვიცვლები და სხვაგვარი ვხდები,
თუ რამ მაკლია ერთადერთი ალბათ სინაზე...

რადგან წარსულში, როგორც ახლა, სამყაროს ვებრძვი,
სამყაროს სადაც, სწორი ხედვა,ცოდვად გეთვლება
მგონი, ამიტომ მომიმრავლდა ბოლო დროს მტრები,
სუყველა გრძნობა დავიწყებას ვფიქრობ ეძლევა...

ტრიუმფით წავალ, ეკლიანი ბილიკით ვივლი,
თავაწეული გოლგოთაზე ჯვარსაც ავიტან!
ათიათასჯერ გავუსწორებ თვალებს თვით სიკვდილს,
არ გამომივა?..
კვლავ დავიწყებ ათვლას თავიდან!

(კვიტია)
 
nukriaДата: შაბ, 30.09.2017, 18:36 | Сообщение # 199
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სვანური გვარები ძარღვიანები,
ფალიანები და საღლიანები,
ომებში გამტანები, ფიციანები,
ქალდანები და კვიციანები,
დიდმხარბეჭიანები, დიდგულანები,
კლდესავით უტეხი კიბულანები,
ხმალზე გაფიცული, ფიცვერცხლნაჭამი,
ათას სავის ტოლი ერთი ხაჭვანი,
ზოგიც ყიფანები - ფეროვანები,
ლეჩხუმს ჩარეკილი გელოვანები,
ომში თოფებივით ნაგრიალები
ხერგიანები და მარგიანები.
გონიანები და ღონიანები,
საქვეყნოდ ცნობილი ონიანები,
ჯიხვის წინმასწარა ურჩი ძმანები
გაბლიანები და გურჩიანები...
ყველა რომ ძველ ზღაპარს დამგვანებია,
ო, რა გვარებია,
რა გვარებია!
(შემოგევლეთ სვანებო! )


Сообщение отредактировал nukria - შაბ, 30.09.2017, 18:41
 
nukriaДата: შაბ, 30.09.2017, 18:42 | Сообщение # 200
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა გახდა ისე მიუკარები-
ყველა კარები ჩარაზა ჩვენთვის...
რადგან არ გვჯერა-
არც ერთმანეთის
არც ანგელოზის
და აღარც ღმერთის...
არსად მინახავს ამდენი მტრობა-
დაუნდობლობა...
ღალატი...
ზიზღი...
ფერფლივით ცვივა
დამწვარი მზიდან-
წარსული-
რასაც ყოველ წამს ვიზღვით...
დრო გავა ღამე შავებს გაიხდის-
და ვარსკვლავებსაც მივწვდებით ცაში...
მთვარესაც ღამეს დაუბრუნებენ
რომელიც ასე ჩავაგდეთ ჭაში...
გაზაფხულია აღდგომა მოდის
მჯერა რომ კარგად ვიქნებით-ალბათ...
ხელში მიჭირავს თაფლის სანთელი-
ამ გადაღლილი სულების წამლად...
...
დ.ე


Сообщение отредактировал nukria - შაბ, 30.09.2017, 18:57
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ძებნა:

მოგესალმები Гость