ლექსები - Page 22 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 22 დან«1220212223243031»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 00:26 | Сообщение # 211
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენი პატარა ხაშურ-ქალაქი
დიდ ლეგენდების არის ალაგი,
ვიაზოვსკაია, გახსოვთ ნადეჟდა,
თაობებისთვის ზრუნვა-ამაგი.
მხარს უმაგრებდა მეუღლე ღირსი,
ნიკო მიქაძე ბრძენკაცი მართლაც,
დრომ არ დანისლა მოგონებანი,
არ ივიწყებენ არც იმის ამაგს.
*
რაღაც ღვთიური ძალა ახლავს
მათი სახელების ხსენებას,
სეფე და ირა ლეჟავებს,
ჩვენ სულებს უდგნენ მცველებად.
*
ის მათემატიკურ წესებთან ერთად
ზნეობის წესებით მოძღვრავდა,
ევგენი ნოზაძე დღესაც ჩემს ხსოვნაში
ჩვეული ღირსებით მობრძანდა.
*
სავსე ქართული პატიოსნებით,
ცოდნით, კდემით და კრძალვით,
ინასარიძე თამარ – სიმბოლო
ნამდვილი ქართველი ქალის.
*
ვერა ნოზაძე _ ,,მოდური დამა”
რუსული ენის უბადლო მცოდნე,
მის სახელს დღესაც კრძალვით უბნობენ,
სიკვდილის მერეც უძღვნიან ოდებს.
*
შერეზადასვილი თინა –
ქალი ქცეული ლექსად,
დღესაც მის სტრიქონს ვკითხულობთ და
მამულის სუნთქვა გვესმა.
*
როგორც მინდია ბაასს მართავდა
ნუშის რტოსთან თუ ია-იებთან,
ნორჩების ხელით ნერგი ახარა,
ბაღი აქცია ზრაპრულ ედემად.
ნინო კირთაძე ძმისშვილებისთვის,
ზრუნვა, სიკეთე, სითბო, სინაზე,
მისი ენგური დღესაც ენგურობს,
ჰოლივუდი ცნობს ნინო კირთაძეს.
*
ახლა ჩამოვთვალოთ ანბანმეხოტბენი:
ტასო კოშკაძე თუ ნათელა კიკნაძისა,
ელიკო ქალიაშვილს ოჯახის დედაბოძს
შუქურ ვარსკვლავი სდევს ციურ სინათლისა.
*
ელენე ბალავაძე – კეთილი, ქველი
და ვერა გოგალაძე – მოქარგულ ენით...
*
იმ მკაცრ წლებში კი, როცა
დაგმეს ღმერთი და ხატი,
მართვეებს ზრდიდა რწმენით
სიტყვით, გრძნობით და აზრით.
დიდი ბიძების ნათლით
ო, ეს ანბანის დედა
ზინა ცინცაძე რწმენით
რანდავდა ასო-ბგერას.
*
მემატიანეთ მსგავსად,
მას გული ჰქონდა ღია,
კაცი სწავლული, წმინდა
იპოლიტ ქავთარია.
*
სემირამიდას ბაღებს ადრიდნენ
მის ბაღს, შესადარს თავად ედემთან
თვით ნანიტაძე მარიამი ხომ
შეგირდთა სულში მზეებს ეძებდა
*
მოწერწეტობდა დილით ლამაზად
ჩვენი მედეა ნაგორნაია,
და ხვედელიძე თამარს- კოლეგას
ის მიიჩნევდა თავის დაიად.
*
აქვს მოგონებას ახლა,
სულ სხვა ხიბლი და ფერი,
მოდის ქართული პეწით
ჩვენი ნოზაძე მერი.
*
ის, ღირსეული ვაჟკაცის ცოლი,
თავათ დედანში კითხულობს შექსპირს,
და ინგლისური სიტყვების სურნელს,
თ. ხვედელიძე იტკბობს და შესტრფის.

არ გვავიწყდება ქალი,
მეისტორიე სკოლის,
ეთერ ბირკაძე, მართლაც,
სულით მინა და ბროილი.
*
მათემატიკური წყობით
სიტყვას ამბობდა წონადს,
ზაირა კილასონია
სულს უმდიდრებდა მოზარდს.
*
თოფჩიაშვილი ნოდარ,
კაცი სიკეთით სავსე,
არწივებად რომ ზრდიდა,
ყმაწილთ, უმკობდა აზრებს.
ბიჭებს მოუხმე, ნოდარ,
ალღუმის ჯარი მოდის,
შესძახე: ჰეი, ბიჭებო,
საქართველოსთვის სწორდით.
*

ჰე, ლევან კაკიაშვილო,
დაჰკარ ნაღარას კვლავაც,
რომ ვიგრძნოთ ტატოს მერანის
და შოთას ვეფხვის ძალა.
*
თენგიზ თომაძე, ყველა
სიახლის ნოვატორი
და ინა ოსვეცკაია,
მისი ლამაზი ცოლი.
*
კოლია ჭანკოტაძეს,
პატივს მივაგებ დიდად,
მან შეგირდთ შორის გადო
სიკეთე გზად და ხიდად.
*
ან როგორ დავივიწყო
ბავშვივით გულუბრყვილო
გიორგი ტაბატაძე
მოგონებებს რომ გვითბს

*
ქებათა-ქება არკადი რაზმაძეს
,,ვეფხისტყაოსნის“ დამსურათებელს,
პუშკინის ენის ბრწყინვალე მცოდნეს,
და ხელოვნებით მართლაც ანთებულს.
ხელწერა მისი -ასოთა ქარგვა,
ვერვინ ბედავდა შეხედვას იჭვით,
სამეფო კარსაც დაამშვენებდა
ღვთით მომადლებულ კურთხეულ ნიჭით.
*
სანდომიან იერით,
მზით გამთბარი გულით,,
გვენეტაძე ელიკო _
ჩვენი სიყვარული.
*
და ამდენ რჩეულ სწავლულს
იტევდა ერთი სკოლა,
ეს იყო აკადემია,
ჩვენი გულების თრთოლვა.
და ამ დიდ ცოდნის ტაძარს
სპასალარობდა ქალი,
მოკეთისათვის ზრუნვა,
მტრისთვის ნალესი ხმალი.
საშა ხუროძის სახელს
დღესაც დიდება ახლავს
და ის თაობა კვლავაც
მას როგორც ცოცხალს სახავს..
*
აღარ სარდლობს ახლა,
ანბანის ხმალს ვერ ლესავს,
მეყანწიშვილი მარო,
ქართული სიტყვის კვესა.
*
მოქარგულ ასო-ბგერებს
ქსოვდა კოშკაძე ტასო,
და ჩემთვის ვფიქრობ: ნეტავ
ვის ვნახავთ იმის დარსო?!
ანასტასიავ, ჩემო,
ვერ ვთქვი სათქმელი, ვხედავ,
თქვენზე დასაწერ ოდებს
ამ მწირი კალმით ვბედავ.
*
ფანქველაშვილო ნათელ,
გახსენი საბას სკივრი,
რომ გვაზიარო ერთხმად
ქართული სიტყვის ლივლივს...
მინაწერი:

სამრეკლო რეკავს თითქოს
ამ ხმას არა აქვს ბზარი,
შეგირდებს ეგებება
ხუროძის სკოლის ზარი!
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 00:27 | Сообщение # 212
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,ალექსანდრა" _ ასეთი სათაურით
წერდა "სახალხო განათლება",
ეს იყო ღვაწლის დაფასება,
ანდა იმედების გამართლება.
ალექსანდრა _ ნამდვილი დირექტორი
და სკოლის ფუძე და კედელი,
ან უფრო _ რამდენი თაობის
რამდენი თაობის სულების მჭედელი.
ხუროძის სკოლა ქუხდა და პირველობდა,
რადგან არ შეეძლო სხვაგვარად ცხოვრება,
თითქოს მკაცრიც იყო, თითქოს გულალალიც,
იყო ხელმძღვანელი, იმის სულს ცხონება.
რა სკოლა იყო და ვით დუღდა ცხოვრება,
მჩქეფარე იყო და იყო ფოლადივით,
მის გვერდით შრომა, ჩემო ძვირფასებო,
დამეთანხმებით, არ იყო ადვილი.
რადგან არ იცოდა მოსვენება,
გვეგონა, ღამეც არ ეძინა,
რამდენი დიდება, რამდენი სახელი,
ამ სკოლას თავისი ნაღვაწით შესძინა.
ამიტომაა, რომ დღესაც იხსენებენ
ქალაქის მეშვიდეს ხუროძის სახელით,
აი, ის იყო მართლაც დირექტორი,
იმის სულს დაადგეს ნათელი.

აკი გამოთქვა კიდეც ყველას აზრი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თინათინ შერეზადაშვილმა ამ პატარა ლექსში:

ყველას უყვარს ამაგდარი,
მოხუცებს და თვით პატარებს,
ამიტომაც ჩვენი სკოლა
ხუროძის სახელს ატარებს.
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 16:14 | Сообщение # 213
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თენდება როდის-როდის...
ვერ ვეგუები ლოდინს
და ისე მძაფრად ასდის
შენი სურნელი ლოგინს,
გული გულსაც კი უცემს...
შენი ხმა მესმის უცებ
და შენს პატარა ბალიშს
ვახებ გამომშრალ ტუჩებს...
უცებ შეშლილის მსგავსად,
ძლიერ ტკივილის ფასად,
ყველა ოთახში გეძებ,
მაგრამ არ ჩანხარ არსად...
მერე დილიდან ვლოთობ,
იმ ერთს დავცქერი ფოტოს,
ჩვენ რომ ერთად ვართ, ირგვლივ
ფოთლის სიყვითლე რომ თოვს.
როგორ შვენოდი ერთ დროს
ამ ჩემს სახლსა და ეზოს...
ახლა გნატრობ და მარტო
ვხვდები წვიმების სეზონს.
დრო კი აღელვებს დროსაც
და ასე შორს ხარ როცა,
იქნებ, არც ღირდეს ამდენ
ლოდინის მერე მოსვლა.

/ედუარდ უგულავა/
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 16:17 | Сообщение # 214
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეხეთქებიან ტალღები ტალღებს,
ეჯახებიან ქვიშები ქვიშებს
შენ - სულს ჩარაზულ კარივით აღებ
და სულის გრძელი ჰოლიდან მიშვებ...

მე ისევ მახსოვს ჩვენი კარეტა
და შენი კოცნა - აბი საძილე...
შენ კი მითითებ ღია კარებთან
და კარებამდე არც კი მაცილებ...

/გიორგი ხარაიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 16:19 | Сообщение # 215
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა თქმა უნდა ძვირად ფასობს ჯერაც
"სიყვარული" - უკვდავების კოდი.
და ფოთლებიც დაიწყებენ ცვენას,
და უეცრად შემოდგომაც მოდის...

ვუსმენთ ჯაზს და შიგა და შიგ როკსაც...
მზერა გვიყვარს ვან გოგის და კლოდის...
და ხანდახან სულ უდროო დროსაც
შემოდგომა სიკვდილივით მოდის...

ფოთლების და უძრაობის, ლოდის
მეც არ მჯერა... ვეფარები რიყეს...
შემოდგომა დედასავით მოდის,
შემოდგომაც დედასავით მიყვარს...

და კლავიში და სიცოცხლის კოდი
თითქოს პაჟის...პრინცესის და ლედის...
ჩემი... შენი... შემოდგომა მოდის,
შემოდგომა ამ ფოთლებზე მეტი...

ფოთლებივით დაიწყებენ ცვენას
გრძნობები და შემოდგომა მოდის...

/გიორგი ხარაიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 17:08 | Сообщение # 216
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლეგენდა იყო... ლეგენდად დარჩა,
ხელოვნებაში შექმნა ეპოქა!
დღეს თუ მეორე რობერტი არ ჩანს,
ერს საამაყოდ ერთიც ეყოფა!

ოთარ რურუა
-2:39
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 17:17 | Сообщение # 217
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯერ ლექსივით ჩამოწერა,
ნაწერს ლექსის მისცა პოზა,
მერე ესედ დაალაგა,
და აქცია ლექსი პროზად...
ხან ლექსია,
ხან ესეა,
ხან ისეა,
ხან ესეა...
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 17:21 | Сообщение # 218
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითებშუა სითბო,
სიგარეტის კვამლი.
წვიმა თითო-თითო,
წვიმა ცალი ცალზე.
უცნაურად მინდა
დავლიო და მოვლბე.
მერე აივნიდან
შენი ლურჯი ქოლგა
დავინახო, უკან
როგორ გექაჩება.
მიხვრა-მოხვრით უკრავ
ტანში! ვერ გაჩერებ.
ტუჩი, თითი, ტუჩი
_ გეწევი და გზოგავ.
მესიზმრება ლურჯი,
ლურჯი, ლურჯი ქოლგა...…

ბექა აბუთიძე
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 17:45 | Сообщение # 219
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ დაგვიზამთრდა, იტირე…
სულში ფოთლებია, (ცვივიხარ) …
ახლა გაყინული ჩიტივით,
ზამთრის გაყინული ჩიტივით
- ცივი ხარ…

ზეცა მოლბერტია, უკიდო,
თეთრი მოტივია მოლბერტზე…
უკვე მეორეჯერ ვუკიდებ,
იწვის Marlboro
და მომბეზრდა…

კვამლის აქეთ-იქით გარება,
სივრცე, უანგარო ხალისი…
ნეტავ თუ იციან ქალებმა,
კაცი რას ჩაიდენს ქალისთვის…

ზიხარ, ალამაზებ გობელენს,
ზამთრის უსადესი კლავიშით,
და ის შემოდგომა, გოგენი,
ნაზად შეგიყრია მკლავებში…

ვზივარ, არ ვუჩივი ბედ-იღბალს,
მზერა ისარივით ავლესე,
ვხვდები, რომ ამ ლექსზე მეტი ხარ,
ვხვდები, ნაკლები ხარ ამ ლექსზე…

რადგან უსაშველო, უკიდო,
გახდა ეს უღმერთო ქაღალდიც…
უკვე მესამეჯერ ვუკიდებ,
იწვის Marlboro და…
ნახვამდის…

/გიორგი ხარაიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 20:11 | Сообщение # 220
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდორი ყვავილებს მიაქვს,
ლივლივებს რამდენი ფერი,
ქათქათა წვივებს მზე გსუსხავს
სხივების შუქით და ჩქერით.

ბალახი ცოცხალი, ნაზი,
ფეხს როგორ დაადგამ ტანზე?
კალია სიმშვიდეს გიფრთხობს,
ხტება წამიდან წამზე.

ყვავილებს ვერ დაკრეფ, ვერა,
არ დასევდიანდნენ ხელში,
ისევ მზემ დაგსუსხოს მხრებზე,
ისევ მზის გულზე და ჩქერში.

/მაკა გელაშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
გვერდი 22 დან«1220212223243031»
ძებნა:

მოგესალმები Гость