ლექსები - Page 23 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 23 დან«1221222324253031»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 20:22 | Сообщение # 221
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა უეცრად უნდა მოვკვდე რომ...
მერე ხელახლა უნდა ვიშვე რომ...
იქნება მერე მაინც მოხვიდე,
იქნება მერე მაინც მიშველო...

თორემ თუ გაქრა ყველა სურვილი,
და დამრჩა ერთი: ყრუ და შიშველი..
ვიცი, რომ მერე ვეღარ მიპოვნი,
ვიცი, რომ მერე ვეღარ მიშველი...

/გიორგი ხარაიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 20:45 | Сообщение # 222
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"...განა სულ ასეთი ვიყავ,
ვით ნაავდრალი ზეცა,
ერთ დროს მეც ვიყავ მზის სწორი,
მეც გაზაფხული მეცვა..."

"...მზე იკბინება ვნებიანად, მგესლავს სინათლე
და სიზმრებიდან გამოვდივარ ხელის ცეცებით".

/მაყვალა გონაშვილი/

გაუცხოება

მიჯაჭვული ვარ შენით მიწაზე,
დახურულია ზეცის კარედი,
რატომ მეგონა, რომ შენთან მაინც,
რომ შენთან მაინც გავიხარებდი?!
მე ვარ ცის შვილი, ვარსკვლავთა ნაცვლად
დამეჭორფლება ლექსებით სახე,
უძრახ მდინარეს გავატან დილით
თავდავიწყებას, სიზმრად რომ ვნახე.
შენ ისევ ბრაზობ? რა მოხდა მერე,
სადაფის ღილი თუ შესწყდა ხალათს,
ვიცი, შენ ჩემი აღარა გჯერა,
გაუცხოებას ეძახი ღალატს.
მეკი, მე რა ვქნა? ათასჯერ თქმული
მეტაფორების ტკბილ-მწარე კვამლით
მევსება თვალი, ვერაფერს ვხედავ,
დაკარგულია ზეცამდე კვალი.
ნეტავ მხევალის ბედსა და იღბალს
ასე სანამდე ველოლიავო,
დამტოვე, წადი, ხვალიდან ისევ
უნდა ფიქრივით მარტომ ვიარო.
მარტო გავუყვე ისევ რძის ბილიკს,
მარტომ შევაღო ზეცის კარედი.
რატომ მეგონა, რომ შენთან მაინც,
რომ შენთან მაინც გავიხარებდი?

/მაყვალა გონაშვილი/

პეპელა

ვარ მარტოდ-მარტო, ქალაქში ბნელა.
ქუჩაში ფრინავს ერთი პეპელა
და არემარეს ფარფატით ართობს.
თოვაშიც ფრინავს პეპელა ლურჯი!
ხელში მიჭირავს რემბრანტის ფუნჯი
და ნაზად მათოვს.
მე ვხატავ ფიფქებს... არ არის შველა, -
ტილოზე ვერსად ვნახე პეპელა,
და მივხვდი მაშინ:
ფიფქებში არსად იყო პატარა,
პეპელა მხოლოდ გულმა ატარა
ოცნების ზღვაში.
ვარ მარტოდ-მარტო, ქალაქში ბნელა,
და მხოლოდ გულში დაფარფატებს
ლურჯი პეპელა...

/სერგი ლომაძე/
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 20:49 | Сообщение # 223
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყო და... ქარი და ქუჩა,
მე - შენზე ფიქრები მეცვა,
შენ - ჩემზე ფიქრები გემოსა..
ჩვენ გვეცვა ყველაზე მოდურად,
ჩვენ გვეცვა ყველაზე სადად...
...და ქარმა გაქცევა სცადა,
..და ფიქრი გვეხვია მოდულად...
..და გვეცვა ყველაზე სადად
..და გვეცვა ყველაზე მოდურად...
...და ვგრძნობდით ფოთლების კეცვას..
...და ვგრძნობდით სექტემბრის შემოსვლას,
მე შენზე ფიქრები მეცვა,
შენ ჩემზე ფიქრები გემოსა...

/გიორგი ხარაიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 21:36 | Сообщение # 224
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ მღლის...
როგორ მღლის
მსგავსება დღეთა...
უგულო მოკითხვა -
"რა ხდება შენთან?"...
ფანჯრიდან
თვალთვალი
შორეულ გზათა...
არყოფნა,
ვინც ძლიერ
მჭირდება, მათთან.
დარდი მღლის...
როგორ მღლის...
როგორ მღლის...
როგორ...
ჩავკალი
ჩემს სულში
ფუსფუსა გოგო...
ვეღარ ვგრძნობ
ცისაკენ
აღერილ ფრთებს და
თრთის გული,
ჩიტივით
უმწეოდ კრთება
და ვდგავარ,
მიწის გოჯს
შეზრდილი
თითქოს...
ბევრს არა,
უფალო,
მხოლოდ ფრთებს ვითხოვ!

/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 21:47 | Сообщение # 225
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გუშინ მომცეს საჩუქრად -
არც ნაკლები, არც მეტი -
მწვანექაღალდმოკრული
ორი პიტნის კანფეტი.

წამოვედი... გზადაგზა
გულზე დარდი მომშორდა,
თითქოს გარეჯელივით
„მადლის ქვები“ მომქონდა.

მათი სითბო სხეულის
კუთხე-კუნჭულს ატანდა...
მივხვდი: ქალი გულიდან
მთელ სიყვარულს მატანდა!..

მიგიღიათ საჩუქრად
ორი პიტნის კანფეტი? -
გარეჯელის ქვებივით -
არც ნაკლები, არც მეტი...

ნანა კობახიძე
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 21:56 | Сообщение # 226
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დრო ვერაფერს ცვლის,
მე ისევ ვდუმვარ,
მე ისევ ვუსმენ წვეთების ხმაურს.
გადაშლილია საწოლთან ბრონტე
და ჩაის ორთქლი დაცურავს ირგვლივ.
მე მახსენდება წითელი კაბა
ის მიხვრა-მოხვრა,
წვიმა და ვალსი...
მე მახსენდება ჩემი ფიქრების
უსასრულობის ლურჯი აღმართი.
და ისე მტკივა შენი სიშორე,
და ისე მტკივა შენი არყოფნა,
რომ ხორხთან მოსულ
სიტყვებს - "მიყვარხარ"!
ნერწყვივით ვყლაპავ და ვირინდები.
აქ წვიმებია,
მაგრამ რა წვიმა,
ანდა რა თოვლი,
ანდა რა ქარი
ანდა საერთოდ რა შეედრება ჩემს სულში
მქროლავ ქარიშხლის მორევს.
გადაშლია საწოლთან ბრონტე
და მე არ ვიცი ამ ქარიშხალში
თუ ვის გავანდო ჩემი ეჭვები და სურვილები..
უახლოვდება საათი თორმეტს,
მე კი მეასედ მოგიახლოვდი...
რა ძლიერია ფიქრები ზოგჯერ,
რა ლამაზია ფიქრები ზოგჯერ,
რა სასტიკია ფიქრები ზოგჯერ...
მე ვღელავ ახლა,
და კედელს ვუმზერ,
იგივე რიდით, როგორც შენ ერთ დროს,
და შენსავით დუმს თეთრი კედელი,
და შენსავით დუმს თეთრი კედელი,
როგორც სიშორის უსასრულობა...
სულ ეს მინდოდა რომ მეთქვა ახლა,
და უთქმელობას მელანში ვურევ,
როგორც საკუთარ უიმედობის
ცისფერ ელექსირს.
ისევ წვიმს,
მე კი არ შემიძლია,
რომ შევიყვარო ეს წვიმა უფრო,
ვიდრე უშენოდ სავსე ოთახი.
გადაშლილია საწოლთან ბრონტე
და უსიამო წარსულის ხმები...
გადაშლილია საწოლთან ბრონტე
და ჩაის ორთქლი დაცურავს ირგვლივ.

/გიორგი ხარაიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 21:59 | Сообщение # 227
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ო,ახლა არა,
ეს იყოს მერე,
მერე და მერე,
ასი წლის მერე,
რაც ვთქვი
რაც ვწერე,
აბა რა ვიცი.
ვიცი ყველას რომ
ვერ მოგეფერეთ.

ნათელა შაინიძე
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 22:02 | Сообщение # 228
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე როცა მოვკვდი, მაშინ ვიგრძენი
თვალებზე შენი ხელის შეხება...
მე როცა მოვკვდი მაშინ ვიგრძენი
ოთახში შენი სუსტი ფეხები...

და მე ვიწექი მშვიდად, მდუმარედ
და მე ვიგრძენი შენი ხელები..
გვიან მოსული ჩემი სტუმარი
მკვდარსაც მიყვარდი იმ გახელებით..

როდესაც მაშინ... როცა მეღვიძა,
როდესაც ფიქრმა სული შეღება..
და მე ვიცანი შენი ფეხის ხმა
და მე ვიგრძენი შენი შეხება...

/გიორგი ხარაიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 22:30 | Сообщение # 229
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უნდა გავიქცე...
უნდა ავტირდე...
უნდა ვიომო...
თუნდაც დავეცე...
უნდა ვიბრძოლო,
მე მთის შვილი ვარ!
დიდი ლომისის,
ღუდას ღვთისმშობლის,
ჩოხის გიორგის,
მოციქულების,
ზეგარდის,
სამხთოს მადლი მიფარავს!
მე მთის შვილი ვარ!
არაგვის,თერგის ურჩი მსახური.
მე მთის შვილი ვარ!
ვეტრფი მყინვარწვერს-ცივს და დარდიანს!
კლდეებს და ღრეებს-
ცას ვარსკვლავიანს გაფენილს მთებზე.
მე მთის შვილი ვარ!
ბატონი არ მყავს,
უფალი მეფობს ჩემს სამზეოში!
უნდა გავიქცე...
მთები მიხმობენ!
უნდა ავტირდე...
თუნდაც მალულად!
უნდა ვიომო...
საკუთარ თავთან,
რომ არ დავეცე!
მე მთის შვილი ვარ!

/თამარ აფციაური/
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 22:39 | Сообщение # 230
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ მუდამ ასე მარტო ვიქნებით,
ფიქრით,
მუსიკით,
ვისკით,
სიგარით..
ჩვენ შორის მუდამ ასე იდგება
იმ განშორების ლურჯი ტიხარი...
მონეს ფერები შენც გიმონებდა,
თავისი წვიმით,
ტბებით,
ალერდით...
მეც მივდიოდი ხოლმე მონესთან
და შენს სუსტ სხეულს ვუთვალთვალებდი.
გადავუარეთ თითქოს კალაჰარს,
ისე დავდნით და ის დავიწვით...
ხომ ვიცი, ახლა არსად არა ხარ,
მაგრამ თვალები გეძებს თავისით..
ახლა კი წვიმს და სველი ფიქრები,
იმ გაცხელებულ სიზმრებს მიქარვებს...
ჩვენ, რა თქმა უნდა, მარტო ვიქნებით
დარდით,
მუსიკით,
ვისკით,
სიგარით...

/გიორგი ხარაიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
გვერდი 23 დან«1221222324253031»
ძებნა:

მოგესალმები Гость