ლექსები - Page 27 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: კვ, 29.10.2017, 15:19 | Сообщение # 261
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალებს,
რომელთაც ნაპერწკალი
მუდამ აქვთ სულში
და შეუძლიათ სველი მზეც კი
აქციონ ცეცხლად,
ქალებს,
რომლებსაც შეუძლიათ
მოკვდავი მამრი
აქციონ კაცად კი არა და....
აქციონ ღმერთად!
შენ მეუბნები,
დაემხოთ და დაემსხვრათ ზეცა?!
ვერა,ძვირფასო!
შენ ქალების ძალას ვერ ხედავ!
მათ არ უშრებათ იმედები,
პატარა თესლსაც
ააყვავებენ და აქცევენ
მზის ყვავილებად!-ლიკა
 
nukriaДата: კვ, 29.10.2017, 15:30 | Сообщение # 262
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიჩუმე, შენი სუფლიორი,
რომ ჩაგჩურჩულებს,
ხმა გესმის არაამსოფლიური
და ზოგჯერ ისეთს გამოურევს, ვეღარც იხსენებ,
მან ამოაშრო წყალი ლარნაკში,
გადაფურცვლისას თითებს ისველებს.

ზოგჯერ წიგნიდან დაუცურდება
მკვდარი ყვავილი ჰერბარიუმის,
და თვალს გაახელს შენი წარსული
სექტემბრის ბაღებს შეფარებული
და ბზუის, ბზუის ნემსიყლაპია
ამ სიჩუმეზე შეყვარებული.

მოგეჩვენება რომ მდუმარებას
უბზინავს ფრთები საეჭვო მწერის,
რომელიც ისე სიფრიფანაა,
როგორც განწყობა ამ ლექსის მწერის.

ეს გულჩვილობა ინფანტილური
სიბერისაა ან სიღლაპეა
და სიჩუმეში ორ ხმაში ბზუით
შენ და სტუმარი ნემსიყლაპია.
 
nukriaДата: კვ, 29.10.2017, 15:35 | Сообщение # 263
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდგომა თავს იკლავს
თავის ფერად ღაწვებზე,
დროა აალების და
დროა შენც რომ ანცობდე...
მზე დაბინდულ სხივებში
დანანაობს ,ერთობა...
დროა გაფერადების,
წარმოსახვებს მივენდოთ...
და ფერების შადრევანს
დაავანებს თუ არც რა,
ააყოლე გული და....
იქეც ფერთა წარმართად...
შემოდგომა თავს იკლავს,
შემოდგომა ერთობა..
შემოდგომა შენს ხანძარს,
სიყვარულის შენდობა!-ლიკა
 
nukriaДата: კვ, 29.10.2017, 15:48 | Сообщение # 264
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვეღარ დავანთებ იმედის ღუმელს,
ტირიფი დაღლილ ტოტებს დაგვირწევს,
და როცა ვიგრძნობ შენს სასტიკ დუმილს,
შენ ჩემს განწირულს იგრძნობ ნაბიჯებს.

ჩვენს ხვედრს ვერასდროს გამოვიგლოვებთ,
ერთურთს არჩევანს ვეღარ ვაწონებთ...
და ამონთხეულ ამ ჩვენს სიშორეს
მიწის სასწორი აწონასწორებს.

სარკეს ამსხვრევენ და მისტირიან,
ასე სიამის ტყუპებს ელიან,
ეს განშორება და მისტერია,
ჩვენი ყრუ-მუნჯი სარეცელია.

ვერ გაივაკებს მწუხრი ამინდებს,
ჩემში უმწეო ცრემლი ღაღადებს,
ზეცა ყოველთვის შენს სულს ამინთებს,
მიწა შენს სახეს შემომანათებს.

ვეღარ დავანთებ იმედის ღუმელს,
ტირიფი დაღლილ ტოტებს დაგვირწევს,
და როცა ვიგრძნობ შენ სასტიკ დუმილს,
შენ ჩემს განწირულს იგრძნობ ნაბიჯებს
 
nukriaДата: კვ, 29.10.2017, 16:27 | Сообщение # 265
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს დროც იწელება
აზრთა ცვალებიდან
გარდაცვალებამდე
როგორც სიმარტოვე

მგონი სიყვარულის
გადაჭარბებისგან
ხელიც არ ჩამკიდე
ისე მიმატოვე.

გარეთ გაზაფხული,
ერთობ უწყინარი,
დილით სხვა ქალების
თმები გეფერება

თვალებს ძლივს გაახელ
ღამით უძინარი
შენი თავის ზიზღიც
აღარ შეგეშვება

შემდეგ მოგშივდება
ჩემი სიხალოვე
შენმა ხასიათმა რომ
ვერ დაიტია

ის რომ გიყვარდი და
მაინც მიმატოვე
ახლა დარწმუნდი რომ
სხვებმა არ იციან

დილით მეეზოვე
ქუჩებს ასუფთავებს
ამ დროს სხვის საწოლში
ზანტად გეღვიძება

ძვლებში დამტვრეული
თვალებს აფართოვებ
რადგან მთელი ღამე
ის ხე გესიზმრება,

ჩვენ რომ გვერდით
სკამთან უნდა შევხვედროდით,
ალბათ შვიდის მერე,
მარტის ოცდაცხრაში

უნდა შემოგვევლო
ქუჩა საღამომდე
სკამის ფერიც გვქონდა
ჩვენთვის მონახაზში

ახლა ჩემი ლექსის
ჩარჩოს აფერადებ,
კართან გულდაწყვეტით
სხვა ქალს ელოდები

თუმცა შენც იცი რომ
ვერსად აღმომაჩენ
რადგან არავისში
მე არ ვმეორდები

ნინა სამხარაძე
 
nukriaДата: კვ, 29.10.2017, 16:27 | Сообщение # 266
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაწვიმარ ქუჩაზე გუბეებს ვამჩნევდი
მინდოდა მეხტუნა ბავშვურად ბოტებით,
გრძნობები დამძიმდა,სევდამაც იმატა
ხმაური შეცვალა ლამაზი ნოტებით,
ფიქრებმა არჩიეს დარჩენა მარტო და
გულში კი რომანტიზმს ეულად ათოვდა,
ვნებაზე უარი გამოთქვა სხეულმა
სული კი მას გვერდით დაჰყვება ყოველთვის,
ჩვენ ვეღარ ვიქნებით ვერასდროს გვერდი-გვერდ
დავკარგეთ ჩვენ ამის ტყუილად მომენტი..ზ.შ
 
nukriaДата: კვ, 29.10.2017, 16:36 | Сообщение # 267
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა აღარ ვცდილობ არაფერს ჩემით
კვლავ მივენდობი მე ბედის მწერალს,
კიდეც დავიღლები,კიდეც მომნატრდები
მაგრამ ვერ შევწყვეტ წერას,
მუზაც რომ გამიწყრეს
სხვასთან რომ წავიდეს,
თუგინდ სამყაროს მიღმაც გადავიდეს
ვერაფერს დამაკლებს ვერას,
შენც რომ მიმატოვო მარტო დამაგდო და
იწყობდე მომავალ კერას
იცოდე ლექსებზე უარს მე ვერ ვტყვი თავს ვერ დავანდბებ წერას...ზ.შ
 
nukriaДата: კვ, 29.10.2017, 17:31 | Сообщение # 268
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე გამთენიას დავბრუნდი სახლში
დავბრუნდი მთვრალი და დაბოღმილი,
ვიცი არავინ კარს არ გამიღებს
ვცხოვრობ სულ მარტო როგორც დოგვილი.
ვრჩები ჩემს თავთან უიარაღო
სარკეს ვარიდებ მზერას მორცხვენით,
ალბათ არ მინდა ის დავინახო
რომ დავიღალე შენ ლოდინით,
ვჯდები აივნის კუთხეში უხმოდ
ვწევ თამბაქოს და დარდებს ვიქარწყლებ,
დღეს ოქტომბერში თუ არ მოხვედი
მაშ გაზაფხულზე მაისს მივაწვეთ...ზ.შ
 
nukriaДата: კვ, 29.10.2017, 17:36 | Сообщение # 269
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
<<დილიდან დაიწყო მეეტლემ კიჟინა
ნალების ხმებისგან გაჯერდა ქუჩები ,
სატრფომაც იმ ღამის სხეული დატოვა,
ღვინისგან ფერცვლილი ,ნაკოცნი თუჩები
ეზოში ხვეტავენ თოვლიან აივნებს
მემაწვნემ გაყიდა სულ ბოლო ქოთანი,
ტრამვაის სისინი ნაწვიმარ ლიანდაგს
დასჩემდა დასჩემდა დასჩემდა დასჩემდა.
გაზეთის ჯიხურათან რიგია ჩვეული ,
წყვილებიც დადიან ზოგი დგას ეული.
ამინდმაც ხასიათს ცვლილება შემატა
წვეთები შეცვალა ფიფქებიც ემატა,
და ბოლოს იმ სახლში სადაც რომ დღე და ღამ,
ჭრაქი ან სანთელი ყოველთვის ანთია
მე ვზივარ ფანჯრის წინ მაგიდის პირას და ვხვდები რომ მიყვარხარ ეს უკვე ფაქტია..ზ.შ
 
nukriaДата: კვ, 29.10.2017, 17:38 | Сообщение # 270
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ თუ გაქვს ოცნება ფიქრებს რომ გაასწრო,
გახვიდე სამყაროს იმ ღია ფანჯრიდან,
მეც მინდა კვლავ ვიყო დღეს შენი მეგზური
და აღარ დაგტოვებ გპირდები ხვალიდან..ზ.შ
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ძებნა:

მოგესალმები Гость