ლექსები - Page 31 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 31 დან«12293031
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: პარ, 10.11.2017, 22:32 | Сообщение # 301
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასეა რადგან შევეგუო მეც უნდა ამ წესს
არ ავიწყდებათ აქ ამინდებს მოტანა წვიმის
სველდება უკვე დღეებია რამდენი ამწე
და იტკიებენ სიცივისგან დაჟანგულ წვივებს
უშვერენ კერტებს მიტოვებულ კაუჭებს შიშველ
ცივი ჰაერით გამოტენილ ერთ ბეწო ქალაქს
და მოტეხილი ფრჩხილებივით ეზრდებათ შიში
უფროს კაცებთან სიყვარულზე საუბრის კაცებს
ამიტომ ალბათ შენც ამ ქალურ ლოგიკის გასწვრივ
პოულობ დროის გამოგონილ ალესილ ხიჭვებს
და ვერ იჯერებ რომ ყოველდღე მე ტკივილს გასწრებ
შენი სხეულით შენი მხრებით შენ თვალებს ხუჭავ
არადა წლების ამ უფერულ მტკივნეულ ზონარს
ხომ შეიძლება შენც დაუსხლტე სხეულის მიღმა
მარამ არც იცი რომ უშენო სიცოცხლეს ზომავს
ცა ჩემს სხეულზე აორთქლებულ ცრემლებს რომ მიღვრის
და სხვა რა გზაა ვეგუები მარტივად ამ წესს
იზომებიან აქ კაცები რატომღაც წლებით
ბოლო ხანია მე და კიდევ ასობით ამწე
სველი სხეულით თხელ ბალახზე მსუბუქად ვწვებით
და ვაკვირდებით სიცოცხლე რომ სიკვდილებს არწევს
ა.ჯანჯღავა
 
nukriaДата: პარ, 10.11.2017, 22:54 | Сообщение # 302
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სარკესთან
საპარსი,
ქაფი
თუ
ოდეკოლონი,
ცდილობენ მოგარგონ ქალაქის ახალ თამასას,
ფიქრებზე უფრო საშიშია, დადე კალამი,
შენ პოეზია არ გეგონოს რაღაც თამაში.
შენი სხეულით იკვებება, ხშირად გაციებს,
არ დაგაძინებს, არ დაგითმობს მაინც ამ ღამეს
და დღემდე შენში დაგროვებულ ინფორმაციას
ხის თეთრ თოკებზე გამოფენს და გამოამჟღავნებს.
ხერხემალში ყავს ჩატნეული სული ნემსივით.
დგანან ოთახში თხელი მხრებით შიშის ლურსმნები.
თითქოს ფიქრებმა გადაისხეს ტანზე ბენზინი
და საფეთქლებზე ხტუნაობენ ცხელი ქუსლებით,
ალბათ ამიტომ ესპანელი, ფრანგი, განელი,
სიკვდილს ანდობენ მახვილ დაშნებს, ტყვიებს, ხან ხარებს.
მე კი მინახავს მოწამლული კაცი გრანელით
გუბეში მთვარეს რომ ახრჩობს და მერე ხარხარებს.
ამიტომ ვამბობ : საშიშია, დადე კალამი!
ძალიან ცოტამ მოუძებნა სწორი ხერხი მას...
სარკეში ისე იყურება ოდეკოლონი,
თითქოს დგომისგან იტკიებდეს ისიც ხერხემალს.

ა.ჯანჯღავა
 
nukriaДата: პარ, 10.11.2017, 23:20 | Сообщение # 303
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სარკესთან
საპარსი,
ქაფი
თუ
ოდეკოლონი,
ცდილობენ მოგარგონ ქალაქის ახალ თამასას,
ფიქრებზე უფრო საშიშია, დადე კალამი,
შენ პოეზია არ გეგონოს რაღაც თამაში.
შენი სხეულით იკვებება, ხშირად გაციებს,
არ დაგაძინებს, არ დაგითმობს მაინც ამ ღამეს
და დღემდე შენში დაგროვებულ ინფორმაციას
ხის თეთრ თოკებზე გამოფენს და გამოამჟღავნებს.
ხერხემალში ყავს ჩატნეული სული ნემსივით.
დგანან ოთახში თხელი მხრებით შიშის ლურსმნები.
თითქოს ფიქრებმა გადაისხეს ტანზე ბენზინი
და საფეთქლებზე ხტუნაობენ ცხელი ქუსლებით,
ალბათ ამიტომ ესპანელი, ფრანგი, განელი,
სიკვდილს ანდობენ მახვილ დაშნებს, ტყვიებს, ხან ხარებს.
მე კი მინახავს მოწამლული კაცი გრანელით
გუბეში მთვარეს რომ ახრჩობს და მერე ხარხარებს.
ამიტომ ვამბობ : საშიშია, დადე კალამი!
ძალიან ცოტამ მოუძებნა სწორი ხერხი მას...
სარკეში ისე იყურება ოდეკოლონი,
თითქოს დგომისგან იტკიებდეს ისიც ხერხემალს.

ა.ჯანჯღავა
 
nukriaДата: ორ, 13.11.2017, 19:33 | Сообщение # 304
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუმც ვარდებს ჩემთვის
აღარ სცალიათ
და კოჯრის გზებიც დანისლულია,
გიგონებ მაინც,
ისე ძალიან
რომ მაისს შენი ტანის სუნი აქვს...

და მოლოდინით თუ არ ცახცახებს
შენი გულმკერდის ორი გვირილა ,
ეს მონატრება იქნებ არცა ღირს
არც გაჩუმებად,
აღარც ყვირილად...

არც იმ სიცოცხლით
ღირს აღტაცება
რასაც სიცოცხლის ფასად ვეცადე.
რადგან შორსაა -
მუხლზე დაცემას
ამაღლება რომ ერქვა ზეცამდე.

და აბურდული ბედის დავთრები
უფლის განგებით დანისლულია...
...მე ისე ვკვდები
და მენატრები -
სიკვდილსაც შენი ტანის სუნი აქვს ...

ვასილ ბესელია
 
nukriaДата: ხუთ, 16.11.2017, 19:35 | Сообщение # 305
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარცრა ავშალათ გრძნობები,
როგორაც ეგ შენი თმაია,
მიწასაც რაადამ ვშორდები,
შენ კი ვერ გელევი თაია.
მზე ჩასვლას ლამობდა დილითავ,
შენამდეც საძნელო გზაია,
გვცოდნოდა ნათესს ვერ ვიმკითავ
ხომ აღარც დავთესდით თაია.
სად მიხოლ??? ცოტა ხანს დაიცა,
ან ლექსებ უშენოდ რაია,
ვგონობდი ქვეყანა დაიქცა,
ჩემთან რომ არ იყავ თაია.
ხევსურებს ტაბლასაც გაუწყობ,
თან შენი ღიღინის ხმაია,
მამაშენს მე უნდა ვაუწყო,
რომ მარტო ჩემი ხარ თაია.
ეხლა კი წავედი,შაბნელდა,
ჩემამდეც სავალი მთაია,
სარკმლიდან სველ თვალებს მაბნევდა,
უჩემოდ დამრჩლი თაია.
|თემო არაბული|
 
nukriaДата: ხუთ, 16.11.2017, 19:41 | Сообщение # 306
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და დაგხატავ სუნთქვით, ნეტარს!
დილის ცვრად რომ შეგსვამ ვნებით,
მზის კულულებს დამფენ გულზე,
შენი ტუჩის კოცნით ვტბები...
და დაგინთებ სანთლად სულზე!
შენი კანის თრთოლვას ვიგრძნობ,
გულის ცემით დავთვრე შენთან,
შემიყვარდე ძლიერ, ვინძლო...
და დაგხატავ სუნთქვით, ნეტარს!
(გიორგი გიგაური)
 
nukriaДата: ხუთ, 16.11.2017, 19:50 | Сообщение # 307
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულის თვალები აქვს გოგონას,
იმ თვალებში ხევსურეთის კესანე,
 
nukriaДата: ხუთ, 16.11.2017, 19:53 | Сообщение # 308
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა შეცვალა დღევანდელმა დღემ?
- არაფერი.
კიდევ ერთხელ ჩავიცვით
და გავიხადეთ ტანსაცმელი,
ტკივილები კი ზედ გვახმება,
ვერ შევიხსენით მაჯებზე,
ყელზე...
...
დავდივარ ქუჩებში და ვფიქრობ:
მხოლოს ის, რომ იცოდეს, როგორ მიყვარს,
მხოლოდ ის, რომ იცოდეს, როგორ მიყვარს,
მხოლოდ ის, რომ იცოდეს, როგორ მიყვარს...
და გზა თავისით მიდის სახლამდე.

(ნიკა ჩერქეზიშვილი)
 
nukriaДата: ხუთ, 16.11.2017, 19:56 | Сообщение # 309
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხალხი რას იტყვის?ის თქვან რაც უნდათ.
სად არის ხალხი როცა შენ გტკივა,
ან თუნდაც მაშინ როცა მარტო ხარ,
ან ცხელ ზაფხულში სასტიკად გცივა?
სად იყო ხალხი როცა შენ გაჩნდი
და ჩასუნთქვისას იგრძენ ტკივილი...
მარტო იყავი სანამ აქ მოსვლის,
რთულ და მძიმე გზას გამოივლიდი...
და როცა წასვლის ჟამი დადგება,
მაშინაც ვიცი, იქნები მარტო...
სიკვდილს პირისპირ შეეფეთები,
რაც უნდა ბევრი, ხალხმა იდარდოს...
ხალხი რას იტყვის?რაც უნდათ ის თქვან.
სინდისთან იყავ მართალი მარტო...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
გვერდი 31 დან«12293031
ძებნა:

მოგესალმები Гость