ლექსები - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 16:59 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ.

ზვიად რატიანი
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 17:07 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ მოგიარე, ვერ შევასრულე
დანაპირები, აღთქმული, თქმული...
ბედნიერება იქცა წარსულად,
დაკოჭლებული ქვითინებს გული.
ვეღარც გული და ვეღარც გონება
ვერ დაგივიწყებს ვერც ერთი წუთით...
ჩემთვის ეს გაყრა თუ განშორება
ღმერთთან პირისპირ დარჩენას უდრის.

ოთარ ჭილაძე
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 17:10 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი.

ტკივილი ცოტათი დამიამე.
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თვალებში შუქივით შეიჭერი.

შემივსე საგულე ცარიელი
და,ნიშნად ხელახლა დაბადების,
სიმხნევე მაღირსე წამიერი,
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.
არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,
ირწმუნე სათქმელი განდობილი,
მაღირსებ ოცნების შესრულებას?
ცოტასიც დავრჩები მადლობელი.

ჰო,მაგრამ მარტოდენ ბოდვებია
ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,
სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენოდ დასასრული.

და იწვის ბუხარში წუხანდელი
წერილი,კუნძივით მობრიალე,
სტრიქონებს ედება ჟრუანტელი:
მარტო ვარ,მომხედე, მომიარე!

ლურჯ კვამლად იერთებს სკვამური
ლიცლიცა ღამეებს,საღამოებს
და როგორც ვეება სალამური,
ოთახში აკვნესებს სალამურებს.

ქარს მიაქვს ნაშთივით მქარე ბოლი
და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,
ვით გულის ჯიბიდან ვალიდოლი,
აბებად გულისკენ გადასული.

თავზე ცა მემღვრევა შავ ზღვასავით,
მეწყება უწყალო განსაცდელი,
გამიგე,შენს გარდა აღარსაით
არ მქონდა,არცა მაქვს გასაქცევი.

ტკივილი ცოტა ხნით დამიყუჩე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ხომ ხედავ,კუნძივით გავირუჯე,
ჰაერში კვამლივით შევიჭერი.

ოთარ ჭილაძე
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 17:19 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზაში მათხოვარმა ხელი გამიწოდა,
დამეხმარეო, მთხოვა,
ბინძურ სამოსში თავი ჩამალა და
თხოვნას მოაყოლა ოხვრა.

მცივა ვკანკალებო, მშია მაჭამეო,
იქნებ არ დარგრჩეო ვალში,
ზურგს ნუ შემაქცევო, ოჯახს მილოცავდა,
თვალს არ მისწორებდა თვალში.

მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე,
გულზე არ დავუშვი თხოვნა,
რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვრებში
ნამდვილ მათხოვარის პოვნა,

მერე ეკლესიის ხატებს მივაშურე,
ლოცვას ვჩურჩულებდი გულში,
უცებ უხილავი ხმები შემომესმა,
რაგაც ჩამჩურჩულეს ყურში.

უფლის ხელი ვიგრძენ მხრებზე შემეხო და
შიში შემეპარა ხმაში,
შენ რომ იმ მათხოვარს თვალი აარიდე,
ის მე ვიყავიო მაშინ.

გული შემეკუმშა, სული დამეხშო და
სისხლი გამიჩერდა ძარღვში.
ასე გამომცადა გზაში უფალმა და
ცოდვა დამანახა წამში.
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 17:21 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა ეჭვქვეშ დავაყენებ ყველა რწმენას,
სიცილად რომ არ მეყოფა შუქნიშნები,
როცა ყელზე დამადგება დიდ-ქალაქი,
ავირევი, მაგრამ რომ ვერ შევიშლები;
ნიღბის მიღმა სანამ სახე კიდევ მიხურს,
სანამ მტკივა ბორკილები და ხუნდები,
გავიქცევი, სოდომიდან გავიქცევი,
და ბავშვობის სამოთხეში დავბრუნდები!
გზები ცოტა შეპრენკილი, ფხუკიანი,
დეკემბერი - ფერწასული რიყის ქვებზე,
მე ჩემს მუხლებგადაყვლეფილ სიყმაწვილეს,
აქ რომ დამრჩა წლების უკან, აქვე ვეძებ.
ჩემი ნახვა აქ სხვაგვარად უხარიათ,
"მოი ნენა? როის მიხვალ ?" ჩაძიებით,
"ბჟუტურობენ რაცხას" ჩემი გურულები,
ხან "აბდლები", ხანაც "გესამანიები".
აქ რატომღაც ზამთარშიც კი თბილა ისე...
ორღობეში ითელება ხურმის თექა,
აკვესებენ სიტყვებს, როგორც მწველ ნაპერწკლებს
და ჩვევად აქვთ ორნახადით ღამისთევა...
გზები ცოტა შეპრენკილი, ფხუკიანი
და კაკლები - საპატიო ყარაულში;
ხომ მერე რა, ხომ ისეთი არაფერი,
მაგრამ ჩემთვის - უტკბილესი სასწაული..

ეკატერინე ვანიძე
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 17:43 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბასთუმანი — ხაბაზთუბანი…
მზემ ფანჯრებიდან შემოანათა.
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
ჩემი პალატა, თეთრი პალატა.
ჩემი სიმღერის ეშხით მიმქრალი
ქერათმიანი ექიმი ქალი,
კელაპტარივით ჩემთვის დამწვარი
და სანუკვარი სიკვდილის დღემდე…
კვირაში ერთხელ თეთრი საცვალი
მოხეტიალე ცხოვრების შემდეგ…
სანთლით შუაღამის აკელაპტრება
და გატეხილი სიცხის საზომი…
წევხარ, ოცნებობ და გენატრება.
ოდაში რომ დგას, ის ხის საწოლი.
განა ოდესმე დამავიწყდება
აბასთუმანში თავდავიწყება?
თეთრ მაგიდაზე წიგნების გროვა,
ცისფერ ვაზაში ნაძვის რტო მწვანე,
ოცნება: თბილისს წასვლის დროც მოვა,
მიიწურება აგვისტო მალე!
აბასთუმანი - ხაბაზთუბანი…
მზე ფანჯრებიდან მოიპარება,
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
თავდავიწყება და ნეტარება.

ლადო ასათიანი
 
nukriaДата: შაბ, 09.09.2017, 18:35 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;
ყველაფერი წამიგია _
მეგობრები მაკლდება.

ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან _
მშვენიერად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება _
წასულან და წასულან!

და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო _
რაც მომხვდება, ვიყვირო.

მურმან ლებანიძე
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 22:21 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- კვლავ მოვიცალეო,
ჩიტები ხეზე გალობენ:
- უფალო შეგვიწყალეო.
- შენ დაიფარე ქვეყანა
- ღვთისმშობლის იბერთ მხარეო,
- მოგვეც სიბრძნე და შენდობა
- შუღლისგან დაგვიფარეო.
- მტრისა და მოყვრის გარჩევით
- თაობა განგვისწავლეო,
- ცრუ პატრიოტნი ამხილე
- ერთგულნი მოგვიმზადეო.
- ყველას ოჯახში ბარაქა
- შრომითვე განგვიმრავლეო,
- ქვეყნის დამცველი მთავრობა
- ლოცვითვე მოგვიყვანეო.
- ქართული ემიგრაციის
- მადლიერ კვლავ გაგვხადეო,
- შენ დაუბრუნე სამშობლოს
-ერთობით გაგავახარეო.
- ეროვნულ ჯარის აწყობა
- სიბრძნითვე შენ გვასწავლეო,
- დილაა მართლაც ნათელი
- უფალო შეგვიწყალეო
 
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 00:24 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
**** შორს გვაქვს კარავი ! ****
~~~~~~~~~~~~~~

კუ, რომ გარბოდეს ჯირითზე!
კოჭლი ცეკვავდეს ფერხულსა!..
ვინ გაგვინათოს პირიმზე?..
ვინ უსალბუნოს ჩვენს გულსა?!

თოკს ვით გადუკვნეტს ლომს ვირთხა,
თუ გაბმულია კუდითა!.
უფალთან მისვლა ვინ გვითხრა?
თუ გზით მივდივართ მრუდითა?!!

თუ გემს ბრმა მართავს მესაჭე...
როგორ მიადგეს კბოდესა?!
თან ეგზარქოსი ყელს გვაჭერს!
ქარიც, ავქარად მოგვსდევსა!

ვინ გაგვინათოს ნათელი?..
ვინ დაგვაყენოს გზას სწორსა?!
ვინ დადო თაფლის სანთელი...
საპარაფინო სასწორსა?!!

თუ ამ კითხვებზე პასუხი,
ჯერაც არ გასცა არავინ!..
დაგვუფლებია მთლად სუსხი...
შორს გვაქვს უფლისგან კარავი!!!

/ ამირან თოდუა /
 
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 00:33 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"რომელთაც გრდემლზედ გაჰკვერეს
მის დასაბმელად ჯაჭვიო,
არ შეიბრალეს მართალი,
გაგზავნეს ტყვედა მთაშიო."
1884 წ. 13 დეკემბერი
( ვაჟა-ფშაველა; ტომი-1 ლექსი-1 ა მ ი რ ა ნ ი )

მეცხრამეტეში, ვაჟკაცო!
ვაჟო, შენ ვაჟად ქებულო!..
ლექსს, რომ მიწერდი მართალსო...
მე მაგას ახლად ვგებულობ!!

თუმც ბევრი ღონე იხმარეს...
ყველა დროების ვაჟებმა!..
მართალი არ გაგვიხარეს
ავკაცებმა და ქაჯებმა!!

არ დააცალეს ფინიას,
ჯაჭვი გალოკოს ბოლომდის!..
გაუწყალია ტვინია...
დღესაც ავ-მჭედლის მოლოდინს!

გამოჩნდებიან მალ-მალე,
გულმწყრალი, ავი მჭედლები!..
მათ ვაჟთა გული დაღალეს...
ბევრნიც გამხდარან დედლები!!

გადაგვიგვარდა რჯული და...
მთლად შეგვიჩვენდა ჯიშიო!..
კერპად გვქცევია ფული და...
ისმის ვაი და ვიშიო!!

მრავალი იშვას შენებრი!
მაღლა, არაგვის პირასა!..
გაღვივდნენ სისხლის ფენები!
დღეს ჩვენი ვაზის ძირასა!!

სულში აგვენთოს ნათება...
შორს ღალატიცა და შურიც!..
გულს ახარებდეს ხატება,
ვ ა ჟ ა ს ი, ვაჟად-ვაჟურის!!

დღეს მე ვწერ შენზე ვაჟკაცო!
ლექსით აგივსებ ხელადას!..
დევთა ხოცვას კი, ვზარმაცობ!
ვერ გამოვდექი ცელადა!!

მაგრამ... ფიცსა ვდებ წინაშე!
ვ ა ჟ ა ს ი - არწივთ მ ე ფ ე ს ი !..
არ გავაკარებ ზედაშეს...
მუმლსა მუხასა შეთესილს!!!

/ ა მ ი რ ა ნ ი /
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ძებნა:

მოგესალმები Гость