აალეკო ჩინჩალაძე - Page 13 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 13 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 11
  • 12
  • 13
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
აალეკო ჩინჩალაძე
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 23:35 | Сообщение # 121
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიხარია , რომ ანთია
შენთან მწვანე.
როდის მომწერ?
ან რას მომწერ?-
ვითვლი წამებს .
გეშინია?-
ვტოვებ ცამეტს .
მიწა სითბოს მომაგებებს.
ალბათ , ცა - მეტს .
...მიხარია , რომ ანთია
შენთან მწვანე .
სანან მომწერ,
მიცემს გული
სწრაფად ,
მწვავედ......

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 18:31 | Сообщение # 122
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიღვიძებთ.
ვწვებით.-
ჩვენ ვლოცულობთ:
" მამაო ჩვენო!"
ვლოცულობთ შენზე ,
რომ ეშმაკი არ მოგვეჩვენოს.
მარადი იყოს ქვეყანაზე სუფევა შენი !
მოდგმას ქართველთა მხოლოდ შენი
სახელი შველის .
პური არსობის მოგვაწოდე .
ცოდვა შეგვინდე .
როცა მოვკვდებით, გვიპატრონე.
შენთან შეგვნივთე.
ნუ მოგვივლინებ განსაცდელსა.-
სახეს ბოროტთა.
შენგან აღსრულდეს მორწმუნეთა
ყველა ბოლოთქმა!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 18:34 | Сообщение # 123
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიდხანს ნატრობდნენ წვიმას , მსმენია .
დღეს დედამიწა წვიმის მსმელია .
და ყველაფერი ახლა სველია.-
დედამიწისთვის ეს საშველია .

დარბილებულა მიწა ხრიოკი
და წვიმისიგან წყურვილს იოკებს.
ვაღვიძებ ჩემში ახლა დიოგენს.
დავდივარ .
ვეძებ.
ვიღლი იოგებს .

ალეკო ჩინჩალაძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
  • გვერდი 13 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 11
  • 12
  • 13
ძებნა:

მოგესალმები Гость