აალეკო ჩინჩალაძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 2 დან«12341213»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
აალეკო ჩინჩალაძე
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:32 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვგულშემატკივრობ " ბარსელონას: , ხანაც "ლაციოს".
როგორა ცივა , ჰორაციო! როგორ აცივდა!
"ბევრი რამეა საკვირველი , ო , ჰორაციო!"
ეს პოეტური აღტკინებაც საზღვარს გასცილდა.
ვღებულობ დღიურ ულუფებად , როგორც რაციონს.
მოუტანია ბარში წყალი მტკვარს და , რაც იორს.
და მაქვს კავშირი სამყაროსთან , მე , ურაციოდ.-
ესეც ხომ არის საკვირველი? - ო , ჰორაციო !
ხომ არ გაწვიმდა შენს ბაღებში? ხომ არ გაწვიმდა?
საკვირველია ბევრი რამე , ო , ჰორაციო !
წვიმამ წაშალა ნაკვალევი. თოვლმა გაწმინდა.
სითბოდ ვაქციოთ , რაც ცივია. სითბოდ ვაქციოთ !
გულზე მომედო ყველაფერი , კარგი , რაც მინდა.
და სიყვარული მომენატრა , მე , უსანქციო.
ფერი იცვალა ფოთლებმა და ხეებს დასცვივდა.
ეს ხომ არაა საკვირველი ? - ო , ჰორაციო ! ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:33 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვგულშემატკივრობ " ბარსელონას: , ხანაც "ლაციოს".
როგორა ცივა , ჰორაციო! როგორ აცივდა!
"ბევრი რამეა საკვირველი , ო , ჰორაციო!"
ეს პოეტური აღტკინებაც საზღვარს გასცილდა.
ვღებულობ დღიურ ულუფებად , როგორც რაციონს.
მოუტანია ბარში წყალი მტკვარს და , რაც იორს.
და მაქვს კავშირი სამყაროსთან , მე , ურაციოდ.-
ესეც ხომ არის საკვირველი? - ო , ჰორაციო !
ხომ არ გაწვიმდა შენს ბაღებში? ხომ არ გაწვიმდა?
საკვირველია ბევრი რამე , ო , ჰორაციო !
წვიმამ წაშალა ნაკვალევი. თოვლმა გაწმინდა.
სითბოდ ვაქციოთ , რაც ცივია. სითბოდ ვაქციოთ !
გულზე მომედო ყველაფერი , კარგი , რაც მინდა.
და სიყვარული მომენატრა , მე , უსანქციო.
ფერი იცვალა ფოთლებმა და ხეებს დასცვივდა.
ეს ხომ არაა საკვირველი ? - ო , ჰორაციო ! ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:33 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიყავ შვილიშვილი ბაბუა სანდროსი.
მხიბლავდა მესხი და გარინჩა ,
სანტოსი .
მე მახსოვს ხარები შებმული კალოში.
და მეცვა ტალახში პრიალა კალოში .
ოცნებით აღვსილი , ვიყავი გავროში .
არ მქონდა ცდუნება კაპიკის
არც გროშის .
ეს უკვე ვის ახსოვს ახლანდელ ამ დროში .
სული გამინათლოს ბაბუა სანდროსი,
მისგან შევისწავლე , რა მეთქვა , სად , როდის! ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:33 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ექიმთან ვიზიტი
( მეორე ვარიანტი- სალაღობო) მთელი ღამე ვბორგავდი და მაციებდა.
შენთანა ვარ , წოდებული პაციენტად. ..და , ვარ შენი მადლიერი პაციენტი .
მორჩენილმა ლოყას გიყო პაჩი ერთი . ავადა ვარ სიყვარულის ბაცილებით,
ვიდრე ვიყავ , მე , იმაზე გაცილებით . წინ ნაბიჯი , ვინც აქა ხართ , ამ ცვლილებით .
უკან დარჩით ვაქცინებით აცრილები . და ციმციმებს შუქი ლურჯი ემერჯენსის
რაც მომარჩენს , ის წამალი , ჯერ ვერ შევსვი.))))))))))))) ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:34 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე მეალერსება დენდივით პეწიანს.
ამ ღიმილს , ვით სმოსს , მე მუდამ ვირჩევდი .
ეს დილაც განსჯით და ფიქრებით მეწვია .
გულთან მყავს , მე სითბო გადმომცა ვინც მეტი .
თუ ამჩნევთ , ჩემ თვალში დირე , ან ბეწვია ,
ვინმემ ამომიღეთ,
საჩქაროდ ,
პინცეტით.
კეთილი სურვილით მე თქვენ გულს მივწვდები.
რასაც ვწერ , მოტივი
იმაზე მეტია .
სიცოცხლის ნახევარს ამდღისთვის მივცემდი .
და ჩემი ფიქრები თქვენ ბილიკს ერთვიან.
სამყარო,
სადაც ვართ ,
მუდმივად ერთია .
სითბოთი ვივსები.
სევდისგან ვიცლები .
განმსჯელი ყოვლისა უფალი ღმერთია.
ცუდია , თუ კარგი-
მე რომ არ ვიცვლები!?
ერთია , გულისთქმას მოჰყვება ვინც ნებით .
ხმას როგორ გავიღებ-
ჭიკჭიკებს მზეწვია .
..... და , ისევ ,
იმგვარად ,
ფერადი ფიქრებით,
ეს დილა ,
როგორც სხვა,
ღიმილით მეწვია . ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:34 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ღამე სიზმრის დესპანებს მისევს.
მეც რუსთველივით თავს ვიგრძნობ მესხად.
როგორც რაინდმა ძალა შევივსე,
რომ ქაჯეთიდან ნესტანი მეხსნა .
ათასჯერ ნათქვამს დღეს გეტყვი ისევ .
მაინც მოგაწვდენ შორიდან მე ხმას..
სიცარიელეს გულისას მივსებ.
ჩემ გასახარად მოსულხარ ქვეყნად .
მე დავივალე , მეთესა ,
მეხნა .
ედემის ახლოს გვეცხოვრა ღირსებს.
გადაიარა წვიმამ და მეხმა
და ქარი ებრძვის ჩვენ შორის ნისლებს .
შენთან ვარ მაინც .
შენთან ვარ ისევ.
ამომავალ მზეს შევხარით ერთხმად .
სიცარიელეს გულისას მივსებ.
ჩემ გასახარად მოსულხარ ქვეყნად . ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:35 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ეკლესია მლოცველს ვერ იტევს.
სანთლის სურნელი სულში ალდება.
ყველა უწმინდურს რწმენით ვერიდე .
მიცავს ქრისტე და ფერისცვალება .
მტერ- მოყვარესთან მე ვარ შემრიგე .
მინდა ზეცაზე ხელის წავლება .
მე ვუერთდები ქრისტეს შეგირდებს
და ვეწაფები , რაც მესწავლება.
....დღეს კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ
უფლის სასწაულს -
ფერისცვალებას! ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:35 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყოველ დილით ჩემ სარკმელში შემოფრინდი!
გზა გულისკენ ყვავილებით დამიფერდე .
მიხარია , რომ ხარ ჩემთან ,
მუდამ , გვერდით.
ხარ მალამო ჩემი გულის .
სულის -ბრენდი.
ჩემი დილა და საღამო ,
ანუ - "ფრენდი".
მეცხრე ცაზე
ფრანა-ფრენით,
სითბოში და სიყვარულში
დამიბერდი. ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:36 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ღამე სიზმრის დესპანებს მისევს.
მეც რუსთველივით თავს ვიგრძნობ მესხად.
როგორც რაინდმა ძალა შევივსე,
რომ ქაჯეთიდან ნესტანი მეხსნა .
ათასჯერ ნათქვამს დღეს გეტყვი ისევ .
მაინც მოგაწვდენ შორიდან მე ხმას..
სიცარიელეს გულისას მივსებ.
ჩემ გასახარად მოსულხარ ქვეყნად .
მე დავივალე , მეთესა ,
მეხნა .
ედემის ახლოს გვეცხოვრა ღირსებს.
გადაიარა წვიმამ და მეხმა
და ქარი ებრძვის ჩვენ შორის ნისლებს .
შენთან ვარ მაინც .
შენთან ვარ ისევ.
ამომავალ მზეს შევხარით ერთხმად .
სიცარიელეს გულისას მივსებ.
ჩემ გასახარად მოსულხარ ქვეყნად . ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:36 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი "ფრენდი"- სულის ბრენდი ყოველ დილით ჩემ სარკმელში შემოფრინდი!
გზა გულისკენ ყვავილებით დამიფერდე .
მიხარია , რომ ხარ ჩემთან ,
მუდამ , გვერდით.
ხარ მალამო ჩემი გულის .
სულის -ბრენდი.
ჩემი დილა და საღამო ,
ანუ - "ფრენდი".
მეცხრე ცაზე
ფრანა-ფრენით,
სითბოში და სიყვარულში
დამიბერდი. ალეკო ჩინჩალაძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
გვერდი 2 დან«12341213»
ძებნა:

მოგესალმები Гость