აალეკო ჩინჩალაძე - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
აალეკო ჩინჩალაძე
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:36 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბოლო გაჩერება
" გთხოვთ , გაათავისუფლოთ ვაგონები!" ლოცვას მივენდობი,
ვით ნებისმიერი,
მეუფეების და მიტროპოლიტების.
წუთებში იცვლება ცხოვრების იერი,
როგორც სადგურები მეტროპლიტენის . განგებამ ყველა აქ შეგვყარა ...
ჩაგვისვა .
როგორი მთქმელიც ვარ , გამიგებს გამგები.
ზურგს უკან ვიღაცა კითხულიბს:
- ჩადიხართ?
- მე არ მაქვს პასუხი და გვედზე გავდგები . ... და მივალ ფიქრებით საწოლთან ამაღამ.
- ყველა მორჩილია , რაც ბედმა უჩარხა .
- ბოლო გაჩერბა ! - ცხადდება ხმამაღლა.
თუ კარგი ბიჭი ხარ დარჩი და ნუ ჩახვალ! ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:37 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერც წლები და ტვირთი
ჯერ ვერ მიცვლის იერს.
გაკოცებდით ახლა
გულში , ნებისმიერს.
სანაგვეში არ ვყრი , თუნდაც დამჭკნარ იებს .
და სიცოცხლის კერის არ ვთმობ ინტერიერს.
ჩემი მზერა ახლა მთელ სამყაროს უვლის .
მზესაც კი აქვს თვალი
ტკბილად მილულული.
დამადგება ფიქრი-
თოფი ვიწრო ლულით.
თავს მახსენებს დილა -
ღამის მიწურული .
მაქვს თამამი გული
ნიტროგლიცერინით.
პოსტ სკრიპტუმი ნახეთ
ქვემოთ მიწერილი.
სიყვარულს წიბო
სულს მაქვს მიწვერილი. P . S . მითხრეს ყველას უყვარს
რაღაც , ახალიო.
და ვიტოვებ სათქმელს
ზოგსაც ,სახვალიოდ . ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:37 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერც წლები და ტვირთი
ჯერ ვერ მიცვლის იერს.
გაკოცებდით ახლა
გულში , ნებისმიერს.
სანაგვეში არ ვყრი , თუნდაც დამჭკნარ იებს .
და სიცოცხლის კერის არ ვთმობ ინტერიერს.
ჩემი მზერა ახლა მთელ სამყაროს უვლის .
მზესაც კი აქვს თვალი
ტკბილად მილულული.
დამადგება ფიქრი-
თოფი ვიწრო ლულით.
თავს მახსენებს დილა -
ღამის მიწურული .
მაქვს თამამი გული
ნიტროგლიცერინით.
პოსტ სკრიპტუმი ნახეთ
ქვემოთ მიწერილი.
სიყვარულს წიბო
სულს მაქვს მიწვერილი. P . S . მითხრეს ყველას უყვარს
რაღაც , ახალიო.
და ვიტოვებ სათქმელს
ზოგსაც ,სახვალიოდ . ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:37 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზემ შენთან ერთად პირი იბანა.
ბიბინებ ქარში ყანა უმკალი
და მეშინია, გასათიბავად
არ მოგეპაროს ვინმე წუნკალი . სინამდვილეა ყველა იგავი ,
და , იმდენად ვარ შენით ნატიფი ,
არ შემოგიჩნდეს ვინმე , მთიბავი-
ფეხებს დამიჩხვლეტს ყანა ნათიბი . მე გული მტკივა , როცა თიბავენ
თუნდაც ამაშიც ვერ გავერკვიე .
გულზე ყვავილებს რისთვის იბნევენ?
რატომ უწერენ სიკვდილს რექვიემს . მზემ შენთან ერთად პირი იბანა.
ბიბინებ ქარში ყანა უმკალი
გდარაჯობ მუდამ , გასათიბავად
რომ არ მოგადგეს ვინმე , წუნკალი . ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:37 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადაიარა აგვისტოს ხვატმა
და ხახამშრალი დატოვა მიწა.
ჩამოიდინა მირონი ხატმა
და მისი მადლი მტრისაგან მიცავს.
მზე ტროპიკული კანს ისე მიწვავს,
თითქოს და სხეულს შეუნთეს ალი.
მე ამ ლექსს , როგორც დალალებს , გიწნავ.
და მუდამ შენკენ მიჭირავს თვალი .
ჯობია ასე , დაე გვაცხუნოს .
მზემ ოქროსფერმა , დიდმა და მრგვალმა.
მადლი სიცოცხლის ღმერთმა აცხონოს.
სულში არასდროს ჩამოდგეს გვალვა .
გადაიარა აგვისტოს ხვატმა.
გადაირია ბუღისგან მიწა.
ჩამოიდინა მირონი ხატმა
და დამშვიდა აქ მიწა , იქ - ცა . ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:37 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ მაჩუქე გული წრფელი.
ჩემი - მე შენ..
ბრძოლისათვის მომამზადე , ანუ მგეშე.
თუ დავეცე , მომე ხელი.
მანუგეშე.
შემოვიდე შენ სენაკში რომელ კარით?
აღტაცების ზარს მქუხარედ შემოჰკარი.
სიბნელეში გამინათე- მომე კვარი .
თუ შემცივდა , მადლი ქენი-
მომეკარი.
პალიტრიდან აირჩევდი რომელ ფერებს?
დავლევ შენი ფიალიდან ახლაც ... მერეც.
დამწვარ გულზე , ვით ნიავი , სული მბერე.
...შენ თუ მიხვდი , მე ამ ლექსით მოგეფერე. ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:38 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თავისუფლებას ჩემი სიტყვების
ასიდან მხოლოდ მპატიობს სამი.
და მაინც ისევ იმ გზას მივყვები-
სამისთვის თვალი პატიოსანი. .. და , უფლის გარდა არ ვთხოვ არავის
არც შეწყალებას , არც მოწყალებას ,
მის ახლოს მიდგას მუდამ კარავი
და სული ჩემი მისით ალდება. ჩემ შორიახლო ვისაც უვლია ,
ყველას , კეთილს , თუ უსიმპატიოს,
გულს არ ვაკარებ ფიქრებს შუღლიანს.-
რაც თავი მახსოვს , ყველას ვპატიობ . ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:38 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეუფეო ზეცათაო !
ნუგეშმყვე !
შვიდგზის შინა დღესა
გაქებდე შენ !
მომეც პური არსობისა ! ....
ზედაშეც ! განმწმინდე ყოველივე
ბიწისათა !
განმაშორე ცთუნებული
ბიჯისაგან !
მომანიჭე სიყვარული მე
ძმისათა !
დამიმკვიდრე სასუფეველი
შიგან ცათა ! მე - არარაისი სხვისი
მჩემნი.
.....აკურთხე სამკვიდრებელი
ჩემი !
აცხოვნე ,სახიერო, სულნი
ჩვენნი ! ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:41 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემთვის არიან მატლი ,
კურკები,
რუსეთია , თუ აქვე თურქები,
მიწა , რომელიც მათ არ ეკუთვნით ,
ყელზე დაადგეს ყველას ურგები.
თურქებისათვის ჩვენ ვართ გურჯები.
"გრუზინები" ვართ- რუსის ურჩები.
გავანიავოთ ტვინის უჯრები,
თორემ განსაცდელს ვერ გადვურჩებით!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:42 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიხარია , რომ ანთია
შენთან მწვანე.
როდის მომწერ?
ან რას მომწერ?-
ვითვლი წამებს .
გეშინია?-
ვტოვებ ცამეტს .
მიწა სითბოს მომაგებებს.
ალბათ , ცა - მეტს .
...მიხარია , რომ ანთია
შენთან მწვანე .
სანან მომწერ,
მიცემს გული
სწრაფად ,
მწვავედ......

ალეკო ჩინჩალაძე .
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
ძებნა:

მოგესალმები Гость