აალეკო ჩინჩალაძე - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
აალეკო ჩინჩალაძე
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:45 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვგულშემატკივრობ " ბარსელონას: , ხანაც "ლაციოს".
როგორა ცივა , ჰორაციო! როგორ აცივდა!
"ბევრი რამეა საკვირველი , ო , ჰორაციო!"
ეს პოეტური აღტკინებაც საზღვარს გასცილდა.
ვღებულობ დღიურ ულუფებად , როგორც რაციონს.
მოუტანია ბარში წყალი მტკვარს და , რაც იორს.
და მაქვს კავშირი სამყაროსთან , მე , ურაციოდ.-
ესეც ხომ არის საკვირველი? - ო , ჰორაციო !
ხომ არ გაწვიმდა შენს ბაღებში? ხომ არ გაწვიმდა?
საკვირველია ბევრი რამე , ო , ჰორაციო !
წვიმამ წაშალა ნაკვალევი. თოვლმა გაწმინდა.
სითბოდ ვაქციოთ , რაც ცივია. სითბოდ ვაქციოთ !
გულზე მომედო ყველაფერი , კარგი , რაც მინდა.
და სიყვარული მომენატრა , მე , უსანქციო.
ფერი იცვალა ფოთლებმა და ხეებს დასცვივდა.
ეს ხომ არაა საკვირველი ? - ო , ჰორაციო !

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:45 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაუდის ყავლი დაულეველ წვეთებს და წამლებს.
არ შემოაღებს კარს არც ერთი - დედა და მამა.
გადააბიჯეს უფლის ნებით სიცოცხლის სამანს.
და , როგორც ერთ დროს , ერთ საწოლში -
საფლავში წვანან

მობჯენილია ყელში განცდა ყოფნა-არყოფნის.
მათ შესანდობარს ჭიქა ღვინო მართლა არ ყოფნის .
აქ არის ახლა სინამდვილის მწარე ნაყოფი.-
აღმართულია ყვავილებით ბორცვი გამყოფი .

აგვისტოს მზეა . ვით სანთელი ბალახი წვა მან .
როგორც სიზმარი , ფიქრი მწველი , მოვა და წავა .
დედა და მამა მიირთმევენ ზეციურ წამალს .
და , როგორც ერთ დროს , ერთ საწოლში-
საფლავში წვანან .

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:45 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბოლო გაჩერება
" გთხოვთ , გაათავისუფლოთ ვაგონები!"

ლოცვას მივენდობი,
ვით ნებისმიერი,
მეუფეების და მიტროპოლიტების.
წუთებში იცვლება ცხოვრების იერი,
როგორც სადგურები მეტროპლიტენის .

განგებამ ყველა აქ შეგვყარა ...
ჩაგვისვა .
როგორი მთქმელიც ვარ , გამიგებს გამგები.
ზურგს უკან ვიღაცა კითხულიბს:
- ჩადიხართ?
- მე არ მაქვს პასუხი და გვედზე გავდგები .

... და მივალ ფიქრებით საწოლთან ამაღამ.
- ყველა მორჩილია , რაც ბედმა უჩარხა .
- ბოლო გაჩერბა ! - ცხადდება ხმამაღლა.
თუ კარგი ბიჭი ხარ დარჩი და ნუ ჩახვალ!

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:46 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე

ვერც წლები და ტვირთი
ჯერ ვერ მიცვლის იერს.
გაკოცებდით ახლა
გულში , ნებისმიერს.
სანაგვეში არ ვყრი , თუნდაც დამჭკნარ იებს .
და სიცოცხლის კერის არ ვთმობ ინტერიერს.
ჩემი მზერა ახლა მთელ სამყაროს უვლის .
მზესაც კი აქვს თვალი
ტკბილად მილულული.
დამადგება ფიქრი-
თოფი ვიწრო ლულით.
თავს მახსენებს დილა -
ღამის მიწურული .
მაქვს თამამი გული
ნიტროგლიცერინით.
პოსტ სკრიპტუმი ნახეთ
ქვემოთ მიწერილი.
სიყვარულს წიბო
სულს მაქვს მიწვერილი.

P . S .

მითხრეს ყველას უყვარს
რაღაც , ახალიო.
და ვიტოვებ სათქმელს
ზოგსაც ,სახვალიოდ .

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:47 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადაიარა აგვისტოს ხვატმა
და ხახამშრალი დატოვა მიწა.
ჩამოიდინა მირონი ხატმა
და მისი მადლი მტრისაგან მიცავს.
მზე ტროპიკული კანს ისე მიწვავს,
თითქოს და სხეულს შეუნთეს ალი.
მე ამ ლექსს , როგორც დალალებს , გიწნავ.
და მუდამ შენკენ მიჭირავს თვალი .
ჯობია ასე , დაე გვაცხუნოს .
მზემ ოქროსფერმა , დიდმა და მრგვალმა.
მადლი სიცოცხლის ღმერთმა აცხონოს.
სულში არასდროს ჩამოდგეს გვალვა .
გადაიარა აგვისტოს ხვატმა.
გადაირია ბუღისგან მიწა.
ჩამოიდინა მირონი ხატმა
და დამშვიდა აქ მიწა , იქ - ცა .

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:47 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტავ , რა მიშველის?-
ჰანგი გონაშვილის.
ცეკვა, რამიშვილის.
ლექსი- გალაკტიონის.
გელათი და სიონი.
(გოლი ?- მესხის. არა - მესის.
ქართველი ვარ . -ასე მესმის!)
ზეცა- საქართველოსი.
ხალხი- ჩემი , დემოსი.
მიწა -გურჯისტანის.
ქალი- საროს ტანის.
სული- აღმაშენებლის,
რაინდული მშვენებით.
რწმენა - ქეთევანის,
ვაზი და მტევანი.
ენა ცურტაველის.
სიბრძნე - რუსთაველის !

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:47 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სიჯიუტის გამო
მე მოვიხდი ბოდიშს.-
ვინა თქვა , რომ სიყვარული
მხოლოდ ერთხელ მოდის .
პოეზიის გურმანი ვარ.
დარდი არ მაქვს მოდის .
და მოვდივარ თქვენთან მუდამ
სიყვარულის ფონდით ,
ნათენები ღამეებით,
შეძენილი ცოდნით .
ნათქვამია , ასე სჯობსო -
გამხელილი ცოდვით .
ქართველებო!- თუ ღმერთი გწამთ ,
მამულისკენ სწორდით!
ცხონდით ორთავ ქვეყანასა,
აქაც , იქაც - ცხონდით!
ღვთისმშობელი მფარველობდეს
დიდგორს!
გელათს!
ჭყონდიდს!

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:47 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილის არმაღანი

რიჟრაჟმა წამოანათა.....
შენ თუ გაუღებ კარს ,
მე ამ გულს , როგორც საჩუქარს,
გამოვაყოლებ ქარს.
როგორ იმგზავრებს ნეტავი?-
გამოვაყოლებ თვალს .
.....და , როდის მოვა შენთან,
წამებს დავუწყებ თვლას .
...შემოგეხვევა გარს ,
შენ თუ გაუღებ კარს.

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:47 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილის არმაღანი

რიჟრაჟმა წამოანათა.....
შენ თუ გაუღებ კარს ,
მე ამ გულს , როგორც საჩუქარს,
გამოვაყოლებ ქარს.
როგორ იმგზავრებს ნეტავი?-
გამოვაყოლებ თვალს .
.....და , როდის მოვა შენთან,
წამებს დავუწყებ თვლას .
...შემოგეხვევა გარს ,
შენ თუ გაუღებ კარს.

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:48 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვედრება ლოცვად !

მეუფეო ზეცათაო !
ნუგეშმყვე !
შვიდგზის შინა დღესა
გაქებდე შენ !
მომეც პური არსობისა ! ....
ზედაშეც !

განმწმინდე ყოველივე
ბიწისათა !
განმაშორე ცთუნებული
ბიჯისაგან !
მომანიჭე სიყვარული მე
ძმისათა !
დამიმკვიდრე სასუფეველი
შიგან ცათა !

მე - არარაისი სხვისი
მჩემნი.
.....აკურთხე სამკვიდრებელი
ჩემი !
აცხოვნე ,სახიერო, სულნი
ჩვენნი !

ალეკო ჩინჩალაძე .
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
ძებნა:

მოგესალმები Гость