აალეკო ჩინჩალაძე - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
აალეკო ჩინჩალაძე
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:55 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი რაინდობა .-
სხვა რა დავიჩემო?
ზეცა გაიხსნება!-
მინდა დავიჯერო.
პაპანაქებაში მუხა დავიჩერო...
სუნთქვა შენ მკლავებში უნდა გავიჩერო!

შენი დაჩემებით ,
ჩემი ახირებით
ცხენებს მოვკაზმავდი
ლაგამ- აღვირებით.
მერე სიკვდილს წინ
ვიტყვი გაღიმებით:
ქვეყნად ჩემი ყოფნა
იყო ნაღირები!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:55 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადრიანად დაუნთია
ზეცას ცეცხლი .
მზემ დამასწრო წამოდგომა .-
მგონი შევრცხვი.
დანამულა აქ მიდორი
ფერად ვერცხლის.
მანებივრება მიწა ცვარით ,
ზეცა - მერცხლით .

ნაწვიმარზე ცას ფერი აქვს
ალუმინის .
ხოლო ჰაერს - გამჭვირვალე ,
ანუ მინის .
მზე ოქროა . - სხვა რა გინდა
მადლი დილის!
მოდის გოგო მოკლე კაბით ,
ანუ მინით .

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:55 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მათრობს ოცნება ცადნაფერები,
როგორც სურნელი ცხელი ლავაშის .
რომ არ გახუნდეს ძველი ფერები,
გამოიგონე, რამე, თამაში!

ვიცი , რთულია მოცდა ,
ლოდინი.
დრო კი მიფრინავს .
ტალღებს მიარხევს.
და , თუ მოგწყინდა ძველი მოტივი,
შემოიტანე რამე სიახლე !

მე გულს არ ვზოგავ .-
შენით დავიღლი .
და იმედი მაქვს დღეის ან ხვალის .
ძველია , თუმცა , დრო და თარიღი,
სიყვარული კი - მუდამ ახალი .

მათრობს ოცნება ცადნაფერები,
როგორც სურნელი ცხელი ლავაშის .
რომ არ გახუნდეს ძველი ფერები ,
გამოიგონე, რამე, თამაში !

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:56 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასი წლის შემდეგ , დღეიდან ზუსტად,
ისევ ვინატროთ რაც გვსურდა წინათ.
ჩამოვსხდეთ სადმე მწვანეზე , რუსთან.
მე მოვალ ლექსად!
შენ მოდი წვიმად!

ასი წლის შემდეგ , დღეიდან ზუსტად,
(ეს ახირება სურვილად მექცა.
ვარ სიყვარულთან ყოველთვის სუსტად)
შენ მოდი წვიმად .
მე მოვალ ლექსად.

იცოდეს ყველამ , არაფერს ვმალავ.-
დღეიდან ზუსტად , ასი წლის შემდეგ ,
მოგიტან იმას , რაც მრჩება ვალად.
შენ თუ დამხვდები,
მე მოვალ .
მენდე!

სხვა თუ იკითხავს მიზეზს და შედეგს,
ვეტყვი , შენ გამო პოეტად შევდეგ.
მე პაემანი დავნიშნე უკვე,
დღეიდან,
ზუსტად,
ასი წლის შემდეგ !

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:56 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მტვერში აგდია ქუდი მათხოვრის.
დაუგვიანდა სადილ- სამხარი.
დამანამუსებს მზერა მაცხოვრის
და უსინათლოს თვალის ხამხამი.
მქეჯნის სინდისი სხვისი განცხრომის,
ავყია კაცის უმი ხარხარი.
დავიარები ამგვარ განწყობით
და მებრალება ტოტი გამხმარი.
ვამბობ ამ ლექსის ასოთამწყობი,
რომ მეზიზღება კაცი ახვარი.
დამამუნათებს გულზე დაწოლით
მე , ბილწი სიტყვა სხვისი ნახმარი.
მტვერში აგდია ქუდი მათხოვრის .
დავიწყებია სადილ- სამხარი.
დამანამუსებს მზერა მაცხოვრის
და უსინათლოს თვალის ხამხამი.

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:57 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ გავიგე ამ წვიმების , ამ ქარების,
როგორ გახდნენ ასეთები , ამგვარები?
როგორც ავი , დგეშილი ვანდალები,
წვიმაც , ქარიც- ორივეა ანგარებით.
მე არა ვარ ამ ამინდის გამკარები.
წავალ სადმე ამ სახლიდან , ამ კარებით,
სადაც მზეა , წყაროები ანკარები
და ჩაგიკრავ , თუ დამხვდები ,
ამ მკლავები!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:57 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცის კაბადონი მზის მადანია.
მე დავუწუნე ღრუბელს სიშავე .
და ვეფერები იმ ადამიანს ,
ვინც კაბის კალთით ცრემლებს იმშრალებს !
ნეტავ , ეს ტვირთი მიმატანია .-
მძიმე არისო. - არ დავიშალე .
და ვეფერები იმ ადამიანს,
ვინც ხელის გულით ცრემლებს იმშრალებს!
ჩემი ცხოვრება სისადავეა.
მე დავუწუნე ცრემლებს სიმლაშე.
და ვეფერები იმ ადამიანს,
ვისაც ღვარად სდის და ვერ იმშრალებს!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:57 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცის კაბადონი მზის მადანია.
მე დავუწუნე ღრუბელს სიშავე .
და ვეფერები იმ ადამიანს ,
ვინც კაბის კალთით ცრემლებს იმშრალებს !
ნეტავ , ეს ტვირთი მიმატანია .-
მძიმე არისო. - არ დავიშალე .
და ვეფერები იმ ადამიანს,
ვინც ხელის გულით ცრემლებს იმშრალებს!
ჩემი ცხოვრება სისადავეა.
მე დავუწუნე ცრემლებს სიმლაშე.
და ვეფერები იმ ადამიანს,
ვისაც ღვარად სდის და ვერ იმშრალებს!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:58 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მტვერში აგდია ქუდი მათხოვრის.
დაუგვიანდა სადილ- სამხარი.
დამანამუსებს მზერა მაცხოვრის
და უსინათლოს თვალის ხამხამი.
მქეჯნის სინდისი სხვისი განცხრომის,
ავყია კაცის უმი ხარხარი.
დავიარები ამგვარ განწყობით
და მებრალება ტოტი გამხმარი.
ვამბობ ამ ლექსის ასოთამწყობი,
რომ მეზიზღება კაცი ახვარი.
დამამუნათებს გულზე დაწოლით
მე , ბილწი სიტყვა სხვისი ნახმარი.
მტვერში აგდია ქუდი მათხოვრის .
დავიწყებია სადილ- სამხარი.
დამანამუსებს მზერა მაცხოვრის
და უსინათლოს თვალის ხამხამი.

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:58 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვაზი დარგო.
ხნა და თესა.
ხარი ხედნა.
ცხენი ხედნა .
ამაყსა და ალალმართალს
ჰქონდა მკაცრი გამოხედვა .
ოფლით პურის მოპოვება!-
ასე ერგო წილად,
ხვედრად.
მიჰყვებოდა წითისოფელს
ხან ქვეითად,
ხანაც მხედრად.
შეზარხოშდა .....
ბოლოს მიხვდა,
რომ ცხოვრებამ თავად ხედნა .
თავის ალალ ნავალი გზით
ბედმა უფალს შეახვედრა!

ალეკო ჩინჩალაძე .
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
ძებნა:

მოგესალმები Гость