პოეზი - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
პოეზი
nukriaДата: კვ, 08.10.2017, 21:59 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცუდი იქნება მოვიდეს წვიმა
და არავინ თქვას სიტყვები დარდის...
ცუდი იქნება მოვიდეს თოვლი
და არავინ თქვას:-რა კარგად ბარდნის...

ცუდი იქნება აყვავდეს ია
და არავინ თქვას ლექსები"ფშავლის"...
ცუდია როცა მძიმე ცხოვრება
მიზეზი ხდება ჩხუბის და დავის...

ცუდი იქნება მოწყდეს ვარსკვლავი
და არავინ თქვას სურვილი სულის...
ცუდია როცა წერით დავკავდი
და ფურცელს ლექსად დარდები უვლის...

ცუდი იქნება დაბეროს ქარმა
და არ გაფანტოს ცაზე ღრუბელი...
ცუდი იქნება დამტოვოს ქალმა
და მარტო ვზიდო მძიმე უღელი...

ცუდი იქნება დაეცეს გმირი
და ამას ღმერთი რომ ვერ ხედავდეს...
ცუდი ქნება დამტოვოს სულმა
გული კი ისევ რიტმში ფეთქავდეს...
 
nukriaДата: კვ, 08.10.2017, 22:01 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან..
 
nukriaДата: კვ, 08.10.2017, 22:12 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენზე ოცნებებს ვეღარ იტევს ჩემი სამყარო,
ხანდახან მინდა ჩემს სალოცავ ხატად გაგხადო,
შენს ლამაზ თვალებს მსურს დავუნთო თაფლის სანთელი
და მოგაშორო თუ კი რამე გაქვს გულზე ნაღველი.
არ მინდა გეგონოს სანაცვლოდ რამეს ვითხოვდე,
მხოლოდ გულს გჩუქნი, წრფელი გრძნობით სავსეს პირამდე,
უშენოდ ჩემთვის არ არსებობს ქვეყნად სინათლე
და ამ წყვდიადში ვერ ვიცოცხლებ ვიცი დილამდე.
მე შენს სიყვარულს სიგიჯემდე მივყავარ ისევ
და მონატრებას ვერ გაუძლებს ამაღამ გული,
სანთლებს ავანთებ, უფალს შენზე ვეჩურჩულები
და შეერთვება ზეცას ჩემი მწუხარე სული!....
 
nukriaДата: კვ, 08.10.2017, 22:16 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა,
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება
 
nukriaДата: კვ, 08.10.2017, 22:19 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვწერ და ვშლი, ლექსებს, სტრიქონებს, მუზა არ მომდის,
როგორ დავწერო ლექსი როცა აღარ გამომდის,
როგორ ამოვთქვა გრძნობები, აქვე ყელში რომ მახრჩობენ,
და შენი სუნთქვა ტუჩებთან... ხელებიც როგორ მათბობენ.
როგორ არ ვიცი რა გითხრა, ყოველ სიტყვაზე "მიყვარხარ"
როგორ დამივლის ჟრუანტელს, უკვე აღარ ვარ ჭკუაზე
მითხარი! როგორ დავწერო! უკვე აღარც ვარ მუღამზე
მე ამ ჩემს გრძნობას შენდამი, არვის გავუყობ შუაზე !!!
 
nukriaДата: სამ, 10.10.2017, 15:02 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აწი ამ გზით რომ არავინ მოდის,
მაინც დაწყევლილ ამ გზას გავყურებ.
შეჩვეული ვარ ამ გზას და ლოდინს,
როგორც სამსახურს – მოსამსახურე.

მგონია ისევ თავგზას აგირევ,
(არწევს ცდუნებას ხსოვნის ჰამაკი)...
...ვარ ისევ შენი მოჯამაგირე,
ოღონდ
არ მიხდი
ახლა
ჯამაგირს...
 
nukriaДата: სამ, 10.10.2017, 15:03 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სატრფო გყავს?
წვიმას ეკითხება გვირილა სველი,
კიო, – უთხრა და
გალუმპული იბრუნა სახე.
მაშინ, რატომღა არ მინახავს
ღიმილი შენი,
რა დაგემართა,
რომ უცრემლოდ ვერასდროს გნახე...
გვირალამ წყენით დაიბერტყა
ყვითელი მკერდი,
ეხ, წვიმავ, შენი საქციელი
როგორ მაკვირვებს,
მუდამ მასველებ,
აღარ ძალმიძს სიჩუმე მეტი,
თუკი სატრფო გყავს
დალოცვილო, რაღა გატირებს?!

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 10.10.2017, 15:05 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხესმოწყვეტილი მე ვარ ფოთოლი,
ყოფნა - არყოფნის ტკივილი მტანჯავს,
და როგორც ამბავს, ქარის მოჭორილს,
დრო მეც უკვალოდ გამაქრობს ალბათ.

უხმოდ დავტოვებ დღეებს, დარდიანს,
ან საყვედური უშველის რაღას?!
როცა ხვდებიან შიშვლად განთიადს,
ხეებს ვპატიობ ფოთლების ღალატს.

იქნებ ეს არის ბედი ობოლის -
მინდობილია უცნობ ამინდებს,
ხესმოწყვეტილი მე ვარ ფოთოლი,
ქარს ვუცდი... ნეტავ, საით წამიღებს?!

/ნინო ალადაშვილი/
 
nukriaДата: სამ, 10.10.2017, 15:08 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ განვეშორე ბავშვობის ფერებს,
სულ არ მიხდება ჭაღარა თმები...
ვერც ქალის როლი ვერ შევიფერე,
იქა ვარ ისევ, წარსულით ვთბები.

ნუ დამაძალებთ ბატონო ჩემო,
რომ შეგიყვაროთ ქალის სიდინჯით,
მე. ახლაც ბავშვურ საქციელს ვჩემობ,
კვლავ სიყვარული მავსებს სიგიჟით.

დატოვეთ ჩემში ფერები ვარდის,
არ წამიშალოთ ღიმილი ბავშვის,
ნუ დამაჯერებთ, რომ წლები გადის,
რომ ჩემს ოცნებებს სიმართლე წაშლის.

სულ არ მგონია ნამდვილი– ომი(!)
მზერას ვარიდებ სივრცეს ნისლიანს,
გარეთ ბიჭები ცელქობენ მგონი...
და სათამაშო თოფებს ისვიან.

მომეცით ნება მჯეროდეს მინდა,
პრინცის და მისი თეთრგულა რაშის,
ნუ განმაშორებთ, თუ რამე წმინდა,
შემორჩა ჩემში გულწრფელი ბავშვის.

/ნანა მეფარიშვილი/ —


Сообщение отредактировал nukria - სამ, 10.10.2017, 15:41
 
nukriaДата: ხუთ, 12.10.2017, 05:47 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღმოგაჩინე
და ყველაფერს მიეცა აზრი.
მერე ააშენე სახლი -
მყარი კარებით
და დიდი ფანჯრებით,
შემოავლე ღობე და -
”წამო, ერთად ვიცხოვროთო”-
მეც ჭრელ ბაწარს გამოვყევი,
წამოგყევი. . .
და აღარ მოგშორდი.

უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ,
”ჩემი სახლი - ჩემი ციხე-სიმაგრეაო!”
ვალაგებ სახლს,
ყოველდღე ვცვლი
კედლების ფერებს,
(კაცებს არ უყვართ ერთფეროვნება!)
ლაპლაპებს ჩემი
ქვაბები და თეფშები
(კაცებს უყვართ სამზარეულო!)

შვილები დაიმსგავსე,
წლები მიფრინავენ,
არასდროს იგვიანებ.
არცერთი დღე
არ ჰგავს ერთმანეთს. . .

დილა- კოცნით
და ლილიებით. . .
გვირილებით- საღამო, კოცნით,
ღამე - ერთმანეთზე ლოცვით!
ვემორჩილებით
ღმერთს და სიყვარულს. . .

ბედნიერი,
ერთგული და უღალატო ხარ!
ჯვარი გწერია!
არ ჰგავხარ სხვას-
მეტი რა უნდა ქალს-
სახ-ლი და სი-ყვა-რუ-ლი!

ჩუმად ვარ. . .
არ გამეღვიძოს,
არ გახდეს ცხადი. . .
არ დამცინონ,
თუკი მივცემ მისამართს-
სად შენდება
მარადიული
სიყვარულის სახლები. . .

თამო ჯაფარიძე
(წიგნიდან "ბიმურზელა")
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
ძებნა:

მოგესალმები Гость