პოეზი - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
პოეზი
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 17:33 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღისით გიყვარდა, ღამე გძინავდა?
მაშინ დღისითაც არ გყვარებია.
შუბლზე კალამი დამებჯინადა.
შენც კარგად იცი რა მაწერია.
რას გააგონებ თუ არ ესმიან.
გული ამურის კარგი ტირია.
ნიანგის ცრემლზე უარესია.
თუ პოეტივით არ გიტირია.
ლურჯი ტალღები მიდიან ქარით,
იპოვეთ ნაპირს ან ამის არხი,
ან ოკეანე მშვიდი და მწყნარი,
დაგვაკავშირეთ პანამის არხით
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 17:34 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბოლოს მოგვიღებს ?! კი, ფაროსანა.
ჯეგის ჯარები შეაჯავროსნა.
ტირის პოეტის კიფაროსანა,
სევდა, წუხილთან შეაჯვაროსნა.

დაკბენილია ბაღი ღოჯებით.
მიიღე ჩემი უფალ-ო-სანა,
გთხოვ მოგვაშორე ბაღლინჯოები,
იყოს გარემო უფაროსანა.

შიში მაქვს უკვე, ავ ფაროსანის
უჯვარო ხელმა შეაჯვაროსნა.
იმედი დამრჩა შავფაროსანის
თეთრი დღეები შეაჯაროსნა.

ტირის პოეტის კიფაროსანა,
კალამი სამ თითს შეაჯვაროსნა
ბოლოს მოგვიღებს ?! კი, ფაროსანა!!!
თუ გეას არვინ გეაჯავშნოსნა.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 18:42 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბავშვი იბადება, სიცოცხლე ჩნდება.
ვიღაცა კვდება, სახელი რჩება.
დილის გარიჟრაჟი განთიადს ხვდება
ღამის ვარსკვლავები მთვარესთან კრთება.
ისმის მელოდია, ჩუმი, ბნელ ოთახში.
ვიღაც გახვეულა გრძელ, თბილ მოსასხამში.
გარეთ ხმაურია, აურზაურია.
ამ ბოლოს ცხოვრებამ აურ-დაურია.
ვიღაც მშიერია და თან შიშველია,
თან კი იმას ფიქრობს როდის მიშველიან.
ზოგოსთვის ცხოვრება რა მშვენიერია,
სულ არ ედარდება სხვას თუ უშველიან.
მუსიკის ჰანგები ირგვლივ იფანტება,
უცბად სიჩუმეა, გოგო იბადება.
ცხოვრება გრძელდება სხვადასხვა ფერებად
სიცოცხლე, რომელიც ხშირად ჩერდება.
ჩვენი სიცოცხლე თოკზე კიდია,
თოფს გვიმიზნებენ, მსხვერპლი დიდია.
ჩვენი ცრემლებია სარეცხს რომ ასველებს.
ჩვენი არსებობა სამყაროს ამშვენებს
ეს ცხოვრება ხომ ბეწვის ხიდია
ჩვენი სიციცხლე კი თოკზე ჰკიდია...
ნ. კიწმარიშვილი


Сообщение отредактировал nukria - პარ, 13.10.2017, 19:16
 
nukriaДата: შაბ, 14.10.2017, 07:47 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ემოქმედებით წინსვლას ვუსურვებთ.

"ესეც გაივლის!.."

ვხედავ, რომ გიჭირს
თქმაც კი მიჭირს,
მაგრამ ასეა
შენი ზღვაც ახლა
უფრო შავი
უფრო მლაშეა
ვიდრე ოდესმე ყოფილა ალბათ...

შენს ბებერ მკლავებს
დასერია ძმობის ძარღვები
და ყველა მხრიდან
მოგსევიან, როგორც ძაღლები
დაგეშილები,
უღირსობას მიჩვეულები
შენს კალთას ერთ დროს შეფარული
ძუძუმტეები
შენს საწნახელში დაწურული,
როგორც მტევნები
შენს გულზე ლაღად მობიბინე
სევდის ტევრები...

ვხედავ რომ გიჭირს
და რა უფრო
ვერ ვხვდები ჩემო?!.
მტერმა სამიზნედ რომ გაქცია,
როგორც მაქცია
თუ შენს უბეში გაზრდილები რომ ასისინდნენ?..

ვიცი გაუძლებ,
განა ერთხელ გასვეს დუბელა
განა, პირველად შემოგიჩნდა დარდის წურბელა?...

არ დანებდები!..
დანებებას არ ხარ ჩვეული
გზები გიცდიან სიმაღლისკენ
თეთრი, შვეული
სადაც, უვლიათ შენს გაზრდილებს
თავაწეული...

აღარ მოვყვები წიწამურზე
არც შამქორს,
დიდგორს - აღარ ვახსენებ
(არც ღირს ნამდვილად)
ჰო, დაგამარცხეს თითქოს ბევრჯერ
თუმც, დაჩოქება ვეღარ შეძლეს შენი
ადვილად...

შენს სადღეგრძელოს სვამდა ალბათ
თავად აგუნა
ღმერთმაც,
წაქვეულს წამოდგომის
ნიჭი გარგუნა...

ვხედავ რომ, გიჭირს
დაჟანგვია ვადა სატევარს
ვხედავ, მუმლები დასევიან
მუხის ნატევარს
მაგრამ, გაივლის...
ჩემო ერთო
"ესეც გაივლის"
როცა შენს გზებზე
დავითი და ცოტნე
გაივლის!..

ლიკა ხარჭამაძე
 
nukriaДата: შაბ, 14.10.2017, 08:00 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოწყვიტე მინდორში,
გვირილა ნუგეშით,
თვალები დახუჭე,
დაფანტე ფურცლები
 
nukriaДата: შაბ, 14.10.2017, 08:28 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი აპრილი,
ჩემს აპრილს არ ჰგავს,
შენ იცი როგორ ახარო,
რა, ვის,
მოჰგავხარ,
ახლად გაკვირტულ ნარგავს,
სურნელს რომ გასცემს
და უფრო ჰყვავის.

შენი თვალები
სხვა სხივით ელავს,
ტკივილი გამსხვრევს,
რწმენა გაშენებს,
რაც გვირილაა
მოგიტან ყველას,
შენ გვირგვინებად
შეჰკარი მერე.

ცხოვრება ჩემი
სულ არ ჰგავს შენსას,
სიყვარული ხარ,
მეწყვილე ერთის,
შენს ღიმილობას და
სულის კვნესას,
ძალა და ღონე
ატყვია ღმერთის.

ციცინათელებს მწყემსავ
და მღერი,
ენძელებს რწყავ და
იებს ახარებ,
მიდი, ჩაიცვი
კაბა ცის-ფერი
და აპრილობა
შემოგვახარე.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 18.10.2017, 00:23 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცოდვით დავთვერი და აქ მოვეთრიე,
ფეხზე ვერ ვდგავარ ისე ვარ მთვრალი,
ღმერთო შენს სახლში შემოვეთრიე,
მინდა გავსწორდეთ, მომცე ჩემი ვალი.

ცოტა თუ გჭორავდა მასთან ნათელია,
გოლგოთის მთას რომ თელავდი ჯვარით,
ცოდვები მარტო როცა გათელინა,
ვის ანაღვლებდი, გკიცხავდნენ ჯავრით.

რისთვის შეეწირე ასეთი მარგალიტი?
მათთვის ვინც მცირე ვერცხლზე გაგყიდეს
ნუთუ ღირდა ხალხისთვის ასეთი მაგალითი,
რომელთაც კვართი კამათლით გაყიდეს.

ამას აქ რა უნდა? ყველა მე მიყურებს
რამდენის აქ ყოფნა უბრალოდ მოდაა,
მათი ჩურჩული სმენას მიყრუებს
გულში მლანძღავენ და ერთი მოთქმაა.

თქვენ ლაპარაკზე მწარედ მეცინება,
ვერც კი შეამჩნიეთ რამხელა ბოდვაა,
აქ შემოვედი და უცრემლოდ მეტირება,
ამ გულში მთელი სამყაროს ცოდვაა.

რწმენა შემერყა ყოვლად ძლიერო,
მე ხომ არ მითქვამს სიცოცხლე მაჩუქე,
გთხოვ ეშმაკებთან გამაძლიერო
მომხედე თორემ სული სხვას ვაჩუქე.

სული დამიბნელა ამდენმა უნდობლობამ,
ხალხის სიძულვილმა ზეცამდე ამოფეთქა,
სისხლი გამიშრო ამ დაუნდობლობამ,
და ჩემშიც ამ ზიზღმა ლავად ამოხეთქა.

ჩემში ეშმაკმა ბინა რომ დაიდო,
მკაცრად მიბრძანა მე უნდა მადიდო,
არ მინდა ღმერთო, რწმენაზე დიდო,
შენმა შვილმა რომ სულ სხვა ვადიდო.

პასუხისმგებლობას ჩემზე ვერ ვიღებ,
თუ დამეხმარები, ცოდვებს გამიგებ,
მე ჩემს რწმენაზე ხელს არ ავიღებ,
ჩემი სულის მსხვერპლს შენთვის გავიღებ.

ჩემი მუდარა ღმერთო ნუთუ არ მოგივიდა?
როგორ მოვიქცე მიმანიშნე რა მოგივიდა?
ასე ცხოვრება ყელზე ზემოთ ამომივიდა,
ბევრი ვეცადე მაგრამ არა, არაფერი გამომივიდა.

შენ რომ შემპირდი ჩემთვის ის მზე როდის ამოვა,
ხორცის სახლიდან ეს სატანა როდის გამოვა,
ჩემ უდაბნოსკენ შენი წყალი როდის წამოვა,
აქვე მიშველე სანამ სული განკითხვად მოვა.

ყველა ცოდვას გეტყვი გთხოვ რომ მომისმინო,
ჩემში მცხოვრები ურჩხული მოისმინო,
აღარ შემიძლია მეტი მოვითმინო,
მთელი წარსული მსურს ხოხვით მოვიფრინო.

მე პატიოსანს გარყვნილად ვქმნიდი,
სულის სიწმინდეს ცოდვას ვაცმევდი,
აქამდე მე შენ უბრალოდ გთვლიდი,
შენზე საუბარს სულ ზურგს ვაქცევდი.

მე ქალთა გულებს ურცხვად ვლახავდი,
ამით მეგონა რომ ბევრს ვნახავდი,
რას ვიფიქრებდი თუ შეგლახავდი,
ამ სულს ბინძურით რომ გავლახავდი.

სულის სარკეში ჩემ სულს განახებდი,
ჩემ შინაგან მეს ამ ხალხს ვანახებდი,
მეგონა ამით გზას დავანახებდი,
და ყველას თავის ცოდვებს დავახევდი.

მე ჩემი სულისთვის არაფერს ვქმნიდი,
ახლა კი არ ვიცი როგორ შევიცვალო,
გამასამართლე მზად ვარ ღმერთო მიდი,
შენ სტუმრად მინდა გარდავიცვალო.

ღმერთო მაპატიე რაც კი დავაშავე,
ამდენი ბინძური ფურცელი გადავშალე,
ამ ყველაფერში მე არ ვარ დამნაშავე,
ეშმაკს ვერ ვძლიე და ის გააშავე.

წმინდაო ნიკოლოზ შენ წინ ქედს ვიხრი,
შენ ხომ მოიპოვე სიმდაბლით სიმაღლე,
რატომ არ მითხარი საფლავს რომ ვითხრი,
ჩემში ყველა წმინდა ჩრდილში რომ მივმალე.

წმინდაო გიორგი ტყვეთა განმათავისუფლებელო,
აქამდე ნეტა რატომ არ გიწამე?
გევედრები ამ სატანისგან გამათავისუფლო,
ღვაწლით შემოსილო Dდიდო მოწამე,

ქართველთა მხსნელო წმინდაო ნინო,
შენი ცხოვრება ხომ ჩვენს ღმერთს გაატანე,
ზიარება მინდა აღარ მსურს ლოთის ღვინო,
გემუდარები მეც ღვთის გზა გამატარე.

ჩემო ღვთისმშობელო ჩემო მარიამ,
ჩემ სტუმრად ისევ ეშმაკნი არიან,
ნუღა დამტოვებ უშენოდ ქარიანს,
აღარ მსურს ვებრძოლო ცხოვრებას ავდრიანს.

მთავარანგელოზო წმინდაო გაბრიელ,
დიდო მთავარო ზეცისა ძალთა,
ყოველი ბოროტი ჩემში დაარბიე,
მასწავლე ჩემი სიწმინდის მართვა.

მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა,
ნუ შემიყვანებ მე განსაცდელსა,
მეც მამყოფე შენ სახლს შინა,
ნუღარ მანახებ გზას ასაცდენსა.

ვედრების ხატთან მე დავიჩოქე,
ამაღლებამდე ხოხვით მივედი,
ყველა ჩემი ცოდვა შენს წინ დავაჩოქე,
მე კვლავ ვიპოვე შენში იმედი.

მე ვერ ვიხილე თავად იესო,
მაგრამ სათქმელი აღმაწერინა,
კალამი მომცა მითხრა თქვი ესო,
და თავის აზრი დამაწერინა.

შენ სიცოცხლეში ყველაფერს მიხვდი,
შენ მისიადაც ეს ავარჩიე,
ამ ქვეყანაში სწორ გზამდე მიხვედი,
და რაც მინდოდა ის განარჩიე.

რადგან შენ ჩემთვის იწყე გალობა,
ჭეშმარიტებაც ჩემში იპოვნე,
ამ ყველარისთვის გეტყვი: მადლობა,
ცოდვებს შეგინდობ შენ მე მიპოვნე.

ვინც სწორად ცხოვრობს ჩემთან ავიყვან,
ყველას ვინც რწმენა სწორად დაზვერეს,
ხელში აყვანილს სწრაფად გავიყვან,
არ გაუძნელებ არცერთ საზვერეს.

შენ მათ უთხარი ვინც მე დამივიწყა,
მობრუნდნენ თორემ გვერდზე გავრიყავ,
და მათ ვინც თავის სული დაივიწყა,
ჯოჯოხეთისკენ ქვევით ჩავიყვან.

შეწყვიტონ თავის სულების გმობა,
არცერთს არ აცდება ერთი ხელისმოსმა,
ყველა პასუხს აგებს რომ დაკარგეს ნდობა,
იცოდნენ ახლოვდება ჩემი უკან მოსვლა.

მთავარი სათქმელი ღმერთის ასე იყო,
მიწა იყავი და მიწად იქმნები,
მუდამ გახსოვდეს რომ სული არ გარიყო,
და სამოთხეში ჩემთან იქნები.
ბაჩო ზაქაიძე
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 17:34 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე,
რაკი შენ გსურდა, რაკი შენ ბრძანე
და, რაკი ზამთრით გადაიღალე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
სხვამ სხვა წაიღო, მე მერგო მწვანე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
ვიხმარე ხერხი და გადმოვხარე,
ვიძალე ძალით და გადმოვძალე,
ყოველი ფერით გადმოვითვალე,
ყველა ყვავილი გადმოვიშალე,
ყოველი წვეთით გადმოვიცალე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
ბევრი ვიბრძოლე, ბერვი ვიწვალე,
მიშალეს, მაგრამ არ დავიშალე,
ჩემი ცრემლებით გზები ვუმშრალე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
და ახლა ორნივ შენს წინა ვდგავართ,
_ იმას ჩავიდენთ, რასაც გვიბრძანებ.

ბესიკ ხარანაული
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 17:44 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუჩას მივყვები მარტო
და მომაკვდავი ღამე,
სიცოცხლის ბოლო წუთებს, ხურდა ფულივით ითვლის.
უკან რომ მომდევს ჩრდილი,
ბნელი ჩიხები ჭამენ
და წყევლასავით მიპყრობს,მივიწყებული თითქმის,
იტალიური ეზო და აივნების რიგი.
ვაკვირდები და ვიწყებ, მოგონებების ქავილს,
რადგან ბავშვობის ფიქრებს,
ოცნებებსა და სიზმრებს,
წითელ სარეცხის თოკზე, ჩამოუხრჩვიათ თავი.
ვხუჭავ თვალებს და მესმის, დედის – „ ამოდი ჭამე“,
ეს აივანი ჩემი,
ჩაი,
სურნელი პიტნის...
ქუჩას მივყვები მარტო და მომაკვდავი ღამე,
სიცოცხლის ბოლო წუთებს ხურდა ფულივით ითვლის.

გიორგი ხმიადაშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 18:21 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოკვდა და...
მთელი დანაზოგი მიწაში მისცა.
ეკლესიასთან,
იქ, სადაც საძმო საფლავია.
სადაც ხშირად ქარი ამოდის,
მარტია თუ სექტემბრია,
არ არჩევს ქარი საფლავის ქვებს - მტვერი მტვერია!
ალალი იყო სამი პეშვი ენგურს გაღმიდან,
ვიღაცა რომ გულზე აყრიდა...
.........................
ასეთია მიწის თვისება -
ზოგჯერ უფასო ფასიანში აიგლისება...

რობერტ მესხი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
ძებნა:

მოგესალმები Гость