პოეზი - Page 13 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
პოეზი
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 18:28 | Сообщение # 121
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოკვდა დამთელი დანაზოგი მიწაში მისცა
ეკლესიასთან იქ, სადაც საძმო საფლავია სადაც ხშირად ქარი ამოდის მარტია თუ სექტემბრიაარ არჩევს ქარი საფლავის ქვებს მტვერი მტვერიაალალი იყო სამი პეშვი ენგურს გაღმიდანვიღაცა რომ გულზე აყრიდაასეთია მიწის თვისება ზოგჯერ უფასო ფასიანში აიგლისება
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 18:50 | Сообщение # 122
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თოვს.
ეს ქალაქი და ჩვენი ისტორიაც
უკვე ჭაღარაა.
მართლაც აღარაა,
ახლა აუხსნელი შენი მისტერია.
ძველი ისტერიით ისევ მენატრები,
ისევ მისტირიან,
მაგ შენს ნაფეხურთა თოვლით გადაფარვას,
ჩემი აივნები.

***
წვიმს
და მახსენდები,
რადგან სწორედ ისე
ჩვენ რომ ჩამოგვრეცხა,
წვიმს.
ამ ტკივილებით,
ახლა სავსე არის
წვიმა,
და იმ ვნებით,
ჩვენგან რაც წაიღო...

***

ფარდა გადავწიე, იქნებ გადაიღო... იქნებ გადაიღო...
ახლა ამ წვიმებით, ახლა ამ ამინდით,
მაკლდა გაგიჟება.
ნუთუ აღარ მიდის,
ნუთუ ეს ტკივილი?
ნუთუ ამ ლესებმა,
სულაც არ მიშველა?
სულაც არ მიშველა?!
სულაც არ მიშველა!
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 19:41 | Сообщение # 123
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მთებს შემოვრჩი...
შენი სახლის ვიწრო სარკმლიდან
არ მოჩანს მთები.
არცა გწვავს ცეცხლი,
უშენობით გულს რომ მდებია.
მარტო ხარ ისევ
ჩაძირული მოგონებებში.
...სადღაც მთებია
და მარტოობით მოზეიმე უცხოდ ირთვები.
მე, მხოლოდმყოფი,
მოწყალებას არვისას ვუცდი,
ვერ დამაჩოქებს ბედი მდევარი.
ვიხსენებ თბილისს,
გაელვებას სახის მაცდურის,
გზებს რომ მინათებს,
ვით მსუბუქი თოვლის მტევანი.
მიაჩხრიალებს ყინვის მარხილს მთებში ზამთარი
და მიმაქანებს უცხო მხარეს შავი მერნითა...
მოვალ შენამდე, ჩემი გზა თუ აქ არ დამთავრდა,
მოვალ შენამდე, უთვალავი ფიფქის ქვეყნიდან.
შენ მოზეიმე მარტოობის ცივ ხავერდებით
კვლავ აენთები ცეცხლით,
შენგან გულს რომ მდებია...
მოვალ შენამდე, ჩემი მთებით, ჩემი ქედებით,
და შენ არ იტყვი:
"რა დროს მთებია".

შერმადინ ქალდანი
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 20:05 | Сообщение # 124
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არასდროს გასხლა ჩემი წიგნი, მასში ვერცერთი
სიტყვა ვერ ლერწობს შენს გარეშე, დიდხანს ვეძებდი
შესაფერ მიწას, შესაფერ მზეს, შესაფერ წვიმას
ლექსნერგები რომ გადმომერგო შენში გულიდან
და ახლა უკვე, როცა ჰყვავის ბაღის მეცხრედი,
ვხევ ცოცხალ ფურცლებს, უანგარო სიყვარულით და
ღრმა მოწიწებით კვლავ გულთან მიმაქვს.
აი, ეს არის ჩემი გული, სხვისთვის შორია,
შენს გარდა მასში არც არავის არ უცხოვრია
და თავმდაბალი იმედი მაქვს იქ ცხოვრობ ახლაც,
გიორგობისთვეს ველოდები, როცა მაჭარის
სუნი მარანში მოხუცივით იწყებს ბორიალს,
სიყვარულის და შიშის ნაჯვარი
სიტყვები როცა წამოწევენ თავს ცისკენ, მაღლა.
სიტყვები, თითქოს ბალახია, ერთი შეხედვით,
მაგრამ კარგად თუ დააკვირდი, მათი ფეხები
ვაზის ფესვივით ცეცხლგამძლეა და უფრო მეტიც
მე მათზე ვსახლობ, მათზე მძინავს, მათზე დავდივარ
და ამ ვენახში ერთხელ მაინც თუკი შეხვედი
და სიტყვის სუნი შეიგრძენი, გეტყვი ნამდვილად:
მეფე კი არა, რომ იყო ღმერთი,
ამ სილამაზეს ვერ დათმობდი ალბათ ადვილად.
შალვა ბაკურაძე
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 20:13 | Сообщение # 125
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იგი წარსულზე როცა საუბრობს,
თვალწინ იხსნება წარსულის ფარდა.
სიჭაბუკისას ყველაზე უფრო
თურმე მოხუცის როლი უყვარდა.
სიჭაბუკის და სიბერის ზღვარი
ვის წაუშლია უბრალოდ მისებრ:
მოიშორებდა უეცრად პარიკს
და ახალგაზრდა რჩებოდა ისევ.
როლში კარგავდა ტახტსა და გვირგვინს,
დარბაზის `ვაშა~ რჩებოდა ტახტად...
ათასჯერ მოკლეს სცენაზე იგი
და ამიტომაც უკვდავი გახდა.
ახლა თეატრთან დინჯად ჩაივლის,
შედგება, დიდხანს უმზერს მთაწმინდას...
"ყრმობისას მოხუცს ვეძახდი თბილისს,
მე მოვხუცდი და ეს გაყმაწვილდა."
ხუმრობს: "ეს წესი მქონდა თავიდან:
ტოლს გზას ვუთმობდი კიბეზე, კართან...
ტოლთაგან უკვე ყველა წავიდა
და ჩემი წასვლის დრო არის მართლა."
ჭაბუკთა შორის როდესაც არის,
ბავშვთა ჟრიამულს როდესაც ისმენს,
წუთით ჰგონია, მოიხსნის პარიკს
და ახალგაზრდა გახდება ისევ.

შოთა აკობია
 
nukriaДата: პარ, 20.10.2017, 07:38 | Сообщение # 126
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„თუ ქალი ამბობს: „არა!“ –
მას მხედველობაში აქვს ‘შეიძლება“,
თუ ქალი ამბობს – „შეიძლება“,
მას მხედველობაში აქვს „დიახ“,
თუ უეცრად ის ამბობს: „დიახ“, –
მაშინ ის ქალი არ არის.
თუ დიპლომატი ამბობს – „დიახ“,
მას მხედველობაში აქვს – „შეიძლება“,
თუ დიპლომატი ამბობს – „შეიძლება“,
მას მხედველობაში აქვს – „არა“.
თუ უეცრად ის ამბობს: „არა“,
მაშინ ის დიპლომატი არ არის“.
საარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსების სატელევიზიო რეკლამებს თუ მოისმენთ, დარწმუნდებით, როგორ მარტივად შეიძლება იქცეს რეკლამა ანტირეკლამად. უფრო მეტიც, დარწმუნდებით, როგორ უდიერად ექცევიან პოლიტიკოსები სიტყვებს და რა ჭკვიანები ჩანდნენ ისინი მანამ, სანამ ხმას ამოიღებდნენ.

თანამედროვე ეპოქა სრულიად განსაკუთრებულია პოლიტიკური დიკურსის განვითარებისთვის. დემოკრატიის პირობებში ენის გამოყენების ფუნქციები იზრდება, სხვა საკითხია, როგორ იყენებენ პოლიტიკოსები ამ შესაძლებლობას.

გამოჩენილ პოლიტიკოსთა მეტყველებისა და ენობრივი ქცევების გამოკვლევების შედეგად დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებში თანამედროვე მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თუ წინა ეპოქების პოლიტიკოსებისათვის საკმარისი იყო საჯარო მეტყველების მონოლოგური ფორმა, თანამედროვე პოლიტიკური ლიდერისათვის ეს საკმარისი არ არის; მას მოეთხოვება საჯარო დიალოგის ხელოვნება, რაც გაცილებით რთულია მონოლოგთან შედარებით.

საჯარო დიალოგის კულტურის ნაკლებობის გამოა სწორედ, როდესაც პოლიტიკოსები დებატებისა და კამათის დროს ხელჩართულ ბრძოლაზე გადადიან, სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, ერთმანეთს სვრიან საგნებს, ასხამენ წყალს, ამტვრევენ ჭიქებს, სკამებს და ნებისმიერ საგანს, რაც ხელთ მოხვდებათ, მიმართავენ მოწინააღმდეგისკენ. ამ სურათების შემყურე მოსახლეობას ნიჰილიზმი იპყრობს, ასეთი ურთიერთმიმართებიდან არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იყო ან არის მართალი, ორივე მხარე თანაბრად უკულტუროდ იქცევა. მაშინ, როდესაც ისინი შეურაცხყოფას ერთმანეთს აყენებენ, შეურაცხყოფენ მაყურებელსაც, მათი დისკურსი ვრცელდება არა მხოლოდ მასზე, ვისაც უშუალოდ მიემართებიან, არამედ მედიის საშუალებით – მთელს საზოგადოებაზე.

სოკრატე გვასწავლიდა: თქვით რამე, რათა გაგიცნოთ… ჩვენი სიტყვები გვამხელენ ჩვენ, მათ არაფრის დამალვა არ შეუძლიათ და რაც უფრო შეეცდებით დამალვას, მით უფრო გამჟღავნდება დამალული… ერთი უადგილოდ გამოყენებული სიტყვით ან ფრაზით პოლიტიკოსმა შეიძლება წამში გაიფუჭოს პოლიტიკური იმიჯი.

მუსიკალურ წრეებში ერთი ასეთი მხიარული ხუმრობა დადის: როილაზე დაკვრა სულაც არ არის ძნელი: დააჭირეთ მხოლოდ საჭირო თითი საჭირო დროს საჭირო კლავიშს. იგივე შეილძება ითქვას რიტორიკაზეც: სიტყვის წარმოთქმა სულაც არ არის ძნელი – მხოლოდ უნდა თქვათ საჭირო სიტყვები საჭირო დროს და საჭირო ადგილზე.

რიტორიკული სიტუაცია, რომელშიც დღეს იმყოფება თანამედროვე „დემოკრატიული“ ლიდერი, სრულიად განსხვავებულია წინა ეპოქებთან შედარებით.

პოლიტიკურ ლიდერსა და მასობრივ აუდიოტორიას შორის არსებობს გამაშუალებელი რგოლი – მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისი სპეციფიკური ინტერესებითა და დამოუკიდებლობით. ამიტომ თუ წარსულში ორატორი მიემართებოდა ადრესატს – ხალხს, დღეს მისი მდგომარეობა და რიტორიკული ამოცანა სხვაგვარია: მან უნდა „მოთაფლოს“ არა მხოლოდ და არა იმდენად ხალხი, არამედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ეს არ არის ადვილი და არც ყოველთვის შესაძლებელი.

პოლიტიკოსს ხშირად უხდება პრესის, ტელევიზიის, რადიოს მეშვეობით „შეხვდეს“ ხალხს, მივიდეს ადრესატამდე. ამ შემთხვევაში დიდი როლი ენიჭება ჟურნალისტს, რომელსაც მიჰყავს დიალოგი. ის ხშირად „თავს ესხმის“ პოლიტიკოსს ან აძლევს უადგილო შეკითხვას. პოლიტიკურ ლიდერს მოეთხოვება სიმშვიდე, ემოციების მართვა, მყარი არგუმეტაცია, არაპირდაპირი პასუხი, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტი. თუმცა ხშირად ეს ვერ ხერხდება, რადგან მასმედიას თავისი ფუნქცია, მიზანი და ამოცანები აქვს და სულაც არ ემთხვევა ეს მიზნები პოლიტიკოსთა მიზნებს.

როგორც იცით, მარგარეტ ტეტჩერს პოლიტიკაში „რკინის ლედის“ სახელით მოიხსენიებენ. რამ განაპირობა ასეთი იმიჯი?

ფსიქოლოგმა, ენობრივი ქცევების სპეციალისტმა ჯეფრი ბიტიმ, ჩაატარა შედარებითი ანალიზი ტელეინტერვიუებისა საარჩევნო კამპანიის წინ, რომელშიც მონაწილეობდნენ მკაცრი პოლიტიკოსის იმიჯით ცნობილი ტეტჩერი და რბილი პოლიტიკოსის სახელით ცნობილი კალაგენი. ამ ინტერვიუების შემდეგ კონსერვატორების ლიდერი პრემიერ-მინისტრი გახდა.

გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ტეტჩერმა მნიშვნელოვანი ენობრივი ქცევა სწორად წარმართა – არასდროს ისწრაფოდა, თანამოსაუბრისათვის „სიტყვა წაერთმია“ და არც მას აძლევდა ამის საშუალებას.

ტალეირანი პოლიტიკოსების მოქნილ ხასიათას ასეთი სახალისო შედარებით წარმოგვიდგენს:

„თუ ქალი ამბობს: „არა!“ –

მას მხედველობაში აქვს ‘შეიძლება“,

თუ ქალი ამბობს – „შეიძლება“,

მას მხედველობაში აქვს „დიახ“,

თუ უეცრად ის ამბობს: „დიახ“, –

მაშინ ის ქალი არ არის.

თუ დიპლომატი ამბობს – „დიახ“,

მას მხედველობაში აქვს – „შეიძლება“,

თუ დიპლომატი ამბობს – „შეიძლება“,

მას მხედველობაში აქვს – „არა“.

თუ უეცრად ის ამბობს: „არა“,

მაშინ ის დიპლომატი არ არის“.

როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე მსოფლიოს დემოკრატიულ სამყაროში პოლიტიკოსის იმიჯის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს; დასავლეთში პრესის მთავარი ღირებულება ასე ჟღერს:

„ცუდი ინფორმაცია – კარგი ახალი ამბავია,

ხოლო კარგი ახალი ამბავი – საერთოდ არ არის ახალი ამბავი.“

ბოლო წლების საქართველოში პოლიტიკური დისკურსის განვითარებას თუ მივადევნებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ პოლიტიკოსები საერთოდაც ვერ სწავლობენ ცუდი გამოცდილებით. როგორც ამ ათეული წლის წინ ახლაც ღია ეთერში ჩხუბი, გაწევ-გამოწევა და საგნების სროლა ჩვეულებრივი ამბავია. ცალსახად პოლიტიკური კულტურის უქონლობაა ის, რაც ხდება… პოლიტიკურ კულტურას კი საერთო კულტურისგან ვერ გამოვყოფთ.

ასე რომ, თანამედროვე პოლიტიკური დისკურსი შორს დგას მჭევრობისგან და მჭევრმეტყველებისგანაც და ძალაუფლებაზე დაგეშილი ბრბოს პირველყოფილი შორისებულებია უფროა, ვიდრე მჭევრმეტყველება.
 
nukriaДата: შაბ, 21.10.2017, 08:37 | Сообщение # 127
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უმისამართობამ ისევ გადამრია,
ისევ უსასრულო გზები ამერია,
მინდა სიყვარული ისევ მოვაბნიო,
მერე რა მოხდა თუ დარდი გამერია.
ისევ ამ ცხოვრებამ თუ კი დამაჩოქა,
ვერა ფეხზე კოცნას ის ვერ ეღირსება,
ვიცი წაქცეული მაინც წამოვდგები,
ვიცი ღმერთთან მისვლა ისევ მეღირსება.
ისევ მეღირსება თვალი ცრემლიანი,
ჩემი ცოდვები რომ შემომიჩნდებიან,
ისევ სინანული თუკი გადამარჩენს,
გულის სიღრმეში რომ მუდამ მიჩნდებიან.
ისევ სინდისი და დროის ბეწვისხიდი,
ერთი ჩაფიქრებით როცა გამანათებს,
ისევ ჩაფიქრება თუკი ჩამაფიქრებს,
როცა გადავისვრი დროის ამანათებს.
სადღაც მომავალი აწმყოს ისევ მპარავს,
მე კი ჭაობიდან გუშინ ამოვედი,
რკინის გისოსები გამოვიჭახუნე,
მორჩა … წარსულიდან უკვე წამოვედი.
დრო კი ასეთია, ღამეს აფერადებს,
წუთი გარდასული აქ არ გაჩერდება,
უკვე დღევანდელი დღეც კი გამოვტოვე,
ხვალის გარიჟრაჟიც გადამათენდება.
და თუ ეს ცხოვრება მაინც დამაჩოქებს,
მე არ დავნებდები დედას გეფიცები,
ბოლო ამოსუნთქვის ღამეს გავტეხავ და
სიკვდილს ალიონთან ერთად ვეღირსები.
მე დღეს მოვიტყუე, მაშინ გავიღიმე
როცა დაღვრემილი ქუჩა გამივლია,
უცნაურობების კედელს ვუყურებდი,
იქ კი გუშინდელი შავი ამინდია,
მე დღეს წავბარბაცდი, ისევ დავეცი და
მითხრეს სიკეთისთვის აღარ გამოვდგები,
მაგრამ არაუშავს მე ამ ცხოვრებაში ,
ძალას დავატან და მაინც წამოვდგები.
მე დღეს სამყაროდან ისევ გამაძევეს,
ფიქრში ჩამისახლეს გრძნობის დეპრესია,
მაგრამ არაუშავს ფუნჯებს დავიჭერ და
სულში ჩავიხატავ მე ჩემს ეკლესიას.
მე დღეს უღმერთობაც თურმე დამაბრალეს,
უსიყვარულობის წიხლის დანათებით,
ისევ სიცრუით და ქრისტეს ფსევდონიმით,
ისევ გადამაკრეს ჯვარზე ანათემის.
ხვალის ქუჩას ვხედავ, განათებულია,
ჩემად მაინც ისევ ჩრდილი მეჩვენება,
მინდა მარტო დავრჩე ყველას გავეცალო,
სხვების ყურადღება თითქოს მებევრება.
ისევ გარიყულის როლი მომეძალა,
ისევ დაღვრემილი შავი ამინდია,
ირგვლივ ჰანგებია, სამწუხაროდ მე კი
თითქოს არაფერი ჯერ არ გამიგია.
ისევ მაისია მაგრამ გათოვდება,
ვიცი რეალობა მობეზრებითია,
მარადიულობა ყალბი სურვილია.
სადაც უკვდავება მოჩვენებითია.
ჰოი… გალაქტიკავ, მიუწვდომელი ხარ,
მაგრამ ფანტაზიის ჩემი ნაყოფიც ხარ,
უსასრულობამდე გინდა გადაგრძელდი,
ყველგან მოგაკითხავ, ყველგან ნამყოფი ვარ.
ისევ სიჩუმე და ფიქრის ტკივილები,
ისევ ყველაფერი არარაობიდან,
ისევ მომეძალა სულის ნოსტალგია,
ისევ ის წუთები ჩემი ბავშვობიდან.
ეს რა ოხრობა მჭირს იქნებ გამაღვიძოთ,
ფიქრი გადამიხსნათ დროა რანაირი,
იქნებ გამახსენოთ ის რომ პოეტი ვარ
და რომ ამინდია კიდევ სხვანაირი.

ზურა სალუქვაძე
 
nukriaДата: შაბ, 21.10.2017, 08:57 | Сообщение # 128
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმები... ქარები... წვიმები...
ქარები... წვიმები... ქარები...
ცხოვრება მუდმივი წამება,
მუდმივი ტანჯვით და წვალებით.

იელვებს... გაქრება... იელვებს...
გაქრება... იელვებს... გაქრება...
და გრჩება კვლავ სიცარიელე,
სადაც ეს თვალებიც ჩაქრება.

სიკვდილზე ახლოა ზამთარი,
ფიქრობ და კვლავ სიმწრით იღიმი.
უეცრად, ამ წამს რომ დამთავრდე,
უფალი ასეთს თუ მიგიღებს.

ბავშვობა თავის გზით წავიდა,
შენ ახლა სხვა გზაზე ხრიგინებ,
ეცემი... და ისევ თავიდან.
ადგები... და ისევ იგივე.

ბედისგან კარგს ნუღარ მოელი,
რადგან შენც სიცოცხლით გარისკე,
ასაკით ჟულიენ სორელო,
ხელწერით ჟან-მიშელ ბასკია.

ცას ისევ ფსკერიდან აჰყურებ,
შორი ხარ და ვეღარ გიზიდავს,
ეძახი ცოცხლად დამარხულებს
და პასუხს არ ელი მიწიდან.

მიწა ხარ და მიწად იქცევი,
იცი და სულს მაინც ცას აბჯენ,
სისხლი შენც ტვინში ჩაგექცევა,
ან გაგლჯეს ამ გულს და ამ მაჯებს.

გარეთაც ყელამდე ტალახი,
შიგნითაც წუმპეა ყელამდე,
აქ, ვინმეს უყვარდე, არა ღირს.
გიყვარდეს... ჯობია ყველაფერს.

ლაშა მარგიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.10.2017, 09:17 | Сообщение # 129
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარხარო _დაიფიცე დედა,
და თვალებში წამოგენთო ალი,
არ მატყუებ?_ გეკითხები მე და,
ეშმაკურად მითამაშებს თვალი.

ბაგეებზე გეფინება სითბო,
ნიღაბს ეძებ, ცოტა უფრო მკაცრის,
იქნებ ზოგჯერ შეუძლებელს ვითხოვ,
მავიწყდება გულგრილობა კაცის.

მიყვარხარო_ დაჯერება მთხოვე,
მე კი გულში მაინც ხინჯი მრჩება,
ვდარდობ, ტყუილი არ გამოდგეს თორემ,
იცოდე რომ დედა მოგიკვდება.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 21.10.2017, 09:18 | Сообщение # 130
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ გავათენო მერე ღამეები,
ჩემთან სასაუბროდ რომ არ მეყოლები.
ალბათ ღიმილიდან სევდით შევიცვლები,
როცა მივხვდები რომ ძლიერ მენატრები

როგორ მოგიყვე რომ თვალებს ენატრები,
ხელებს ენატრება შენთან ჩახუტება.
როგორ გაგაგონო ჩემი ამ ხმის ტემბრით,
შენი მოფერება როგორ მენატრება

როგორ გამოვხატო ყველა ემოცია,
რასაც არასოდეს შენთან არ ვმალავდი.
როგორ დაგანახო ახლა როგორია,
ჩვენი საიდუმლო რასაც ჩვენ ვმალავდით

როგორ გავაგრძელო მერე ის სიცოცხლე,
რასაც სიყვარულში სიკვდილს ეძახიან.
მიყვარს ყველაფერი შენით რაც ვიპოვნე,
მაგრამ სიყვარული მოხდა ალბათ გვიან

გიორგი ჩომახიძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
ძებნა:

მოგესალმები Гость