პოეზი - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
პოეზი
nukriaДата: შაბ, 21.10.2017, 09:25 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყელში გაჩრილი
ცრემლების ქაოსს,
სულ შეშლის შენი
ღიმილის ელდა...
გადიხარხარებს
სიბნელე ჩვენში...
მზედ ამოსული,
ვერ გიცანთ მზედა!..

აიმღვრა სული,
მოვარდნილ ღვარცოფს,
ფოთოლთა გაყრა
თან მოჰყვა ხეთა !..
და სახედარზე
უკუღმა შემსხდარ
ერს,მისი წილი
ტალახი ხვდება!..

რომელშიც... შენთან
მოპარულ სიკვდილს,
შენი ღიმილის
ნათებით მოკლავს...
თავის სიბნელით
გასროლილ ლაფოს,
ცრემლით ჩამოჰბანს
მარიტას ლოყას!..

მერე კი ისევ
დადგება ჯერი,
როგორც გვჩვევია
და როგორც მოგვდგამს...
ისევ მოვძებნით
ჩასაქოლ მნათობს,
რომელშიც ნიჭის
დიდება ბორგავს!..

ყელში გაჩრილი
ცრემლების ქაოსს,
სულ შეშლის შენი
ღიმილის ელდა..
გადიხარხარებს
სიბნელე ჩვენში...
მზედ ამოსული,
ვერ გიცანთ მზედა!..

გურამი გორდეზიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.10.2017, 09:54 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტალახს ნუ შეაყრი ანგელოზს ციციკორე,
ყველას ხელები გვაქვს ც ო დ ვ ი ა ნ ი...!
ბედი ცაში წყდება, ბედი... თორე
უცოლოც კაცია და ცოლიანიც....

ფუფალა თუ მიარღვევს ოღრო - ჩოღროს,
წუმპეს აიტაცებს კაბის კალთა.....
შიოლა... ყველასია...
ყველა გოგოს უნდა კაცი სწორედ მაგისთანა... !

გთხოვ, ნუ შეაფურთხებ ანგელოზს ციციკორე,
შენც ხომ ხელები გაქვს ცოდვიანი...
ბედი ცაში წყდება... ბედი თორემ ...
უცოლოს ერქმეოდა ცოლიანი......

ლოდებთან დაჩოქილს... ნანგრევთან სიკვდილი...
ჩაქოლილ ანგელოზს დასტირის ქვა ყორე...
ერთადერთს.. ერთადერთს დაკარგულს მივტირი...
სული ტალახისთვის..... ცოდვაა.... ციციკორე...!!!!

ნინო მოდრეკილაძე.
 
nukriaДата: შაბ, 21.10.2017, 17:35 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვუცქერდეთ მინდა ზეცაში ვარსკვლავს,
მე და შენ მხოლოდ სადმე ზღვის პირას,
და თან ვცეკვავდეთ უცნაურ სამბას,
ფეხით ვურევდეთ ნესტიან სილას..

ვხვდებოდეთ ერთად ძლიერ ქარიშხალს,
არ გავურბოდეთ არც თოვლს, არც წვიმას,
უბრალოდ მსურს რომ ვიდგეთ ნაპირთან,
და ჩამეხუტო მხოლოდ ეს მინდა..

მინდა ჩავხედო შენს ზღვისფერ თვალებს,
და დავტკბე მათი მდუმარე მზერით,
და შევეხები შენს კოხტა სახეს,
ჩემი ბოტოტა მოგრილო ხელით..

ვიცი რომ ამ დროს მაჩუქებ ღიმილს,
ჩამეხუტები, მეტყვი - კარგი ხარ,
და შემადარებ ზაფულს, თბილ ივნისს,
რადგან სიცივეს მე ვერ ავიტან..

მინდა რომ ამ დროს შეხედო მთვარეს,
მოვიდე ახლოს გაკოცო ნაზად,
ვერსად ვერ ნახავ ასეთ ტკბილ ღამეს,
მე თუ არ მნახავ არასდროს, არსად..

გოგა კირვალიძე
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 14:52 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ამბობ,
მაგრამ
არ გისმენენ.

გისმენენ,
მაგრამ
არ განიცდიან.

განიცდიან,
მაგრამ
არ სტკივათ.

სტკივათ,
მაგრამ
არ ყვირიან.

ყვირიან,
მაგრამ
შენ აღარ უსმენ . . .

ლაშა მარგიანი
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 14:56 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვუცქერდეთ მინდა ზეცაში ვარსკვლავს,
მე და შენ მხოლოდ სადმე ზღვის პირას,
და თან ვცეკვავდეთ უცნაურ სამბას,
ფეხით ვურევდეთ ნესტიან სილას..

ვხვდებოდეთ ერთად ძლიერ ქარიშხალს,
არ გავურბოდეთ არც თოვლს, არც წვიმას,
უბრალოდ მსურს რომ ვიდგეთ ნაპირთან,
და ჩამეხუტო მხოლოდ ეს მინდა..

მინდა ჩავხედო შენს ზღვისფერ თვალებს,
და დავტკბე მათი მდუმარე მზერით,
და შევეხები შენს კოხტა სახეს,
ჩემი ბოტოტა მოგრილო ხელით..

ვიცი რომ ამ დროს მაჩუქებ ღიმილს,
ჩამეხუტები, მეტყვი - კარგი ხარ,
და შემადარებ ზაფულს, თბილ ივნისს,
რადგან სიცივეს მე ვერ ავიტან..

მინდა რომ ამ დროს შეხედო მთვარეს,
მოვიდე ახლოს გაკოცო ნაზად,
ვერსად ვერ ნახავ ასეთ ტკბილ ღამეს,
მე თუ არ მნახავ არასდროს, არსად..

გოგა კირვალიძე
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 14:59 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუთით გავეპაროთ ამ ცხოვრებას,
წამი სამუდამოდ შევინახოთ,
ნატვრა დავიტოვოთ მოგონებად
გული კვლავ ბავშვურად გავილაღოთ.
ვიცი ვერ გავასწრებთ დროს უდგრომელს
უკვე წარსულია აწმყო ჩვენი,
ისე არაფერი მენატრება
როგორც უდარდელი ღიმილები.
უკვე სადაცაა დაგვეწევა,
კარებს შემოაღებს თავზე თეთრი,
გული სევდიანად იღიმება,
რადგან სიჭაბუკეს ვერ ვეწევით.
გარეთ ალისფერი შეიცვალა,
ზოგგან სიმწვანეა ნარჩენებში,
ისე არაფერი მენანება
როგორც სიყვარული ნავედრები.
წუთით გავეპაროთ რეალობას,
წამი სამუდამკდ შევინახოთ,
ნატვრა დავუტოვოთ მოგონებებს
გული სიჭაბუკით გავილაღოთ...

ვასილ ადეიშვილი
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 15:14 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ მე ღიმილი დამიბრუნე დავიწყებული,
შენ მე სიხარულს შემახვედრე ისევ თავიდან
შენ მე ცხოვრება გამახსენე აჩქარებული,
შენ მე ფიქრები მომაშორე ჩემი სახიდან.

შენ რეალობა დამიბრუნე ოცნებებიდან,
ახლა შენ გახდი საფიქრალი უკვე ჩემს მერე.
ჩემთვის ჩემი ხარ ყველანაირი შეგრძნებებიდან,
გადარეული და საშინელი წარსულის შემდეგ.

აქ ბედისწერამ აგვირია გზების შეხვედრა,
მაგრამ მე ჩემი ბედისწერა ვერ გამაჩერებს.
ვერც დავიჯერებ რომ დრო ახერხებს იმის ჩვენებას,
რასაც მე დროის განურჩევლად ჩემში გაჩვენებ.

შენ მე სიტყვები დამიბრუნე დავიწყებული,
რომ ლამაზი ხარ, რომ საოცარი სიცილის ხმა გაქვს.
შენ სიყვარული შემაყავრე გასხვავებული,
ჩემი სიცოცლხე შემაყვარე ასეთიც რაც მაქვს.

გიორგი ჩომახიძე
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 15:24 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლამაზ სიყვარულად დამიბერდი,
შენი სიკეთით და იმედით!
სულში სუნთქვასავით გამიბევრდი-
ეჭვიც აღარა მაქვს მცირედი!
ლამაზ ოცნებებად დამიბერდი,
ჩემო საკუთარო ზღაპარო!
შენ თუ არა,სხვას ვის ერქმეოდა:
"ჩემი ერთადერთი სამყარო!"...
სულ ტკბილ მოგონებად დამიბერდი,
შენი სიყვარულის სასმისით.
მერე ღვინოსავით დამიძველდი,
შენი სიტკბოება დამისხი!
ლამაზ გაზაფხულად დამიბერდი!
შენი თვალის მზით და ფერებით!..
შენი საიმედო ნაბიჯებით!
შენი უღალატო ხელებით!
შენი სიყვარული მალამაზებს,
შენი სიყვარულით ვბავშვდები...
სანამ ჩემი სული გეწყურება-
მანამ წყარო ვარ! არ დავშრები!
ლამაზ სიყვარულად დამიბერდი!
შენი სიკეთით და იმედით!
სულში სუნთქვასავით გამიბევრდი-
ეჭვიც აღარა მაქვს მცირედი!

ია ნანეიშვილი
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 15:31 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლამაზ სიყვარულად დამიბერდი,
შენი სიკეთით და იმედით!
სულში სუნთქვასავით გამიბევრდი-
ეჭვიც აღარა მაქვს მცირედი!
ლამაზ ოცნებებად დამიბერდი,
ჩემო საკუთარო ზღაპარო!
შენ თუ არა,სხვას ვის ერქმეოდა:
"ჩემი ერთადერთი სამყარო!"...
სულ ტკბილ მოგონებად დამიბერდი,
შენი სიყვარულის სასმისით.
მერე ღვინოსავით დამიძველდი,
შენი სიტკბოება დამისხი!
ლამაზ გაზაფხულად დამიბერდი!
შენი თვალის მზით და ფერებით!..
შენი საიმედო ნაბიჯებით!
შენი უღალატო ხელებით!
შენი სიყვარული მალამაზებს,
შენი სიყვარულით ვბავშვდები...
სანამ ჩემი სული გეწყურება-
მანამ წყარო ვარ! არ დავშრები!
ლამაზ სიყვარულად დამიბერდი!
შენი სიკეთით და იმედით!
სულში სუნთქვასავით გამიბევრდი-
ეჭვიც აღარა მაქვს მცირედი!

ია ნანეიშვილი
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 15:32 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვეღარ ვერევი ჩემს თავს მონატრებაში ჩაფლულს,
რა რთული არის აწმყო რომ ემიჯნება წარსულს.

ფაქტი რომ ითხოვს შენზე გადავიწყებას წლებში,
აღმოგაჩინე ერთხელ გამორჩეული სხვებში.

ეხლა დრომ უნდა შეძლოს ჩემში ამოშლა სახის,
დროც ხომ ტყვე არის შენი, უშენოდ სულ არ გადის.

როგორ შევპირდე ჩემს თავს რომ დაგივიწყებ მალე,
როცა მე თვითონ გეძებ ფიქრებში ყოველ ღამე.

ვეღარც მოთმენას ვითმენ, ვეღარც დავუცდი მოცდას,
ვერ დავასრულე ისევ მე შენთან ფიქრით მოსვლა.

როგორ გართულდა ღამე მარტივად მთვარის შუქზე,
ასე განვაგრძობ სუნქვას სხვის ბოღმასა და შურზე.

შევნატრი სხვების გრძნობებს, ჩემში იმედი ჭარბობს,
რომ დაგივიწყო კარგო მერე ვიღასთვის გავძლო.

ხოდა დაგტოვებ ჩემთან, სხეულით არა ფიქრით,
ხარბად დავყურებ სურათს ის ხომ არაფერს იტყვის.

არ გააბრაზებს მზერა, არც ემოცია ჩემი,
მე შენით ვცხოვრობ დღესაც, შენ სიცოცხლე ხარ ჩემი.

გიორგი ჩომახიძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
ძებნა:

მოგესალმები Гость